ტექნიკური დავალება
1. გეგმიური ტექნიკური მომსახურება
შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილების მიზნით, ხელშეკრულების
მოქმედების განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია N1 ცხრილში მითითებულ
ტექნიკაზე განახორციელოს გეგმიური ვიზიტი მინიმუმ თვეში ერთხელ და
დასკვნის სახით წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება
დათვალიერების სრული შედეგი, სისტემის მოსალოდნელი გაუმართაობის
აღმოჩენის შემთხვევაში დაზიანების აღმოფხვრის გზები და ვადები.
გეგმიური ვიზიტისას უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:
1.1. გენერატორების შემთხვევაში
1.1.1 უნდა გადამოწმდეს ჰაერის და ზეთის ფილტრები და საჭიროების
შემთხვევაში შეიცვალოს ისინი;
1.1.2 შემოწმდეს გენერატორში ზეთის მდგომარეობა და აუცილებლობის
შემთხვევაში შეიცვალოს/შეივსოს;
1.1.3 გადამოწმდეს გენერატორის გაგრილების სისტემა (ზამთარში
აუცილებელია გადამოწმდეს გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის არსებობა
და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი დამატება/გამოცვლა);
1.1.4 პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმება (ლოგები, SMS შეტყობინებები და
ა.შ), შეცდომის კოდების შემოწმება, გენერატორის ჩართვა/გამორთვა. SMS
მოდულის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა შეკეთდეს ან შეცვალოს
ახლით;
1.1.5 აკუმულატორის მდგომარეობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში
მისი ახლით ჩანაცვლება;
1.1.6 მიმწოდებლმა უნდა უზრუნველყოს ოთხივე გენერატორის სატესტო გაშვება
ორ კვირაში ერთხელ, სამუშაო დღეს.
1.2. უწყვეტი კვების წყაროს შემთხვევაში
1.2.1 უნდა გადამოწმდეს უწყვეტი კვების წყაროს ზოგადი მდგომარეობა
(აკუმულატორების მდგომარეობა შემდგომი დაუგეგმავი დაზიანების
თავიდან ასაცილებლად);
1.2.2 გადამოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში გაიწმინდოს/შეკეთდეს
ელექტრო შემაერთებელი კონტაქტები;
1.2.3 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თორმეტივე უწყვეტი კვების წყაროს
ტესტირება ჩართვა/გამორთვა (შემსყიდველთან შეთახმებით);
1.2.4 პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმება (ლოგები, SMS შეტყობინებები და
ა.შ).
2. არაგეგმიური ტექნიკური მომსახურება
ტექნიკური მომსახურება უნდა გავრცელდეს N1 ცხრილში მითითებულ
ტექნიკაზე. აღნიშნული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი
უფლებამოსილი პირის მივლინება.
2.1. უწყვეტი კვების წყაროს შემთხევაში:
უწყვეტი კვების წყაროს სისტემის ნებისმიერი ნაწილის დაზიანების
შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეაკეთოს (მწყობრში მოიყვანოს,
მათ შორის დაზიანებული ნაწილის შეცვლით) ისინი.
2.2. გენერატორების შემთხვევაში:
2.2.1 გენერატორის ნაწილის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია შეაკეთოს (მწყობრში მოიყვანოს) ისინი ლიმიტირებული თანხის
ფარგლებში (4 გენერატორზე დადგენილი წლიური ლიმიტი შეადგენს
ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ს). შემსყიდველი
უფლებამოსილია ჩაატაროს ბაზრის კვლევა (არანაკლებ სამ პოტენციურ
მიმწოდებელთან) და მიღებული შედეგის შესაბამისად ერთეულის
ღირებულებად დაადგინოს ბაზრის კვლევისას მიღებული უმცირესი
ღირებულება. მითითებული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია შემსყიდველის მიერ მიწოდებული მოწყობილობით გასწიოს
მომსახურება. მიმწოდებლის მხრიდან გამოყენებული მოწყობილობების
შეცვლის (ახლით დამონტაჟების) შემთხვევაში მიწოდებულ საქონელზე
გავრცელდება გარანტია მომსახურების გაწევის პერიოდის ვადით.
შესაბამისად შეცვლილი მოწყობილობის (მომსახურების გაწევის პერიოდის
განმავლობაში) ხელახალით შეცვლის საჭიროების დადგომისას, მისი
ღირებულების გათვალისწინება არ მოხდება შემსყიდველის მხრიდან (არ
მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალისა და მოწყობილობის
ლიმიტირებული ღირებულებიდან თანხის გამოქვითვა).
2.2.2 გენერატორის დაზიანების შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით
ჩაანაცვლოს იმავე ან უკეთესი მონაცემების მქონე ნაწილებით,
შემსყიდველის მიერ ხარვეზის არსებობის შესახებ შეტყობინებიდან ან
მიმწოდებლის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გაუმართაობის ან
მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში, თუმცა იგი არ
უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
2.2.3 დაზიანებული დეტალის შეცვლის აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში
შეცვლილი ნაწილი უნდა იძლეოდეს N1 ცხრილში მითითებული ტექნიკის
ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას (შეფერხების გარეშე);
2.2.4 აუცილებლობის შემთხვევაში უსასყიდლოდ უნდა განხორციელდეს ჰაერის
და ზეთის ფილტრის, ასევე გენერატორის ზეთის და ანტიფრიზის შეცვლა;
3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
3.1 სისტემის კომპონენტის მომსახურების პერიოდში მიმწოდებელი
ვალდებულია დაიცვას მომსახურების გაწევის ვადები, რომლებიც
წარმოდგენილია N2 ცხრილში;
3.2 არაგეგმიური ვიზიტის მომსახურების გაწევის ვადები დამოკიდებულია
შესაბამის პრიორიტეტზე. პრიორიტეტების მატრიცა წარმოდგენილია N3
ცხრილში;
3.3 ინციდენტის პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება შემსყიდველის მიერ.
ინციდენტების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით მიმწოდებელი
ვალდებულია შექმნას ელექტრონული პორტალის მომხმარებელი ან გამოყოს
ელექტრონული ფოსტის მისამართი. ინციდენტზე საპასუხო ქმედების და
მოგვარებისთვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება ინციდენტის
მიმწოდებლის მიერ გამოყოფილ ელექტრონულ მისამართზე მიღებიდან.
მიმწოდებელი ასევე ვალდებულია შეთანხმებული ელექტრონული
მისამართიდან მიაწოდოს ინფორმაცია შემსყიდველს ხარვეზის აღმოფხვრის
შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის, სააგენტოს საკონტაქტო ელექტრონულ
ფოსტაზე (სააგენტოს საკონტაქტო მისამართია servicedesk@sda.gov.ge), მიღების დროსა და
ინციდენტის რეგისტრაციის დროს შორის სხვაობით გამოითვლება
ინციდენტის მოგვარებისათვის დახარჯული მაქსიმალური დრო;
3.4 შემსყიდველი ვალდებულია ინციდენტის შეფასების შემდეგ, ზემოთ
დადგენილი კომუნიკაციის ფორმის შესაბამისად განაცხადოს თანხმობა
მიმწოდებელს ნაწილის შეცვლის შესახებ წერილობითი ფორმით
(შესაძლებელია ელ. ფოსტის საშუალებითაც). ნაწილის შეცვლის ვადის ათვლა
დაიწყება შემსყიდველის მიერ ზემოაღნიშნული წერილობითი
დადასტურებიდან;
3.5 შემსყიდველი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება სისტემის განთავსების
ადგილზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილი
პირის მივლინება ადგილზე;
3.6 შემსყიდველის მიერ ინციდენტის დადგომამდე იდენტიფიცირებული
საფრთხეები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ინციდენტი,
მიმწოდებლის მიერ მხარდაჭერილი უნდა იყოს მე-4 პრიორიტეტისათვის
დადგენილ ვადებში.