Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #53122389)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Parliament of Georgia
Номер конкурса: 53122389
Дата публикации: 15-04-2024
Сумма контракта: 10 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007897
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.04.2024 18:20
Начало приема предложения 21.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 23.04.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 10`400.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80530000 - Услуги в области профессиональной подготовки
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო ტრენინგების მომსახურების (ტრენინგის დასახელება: I და II რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა - ,,მოხელის მენეჯერული უნარები“ და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა - „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“) სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 42.00 GEL
Размер гарантии 104 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nato aslanishvili :: 15.04.2024 15:58
  • Последнее исправление: tatia ushveridze :: 15.04.2024 18:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=572520&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო ტრენინგების მომსახურების (ტრენინგის დასახელება: I და II რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა - ,,მოხელის მენეჯერული უნარები“ და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა - „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“) სახელმწიფო შესყიდვა (CPV80530000).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება და რაოდენობა/მოცულობა მოცემულია დანართ #1-ში ""ტექნიკური დავალება"" და დანართში #2 - ""ფასების ცხრილი"".
შენიშვნა: პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი №2 - ""ფასების ცხრილი"" წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის მიერ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)).
1.2.2. პრეტენდენტი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს დანართ №1-ს "ტექნიკური დავალება" და წარმოადგინოს აღნიშნული დანართი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების/ფორმულირებების უცვლელად, ამავე სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებლის მიერ სატრენინგო მომსახურების ორგანიზება და ჩატარება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან და ძალაში შესვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად, სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესაბამისად და შემსყიდველ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმებით.
1.4.2. მიმწოდებლის მიერ სატრენინგო მომსახურების ორგანიზება და ჩატარება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად, თითოეულ მონაწილეზე ინდივიდუალურად, ხოლო ჯგუფის ფორმირების შემთხვევაში - ჯგუფურად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სატრენინგო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს პერიოდულად, ფიზიკურად (აუდიტორიაში, პირისპირ ტრენინგების სახით, ქ. თბილისის მასშტაბით) ან/და დისტანციური არხების (ელექტრონული ონლაინ პლატფორმის საშუალებით) მეშვეობით, ყოველ კონკრეტულ ჯერზე შემსყიდველ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2020 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, ერთ რომელიმე კონკრეტულ წელს ან ჯამურად აღნიშნულ პერიოდში, უნდა გააჩნდეს მინიმუმ 2 სხვადასხვა ორგანიზაციასთან მინიმუმ 1-1 სხვადასხვა (კერძოდ: I და II რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამის - "მოხელის მენეჯერული უნარები"; III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის - "პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი") ტრენინგის/პროგრამის ჩატარების გამოცდილება (ჯამში ჩატარებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 სხვადასხვა ტრენინგი/პროგრამა).
ზემოაღნიშნული გამოცდილების დამადასტურებლად პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის სანაცვლოდ ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტ(ებ)ი, ან
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი (აღნიშნული უნიკალური ნომრის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა იკითხებოდეს/იძებნებოდეს ""ა"" პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია).
(იმ შემთხვევაში თუ ""ა"" პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია ""ბ"" პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არაა).
2.2.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მინიმუმ 1 (ერთი) დადებითი რეკომენდაცია, 2020 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში ქვემოთ მოცემული ტრენინგებიდან/პროგრამებიდან მინიმუმ ერთ-ერთის ჩატარების თაობაზე:

- I და II რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამის - ""მოხელის მენეჯერული უნარები"" ან/და
- III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის - ""პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი"""
" რეკომენდაციას თან უნდა ერთოდეს დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ: შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის სანაცვლოდ ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციაში მითითებულია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის სხვა უნიკალური ნომერი, მაშინ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არაა. "
"რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს კონკრეტულად აღნიშნული ტენდერისთვის (რეკომენდაცია კონკრეტულად მოცემული ტენდერისთვის ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გაცემულია მოცემულ ტენდერში სტატუსის - ""ტენდერი გამოცხადებულია""-ს მინიჭების შემდგომ პერიოდში).

*შენიშვნა: რეკომენდაციის წარმოდგენის დროს პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ არ განიხილება რეკომენდატორის (შემსყიდველი ორგანიზაციის) მიერ გაცემული რეკომენდაცია იმავე რეკომენდატორის (შემსყიდველი ორგანიზაციის) მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენის შემთხვევაში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტს მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებით განსაზღვრული „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსის“ და „მოხელის მენეჯერული უნარების" პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაცია. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად პროგრამების აკრედიტაციის მოქმედების ვადა ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან ბაზრის აღნიშნული სეგმენტი ხასიათდება კონკურენციით და მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება პერიოდულად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ასევე ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე, ანდა გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის (საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა) საშუალებით.
7.2.2 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თათია უშვერიძე, 598201000, tushveridze@parliament.ge ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით: თამარ ომიაძე, M:599554825, tomiadze@parliament.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე), თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა დანართი №2 - "ფასების ცხრილი", პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული დანართი წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)), უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტებზე) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელის მოწერისთვის გაცემული მინდობილობა.
10.1.3 ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru