1.2.1. დასუფთავების მომსახურება მოიცავს:
1. ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა - შენობებში
არსებული დარბაზების, სამუშაო ოთახების, მინის ტიხრების, დერეფნების,
ფანჯრის რაფების, კარების, მაგიდების, სკამების, მოაჯირების,
აღჭურვილობის, კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა ავეჯის ზედაპირებიდან
მტვრის, ჭუჭყის, ლაქების მოშორება ;
2. ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა - დარბაზების,
სამუშაო ოთახების, დერეფნების, იატაკების, სხვადასხვა სამეურნეო
ფართის, კიბის უჯრედების რეცხვა-წმენდითი სამუშაოების შესრულება;
3. თვეში ერთხელ - ფანჯრების, ორმხრივი ფანჯრების, ჩარჩოების,
რეცხვა-წმენდითი სამუშაოების შესრულება, ფასადის ფანჯრების წმენდა,
საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივი წმენდის უზრუნველყოფა;
4. სველი წერტილების ყოველდღიური და საჭიროების შემთხვევაში
დაუყოვნებლივი დასუფთავება, დღის განმავლობაში პერიოდული
მონიტორინგი;
5. ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა - შენობების
მიმდებარე ტერიტორიების, ეზოს დასუფთავება (არსებობის შემთხვევაში) და
ნაგვის გატანის უზრუნველყოფა;
6. საჭიროების შემთხვევაში (არაუმეტეს თვეში ერთხელ), სააგენტოს
ცენტრალურ აპარატში (ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის №51) სპეცტექნიკით
მომსახურება (იატაკის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, ქიმიური წმენდის
აპარატი);
7. მომსახურების პერიოდში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა,
დეზინფექციის, დერატიზაციის ჩატარება 2-ჯერ (საჭიროებიდან
გამომდინარე);
8. შენობაში განთავსებული სველი წერტილების ჰიგიენური საშუალებების
(ტუალეტის ქაღალდი, ხელის გამწმენდი ქაღალდი, თხევადი საპონი, ჰაერის
გამწმენდი აეროზოლი) უწყვეტი უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად;
9. ყველა საპირფარეშოში და ხელსაბანებთან განთავსებული უნდა იყოს
ხელსახოცი ქაღალდის დისპენსერები და თხევადი საპნის დისპენსერები.
დისპენსერის ტიპი განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად;
10. დასუფთავების მომსახურების გაწევისას გამოყენებული უნდა იყოს
ეკოლოგიურად სუფთა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეფექტური
წარმოების, საყოფაცხოვრებო სპეციალური და პროფესიონალური
დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო
საშუალებები, იმ ადგილებისათვის, სადაც ქიმიური ხსნარების მიმართ
ალერგიული დამოკიდებულებაა მოსალოდნელი, შესაძლებელია დასუფთავების
ალტერნატიული მეთოდის გამოყენება;
11. ობიექტზე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესრულებული მომსახურების
პერმანენტული მონიტორინგი;
12. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი უნიფორმით;
13. დასუფთავების თანამშრომლის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება
(დარიცხული ხელფასი) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 375.00
(სამასსამოცდათხუთმეტი ლარი) ლარს სრული სამუშაო განაკვეთის და 187.5
(ასოთხმოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს არასრული სამუშაო
განაკვეთის შემთხვევაში. შრომის ანაზღაურება აუცილებლად უნდა
განხორციელდეს ყოველთვიურად საბანკო ჩარიცხვის გზით;
14. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა „საქართველოს შრომის
კოდექსით“ გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით (მოცემული
ხელშეკრულების ვადის პროპორციულად), ბიულეტინით და სხვა უფლებებით
სარგებლობა;
15. დასაქმებულთა შვებულებით, ბიულეტინით ან/და სხვა უფლებებით
სარგებლობა არ უნდა აისახოს ობიექტებზე ყოველდღიურად საჭირო
დამლაგებლებისა და დამხმარე მუშაკების რაოდენობაზე, კერძოდ
ობიექტებზე ყოველ სამუშაო დღეს (ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით)
უნდა იყოს დამლაგებელი;
16. უწყვეტი მომსახურების მიღების მიზნით მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს მინიმუმ 1 კვირის სამყოფი სახარჯი მასალით წინასწარი
მომარაგება.
1.2.2. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება მოიცავს:
1. გარე განათების ელ.მომსახურება; დაზიანების შემთხვევაში განათების
სისტემის, ლედ ნათურების, ამსტრონგის ნათურების, დროსელების, ნათურის
ბუდეების, შეკიდული ჭერის ბუდეების, ნათურების,
ჩამრთველ–გამომრთველის, როზეტის, ელ. ავტომატის (63 ამპ. ჩათვლით)
შეძენა/შეცვლა;
2. კონდიციონერების ფრეონით უზრუნველყოფა;
3. კარ–ფანჯრების საკეტების, სახელურებისა და საკიდი პეტლის
შეძენა/შეცვლა;
4. ონკანების, ონკანის მექანიზმების, დრეკადი მილების, სიფონების,
ჩამრეცხი ავზების მექანიზმების შეძენა/შეცვლა; საჭიროების
შემთხვევაში უნიტაზის საკანალიზაციო-გოფრირებული (დრეკადი) მილის
შეძენა/შეცვლა; ონკანებისა და ჩამრეცხი ავზების გამართული მუშაობა;
5. წყლის სამარაგო ავზების ტივტივების, ჩამკეტი მექანიზმების, ონკანების
შეძენა/შეცვლა;
6. არსებული ელექტრო საშრობის გამართული მუშაობა, დაზიანების
შემთხვევაში შეძენა - შეცვლა/შეკეთება;
7. სველ წერტილებში დაზიანებული გამწოვი ვენტილატორების შეკეთება ან
შეძენა/შეცვლა;
8. საჭიროების შემთხვევაში კანალიზაციის მილების გაწმენდა (შიდა
პერიმეტრზე);
9. გათბობის სისტემების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო
მასალების, გათბობის ქვაბის ყველა სათადარიგო ნაწილების, რადიატორის
ონკანების შეძენა შეცვლა; წყლის გამაცხელებელი ავზების (დაზიანებული
ნაწილების შეძენა) შეკეთება; გათბობის სეზონის დამთავრების შემდგომ
გათბობის სისტემების (ქვაბები, რადიატორები, რადიატორების ონკანების)
შემოწმება და დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში შეკეთდეს მომავალი
სეზონის დადგომამდე, შემოწმების შედეგების შემსყიდველისთვის
მიწოდება;
10. მინების (მინა პაკეტის) შეძენა/შეცვლა.
1.2.3.სხვა დამატებითი პირობები:
1. პრეტენდენტმა დასუფთავების მომსახურება უნდა განახორციელოს
"საქონლის უსაფრთხოების დამადასტურებელი სერთიფიკატის" (MSDS) მქონე
დასუფთავების საშუალებების მეშვეობით. ამისათვის პრეტენდენტი
ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად ელექტრონულ სისტემაში
ატვირთოს იმ საშუალებების დამადასტურებელი სერთიფიკატები, რომლის
მეშვეობითაც განახორციელებს მომსახურებას. საქონლის უსაფრთხოების
დამადასტურებელი სერთიფიკატი (MSDS) ვრცელდება დანართ N1-ში მოცემულ
დასუფთავებისთვის საჭირო ქიმიურ საშუალებებზე - ხსნარებზე (გარდა 1-3, 5, 9-11
პუნქტებისა). ხოლო დანართ N1-ში 1-4,6-8,12 პუნქტებით განსაზღვრულ საქონლზე
პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში, საქონლის
მწარმოებლის საერთაშორისო სერთიფიკატი ხარისხის მენეჯმენტის
სისტემის (ISO 9001:2015) შესახებ.
2. ტექნიკური მოთხოვნები დასუფთავებისთვის საჭირო სახარჯი
მასალებისადმი, რაც საჭირო იქნება წინამდებარე მომსახურების
გაწევასთან დაკავშირებით მოწოდებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ,
დანართ №1-ში მითითებული მახასიათებლების მიხედვით და
შერჩევა-შეფასების ეტაპზე უნდა იქნეს წარმოდგენილი სატენდერო
კომისიის წინაშე. აღნიშნული პროდუქციის ხარჯი მიმწოდებლის მიერ
გათვალისწინებული უნდა იყოს სახელშეკრულებო ღირებულების
ფარგლებში.
3. ტექნიკური მოთხოვნები სამეურნეო/ტექნიკური უზრუნველყოფისთვის
საჭირო სახარჯი მასალებისადმი, რაც საჭირო იქნება წინამდებარე
მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მოწოდებული უნდა იყოს
მიმწოდებლის მიერ, დანართ №2-ში მითითებული მახასიათებლების მიხედვით.
აღნიშნული პროდუქციის ხარჯი მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული უნდა
იყოს სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში.
4. დანართ N1-ში მოცემული სანიტარულ-ჰიგიენური და სხვა დანიშნულების
საქონლის (გარდა 9-11 პუნქტებით გასაზღვრულისა) ნიმუშები წინასწარ უნდა
იქნას წარმოდგენილი და შეთანხმებული შემსყიდველთან, ხოლო მათი შეცვლა
სხვა სახის საქონლით (ხარისხის გაუარესება დაუშვებელია) აუცილებლად
უნდა იქნას შეთანხმებული შემსყიდველთან.
შენიშვნა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მენეჯერის გამოყოფა, რომელიც
დასუფთავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე პასუხისმგებელი
იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლების წინაშე.
მიმწოდებელი ვალდებულია, შენობები აღჭურვოს მომსახურების
გაწევისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარით (ნაგვის ურნები,
დისპენსერები და ა.შ).