Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #53409025)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of Public Registry
Номер конкурса: 53409025
Дата публикации: 25-04-2024
Сумма контракта: 236 980


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240008613
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.04.2024 11:21
Начало приема предложения 05.05.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 08.05.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 236`980.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30213200 - Планшетник ПК
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღე
Дополнительная информация
პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტები) შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`300.00 GEL
Размер гарантии 2`370 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam chopliani :: 16.04.2024 11:36
  • Последнее исправление: mariam chopliani :: 25.04.2024 11:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=572701&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტები) შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება იხილეთ დანართად.

ტექნიკურ დავალებაში მოცემული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით, სისტემაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და საქონლის ტექ. პასპორტი, რითაც დადასტურდება შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობა.

შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც ეტაპობრივად, ასევე ერთიანად, შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი გორგასლის 22.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის გარანტია, არანაკლებ ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ვადით.
2. შემოთავაზებული პროდუქტი უნდა იყოს გარანტიაზე საქართველოში, ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში, რაც უნდა დასტურდებოდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის ფორმით.
3. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის ექსპლუატაციისას, ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში, დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, წუნდებული საქონლის ან მისი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა განახორციელოს შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
4. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF –Manufacturer Authorization Form) რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მწარმოებლის მიერ საქართველოში ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ (კომპანიის დასახელების და მისამართის მითითებით), წინამდებარე ტენდერის NAT ნომერს და შემოთავაზებულ საქონელზე გარანტიის გავრცელების პირობას.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. ინფორმაცია შემოთავაზებული პლანშეტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელისა და მოდელის შესახებ, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს დანართი №2-ის შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი №2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული პლანშეტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელისა და მოდელის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელისა და მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული სავაჭრო ნიშანი (ბრენდი) კომპიუტერული ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2021 წლის 1-ელი იანვრიდან, მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის (პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) ან/და პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტების)) მიწოდების გამოცდილება.
2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. თუ დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები) ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. მოწოდებული პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.
2. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ოფიციალური დილერი, რომლის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე.
3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ გაცემული მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ე.წ. „MAF“, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებთან. წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წინამდებარე ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა, იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არაღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(3) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(4) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) არსებობის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს ამხანაგობის წევრების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული მათ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა; ამხანაგობის წევრები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში მითითებულია ამავე პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დადგენილი ოდენობა ნახევრდება.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს(გარანტს) და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის დაბრუნებას.

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთ-შეთანხმების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი გასცემს საავანსო თანხას ურთიერთშეთანხმებული ოდენობით, მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონელის მიწოდების საბოლოო ვადას.
4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში).
3. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიწოდებულ საქონელზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ჩოფლიანი, 591202011, mchopliani@napr.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული, თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული, სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება, სატენდერო წინადადების შესაბამისად;
4. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), ან წარდგენილ ფასთა ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, დაზუსტების გარეშე;
5. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, (მაგ. გეგმა-გრაფიკი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით;
8. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
9. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10. სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена

Вопросы/Ответы

25.04.2024 11:49 Поставщик1 ::

ყოველ წელს ყიდულობთ ამ პლანშეტებს, რომელზეც ტექნიკურ დავალებაში მიბმული გაქვთ სულ სხვა მწარმოებლის პროგრამული უზრუნველყოფა.

არ ჯობია რომ 3-5 წელიწადში ერთხელ იყიდოთ და ხარისხიანი?
ეგ პროგრამული უზრუნველყოფა კი ცალკე ტენდერით შეიძინოთ.

გმადლობთ


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru