Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #53259810)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Shota Meskhia Zugdidi State Educational University
Номер конкурса: 53259810
Дата публикации: 19-04-2024
Сумма контракта: 68 941


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240008250
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.04.2024 16:50
Начало приема предложения 07.05.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 10.05.2024 13:30
Предполагаемая цена закупки 68`941.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45443000 - Фасадные работы
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (მისამართი ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №14) სასწავლო კორპუსის წინა ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 700.00 GEL
Размер гарантии 689 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: malkhaz didishvili :: 18.04.2024 17:52
  • Последнее исправление: malkhaz didishvili :: 19.04.2024 16:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=573242&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (მისამართი ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №14) სასწავლო კორპუსის წინა ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და საპროექტო მოცულობები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში (იხ. 1.3 პუნქტი; დანართი №1).

შენიშვნა: 1) ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია (გაუთვალისწინებელი ხარჯების გამოყენება განხორციელდება შემსყიდველთან შეთანხმებით). ამასთან, დაუშვებელია ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება; 2) ხარჯთაღრიცხვაში შესყიდვის ობიექტების ტექნიკურ აღწერილობაში თუ გამოყენებულია (მითითებულია) კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“; 3) ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოს სრულად შესრულების სავალდებულო ვადაა: ხელშეკრულების დადებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოს შესრულების ადგილია: სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შენობა, მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №14.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 (ორი) წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
1.6.2. საგარანტიო პირობები არ ვრცელდება შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირებით გამოწვეული ცვეთისა და გარე ფაქტორით დაზიანების შემთხვევაში. ასევე, ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.

შენიშვნა: ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგარანტიო ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა იყოს ზემოაღნიშნულ ვადაზე ნაკლები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, 2021 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და სარემონტო (შეკეთება/მოპირკეთება/აღჭურვა) სამუშაოები, ჯამური ღირებულებით (დაფიქსირებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით) არანაკლებ 400000 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებული სამუშაოს ღირებულება (დაფიქსირებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით) არ უნდა იყოს მიმდინარე ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე ნაკლები. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და სარემონტო (შეკეთება/მოპირკეთება/აღჭურვა) სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და საბოლოო ფორმა №2-ის ასლ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია სატენდერო განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP) ან/და ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომრ(ებ)ის წარმოდგენა.

შენიშვნა: მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ დადგინდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1) ხელშეკრულების შესრულების პერიოდში, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ, სამშენებლო სამუშაოს რომელიმე ნაწილის ქვეკონტრაქტით გაცემის განზრახულობის შემთხვევაში, წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ტენდერის ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცი(ებ)ის შესახებ. ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ცხრილის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს როგორც ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის, ასევე, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცი(ებ)ის უფლებამოსილი პირების მიერ. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებების ასლები, შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ან/და საბოლოო ფორმა №2-ის ასლები ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა.
2) ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%-ს.
3) ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
4) ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში _ „შავ სიაში“
5) მოცემული ტენდერის ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულებით არსებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან.

2.9 other additional requirements

სამუშაოთა შესრულების წესი

1) შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და საპროექტო მოცულობები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში (იხ. 1.3 პუნქტი; დანართი №1).
2) სამუშაოები უნდა განხორციელდეს ტექნიკურ დავალებაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილი სამუშაოების შესაბამისად.
3) შესასრულებელი სამუშაო უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ფარგლებში.
4) სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული ძირითადი მასალა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს.
5) სამუშაოს შესრულების ნიბისმიერ ეტაპზე, დასამტკიცებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი და შეთანხმებული სამუშაოებისთვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და სხვა შესაბამისი საგნების ნიმუშები.
6) სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების _ „ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“ სრული დაცვით.
7) სამუშაოების ან მისი ნაწილის დასრულების შემდგომ, შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველი განახორციელებს სამუშაოების შემოწმებას.
8) შესასრულებელი სამუშაო ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება აისახება სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ში _ ფორმა №2-ში.
9) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა (ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ). იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის განმახოციელებელი პირის შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი. საექსპერტო მომსახურების შესრულების ვადები არ იქნება დაკავშირებული სამუშაოების შესრულების ვადებთან, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) სამუშაო დღის ვადაში.
10) სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებითა და სახსრებით, 10 (ათი) დღის განმავლობაში გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო ნარჩენებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.
11) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების დაფიქსირების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირის შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
2) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით შესაბამისი ფორმა №2-ის (შესრულებული სამუშაოს აქტი), მიღება-ჩაბარების აქტის, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტაციისა და ანგარიშსწორების შესახებ წერილობითი მომართვის საფუძველზე.
3) ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად (პერიოდულად), შუალედური ანგარიშსწორებით, რაზეც, წერილობითი მოთხოვნასთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნეს სამუშაოს ეტაპის დასრულების შესახებ შესაბამისი შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა №2) და მიღება-ჩაბარების აქტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, სამუშაოების შესრულების აქტის (ფორმა №2), ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, საგადასახადო დოკუმენტაციისა და ანგარიშსწორების შესახებ წერილობითი მომართვის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
2) შუალედური (ეტაპობრივი) გადახდა მოხდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, სამუშაოების შესრულების აქტის (ფორმა №2), საგადასახადო დოკუმენტაციისა და გადახდის თაობაზე წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3) საბოლოო ანგარიშსწორებამდე დაკავებული იქნება თანხა, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რომლის გადახდა მოხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის, სამუშაოების შესრულების აქტის (ფორმა №2), ექსპერტიზის დადებითი დასკვნისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების დაფიქსირების შემთხვევაში მოთხოვნილი ოდენობის თანხა არ ანაზღაურდება, გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრამდე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბესიკ ქარდავა, 599990550, kardava.b@zssu.edu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია შესრულებული/დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმძღვანელო ინსტრუქციის გათვალისწინებით.
4) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru