Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #53408990)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 53408990
Дата публикации: 24-04-2024
Сумма контракта: 1 513 798


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240008584
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.04.2024 19:22
Начало приема предложения 11.05.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 16.05.2024 13:30
Предполагаемая цена закупки 1`513`798.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45210000 - Строительство зданий и сооружений
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე
Дополнительная информация
საჩხერის მუნიტიპალიტეტის სოფ. ჭალაში იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 20`000.00 GEL
Размер гарантии 15`138 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi orjonikidze :: 20.03.2024 15:33
  • Последнее исправление: giorgi orjonikidze :: 24.04.2024 19:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=568557&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საჩხერის მუნიტიპალიტეტის სოფ. ჭალაში იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართში N1 მოცემული ხარჯთაღრიცხვის ფორმის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით.
1.2.2. პრეტენდეტმა განფასებისას უნდა იხელმძღვანელოს პროექტით და ერთეულის ღირებულებაში უნდა გაითვალისწინოს/განსაზღვროს ყველა ხარჯი (გარდა კრებსით ხარჯთაღრიცხვაში მითითებული დარიცხვებისა).
1.2.3. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნეს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართების სახით. დანართებში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება "მსგავსი" ან "ექვივალენტური", ასევე, საორიენტაციოა კონკრეტულ საქონელზე მითითებული ფასი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინოს როგორც excel, ისე უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი pdf ფორმატით.
1.2.5. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი. სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები.
1.2.6. განახორციელოს სამუშაოს შესრულება მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი პირობების, ასევე, მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
1.2.7. სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
1.2.8. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
1.2.9. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
1.2.10. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.2.11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
1.2.12. სამშენებლო სამუშაოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოდგენა.
1.2.13. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადაების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1 -ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად.
1.2.14. პრეტენდენტი ვალდებულია, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაუთვალისწინებელი სამუშაოებისთვის გაითვალისწინოს არანაკლებ 5%-იანი საპროცენტო განაკვეთი.
1.2.15. შემოთავაზებული მასალები და შესრულება უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს. სამუშაოების შესრულებისას საჭირო მასალების გამოყენების საკითხი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან სამუშაოების შესრულებამდე. თუ შემოთავაზებული მასალები ან/და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შემსყიდველის მოთხოვნებს ან ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს შესრულებული სამუშაო ან შესთავაზოს შემსყიდველს მისთვის მისაღები სხვა მასალები.
1.2.16. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა.
1.2.17. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოების წარმოებისას დასაქმებული პერსონალის შრომის უსაფრთხოება და აწარმოოს სამუშაოები აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.
1.2.18. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისათვის, თანახმად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27-მაისის N361 დადგენილების შესაბამისად, ასევე დაიცვას საქართველოს შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები“. სამშენებლო სამუშაოები შეასრულოს „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილების შესაბამისად.
1.2.19. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველს მიაწოდოს შესაბამისი სერტიფიკატები სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში შემსყიდველმა მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნით ხარისხის დადასტურება. გამოყენებული მასალის ხარისხის საეჭვოობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.20. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვ.) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი ხარჯით აღმოფხვრას ასეთი შეუსაბამობა (გამოასწოროს დეფექტი ან, ჩაანაცვლოს შემსყიდველისათვის მისაღები მასალით, მოწყობილობით ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო).
1.2.21. უზრუნველყოს სამშენებლო ადგილის შემოსაზღვრა და დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სამუშაოს შეასრულება უზრუნველყოს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით; ობიექტის მშენებლობის პროცესში ზედმიწევნით დაიცვას სახანძრო, სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები. სამუშაოების წარმოებისას საკუთარი თანამშრომლებისა თუ მესამე პირების მიმართ გამოწვეულ ნებისმიერ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი და ამ კუთხით არავინ შეიძლება დააყენოს რაიმე სახის მოთხოვნა შემსყიდველის მიმართ.
1.2.22. სამუშაოების მიმდინარეობისას მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებისა და შესაბამისი სამოქმედო ინსტრუქციის (გეგმის) ერთობლივად შემუშავების მიზნით, პრობლემისა და სავარაუდო ნეგატიური შედეგების დეტალური აღწერილობა წერილობით წარუდგინოს ინსპექტირების ჯგუფს.
1.2.23. მშენებლობის პროცესში მოხმარებულ ენერგორესურსებსა და წყალზე კომუნალური გადასახადების გადახდა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
1.2.24. საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი თავს არიდებს წინამდებარე ვალდებულების შესრულებას, შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ობიექტის დასუფთავება და გაწეული ხარჯი დაუქვითოს მიმწოდებელს საბოლოო ანგარიშსწორებისას ან მოსთხოვოს მისი ანაზღაურება.
1.2.25. წარმოადგინოს ყოველკვირეული ანგარიში შესრულებულ სამუშაოთა შესახებ წერილობით, ხოლო შემსყიდველის მითითებით - ელექტრონული ფორმით.
1.2.26. ყოველდღიურად აწარმოოს შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი. ამასთან, ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გაეცნოს აღრიცხვის ჟურნალს და მიიღოს ჟურნალის ჩანაწერების ასლები.
1.2.27. სამშენებლო ობიექტზე არ დაუშვას ისეთი პირების ყოფნა, რომლებმაც, შესაძლოა, რაიმე ფორმით ხელი შეუშალონ სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას და პროექტის განხორციელებას (გამოიწვიონ სამუშაოთა შეფერხება, არსებობს მაღალი რისკი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და სხვ.). ასეთი პირების შესახებ მითითება შეიძლება ასევე გასცეს შემსყიდველმაც, რომლის გათვალისწინებაც მიმწოდებლისთვის სავალდებულოა.
1.2.28. წარუდგინოს შემსყიდველს სამუშაოების შესრულების ამსახველი, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ დადასტურებული საექსპერტო დასკვნა. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება. (მიმწოდებლის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
1.2.29. სამუშაოების დაწყებამდე აღრიცხოს ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები და შესრულების პერიოდში დაიცვას ისინი ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგან/დაზიანებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების წარმოების პროცესში საჭირო გახდება მათი გადარგვა, შეათანხმოს აღნიშნული საკითხი შემსყიდველთან და უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით მათი დაუზიანებლად გადარგვა.
1.2.30. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე, სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს
1.2.31. მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს და სამშენებლო მოედნის მიმდებარე ადგილებზე განათავსოს საპროექტო ობიექტის შესახებ სათანადო ინფორმაციის შემცველი ბანერი (არანაკლებ 1200*600მმ), სადაც დატანილი უნდა იყოს შენობის რენდერი და ინფორმაცია მშენებლობის შესახებ, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 კვირაში.
1.2.32. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ/პირებთან ერთად.
1.2.33. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან მაქსიმუმ 1 თვეში სამშენებლო ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს 4G ინტერნეტით უზრუნველყოფილი, მინიმუმ 2 მეგაპიქსელიანი, ღამის ხედვის 2 (ორი) ცალი გარე სამონტაჟო კამერის დაყენება. კამერების დაყენების ადგილი და რაკურსი შეთანხმდეს შემსყიდველთან. კამერები უნდა იძლეოდნენ შესაძლებლობას რომ შემსყიდველის სურვილის შემთხვევაში 24 საათიან რეჟიმში განახორციელოს სამშენებლო ტერიტორიის კონტროლი. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოწყობილობების ტექნიკური და პროგრამული გამართულობა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოწყობილობებზე შესაბამისი წვდომა.
1.2.34. შესრულებული სამუშაოების ხარისხი, მოცულობები და სამუშაოებისას გამოყენებული მასალებისა და აგრეგატ/დანადგარების შესაბამისობა პროექტითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დადგინდება სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული პირის მიერ მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)
1.2.35. მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს მშენებლობის დროს გამოყენებული ბეტონის ხარისხის პროექტთან შესაბამისობის დასკვნა (არანაკლებ პროექტში მითითებული ბეტონის მარკისა), რომელიც გაცემული უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ. დასკვნა გაცემული უნდა იყოს ბეტონის მიწოდებისას აღებული სინჯების გამოცდის საფუძველზე. ასევე მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მშენებლობის დროს გამოყენებული არმატურის ხარისხის პროექტთან შესაბამისობის დასკვნა, რომლის ნიმუშებიც აღებული უნდა იყოს ობიექტზე მიტანილი მასალიდან, დამკვეთის თანდასწრებით. ნიმუშები გამოცდილი უნდა იქნას და დასკვნა გაცემული უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ. დამკვეთს უფლება აქვს მოსთხოვის შემსრულებელს ყოველ მიტანილ პარტიაზე ნიმუშების (ერთი ან რამოდენიმე დიამეტრების მიხედვით) აღება, გამოცდა და შესაბამისი დასკვნის მომზადება.
1.2.36. მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს პროექტში მითითებული ტკეპნის კოეფიციენტზე დასკვნა, რომელიც გაცემული უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ შემსყიდველის მიერ მითითებული ნიშნულებზე და ადგილებზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე/მიხედვით.
1.2.37. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება მშენებლობის შემფასებელთა კავშირის „სამშენებლო რესურსების ფასებით“ ან ბაზრის კვლევის საფუძველზე განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა.
1.2.38. ჭერების, ფასადის და პანელის დეტალები არის მხოლოდ არქიტექტურული გადაწყვეტა. მათი საბოლოო დამუშავება და მუშა ნახაზების შესრულება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მიერ მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე და შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის ფორმის (დანართი N2) შესაბამისად.
1.4.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის ფორმის შესაბამისად.
1.4.3. სამშენებლო სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მიმწოდებელს აქვს უფლება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საჩხერის მინიტიპალიტეტი, სოფ. ჭალა, საკადასტრო კოდი: 35.03.48.143

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესასყიდი სამუშაოების შედეგად აშენებული ობიექტის საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა შეადგენდეს: ა) კონსტრუქციული ნაწილის და ელ. გაყვანილობის მოწყობაში გამოყენებულ სადენებზე - არანაკლებ 20 წელს; ბ) მშენებლობის დროს გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე (გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, წყალმომარაგების, წყალსარინების და სახანძრო წყალმომარაგების სამუშაოებში გამოყენებული დანადგარები და მასალები) - არანაკლებ 1 წელს; გ) ყველა სხვა სახის სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე (მათ შორის ნათურებზე) - არანაკლებ 1 წელს.

1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ ვადაში (არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღე), თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე;

1.6.3. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის (2) ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2018 - 2023 წლების პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, დასრულებული უნდა ქონდეს ანალოგიური ტიპის სამუშაოები, (შენობის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავს მიწის, საძირკვლისა და რკიბა-ბეტონის მოწყობის, გადახურვისა და ფასადის სამუშაოებს), არანაკლებ 4 ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულებაც არ უნდა იყოს 8000000 (რვა მილიონი) ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს. ასევე, აღნიშნულ სამუშაოებზე წარმოდგენილი უნდა იქნეს ამგვარი ობიექტის დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული არანაკლებ 1 (ერთი) დადებითი რეკომენდაცია.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. პრეტენდენტმა სამშენებლო ობიექტზე უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
2.5.1.2. სამშენებლო სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მიმწოდებელს უფლება აქვს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი.

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

პრეტენდენტის ერთობლივი შემოსავლის ჯამური ოდენობა 2020 - 2023 წლების პერიოდში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12000000 (თორმეტი მილიონი) ლარს (ყველა გადასახადების ჩათვლით). ამასთან, პრეტენდენტის მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მიმართ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასრულებელი „სამშენებლო სამუშაოების“ ღირებულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით/ხელშეკრულებებით დარჩენილი შესასრულებელი „სამშენებლო სამუშაო“ ტენდერის გამოცხადების თარიღისათვის), არ უნდა აღემატებოდეს მის ორმაგ ოდენობას. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა საგადასახადო ორგანიდან/შემოსავლების სამსახურიდან ან/და ლიცენზირებული აუიდიტორის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდებული იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომლიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.

4.1.1.2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენი შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.1 indicate the reason that conditioned the necessity of requiring document(s) showing registration/legal data

ვინაიდან აღნიშნული შესყიდვა შემსყიდველისათვის წარმოადგენს მაღალი მნიშვნელობის ობიექტებს მოითხოვება სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი.

5.1.2 for a legal entity

(1) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(2) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან
(3) ცნობა ბიუჯეტის დავალიანების არ არსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
(2) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
(3) ცნობა ბიუჯეტის დავალიანების არ არსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
(3) ცნობა ბიუჯეტის დავალიანების არ არსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

(1)

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru