Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #54365408)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Internal Affairs Of Georgia Samtskhe-Javakheti Police Department
Номер конкурса: 54365408
Дата публикации: 29-05-2024
Сумма контракта: 181 423


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240010611
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.05.2024 17:23
Начало приема предложения 07.06.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 10.06.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 181`423.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
შსს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის (ქ.ახალციხე, რუსთაველის ქუჩა №109), ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის (ქ.ახალქალაქი, დ.აღმაშენებლის ქუჩა N25) და ადიგენის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის (დ.ადიგენი, თ.ერისთავის ქუჩა N34) მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`600.00 GEL
Размер гарантии 1`814 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli merabishvili :: 28.05.2024 17:06
  • Последнее исправление: irakli merabishvili :: 28.05.2024 17:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=578382&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შსს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის (ქ.ახალციხე, რუსთაველის ქუჩა №109), ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის (ქ.ახალქალაქი, დ.აღმაშენებლის ქუჩა N25) და ადიგენის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის (დ.ადიგენი, თ.ერისთავის ქუჩა N34) მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დეფექტურ აქტში.
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო/სარეაბილიტაციო ფართიდან არსებული ტექნიკის და ავეჯის გადატანა-გადაადგილება ამავე შენობის თავისუფალ ფართში.
გადატანა-გადაადგილების პროცესში აღნიშნული ტექნიკის და ავეჯის დაზიანების შემთხვევაში პასუხუსმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს დაზიანებული ტექნიკის და ავეჯის შეცვლა/შეკეთება.
1.2.3 მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
1.2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
1.2.5 მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
1.2.6 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, სამშენებლო ნარჩენისაგან, ნაგვისგან და ა.შ. ამასთან უზრუნველყოს შენობის და ტერიტორიის დასუფთავება, მათ შორის ე.წ. რემონტის შემდგომი დალაგება-დასუფთავება.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.
1.2.8 ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრისაგან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 - შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.4.2 - შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში;
1.4.3 - შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ადგილი:
- ქ.ახალციხე, რუსთაველის ქუჩა №109, ს/კ: 62.09.53.469;
- ქ.ახალქალაქი, დ.აღმაშენებლის ქუჩა N25, ს/კ: 63.18.36.871;
- დ.ადიგენი, თ.ერისთავის ქუჩა N34, ს/კ: 61.05.21.052.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებულ სამუშაოებზე, გამოყენებულ მასალებზე, საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 350 000 (სამასორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების შენობის სამშენებლო ან/და შენობის სარემონტო სამუშაოების გამოცდილება, აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი ან ფორმა N2 ან/და სხვა).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 მიმწოდებელს კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 და 1.4.2 პუნქტით განსაზღვრულ ობიექტების სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას.
2.5.1.2 მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
2.5.1.3 კალენდარული გეგმა-გრაფიკის ორჯერ ზედიზედ დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

2.9 other additional requirements

1. თუ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შედეგად სატენდერო წინადადების საბოლოო ღირებულებიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულება დაფიქსირდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

2. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვები ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვებში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე ტენდერით ხდება შსს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის (ქ.ახალციხე, რუსთაველის ქუჩა №109), ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის (ქ.ახალქალაქი, დ.აღმაშენებლის ქუჩა N25) და ადიგენის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის (დ.ადიგენი, თ.ერისთავის ქუჩა N34) მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ავანსად გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.

7.1.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის გამოქვითვა მოხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს (ფორმა N3) დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე პროპორციით 40%/60%, საიდანაც 40% დაკავდება ჩარიცხული ავანსის გამოსაქვითად, ხოლო დარჩენილი 60%-ის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის სასარგებლოდ, არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობისა.

7.1.1.3 შემსყვიდველი უფლებამოსილია 7.1.1.1 პუნქტით ავანსად მიღებული თანხის დაუმოწმებელი (გამოუქვითავი) ნაწილი (7.1.1.2 პუნქტში მითითებული პროპორციული გამოქვითვის გათვალისწინებით) სრულად დაფაროს საბოლოოდ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ფორმა N3-დან.

7.1.1.4 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში ყოფნის გამო, წინასწარი ანგარიშსწორების დროს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის საავანსო გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემსყვიდველი უფლებამოსილია წინასწარი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხა გამოქვითოს შემდეგი პირობის დაცვით: თავდაპირველად, შემსყიდველის მიერ, დაიფარება მიმწოდებლისთვის ავანსად გადარიცხული თანხის ის ნახევარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მიმწოდებელს თეთრ სიაში ყოფნის გამო, შემსყიდველ ორგანიზაციაში, არ ექნება წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო საბანკო გარანტია.

7.1.1.5 მომწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვა.

7.1.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტის მიზნისთვის წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ფორმა N2) შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს).
7.3.2 ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად „მიმწოდებლის“ მხრიდან დადასტურებული სამუშაოს შესრულების აქტის (ფორმა N3) და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. შემსყიდველი უფლებამოსილია ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განახორციელოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი მერაბიშვილი, 555303335, merabishvili.ika@mia.gov.ge მინდია მარტიაშვილი, 577539636, mindia.martiashvili@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.3 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.4 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის „სამშენებლო რესურსების ფასებით“ განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს).
10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები დეფექტური აქტების მიხედვით - (ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც (Excel)-ის ფაილის სახით, ისე PDF ფაილის ფორმატში და ელექტრონულად ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ ან/და დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტანმპით. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს;

10.2.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;

10.2.3 ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე საგარანტიო ვადა.
10.3 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru