ტექნიკური დავალება
ა) შესყიდვის ობიექტის აღწერა:
შესყიდვის ობიექტია სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლისათვის (შემდგომში – „ძირითადი მომხმარებლები“,
ერთდროულად არაუმეტეს 90 ადამიანისა) კვება თანდართული
პრეისკურანტით(დანართი N1) შექმნილი მენიუს მიხედვით;
ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება – 186520 ლარი;
გ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები – პერიოდულად, ხელშეკრულების
გაფორმებიდან, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ან იმ დღემდე, როცა ფაქტობრივად
მიწოდებული მომსახურების ღირებულება გაუტოლდება შესყიდვის ობიექტის
ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულებას, თუ ეს მოხდება 2024 წლის 31
დეკემბრამდე, პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად, დასვენებისა და
უქმე დღეების ჩათვლით; მომსახურების მიწოდების კონკრეტული პერიოდები.
გრაფიკები და მენიუ დაზუსტდება სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გეგმების მიხედვით და ეცნობება
მიმწოდებელს არაუგვიანეს 1 კვირისა მომსახურების მიწოდების
შესაბამისი პერიოდის დაწყებამდე.
დ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები: მიმწოდებელმა ქუთაისში
უნდა უზრუნველყოს მზა საკვების მიწოდება მომხმარებელთათვის
შემსყიდველის შენობის კვების ბლოკში. კვების ბლოკის სამზარეულო
აღჭურვილია შესაბამისი მოწყობილობით (გაზქურა, ღუმელი, სამაცივრო
დანადგარები და ა.შ.), ხოლო სასადილო დარბაზი – საჭირო ავეჯით, ჭურჭლით და
სხვა ინვენტარით. მიმწოდებელი ვალდებულია, მოუაროს ამ ქონებას –
იქონიოს დაუზიანებლად, უდანაკარგოდ და სუფთად მომსახურების მიწოდების
მთელ პერიოდში. თუ მომსახურების მიწოდების პერიოდში ამ ქონებიდან
რაიმე დაზიანდება, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით აღადგინოს
დაზიანება. თუ იგი ამას არ გააკეთებს, შემსყიდველი უფლებამოსილია,
თავისი ხარჯით აღადგინოს დაზიანება და ასანაზღაურებელი თანხიდან
დაუკავოს მიმწოდებელს დაზიანების აღდგენაზე გაწეული ხარჯის ორმაგი
ოდენობა. ჭურჭლის ან სხვა ნივთის დაკარგვის ან ისეთი დაზიანების
შემთხვევაში, როცა მისი აღდგენა შეუძლებელია, მიმწოდებელი საკუთარი
ხარჯებით ჩაანაცვლებს იდენტური ნივთით.
დ.1) შენობის კვების ბლოკის გარეთ საკვების მოწოდებისას ყველა საჭირო
ინვენტარი (მაგიდა, ჭურჭელი და ა.შ.), მომსახურე პერსონალი და საჭირო
მატერიალური საშუალებები უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
ე) სალათები, ცომეული (გარდა პურის, ფუნთუშის და ნამცხვრებისა) და ცხელი
კერძები უნდა მომზადდეს ადგილზე, გარდა კვების ბლოკის გარეთ
მოწოდებული მომსახურებისა. ჭურჭლის რეცხვა, კვების ბლოკის
დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება–გატანა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თვითონ. მომსახურების მიწოდების
პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის
ღირებულებას მიმწოდებელს დაუკავებს შემსყიდველი მისთვის
ასანაზღაურებელი თანხიდან შესაბამისი მრიცხველების ჩვენების
მიხედვით.
ვ) აკრძალულია კვების ბლოკში ვინმეს კვება, გარდა ძირითადი
მომხმარებელების და შენობაში მყოფი ადამიანებისა. ამისათვის კვების
ბლოკიდან ქუჩაში გამავალი კარი მუდმივად დაკეტილი უნდა იყოს.
მიმწოდებელმა, მომსახურების მიწოდების პერიოდში, საუზმის, სადილისა და
ვახშმის მიწოდებისას უნდა უზრუნველყოს კვების ბლოკში როგორც ძირითადი
მომხმარებლების, ასევე შემსყიდველის შენობაში მყოფი სხვა ადამიანების
(„სხვა მომხმარებლები“) კვება. სატენდერო დოკუმენტაციის დანართში
მოცემული პრეისკურანტის და წინასწარ დამტკიცებული მენიუს განუხრელი
დაცვა აუცილებელია. მიმწოდებელს არა აქვს უფლება, რეალიზაციაში
ჰქონდეს სხვა ისეთი კერძები, რომლებიც არაა გათვალისწინებული
პრეისკურანტით.
ზ) ანგარიშსწორება: ძირითად მომხმარებლებს უზრუნველყოფს შემსყიდველი,
ხოლო სხვა მომხმარებლებს, ასევე ძირითად მომხმარებლებთან წინასწარ
შეთანხმებული მენიუს ფარგლებს გარეთ თვითონ მომთხოვნი პირი – ნაღდი
ფულით, რისთვისაც გამანაწილებელი დახლის ბოლოს უნდა განათავსოს
მოლარის სამუშაო ადგილი, აღჭურვილი მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად რეგისტრირებული სალარო აპარატით.
თ) მომსახურე პერსონალს უნდა ეცვას უნიფორმა და ეხუროს ქუდი.
ი) პრეისკურანტის კერძების რეალიზაცია ყველა მომხმარებელზე უნდა
მოხდეს იმ ფასებით, რომლებიც განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვის
ხელშეკრულებაში დაფიქსირებული კერძების ფასების ცხრილით.
მიმწოდებელმა კვების დროს უნდა უზრუნველყოს საკვების მიწოდება
მომხმარებელთათვის „სწრაფი კვების“ რეჟიმში, რაც გულისხმობს
შემდეგს:
– ცივი კერძები, ულუფებად დაფასოებული შესაბამის ჭურჭელში (ყველანაირი
ცივი კერძი, პურ–ფუნთუშეულის, ცომეულის, ყველისა და კარაქის გარდა,
ასევე ჭიქებში დაფასოებული რძის პროდუქტები და ცივი კერძები
ჰერმეტულად თავგადაკრული უნდა იყოს სპეციალური საკვები
პოლიეთილენის(კანონმდებლობის შესაბამისი) აპკით )დალაგებულია
გამანაწილებელ დახლზე, მომხმარებელი თვითონ აკეთებს არჩევანს ამათგან
და გადააქვს თავის ლანგარზე,
– იგივე წესით იღებს მომხმარებელი დახლიდან გამოსაყენებელ ჭურჭელს,
სუფრის ხელსაწყოებსა და ხელსახოც ქაღალდს,
– ცხელ კერძებსა და სასმელებს მიმწოდებელს, მისივე არჩევანით, უმზადებს
ულუფად და აწვდის დახლიდან შემსყიდველის პერსონალი,
– გათავისუფლებულ ლანგარს მომხმარებელი თვითონ აბრუნებს
გამანაწილებელი დახლის დასაწყისში, გამოყენებულ ჭურჭელს კი მაგიდიდან
ალაგებს მიმწოდებლის პერსონალი.
კ) მიმწოდებელმა მომსახურების მიწოდების პერიოდში, უნდა უზრუნველყოს
კვების ბლოკის ყოველდღიური (დასვენებისა და უქმე დღეების ჩათვლით)
ფუნქციონირება 08:00–დან 21:00 საათამდე დასაშვები შესვენებებით დღის
განმავლობაში: 10:30–12:30 სთ., 15:30–17:00 სთ. (დაზუსტდებაშემსყიდველთან).
ლ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: შემსყიდველის ადგილსამყოფელი
– ქუთაისი, ნიკეას ქუჩა, 13; და ნებისმიერი სხვა ადგილი საქართველოს
ტერიტორიაზე (მოთხოვნის შესაბამისად)
მ) ანგარიშსწორების პირობები და ვადები: შემსყიდველი აუნაზღაურებს
მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას ყოველთვიურად,
საანგარიშო თვის განმავლობაში მის მიერ მოთხოვნილი და ფაქტობრივად
გაცემული კერძების ღირებულების შესაბამისად. კერძების გაცემა
დასტურდება მიღება–ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება საანგარიშოს
მომდევნო თვის პირველ სამუშაო დღეს (2024 წლის დეკემბერში გაწეული
მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტი გაფორმდება 2024 წლის 31
დეკემბრამდე). მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე
მიმწოდებელმა უნდა გადასცეს შემსყიდველს ზედნადები ან/და შესაბამისი
ანგარიშ–ფაქტურა (თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია). შემსყიდველი
აანაზღაურებს მიმწოდებლის მიერ მოთხოვნის შესაბამისად ფაქტობრივად
გაწეული მომსახურების (მიწოდებული კერძების) ღირებულებას შესაბამისი
ზედნადების ან/და ანგარიშ–ფაქტურის წარმოდგენიდან ათი სამუშაო დღის
ვადაში საბანკო ანგარიშზე (რომელიც მითითებულია სახელმწიფო შესყიდვის
ხელშეკრულებაში) თანხის გადარიცხვის გზით.
ნ) მიმწოდებლის გამოცდილება: მიმწოდებელი უნდა იყოს ინდივიდუალური
მეწარმე ან იურიდიული პირი. უნდა გააჩნდეს ანალოგიური კვებითი
მომსახურეობის გამოცდილება. ადამიანს, რომელიც იმუშავებს
შეფ–მზარეულად მიმწოდებელთან, უნდა გააჩნდეს მზარეულად ან
მეკონდიტრედ მუშაობის, სულ ცოტა, 1 წლიანი გამოცდილება, რაც უნდა
დასტურდებოდეს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებებით ან ცნობებით
დამსაქმებლებისაგან.
ო) მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით ხელშეკრულების გაფორმებიდან 1
თვეში უნდა შეიმუშაოს და დანერგოს (HACCP) საფრთხეების ანალიზისა და
კრიტიკული საკონტროლი წერტილების მართვის გეგმა სასურსათო ჯაჭვში.