1. მისაწოდებელი ავტონაწილები უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ახალი.
შესაძლებელია მოწოდებული იქნას პრეისკურანტით განსაზღვრული მეორადი
ნაწილები. დეფიციტური ავტონაწილის დაზიანების შემთხვევაში
შესაძლებელია მოხდეს დაზიანებული ავტონაწილის შეკეთება ან მეორადი
ავტონაწილის გამოყენება. ამ შემთხვევაში ავტონაწილის ფასი დგინდება
ურთიერთშეთანხმებით საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, მხოლოდ ფასი
არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში მითითებულ ღირებულებას.
2. ავტონაწილის შეცვლა გულისხმობს არსებული დაზიანებული ავტონაწილის
შეცვლას ახლით და ამისათვის საჭირო ყველა მომსახურების გაწევას (მაგ.
სხვა ნაწილების მოხსნა-დაყენებას და ა.შ.). პრეტენდენტმა ,,ავტომანქანის
დაზიანებული ავტონაწილის შეცვლა შესაცვლელი დეტალების
გათვალისწინებით“ პოზიციებზე უნდა გაითვალისწინოს შესაცვლელი
დეტალების ღირებულებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,შემსყიდველის“ მიერ
დეტალის ღირებულება არ ანაზღაურდება. პრეტენდენტის მიერ
პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილების და
მომსახურების ღირებულება ,,შემსყიდველი“-ს მიერ არ ანაზღაურდება.
3. ,,მიმწოდებელმა“ უსასყიდლოდ უნდა უზრუნველყოს ,,შემსყიდველი“-ს
ავტომანქანების კომპიუტერული დიაგნოსტიკა. კონტრაქტორი კომპანია,
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ავტომანქანის შეკეთებისას და
ტექნიკური მომსახურების გაწევისას, უფლებამოსილია მართოს და
შეამოწმოს ცენტრის ავტომანქანები შესაბამისი მართვის მოწმობის მქონე
სპეციალისტების საშუალებით.
4. მომსახურება უნდა განხორციელდეს ,,მიმწოდებლის“ სათადარიგო
ავტონაწილებით, რისთვისაც მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სათადარიგო
ავტონაწილების გარკვეული მარაგები, რემონტების დროულად
უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ ,,მიმწოდებელი“ დროულად ვერ
უზრუნველყოფს ავტომანქანის შეკეთებას რომელიმე ავტომანქანის დეტალის
ვერ მოძიების გამო, ,,შემსყიდველს“ უფლება აქვს მოძებნოს და მიუთითოს
,,მიმწოდებელს“ ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული დეტალის გაყიდვის
ადგილი. ამ შემთხვევაში, ავტომანქანის დეტალის ფასის მიუხედავათ,
,,შემსყიდველი“ ნაწილის ღირებულებას გადაიხდის პრეისკურანტის
მიხედვით.
5. მომსახურების გაწევის პერიოდში, ,,მიმწოდებლის“ ბრალეულობით
გამოვლენილი ავტომანქანის ნებისმიერი დაზიანების გამოსწორება და
ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ,,მიმწოდებელს“.
6. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ შედგენილ დეფექტურ
აქტში მითითებული სამუშაოების სისწორის გადამოწმება მოახდინოს
ავტორიზებულ სერვისცენტრში ან მხარეთა შეთანხმებით სხვა
სერვისცენტრში.
7. ავტომანქანის ტექნიკური მომსახურებისას პრეტენდენტი ვალდებულია
შემსყიდველის მიმართვის დღეს (სამუშაო საათებში) ჩაატაროს
ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, ხოლო არაუგვიანეს მეორე
დღეს ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება. ავტომანქანის
დათვალიერების და შეკეთების შემდეგ მხარეები ადგენენ შესაბამისად
დეფექტურ და სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტებს,
რომლებშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და
სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები. დეფიციტური
ავტონაწილის დაზიანების შემთხვევაში პრეტენდენტს მიეცემა ვადა
(არაუმეტეს 10 სამუშაო დღე) ავტომანქანის შესაკეთებლად, ხოლო ახალი ან
მეორადი ძრავების და/ან გადაცემათა კოლოფების შესაცვლელად
პრეტენდენტს მიეცემა ვადა არაუმეტეს (25 სამუშაო დღე) ავტომანქანის
შესაკეთებლად.
8. მისაწოდებელი მეორადი ძრავი და/ან გადაცემათა კოლოფი უნდა იყოს
თავსებადი. ძრავი არ უნდა იყოს წყალზე ნამუშევარი.
9. პრეტენდენტის მიერ გაწეულ მომსახურებას და გამოყენებულ სათადარიგო
ავტონაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია მინიმუმ 6 თვე. შეცვლილ ძრავზე,
გადაცემათა კოლოფზე, სარიგებელ კოლოფზე, კარდანზე და
ელ-მოწყობილობებზე (გენერატორი, ამძრავი, კომპიუტერი და სხვა) უნდა
ვრცელდებოდეს არანაკლებ 10 თვიანი ან 50000 კმ გარბენზე საგარანტიო
მომსახურება, რომელიც ადრე შესრულდება. მეორადი ძრავის და/ან
გადაცემათა კოლოფის მონტაჟის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში
ძრავის/გადაცემათა კოლოფის დაზიანების ან რაიმე დეფექტის აღმოჩენის
შემთხვევაში ,,მიმწოდებელი“ კომპანია ვალდებულია 10 დღის განმავლობაში
შეცვალოს ძრავი ან გადაცემათა კოლოფი, ხოლო დარჩენილ საგარანტიო
პერიოდში ძრავის დაზიანების შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია 10
დღის განმავლობაში შეცვალოს ან შეაკეთოს ძრავი. საგარანტიო ვადის
განმავლობაში პრეტენდენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ,
შემსყიდველისათვის ზედმეტი დანახარჯების გარეშე, აღმოფხვრას
აღმოჩენილი წუნი/დაზიანება.
10. ძრავის ზეთებისა და ძრავის ზეთის ფილტრების შეცვლა ავტომანქანებზე
განხორციელდება საგარანტიო ვადის განმავლობაში, ავტომანქანებზე
ძრავის შეცვლის ან შეკეთების შემთხვევაში პრეისკურანტში
დაფიქსირებული ღირებულების შესაბამისად. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში
,,მიმწოდებელი“ ვალდებულია წარმოადგინოს კონკრეტულ ავტომანქანაზე
ძრავის ზეთის და ძრავის ზეთის ფილტრის შეცვლის გრაფიკი. შესაცვლელი
ძრავის ზეთი და ძრავის ზეთის ფილტრი მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ
ავტომანქანაზე. ,,შემსყიდველსა’ და ,,მიმწოდებელს“ შორის ტექნიკურ
მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მომსახურების გაწევის
ვადის დასრულებამდე, ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია, საგარანტიო ვადის
ამოწურვამდე დარჩენილი საჭირო ძრავის ზეთების და ძრავის ზეთის
ფილტრების რაოდენობები გადასცეს ,,შემსყიდველს“ პრეისკურანტში
დაფიქსირებული ღირებულების შესაბამისად, ამ შემთხვევაში
(მომსახურების გაწევის ვადის ამოწურვის შემდეგ) ავტომანქანებზე ძრავის
ზეთებისა და ძრავის ზეთის ფილტრების შეცვლა ,,მიმწოდებელმა“ უნდა
უზრუნველყოს უსასყიდლოდ.
11. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის
არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება
აღემატებოდეს „მიმწოდებლის“ მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად
დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
12. ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე
ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
13. პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით, წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი
არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის
გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს.
14. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის
საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და
პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის მოცემული ჩამონათვალის
ერთეულის ფასებზე.
15.თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი
ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს
მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური
ღირებულებაც.
16. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს, მათ შორის
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და ყველა სხვა
ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება
გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.