Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #54365437)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 54365437
Дата публикации: 29-05-2024
Сумма контракта: 296 793


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240010697
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.05.2024 17:08
Начало приема предложения 14.06.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 17.06.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 296`793.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50532300 - Ремонт и техническое обслуживание генераторов
  • 50532400 - Ремонт и техническое обслуживание оборудования распределения электроэнергии
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
Шаг снижения цены 1`187.00 GEL
Размер гарантии 2`968 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zurabi khutsishvili :: 23.05.2024 13:19
  • Последнее исправление: zurabi khutsishvili :: 29.05.2024 17:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=577631&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა დამუშავების ძირითად და სარეზერვო ცენტრებში არსებული FG Willson-ის, Teksan-ის წარმოების გენერატორების, EATON-ის და ABB-ის წარმოების უწყვეტი კვების წყაროების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

1. გეგმიური ტექნიკური მომსახურება
შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილების მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია N1 ცხრილში მითითებულ ტექნიკაზე განახორციელოს გეგმიური ვიზიტი მინიმუმ თვეში ერთხელ და დასკვნის სახით წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება დათვალიერების სრული შედეგი, სისტემის მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში დაზიანების აღმოფხვრის გზები და ვადები.

გეგმიური ვიზიტისას უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:
1.1. გენერატორების შემთხვევაში
1.1.1 უნდა გადამოწმდეს ჰაერის და ზეთის ფილტრები და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს ისინი;
1.1.2 შემოწმდეს გენერატორში ზეთის მდგომარეობა და აუცილებლობის შემთხვევაში შეიცვალოს/შეივსოს;
1.1.3 გადამოწმდეს გენერატორის გაგრილების სისტემა (ზამთარში აუცილებელია გადამოწმდეს გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის არსებობა და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი დამატება/გამოცვლა);
1.1.4 პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმება (ლოგები, SMS შეტყობინებები და ა.შ), შეცდომის კოდების შემოწმება, გენერატორის ჩართვა/გამორთვა. SMS მოდულის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა შეკეთდეს ან შეცვალოს ახლით;
1.1.5 აკუმულატორის მდგომარეობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი ახლით ჩანაცვლება;
1.1.6 მიმწოდებლმა უნდა უზრუნველყოს ოთხივე გენერატორის სატესტო გაშვება ორ კვირაში ერთხელ, სამუშაო დღეს.


1.2. უწყვეტი კვების წყაროს შემთხვევაში
1.2.1 უნდა გადამოწმდეს უწყვეტი კვების წყაროს ზოგადი მდგომარეობა (აკუმულატორების მდგომარეობა შემდგომი დაუგეგმავი დაზიანების თავიდან ასაცილებლად);
1.2.2 გადამოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში გაიწმინდოს/შეკეთდეს ელექტრო შემაერთებელი კონტაქტები;
1.2.3 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თორმეტივე უწყვეტი კვების წყაროს ტესტირება ჩართვა/გამორთვა (შემსყიდველთან შეთახმებით);
1.2.4 პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმება (ლოგები, SMS შეტყობინებები და ა.შ).



2. არაგეგმიური ტექნიკური მომსახურება
ტექნიკური მომსახურება უნდა გავრცელდეს N1 ცხრილში მითითებულ ტექნიკაზე. აღნიშნული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მივლინება.
2.1. უწყვეტი კვების წყაროს შემთხევაში:
უწყვეტი კვების წყაროს სისტემის ნებისმიერი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეაკეთოს (მწყობრში მოიყვანოს, მათ შორის დაზიანებული ნაწილის შეცვლით) ისინი.
2.2. გენერატორების შემთხვევაში:
2.2.1 გენერატორის ნაწილის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეაკეთოს (მწყობრში მოიყვანოს) ისინი ლიმიტირებული თანხის ფარგლებში (4 გენერატორზე დადგენილი წლიური ლიმიტი შეადგენს ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ს). შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს ბაზრის კვლევა (არანაკლებ სამ პოტენციურ მიმწოდებელთან) და მიღებული შედეგის შესაბამისად ერთეულის ღირებულებად დაადგინოს ბაზრის კვლევისას მიღებული უმცირესი ღირებულება. მითითებული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მიწოდებული მოწყობილობით გასწიოს მომსახურება. მიმწოდებლის მხრიდან გამოყენებული მოწყობილობების შეცვლის (ახლით დამონტაჟების) შემთხვევაში მიწოდებულ საქონელზე გავრცელდება გარანტია მომსახურების გაწევის პერიოდის ვადით. შესაბამისად შეცვლილი მოწყობილობის (მომსახურების გაწევის პერიოდის განმავლობაში) ხელახალით შეცვლის საჭიროების დადგომისას, მისი ღირებულების გათვალისწინება არ მოხდება შემსყიდველის მხრიდან (არ მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალისა და მოწყობილობის ლიმიტირებული ღირებულებიდან თანხის გამოქვითვა).
2.2.2 გენერატორის დაზიანების შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ჩაანაცვლოს იმავე ან უკეთესი მონაცემების მქონე ნაწილებით, შემსყიდველის მიერ ხარვეზის არსებობის შესახებ შეტყობინებიდან ან მიმწოდებლის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გაუმართაობის ან მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში, თუმცა იგი არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
2.2.3 დაზიანებული დეტალის შეცვლის აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში შეცვლილი ნაწილი უნდა იძლეოდეს N1 ცხრილში მითითებული ტექნიკის ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას (შეფერხების გარეშე);
2.2.4 აუცილებლობის შემთხვევაში უსასყიდლოდ უნდა განხორციელდეს ჰაერის და ზეთის ფილტრის, ასევე გენერატორის ზეთის და ანტიფრიზის შეცვლა;



3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
3.1 სისტემის კომპონენტის მომსახურების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას მომსახურების გაწევის ვადები, რომლებიც წარმოდგენილია N2 ცხრილში;
3.2 არაგეგმიური ვიზიტის მომსახურების გაწევის ვადები დამოკიდებულია შესაბამის პრიორიტეტზე. პრიორიტეტების მატრიცა წარმოდგენილია N3 ცხრილში;
3.3 ინციდენტის პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება შემსყიდველის მიერ. ინციდენტების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას ელექტრონული პორტალის მომხმარებელი ან გამოყოს ელექტრონული ფოსტის მისამართი. ინციდენტზე საპასუხო ქმედების და მოგვარებისთვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება ინციდენტის მიმწოდებლის მიერ გამოყოფილ ელექტრონულ მისამართზე მიღებიდან. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია შეთანხმებული ელექტრონული მისამართიდან მიაწოდოს ინფორმაცია შემსყიდველს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის, სააგენტოს საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე (სააგენტოს საკონტაქტო მისამართია servicedesk@sda.gov.ge), მიღების დროსა და ინციდენტის რეგისტრაციის დროს შორის სხვაობით გამოითვლება ინციდენტის მოგვარებისათვის დახარჯული მაქსიმალური დრო;
3.4 შემსყიდველი ვალდებულია ინციდენტის შეფასების შემდეგ, ზემოთ დადგენილი კომუნიკაციის ფორმის შესაბამისად განაცხადოს თანხმობა მიმწოდებელს ნაწილის შეცვლის შესახებ წერილობითი ფორმით (შესაძლებელია ელ. ფოსტის საშუალებითაც). ნაწილის შეცვლის ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ ზემოაღნიშნული წერილობითი დადასტურებიდან;
3.5 შემსყიდველი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება სისტემის განთავსების ადგილზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მივლინება ადგილზე;
3.6 შემსყიდველის მიერ ინციდენტის დადგომამდე იდენტიფიცირებული საფრთხეები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ინციდენტი, მიმწოდებლის მიერ მხარდაჭერილი უნდა იყოს მე-4 პრიორიტეტისათვის დადგენილ ვადებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 23 ივლისისა) და გაგრძელდეს 12 თვის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მონაცემთა დამუშავების ძირითადსა (ქ.თბილისი, აკ. წერეთლის N67ა) და სარეზერვო ცენტრებში (ქ. თბილისი, კონკრეტული მისამართი ეცნობება გამარჯვებულ პრეტენდენტს).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2019 წლიდან სატენდერო წინადადების წარდგენამდე პერიოდის განამვლობაში, წინამდებარე ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური ტექნიკური მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია, კერძოდ: უწყვეტი კვების წყაროს სისტემის, რომლის ჯამური სიმძლავრე არ იყო 60 კვტ–ზე ნაკლები და გენერატორების, რომელთა ჯამური სიმძლავრე არ იყო 130კვტ-ზე ნაკლები. ასევე სავალდებულოა, რომ უწყვეტი კვების წყაროსთან მიმართებაში ანალოგიური მომსახურების გაწევის ობიექტებიდან სულ მცირე ერთი ობიექტი იყოს მონაცემთა შენახვის ან/და დამუშავების ცენტრი. პრეტენდენტი ვალდებულია მსგავსი ტექნიკური მომსახურების გაწევის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). გამოცდილების დასადასტურებლად საკმარისია შესაბამისი ტენდერის ნომრებისა და CMR ნომრების წარმოდგენა (ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის თუკი დასტურდება ხელშეკრულების შესრულება), ან ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ პრეტენდენტის გამოცდილებას.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი, ხოლო მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ ექვემდებარება დაზუსტებას.

2. უწყვეტი კვების წყაროების ტექნიკური მომსახურების ნაწილში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს უწყვეტი კვების წყაროების მწარმოებლის წარმომადგენლობის ან/და პარტნიორობის სტატუსი, რის დამადასტურებლადაც სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს წერილობითი დოკუმენტების ასლი.

3. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას გააჩნია შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა ფორმა N2 ან ფორმა N3 (პრეტენდენტი ვალდებულია ნებართვა მატერიალური სახით წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დადებამდე).

4. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილოება.

5. ფიზიკური პარამეტრების გასაცნობად, შენიშვნების ჩამოსაყალიბებლად და სისტემების კომპონენტების დეტალური შემოთავაზების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შემსყიდველთან შეთანხმებით შეუძლიათ ადგილზე შეისწავლონ არსებული მდგომარეობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

4 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო/სდაზღვევო გარანტიის ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტია მიმწოდებელს არ დაუბრუნდება მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის --%-იანი საბანკო/სადაზღვევო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.
3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
5. მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის დაბრუნებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად (ყოველი კალენდარული თვის დასრულების შემდეგ).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზურაბი ხუციშვილი, 591450535, z.khutsishvili@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია:
1) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტების (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ცალ-ცალკე, ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად.

აღნიშნული წესი არ ეხება:
1) არარეზიდენტი პირებს. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
2) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე (https://t.ly/74T1s) განთავსებული რეკომენდაციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ექსელის სახით წარმოდგენილი "ფასების ცხრილი"). შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით დამოწმება არაა სავალდებულო და არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე, კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსთა ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ ნოტარიუსთა მიერ დამოწმებული თარგმანი;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის, "ფასების ცხრილთან "დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru