1.2.1 ცენტრის ბალანსზე რიცხული 465 კვ.მ. კვების ბლოკი (შენობა №03, №04) და მასზე
მიდგმული 15 კვ.მ. შენობა (შენობა №05) საჭიროებს შიდა სარემონტო სამუშაოებს
(ფართობები დაზუსტდება საპროექტო დოკუმენტაციაში). კერძოდ:
ჩასატარებელია ლესვითი, სამღებრო, გადახურვის, საინჟირო ქსელების
რეკონსტრუქციისა და სხვა სამუშაოები, რომლის დამთავრების შემდგომ
ცენტრი მიიღებს თანამედროვე სტანდატების კვების ბლოკს.
1.2.2.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.2.2.1 კვების ბლოკისა (შენობა №03 , №04) და მასზე მიდგმული შენობის (შენობა №05)
სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის
საფუძველზეც შემდგომში შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო
სამუშაოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
დავალების შინაარსი:
1.2.3. შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების
შემცირების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია:
1.2.3.1. საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ
უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო
გამოცდილებები;
1.2.3.2. ყოველი კონკრეტული სამუშაო შეასრულოს სამუშაოების კლასიფიკაციის
ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური
დავალებით გათვალისწინებული პირობებით, დასაშვებია ასევე რიგ
შემთხვევებში საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
1.2.3.3. საპროექტო სამუშაოების დოკუმენტაციის შედგენისას პროექტის
ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული
კალკულაციებით და ღირებულებებით.
1.2.3.4. მიმწოდებლისთვის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული,
განსახორციელებელი სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება
საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ - ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა
აკრედიტებული პირის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან
ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული ექსპერტიზის
დადებითი დასკვნის საფუძველზე, რომლის საფუძველზეც შემსყიდველსა და
მიმწოდებელს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ექსპერტიზის
დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
ამასთან, სახანძრო უსაფრთხოების პროექტი დამოწმებულ უნდა იქნას
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.
1.2.3.5. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას,
საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი
უზუსტობების ან/და შეუსაბამობების შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში,
საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის
შესყიდველისათვის მიწოდება.
1.2.3.6. ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა,
ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალები ეკუთვნის შემსყიდველს და
რჩება მის საკუთრებაში; მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების
უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი
თანხმობის გარეშე.
1.2.4. ნორმატიული დოკუმენტები
1.2.4.1. საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იქნეს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და სტანდარტებით.
1.2.5. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა
1.2.5.1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სრულყოფილი საპროექტო
-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებაზე და
შედგენაზე.
1.2.5.2 დეტალური პროექტირების ეტაპზე, პროექტანტმა მჭიდროდ უნდა
ითანამშრომლოს დამკვეთთან, რათა გათვალისწინებულ იქნას დამკვეთის
ყველა მოთხოვნა. განხილვების დროს დამკვეთის მიერ გამოთქმული
მითითებები და შესწორებები აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას
შემსრულებლის მიერ მომსახურების შემდეგ ეტაპებზე.
1.2.5.3 მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს და შეძლოს შემდგომში საჭიროების
შემთხვევაში ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, რაც დამკვეთს
დასჭირდება შესაბამისი ნებართვების გამცემ ორგანოებში (ქ.თბილისის
მერიის არქიტექტურის სამსახური, თბილისი ენერჯი, GWP, თელმიკო და ა.შ.)
წარსადგენად. შემსყიდველი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს
შესაბამისი ნებართვების გამცემი ორგანოების მომსახურების
ღირებულების გადახდას;
1.2.5.4 ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში და პრეტენდენტისგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო შესაძლებელია შეიცვალოს მომსახურების
მიწოდების ვადები.
1.2.5.5 წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მთხოვნებს.
1.2.5.6 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს
გადასცეს არქიტექტურული პროექტი შეთანხმებული ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ სამსახურთან და მასზე უნდა იყოს
გაცემული შესაბამისი სანებართვო მოწმობა, რომელიც აუცილებელია
პროექტის დასრულებული სახით წარმოსადგენად;
1.2.5.7 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების პროცესში რაიმე
გაუთვალისწინებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში
გაითვალისწინოს და უზრუნველყოს შეტანა საპროექტო დოკუმენტაციაში
დამატებითი ანაზღაურების გარეშე (დამკვეთთან შეთანხმებით);
1.2.5.8 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში 2025 წლის ჩათვლით
უსასყიდლოდ მოახდინოს საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვის გადაფასება იმ პერიოდში არსებულ
ფასებთან მიმართებაში.
1.2.5.9 შემდგომში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ შესრულებული
პროექტის სამუშაოების საავტორო ზედამხედველობა და საჭიროების
შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით პროექტში შეიტანოს
კორექტირებები.
1.2.5.10 საავტორო ზედამხედველობის ღირებულება განისაზღვება ხელშკრულების
ღირებულების 5% -ით და ამ თნხის ანაზღაურება განხორციელდება სამშენებლო
სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ.
1.2.5.11 ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად,
მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა. ეს
პუნქტი ძალაშია ხელშკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც.