Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительные материалы и связанные с ними изделия (Грузия - Тендер #53335422)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: KHELVACHAURI MUNICIPALITY CITY HALL
Номер конкурса: 53335422
Дата публикации: 22-04-2024
Сумма контракта: 733 997


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240008341
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.04.2024 17:05
Начало приема предложения 18.05.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 23.05.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 733`997.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 44100000-Строительные материалы и связанные с ними изделия
Коды классификатора
  • 44114000 - Бетон
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში M-250 მარკიანი მზა სასაქონლო ბეტონის შესყიდვა.

Procurement category: Electronic Tender without Reverse Auction (NAT)
Purchaser: KHELVACHAURI MUNICIPALITY CITY HALL.
Tender announcement date: 22.04.2024
Submission of tender proposals begins: 18.05.2024
Deadline for submission of tender proposals: 23.05.2024
Financing - funds of 2024
Procurement approximate value: 733997 GEL
Tender proposal should be submitted: included VAT
Classification Code (CPV) and Classification Unit: 44100000 - Construction materials and associated items
Classification Code (CPV) and particular procurement object: 44114100 - Ready-mixed concrete
Purchase number or volume: See tender documentation
Supply period: including november 01, 2024 (after signing the contract)

Bid reduction step: 14600.00 GEL
Guarantee amount: 7340 GEL
Guarantee validity period: 160 Day

Additional information:

“Procurement of M-250 brand ready-mixed concrete under the Rural Support Program“.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 14`600.00 GEL
Размер гарантии 7`340 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: melano mamuladze :: 19.04.2024 11:49
  • Последнее исправление: melano mamuladze :: 22.04.2024 17:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=573342&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში M-250 მარკიანი მზა სასაქონლო ბეტონის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობა შეადგენს ჯამში 3336,35 კუბ.მ.-ს.

- გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს M-250 მარკიანი ბეტონის მოწოდება დანართი N4-ში მოცემული ლოკაციების მიხედვით.

1. მიწოდების/სამუშაოების ჩატარების ტექნიკური პირობები:

1.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს M-250 მარკიანი მზა სასაქონლო ბეტონის მიწოდება ტრანსპორტირებით. ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ერთ დღეში უზრუნველყოს მინიმუმ 100 (ასი) კბ/მეტრი ბეტონის მოწოდება შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა;

1.2 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს შესაბამისი სერტიფიკატები სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე (მათი არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველს უფლება აქვს, დამატებით, ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესაბამისი სერტიფიკატი;

1.3 თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები მასალა.

1.4 ვაჭრობის შედეგად ფასის ცვლილების შემთხვევაში, შემოთავაზებული მასალის შეცვლა სხვა, უფრო დაბალი ხარისხის ანალოგიური საქონლით დაუშვებელია.

1.5 სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში, სადაც მოცემული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ბეტონის მოწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სასაქონლო ბეტონის მიწოდება განახორციელოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის წერილობითი ან/და სატელეფონო მოთხოვნის შესაბამისად დანართი N4-ით განსაზღვრულ ლოკაციებზე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

► პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს მოსაწოდებელი საქონლის წარმოშობის წყარო და მწარმოებელი (იხ. დანართი N1-ფასების ცხრილი);

შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: "...დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ...".

(2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

- პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული (ქირა, იჯარა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა, კერძოდ:

ა) პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და იჯარით სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მზა ბეტონის ნარევის დამამზადებელი მოქმედი ქარხანა ან/და გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება მზა ბეტონის ნარევის მიწოდებაზე. საიჯარო ხელშეკრულების ან/და მზა ბეტონის მიწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2024 წლის 01 დეკემბრისა. ქარხნის საშუალო წარმადობა უნდა იყოს საათში არანაკლებ 35 კუმ/მ-სა, რაზედაც წარმოდგენილ უნდა იქნას აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის 5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა/მომსახურება (ვებ. გვერდი: saras.gov.ge). დასკვნა გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდეგი თარიღით.

ბ) საკუთრებაში ან/და იჯარით სარგებლობაში უნდა გააჩნდეს 6 (ექვსი) ერთეული ბეტონმრევი მანქანა. იჯარის შემთხვევაში. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას ბეტონმრევი მანქანების სარეგისტრაციო მოწმობის ასლები. იჯარის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას როგორც საიჯარო ხელშეკრულებების, ასევე სარეგისტრაციო მოწმობის ასლებიც, ამასთან საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამქირავებლის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული ტრანსპორტი, ან/და სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებულ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით უნდა ჰქონდეს გაცემული ტრანსპორტი გამქირავებელზე, ტრანსპორტის იჯარით გაცემის უფლებით. იჯარის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2024 წლის 01 დეკემბრისა.

- ინფორმაცია ტექნიკის შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N2-ის შესაბამისად.

(2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ა) თუ ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
გ) წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ფასების ცხრილი, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N3-ის შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი.
- ანგარიშსწორება შესაძლებელია მოხდეს ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მოცულობების მიხედვით, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 (ხუთასი) კბ/მეტრს.
- ეტაპობრივი ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდება ა) სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის“ მიერ გაცემული დასკვნის ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, ბ)მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდგომ (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
- საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდება ა) სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის“ მიერ გაცემული დასკვნის ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, ბ)მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდგომ (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
- თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების ღირებულებამ არ შეადგინა გამარჯვებულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ საქონლის მოცულობების ანაზღაურებაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივი ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მოწოდების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მოწოდების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მელანო მამულაძე, 595006397, khelvachauri1@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, მის. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად.
10.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.4 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციურ ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, გეგმა-გრაფიკი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru