ა). ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან ტენდერის
გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო
დაწესებულებების ან/და სკოლების ან/და ბაგა-ბაღების ან/და სხვა
საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან/და სხვა მსგავსი
ტიპის შერეული ფუნქციის მქონე შენობ(ებ)ის ან/და მრავალსართულიანი
საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ან/და რემონტის ან/და
რეკონსტრუქციის სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 100 000 ლარის
ოდენობით; მათ შორის იმავე პერიოდში განხორციელებული უნდა ჰქონდეს
საგანმანათლებლო-სააღმზრდელო, საოფისე ან/და საცხოვრებელი
დანიშნულების მქონე ერთი, მინიმუმ 2 სართულიანი შენობის მშენებლობის
ან/და რემონტის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოები, არანაკლებ 1 000 000 ლარის
ღირებულებით (გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გვირაბების
და სხვა მსგავსი საინჟინრო-ნაგებობების მშენებლობა), რომელზეც
წარმოდგენილი უნდა იქნას დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო
წერილი. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების
გაფორმების თარიღი, ხელშეკრულების ნომერი, შესყიდვის ობიექტის
დასახელება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება (შესრულებული
სამუშაოების ღირებულების მითითება სარეკომენდაციო წერილში
სავალდებულო არ არის, თუ ეს ინფორმაცია იკითხება მიღება-ჩაბარების
აქტში), ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად. გარდა ამისა
პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს
ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და
ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება
ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი
დოკუმენტაცია (საგადახდო მოთხოვნა, გადახდის სერთიფიკატი, ფორმა N2 ან
დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). თუ პრეტენდენტის მიერ
სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები,
როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ
შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ დასრულებულ სამუშაოებზე
გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ძირითად
კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია
წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სამუშაოები გამოცდილებად
ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ
სამუშაოების შესრულება წინასწარ იყო შეთანხმებული ძირითად
შემსყიდველთან;
ბ). იმ შემთხვევაში თუ სამუშაო შესრულებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე,
პრეტენდენტმა განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების
მიზნით უნდა წარმოადგინოს ჩამოთვლილი დოკუმენტაცია ან მათი
ეკვივალენტური დოკუმენტი, რომელთა წარმოება გათვალისწინებულია
ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით;
გ). ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N3-ის შესაბამისად, სადაც
აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შესყიდვის ტიპის შესაბამისი
განცხადების ნომერი (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის
შემთხვევაში) ნომერი; იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული
სამუშაოები შესრულებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის
დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით, სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო და
საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების წარმოდგენა (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP,
GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხოლოდ დანართი N3-ის სახით;
დ). თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის საშუალებით
გაფორმებულ ხელშეკრულებებს ან/და შესრულებული აქვს სამუშაოები როგორც
ქვეკონტრაქტორს ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ
დოკუმენტებთან (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, სამუშაოს
შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს
ფორმა N2) ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას
დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
ე). იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი
(პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ
არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება,
შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას აუდიტორული ფირმების ან/და
აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ
გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს
დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და
აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის
რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს
ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი
ღირებულების და შინაარსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების
შესრულების გამოცდილება. ახალი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის
შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპლოატაციაში მიღების
დოკუმენტი.
ვ). არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის
ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის
წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში, 2.2.1 პუნქტის განსაზღვრული
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები დადასტურებული უნდა იყოს
სათანადო წესით: ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული და მას თან
უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;;
ზ). შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური სამუშაოების
იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი
ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც
კანონმდებლობით არ არის აკრძალული;
თ). ამხანაგობის, როგორც პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში
მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული
ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად