Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели (Грузия - Тендер #53259756)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Forest Agency
Номер конкурса: 53259756
Дата публикации: 19-04-2024
Сумма контракта: 6 996


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA240000608
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.04.2024 14:14
Начало приема предложения 28.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 30.04.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 6`996.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 30100000-Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели
Коды классификатора
  • 30100000 - Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели
  • 30125100 - Тонер-картриджи
  • 30192112 - Чернила для струйных принтеров
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ორიგინალი ტონერიანი კარტრიჯები და ჭავლური საბეჭდი მანქანების მელანი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 105.00 GEL
Размер гарантии 70 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit tabatadze :: 18.04.2024 16:07
  • Последнее исправление: davit tabatadze :: 19.04.2024 14:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=573198&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ორიგინალი ტონერიანი კარტრიჯები და ჭავლური საბეჭდი მანქანების მელანი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესყიდვის ობიექტია: ორიგინალი 18 (თვრამეტი) ცალი ტონერიანი კარტრიჯი და ჭავლური საბეჭდი მანქანების 14 (თოთხმეტი) ცალი მელანი (თითოეული - არანაკლებ 70 მლ-იანი)
1.1 ორიგინალი კარტრიჯი და მელანი უნდა იყოს ახალი, არააღდგენილი და უდეფექტო/უნაკლო, ქარხნული, შეფუთული მწარმოებლის ბრენდკოლოფში (ორიგინალი გულისხმობს პრინტერის მწარმოებლის მერ დამზადებულ ან/და ამავე მწარმოებლის მიერ უფლებამოსილი კომპანიის მიერ დამზადებულ პროდუქტს) (ბრენდირებულ კოლოფში იგულისხმება მწარმოებლის მიერ შექმნილი დიზაინით და ლოგოტიპით ქარხნულად დაბეჭდილი კოლოფი და არა კოლოფი მასზე დაკრული ინფორმაციის შემცველი სტიკერებით). იმ შემთხვევაში, თუ კი პრეტენდენტის მიერ არ იქნა შემოთავაზებული პრინტერის მწარმოებლის მიერ დამზადებული კარტრიჯი და მელანი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული კატრიჯის და მელანის მწარმოებლის სახელზე პრინტერის მწარმოებლის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
1.2 შემოთავაზებულ თითოეულ ორიგინალ კარტრიჯს და მელანს გაყალბებისგან და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დაცვის მიზნით ყუთზე უნდა ჰქონდეს დატანილი გაყალბებისაგან დამცავი 3D ჰოლოგრამა, ასევე თითოეულ ორიგინალ კარტრიჯს და მელანს უნდა ჰქონდეს უნიკალური კოდი რომლის საშუალებითაც მწარმოებლის საიტზე უნდა მოწმდებოდეს თითოეული კარტრიჯი. კარტრიჯები მოთავსებული უნდა იყოს ეგრეთ წოდებულ "აირბაგში" ან ყუთში სპეციალურად მოწყობილ დამცავ ჩასადებსა და პოლიეთილენის პარკში.
2. შემოთავაზებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, ხარისხობრივ მონაცემებს და პასუხობდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს.
3. პრეტენდენტის მიერ მოწოდებული პროდუქცია არ უნდა იწვევდეს პრინტერების მუშაობის ხარისხის გაუარესებას და პრინტერების დეტალების დაზიანებას.

შენიშვნა: თუ შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებში მითითებულია სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მისი „მსგავსი“ ან „ექვივალენტი“

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად ან ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მისამართზე: ქ.თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი №1.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული საქონელი იქნება ხარისხიანი და მისი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნებს. კატრიჯი და მელანი ბეჭდვისას არ უნდა ავლენდეს ხარვეზებს: წერტილები, თეთრი და შავი ზოლები და ა.შ.
2. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული საქონლის საგარანტიო ვადა შეადგენს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვეს მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
3. თუ მიწოდებული საქონლის საგარანტიო ვადის ამოწურვამდე აღმოჩნდება ან გამოვლინდება ნაკლი ან/და დეფექტი, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ნაკლიანი საქონლის ახლით შეცვლა (ახლით შეცვლის შემთხვევაში საქონელი უნდა იყოს შესაცვლელი საქონლის არანაკლები ტექნიკური მახასიათებლების და მონაცემების).
4. ზემოაღნიშნულ ვადაში საონელზე გამოვლენილი ხარვეზის/დეფექტის აღმოფხვრის გამო ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
5. შემსყიდველის კუთვნილი საბეჭდი მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ დადგინდება, რომ დაზიანება გამოწვეულია მიწოდებული საქონლის მიზეზით და შემსყიდველის კუთვნილი საბეჭდი მოწყობილობა შეკეთებას არ ექვემდებარება, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს არანაკლებ იგივე მონაცემების და იგივე ბრენდის ახალი საბეჭდი მოწყობილობა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გარეშე, ხოლო შეკეთების შესაძლებლობის შემთხვევაში შეკეთება უზრუნველყოს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით (მათ შორის: ტექნიკის ტრანსპორტირება).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრული ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის შესახებ, ტექნიკური დავალებისა და ფასების ცხრილის შესაბამისად, მათ შორის - შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი, წარმოშობის ქვეყანა, მოდელი/დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის/დასახელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი, უნდა მიეთითოს - "მოდელი არ გააჩნია".

2.8.1 requirements related to a sub-contractor

სატენდერო პროცედურების განხორციელების ეტაპზე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა. ასევე, ატვირთული უნდა იქნეს ქვეკონტრაქტორის შესახებ ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომლებიც მოეთხოვება პრეტენდენტს.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების ფასი დანართის (ფასების ცხრილი) მიხედვით.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). (excel ფორმატში წარმოდგენილი ფასების ცხრილი არ საჭიროებს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით დამოწმებას).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მოთხოვნიდან პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. დასკვნა გაცემული უნდა იყოს ლიცენზირებული ან აკრედიტირებული ან/და უფლებამოსილი პირის მიერ. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ამასთან, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ერთიანად ან ეტაპობრივად, საქონლის მიწოდების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
2. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეული ფასი გამოსახული უნდა იყოს დღგ-ს გარეშე; იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მიმწოდებელი იქნება დღგ-ს გადამხდელი, ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი დღგ-ს ოდენობა.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანაგარიშსწორებით ლარებში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ერთიანად ან ეტაპობრივად, საქონლის მიწოდების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით ტაბატაძე, 599163130, Davit.Tabatadze@forestry.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი. სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
4. ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
6. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის № 12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სატენდერო კომისია განახორციელებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია „კითხვა-პასუხის“ მოდულის საშუალებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru