Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #53553081)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian Olimpic Reserve Training National Centre
Номер конкурса: 53553081
Дата публикации: 29-04-2024
Сумма контракта: 27 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240008859
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.04.2024 16:37
Начало приема предложения 05.05.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 07.05.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 27`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი)კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 108.00 GEL
Размер гарантии 270 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: madona barnabishvili :: 29.04.2024 15:50
  • Последнее исправление: madona barnabishvili :: 29.04.2024 16:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=574836&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის, მისამართი: ქ.თბილისი, თიანეთის გზატკეცილი №37ა, საკადასტრო კოდი: 01.11.11.019.090, ბალანსზე რიცხული, კვების ბლოკისა (შენობა №03, №04) და მასზე მიდგმული შენობის (შენობა №05) სარემონტო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ტექნიკური დავალების (დანართი N2) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ცენტრის ბალანსზე რიცხული 465 კვ.მ. კვების ბლოკი (შენობა №03, №04) და მასზე მიდგმული 15 კვ.მ. შენობა (შენობა №05) საჭიროებს შიდა სარემონტო სამუშაოებს (ფართობები დაზუსტდება საპროექტო დოკუმენტაციაში). კერძოდ: ჩასატარებელია ლესვითი, სამღებრო, გადახურვის, საინჟირო ქსელების რეკონსტრუქციისა და სხვა სამუშაოები, რომლის დამთავრების შემდგომ ცენტრი მიიღებს თანამედროვე სტანდატების კვების ბლოკს.
1.2.2.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.2.2.1 კვების ბლოკისა (შენობა №03 , №04) და მასზე მიდგმული შენობის (შენობა №05) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის საფუძველზეც შემდგომში შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

დავალების შინაარსი:

1.2.3. შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების შემცირების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია:
1.2.3.1. საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები;
1.2.3.2. ყოველი კონკრეტული სამუშაო შეასრულოს სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებით, დასაშვებია ასევე რიგ შემთხვევებში საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
1.2.3.3. საპროექტო სამუშაოების დოკუმენტაციის შედგენისას პროექტის ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული კალკულაციებით და ღირებულებებით.
1.2.3.4. მიმწოდებლისთვის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული, განსახორციელებელი სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე, რომლის საფუძველზეც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ. ამასთან, სახანძრო უსაფრთხოების პროექტი დამოწმებულ უნდა იქნას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.
1.2.3.5. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის შესყიდველისათვის მიწოდება.
1.2.3.6. ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა, ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალები ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაში; მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე.

1.2.4. ნორმატიული დოკუმენტები
1.2.4.1. საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და სტანდარტებით.

1.2.5. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა
1.2.5.1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სრულყოფილი საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებაზე და შედგენაზე.
1.2.5.2 დეტალური პროექტირების ეტაპზე, პროექტანტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დამკვეთთან, რათა გათვალისწინებულ იქნას დამკვეთის ყველა მოთხოვნა. განხილვების დროს დამკვეთის მიერ გამოთქმული მითითებები და შესწორებები აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას შემსრულებლის მიერ მომსახურების შემდეგ ეტაპებზე.
1.2.5.3 მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს და შეძლოს შემდგომში საჭიროების შემთხვევაში ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, რაც დამკვეთს დასჭირდება შესაბამისი ნებართვების გამცემ ორგანოებში (ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, თბილისი ენერჯი, GWP, თელმიკო და ა.შ.) წარსადგენად. შემსყიდველი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს შესაბამისი ნებართვების გამცემი ორგანოების მომსახურების ღირებულების გადახდას;
1.2.5.4 ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში და პრეტენდენტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შესაძლებელია შეიცვალოს მომსახურების მიწოდების ვადები.
1.2.5.5 წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მთხოვნებს.
1.2.5.6 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გადასცეს არქიტექტურული პროექტი შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ სამსახურთან და მასზე უნდა იყოს გაცემული შესაბამისი სანებართვო მოწმობა, რომელიც აუცილებელია პროექტის დასრულებული სახით წარმოსადგენად;
1.2.5.7 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების პროცესში რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში გაითვალისწინოს და უზრუნველყოს შეტანა საპროექტო დოკუმენტაციაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე (დამკვეთთან შეთანხმებით);
1.2.5.8 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში 2025 წლის ჩათვლით უსასყიდლოდ მოახდინოს საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვის გადაფასება იმ პერიოდში არსებულ ფასებთან მიმართებაში.
1.2.5.9 შემდგომში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ შესრულებული პროექტის სამუშაოების საავტორო ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით პროექტში შეიტანოს კორექტირებები.
1.2.5.10 საავტორო ზედამხედველობის ღირებულება განისაზღვება ხელშკრულების ღირებულების 5% -ით და ამ თნხის ანაზღაურება განხორციელდება სამშენებლო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ.
1.2.5.11 ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა. ეს პუნქტი ძალაშია ხელშკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე, (აღნიშნულ ვადაში შედის პერიოდი, რომელიც ესაჭიროება მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექპერტიზის დასკვნის წარმოსადგენისთვის).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
1.5.2. საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე.
1.5.3. დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც ელექტრონულ ფორმატში (ტექსტური ნაწილი Word და Excel ფაილების სახით, ხოლო ნახაზები - AutoCAD/ArchiCAD და PDF ფორმატში, კომპაქტური დისკებით (CD ან DVD). სახით.), ასევე ბეჭდური ვერსიით მყარი ასლების (A4 და A3 ფორმატში) სახით. საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტურულ ალბომად 4 (ოთხი) ეგზემპლარად. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად.ელექტრონულ ვარიანტში ტექსტური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა, განმარტებითი ბარათი და ა.შ.) უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen;
1.5.4. საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, თიანეთის გზატკეცილი №37, სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი“.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ქონდეს ანალოგიური სირთულის/ან მეტი შინაარსის საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის (არ იგულისხმება ხიდები, გვირაბები, ხაზობრივი ნაგებობები, საყრდენი/დამცავი კედლები, ნაპირსამაგრი სამუშაოები) სარემონტო - სარეკონსტრუქციო საპროექტო სამუშაოების 2 (ორი) სრული პროექტი, თითოეული პროექტი მინიმუმ 500 (ხუთასი) კვ.მ. ან ერთი სრული პროექტი არანაკლებ 1000 ( ერთი ათასი)კვ.მ.

მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდეტმა სისტემაში უნდა ატვირთოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მხარეთა მიერ დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.

შენიშვნა: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA,NAT, DAP, CMR…) წარმოდგენა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მიმწოდებლის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, გაწეულ მომსახურებაზე ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოადგენილ უნდა იქნას სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

შენიშვნა: მოთხოვნილ საექსპერტო დასკვნაზე ხარჯების სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოსადგენია:
2.9.1.1 ფასების ცხრილი, დანართი №1 (ფასების ცხრილის (დანართი N1)) წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
2.9.1. 2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

4.1.3.1. შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში
7.2.2. მიმწოდებელის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, გაწეულ მომსახურებაზე (სრულ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე) წარმოადგენილ უნდა იქნას სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა (ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემდგომ, მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (მ.შ. საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის - ანგარიშსწორების მომენტში დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მადონა ბარნაბიშვილი, 599216373, oc@olympiccentre.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია (სატენდერო კომისია);
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4. პრეტენდენტი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru