1. სასტუმრო მომსახურება-სასტუმროს მომსახურება -სამჯერადი კვებით
შვედური მაგიდა შემოთავაზებული მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი,
რაციონი ცვალებადი. საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა იყოს უნდა მოიცავდეს
ძირითად ცივ და ცხელ კერძებს, სალათებს, დესერტს და უალკოჰოლო
სასმელებს; მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი
საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და
უნდა იყოს საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი. სასტუმრო
უნდა იყოს არა საოჯახო ტიპის სასტუმრო და უნდა მდებარეობდეს
ბაკურიანში ტყის პირას იზოლირებული მასობრივი თავშეყრის
ადგილებისაგან, სასტუმროს უნდა ჰქონდეს ღია სივრცეების
ხელმისაწვდომობა სპორტული და გასართობი აქტივობებისთვის, მსუბუქი
სპორტული ინვენტარით, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც
ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები. სასტუმროში უნდა იყოს დიდი
საკონფერენციო დარბაზი (მინიმუმ 70 მონაწილისათვის) საკონფერეციო
დარბაზში უნდა იყოს მაგიდები, სკამები, აპარატურა (პროექტორი,
მიკროფონი, დინამიკები, პრინტერი) და სხვა საჭირო ინვენტარი (მაგიდები,
სკამები და სხვა). სასტუმროში შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს უფასო
უკაბელო ინტერნეტი, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სასტუმროს უსაფრთხოების
დაცვა, სასტუმროში დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები
(საევაკუაციო გეგმა, ცეცხლმაქრი). სასტუმროში უნდა იყოს ბილიარდის,
მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები ასევე უნდა იყოს ან შეიძლებოდეს
ფრენბურთის ღია მოედნის მოწყობა-დახაზული ფრენბურთის წესების
შესაბამისად, ზომა არანაკლებ 18 მეტრი/ 9 მეტრზე; ფრენბურთის ბადის გაკვრა
წესების შესაბამისად; უნდა უზრუნველყოს 5 ცალი ფრენბურთის ბურთი- უნდა
იყოს დამზადებული ტყავისგან ან ტყავის შემცვლელი მასალისგან, ბურთის
გარშემოწერილობა არანაკლებ 65-67 სმ ხოლო წონა არანაკლებ 260-280 გრ; სასტუმროს
ოთახებში უნდა იყოს: ინდივიდუალური სველი წერტილი (ცივი და ცხელი წყალი 24
საათი), ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, ჰიგიენური საშუალებები,
კონდიციონერი, მაცივარი; სამი ან მეტი სართულის შემთხვევაში სასტუმროს
ლიფტი ასევე საპარკინგე სივრცე; ღამე 5- კაცი 69;
2. იოგას ინსტრუქტორი- სერთიფიცირებული იოგის ინსტრუქტორი, რომელსაც
უნდა ჰქონდეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; რომელმც უნდა
უზრუნველყოს მონაწილეებისათის მინიმუმ 20 წუთიანი დილის /საღამოს იოგას
ვარჯიშების ჩატრება; დღე 6 - კაცი 1;
3. სწორი კვების სპეციალისტი ნუტრიციოლოგი-სწორი კვების სპეციალისტი,
უნდა შეძლოს საინფორმაციო სახის პრეზენტაციის წარდგენა თემაზე სწორი
კვება (ხანგრძლივობა ერთი საათი); დღე 1 - კაცი 1;
4. ინტექტუალური თამაშები-ინტექტუალური თამაშების ,,ზოგადი ცოდნის
ვიქტორინა კითხვები და პასუხები" მოწყობა: თემა სპორტი და ჯანსაღი
ცხოვრება: მინიმუმ 30 თემატიკური კითხვის მომზადება (კითხვები
შემსყიდველთან შეთანხმებით); დღე 1 -კაცი 1;
5. პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი-ტრენინგს უნდა გაუძღვეს
კვალიფიციური ექიმი, უნდა ჰქონდეს ექიმობის დამადასტურებელი
დოკუმენტაცი, უნდა შეძლოს პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითად
საკითხებზე ტრენინგის ჩატარება, თვალსაჩინოებისთის უნდა ჰქონდეს
ანატომიური მულაჟი, რომლის დემონსტრირება მოხდება ადგილზე; დღე 1- კაცი
1;
6. სამედიცინო წარმომადგენელის მომსახურება -ბანაკის პერიოდში
სამედიცინო წარმომადგენელის მომსახარეობა 24 საათის განმავლობაში-
უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო განათლება. გააჩნდეს სამედიცინო
ყუთი პირველადი დახმარების საჭირო მედიკამენტებით. უნდა უზრუნველყოს
პირველადი სამედიცინო დახმარება საჭიროების შემთხვევაში; დღე 6- კაცი
1;
7. ჯგუფის ლიდერი- ჯგუფის ლიდერის ფუნქცია მოვალეობები: ბანაკის დღის
წესრიგის და ტექნიკური რეგლამენტის შედგენა შემსყიდველთან
შეთანხმებით; ბანაკის მონაწილეთა ზედამხედველობა;ბანაკის პროგრამული
ნაწილის შესრულების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს კულტურული, სპორტული
და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას; გუნდის წევრების
ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
აქტივობის/ღონისძიების განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარის
მიღება-ჩაბარება და ზედამხედველობა; მონაწილეებისთვის ბანაკის დღის
წესრიგისა და ტექნიკური რეგლამენტის გაცნობა/ დაცვის უზრუნველყოფა;
მონაწილეთათვის დღის განმავლობაში ბანაკის დღის წესრიგით
გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შეჯამება; ბანაკის
ტერიტორიის შესწავლა, მონაწილეებისა და ზოგადი უსაფრთხოების ზომების
დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების
მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა; ბანაკის შემსყიდველ
ორგანიზაციასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული
და ეფექტიანი გაცვლის მიზნით; ტრენინგ-პროგრამებში მონაწილეობის
დამადასტურებელი ცნობა ან სერთიფიკატი; 6 დღე - კაცი 6;
8. პოლო მაისური-პოლო მაისური დამზადებული არანაკლებ 95% პოლიესტერინის
ქსოვილისგან, დაბრენდილი სპორტული ცენტრის ლოგოთი (წარწერა ,ფერი და
ზომა შემსყიდველთან შეთანხმებით); ცალი 138;
9. კეპი-კეპი მარეგულირებლით, მასალა პოლიესტერინი, დაბრენდილი სპორტული
ცენტრის ლოგოთი, (წარწერა და ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით); ცალი 80 ;
10. სილიკონის სამაჯური - მაჯაზე გასაკეთებელი სილიკონის სამაჯური,
დაბრენდილი სპორტული ცენტრის ლოგოთი; ზომა და ფერი შემსყიდველთან
შეთანხმებით; ცალი 80;
11. ბათუმი-ბაკურიანი-ბათუმი ტრანსპორტირება - ბათუმი - ბაკურიანი - ბათუმი,
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს კომფორტული, ტექნიკურად
გამართული ტრანსპორტით ან მიკროავტობუსით, აღჭურვილი უნდა იყოს
გათბობა -გაგრილების სისტემით, რეგულირებადი სავარძლებით, არანაკლებ 2015
წლიანი, გათვლილი არანაკლებ 68 ადამიანზე, რომელსაც უნდა მართავდეს
შესაბამისი მართვის უფლების მქონე მძღოლი, ასევე გააჩნდეს ძალაში
მყოფი ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი საბუთი, დაცული უნდა
იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი უსაფრთხო გადაადგილების
ყველა ნორმა; დღე 2- კაცი 69;
12. იოგას ფიტნეს პარალონი -იოგის ფიტნეს პარალონი უნდა იყოს
წყალგაუმტარი, რბილი, სიგრძე არანაკლებ 180 სმ, სიგანე არანაკლებ 60 სმ,
სისქე არანაკლებ 1 სმ; ცალი 69;
13. ხის საცალფეხო ბილიკი-2 ხის საცალფეხო ზიგზაგისებური ბილიკის მოწყობა,
ბილიკი უნდა იყოს დამზადებული ხის მასალისგან, ბილიკის სიგრძე
არანაკლებ 10 მეტრი, ყოველ 2 ,5 მეტრში უნდა იყოს გადაბმული ანჯამით; 2 ცალი
ფოტო N1 შესაბამისად;
14. თოკის ხიდი- თოკის ხიდის მოწყობა, გადასალახი მანძილი არანაკლებ 15
მეტრი, ბილიკი უნდა იყოს ორ მწკრივად, მწკრივებს შორის დაშორება
არანაკლებ 70 სმ, თოკის დიამეტრი არანაკლებ 5სმ. 2 ცალი ფოტო N2
შესაბამისად;
15. ტომარა- სპორტული აქტივობების ჩასატარებლად სახტუნაო ტომარა,
არანაკლებ 90 სმ სიმაღლის, არანაკლებ 130 სმ გარშემოწერულობით,
დამზადებული ნეილონის ქსოვილისგან; 6 ცალი ფოტო N3 შესაბამისად;
16. სამაგიდო თამაშები -მინიმუმ ხუთი სხვადასხვა კატეგორიის სამაგიდე
თამაშის უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიდეს აზარტული
თამაშების სახეობას (თამაშები შემსყიდველთან შეთანხმებით ); 6 ცალი;
17. თოკის ბარიერი- მიწაზე ცოცვის ბარიერის მოწყობა თოკებით - არანაკლებ 5
ხაზის გაკეთება, თოკებს შორის ინტერვალი არაუმეტეს 2 მეტრი; 2 ცალი ფოტო N4
შესაბამისად;
18. სერთიფიკატი -ქაღალდის არანაკლებ 300 გრ, A4 ფორმატი, დიზაინი და
სერთიფიკატზე წარწერა შემსყიდველთან შეთანხმებით; 66 ცალი;
19. კულტურულ- შემეცნებითი ტური-68 ადამიანზე გათვლილი კულტურულ
შემეცნებითი ტური (სამცხე -ჯავახეთი: რაბათი, ვარძია და მწვანე
მონასტერი), ტრანსპორტირებით, გიდის მომსახურებითა და ბილეთების
უზრუნველყოფით; ექსკურსიის დღე და დრო შემსყიდველთან შეთანხმებით; დღე
1;
20. ფოტო -ვიდეო გადაღება-სპორტული ბანაკის აქტივობის ამსახველი ვიდეო
რგოლის გადაღება 4 k ხარისხით, დრონით და ერთი კამერით, ვიდეო მონტაჟით; (
ვიდეოს მოწოდება ბანაკის დასრულებიდან არაუმეტეს 5 დღისა ქრონომეტრაჟი
არანაკლებ 1 წუთისა, სცენარი უნდა იყოს შემსყიდველათან წინასწარ
შეთანხმებული, ) ასევე ღონისძიების ამსახველი ფოტო -გადაღება 4k ხარისხით
, არანაკლებ 150 ფოტო; დღე 6;