Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты (Грузия - Тендер #53122316)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of State Property
Номер конкурса: 53122316
Дата публикации: 15-04-2024
Сумма контракта: 45 941


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007877
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.04.2024 17:31
Начало приема предложения 21.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 23.04.2024 14:30
Предполагаемая цена закупки 45`941.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 35100000-Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты
Коды классификатора
  • 35125200 - Система отсчета времени или система учета рабочего времени
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) სამუშაო დღე.
Дополнительная информация
სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემის (თანმდევი მონტაჟით) სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 900.00 GEL
Размер гарантии 459 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino mezurnishvili :: 15.04.2024 10:09
  • Последнее исправление: nino mezurnishvili :: 15.04.2024 17:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=572411&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა თანმდევი მონტაჟით

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემის მახასიათებლები და ტექნიკური დავალება

ბარათის წამკითხველი და კონტროლერი

1. ბარათის წამკითხველს უნდა შეეძლოს დააფიქსიროს პერსონალის შესაბამის ლოკაციაზე შემოსვლის და გასვლის დრო.
2. წამკითხველს უნდა შეეძლოს 125kHz EM ტიპის ბარათების ნომრის (მათ შორის წაკითხვა);
3. უნდა გააჩნდეს ქსელური (10/100 Mbps, auto MDI/MDI-X) ინტერფეისი; უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10,000 მომხმარებლისა და 50,000 მოვლენის ავტონომიური მახსოვრობა; მოვლენების ხმოვანი (Multi-tone Buzzer ტიპის ან მსგავსი) და ვიზუალური (სხვადასხვა ფერის LED ტიპის ან დისპლეი) ინდიკაცია;
4. ბარათების წამკითხველ/კონტროლერის კორპუსზე არსებული ინდიკაცია უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მომხმარებლის ავტორიზაციის შესახებ (არამხოლოდ მოხდა თუ არა ბარათის ნომრის წაკითხვა);
5. დროის აღრიცხვის სისტემას უნდა გააჩნდეს სასერვერო პროგრამულ უზრუნველყოფასთან „ონლაინ“ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს ქსელური კავშირის არსებობის შემთხვევაში მონაცემთა ავტომატურ, სინქრონულ გაცვლას ბარათის წამკითხველსა და სერვერს შორის
6. კონტროლერს უნდა გააჩნდეს ავტონომიური ელექტრო კვება ან თითოეულ წამკითხველს უნდა მოყვებოდეს უწყვეტი ელექტრომომარაგების წყარო,

პროგრამული უზრუნველყოფა

1. თანამშრომლების დაშვების სისტემას უნდა გააჩნდეს ვებ-ინტერფეისი, სადაც შესაძლებელი იქნება ორგანიზაციის სტრუქტურის ასახვა, თანამშრომლების მართვა და სხვადასხვა რეპორტების ამოღება.
2. პროგრამულ უზრუნველყოფაში უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო საათების აღრიცხვიანობა/რეპორტინგი.
3. პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა უნდა იყოს როგორც გარე, ასევე შიდა ქსელიდან.
4. პროგრამულ უზრუნველყოფაზე ავტორიზაცია უნდა იყოს შესაძლებელი როგორც ადმინისტრატორის მომხმარებლის სახელით და პაროლით, ასევე ყველა თანამშრომელს უნდა ქონდეს პირადი პროფილი.
ადმინისტრატორის ვებ ინტერფეისში უნდა იყოს შესაძლებელი: დეპარტამენტების შექმნა, თანამდებობების შექმნა, კომპანია/დაწესებულებაში გაცდენის/შვებულების ტიპების შექმნა. ასევე პროგრამულ უზრუნველყოფაში უნდა იყოს შესაძლებელი სამუშაო გრაფიკების შექმნა და მათი შემდგომ მიბმა როგორც დეპარტამენტებზე, ასევე უშუალოდ თანამშრომლებზეც.
5. რეპორტების საშუალებით უნდა იყოს შესაძლებელი ყოველი დღის მისვლა/გასვლის რეპორტის ნახვა თანამშრომლების მიხედვით, თვის/წლის ჯამური/დეტალური რეპორტის ნახვა თანამშრომლის/დეპარტამენტის მიხედვით. რეპორტების გენერირება და ექპორტირება შესაძლებელი უნდა Excel ან/და pdf ფორმატში.
თანამშრომლებს უნდა ქონდეთ შემდეგი ინფორმაციის ნახვის საშუალება: საკუთარი ნამუშევარი საათები წინა დღეებში, მოთხოვნილი/გამოყენებული შვებულებები. მობილური ინტერფეისიდან უნდა იყოს შესაძლებელი შვებულების, დეი ოფის, დაგვიანების მოთხოვნის გაგზავნა. ამ მოთხოვნების დადასტურება უნდა ხდებოდეს ორმაგი დასტურის შემდეგი პრინციპით: თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელს უნდა გააჩნდეს შენიშვნის დამატების საშუალება და მოთხოვნის დადასტურება/უარყოფა. დადასტურებულ მოთხოვნებს საბოლოო ვიზირებას უნდა ადებდეს უფლებამოსილი თანამშრომელი. თანამშრომელს უნდა მისდიოდეს მოთხოვნაზე პასუხი ელექტრონულ ფორმატში (ელ. ფოსტაზე ან. სმს შეტყობინების ან სხვა ელექტრონული ფორმატის სახით).

აუცილებელი პირობები:
• სხვადასხვა მწარმოებლების დაშვების სისტემებთან თავსებადობა, მაგალითად: Hikvision, Dahua, Suprema Biostar 2.0 ვერსიების მხარდაჭერა და ა.შ.
• მუშაობა როგორც Linux-ის ასევე Windows-ის ოპერაციულ სისტემებზე;
• თავსებადობა ვებბრაუზერებთან Google Chrome, Safari, Firefox, Microsoft Edge;
• დიზაინის სტანდარტი Responsive web design (RWD).


თანმდევი მონტაჟი
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს თანმდევი მომსახურებით, რომელიც უნდა მოიცავდეს:
1. შესყიდვის ობიექტის ორგანიზაციის იურიდიულ მისამართებზე მიწოდებას, მივლინების ხარჯების გათვალისწინებით:
2. მონტაჟი/ინსტალაციას საჭირო მარაგნაწილებით, პროგრამული უზრუნველყოფისა და თანამშრომელთა ბაზის შექმნას ან ბაზის არსებობის შემთხვევაში მათი ახალ ბაზაზე მიბმას, არსებული რეგისტრირებული მომხმარებლების გადატანას ახალ ბაზაზე,
3. მოწყობილობისა და პროგრამის მართვის სწავლებას შემსყიდველი ორაგნიზაციის თანამშრომლებისათვის.

შენიშვნა: შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ ფასების ცხრილში.

ა) შესყიდვის ობიექტების ტექნიკურ აღწერილობაში თუ გამოყენებულია (მითითებულია) კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში პროდუქტის ზოგიერთი მახასიათებლის აღწერისას გამოყენებულია ტერმინები "უნდა გააჩნდეს" ან "არანაკლებ" ან "არაუმეტეს". პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატენდერო წინადადების წარმოდგენისას, ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნული პარამეტრების აღწერისას უნდა გამოიყენოს კონკრეტული რიცხვები და მიუთითოს პროდუქტის ზუსტი მახასიათებლები;
გ) შემოთავაზებული ბარათის წამკითხველი და კონტროლერი უნდა იყოს ერთი და იგივე მწარმოებელი ფირმის ან/და სუბიექტის ან/და ორგანიზაციის ან/და ბრენდის.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) სამუშაო დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შემდეგ ობიექტებზე:
№ მისამართი
1 ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N49ა
2 ქ.თბილისი, რ.გაბაშვილის ქ#71
3 ქ. თბილისი, ცაბაძის ქ. №17ა
4 ქ.თბილისი, პ.იაშვილის ქ#4
5 ქ.რუსთავი, ვახუშტის ქ.N8, მეორე სართული
6 ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. N54
7 ქ.ახალქალაქი ჩარენცის ქ. N11
8 ქ.ახალციხე, 9 აპრილის #24
9 ქ. მცხეთა, აღმაშენებლის №51
10 ქ. გორი, სამეფოს ქ. №50
11 ქ. თელავი, ერეკლე მეორეს გამზირი №6
12 ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ.№5
13 ქ. ფოთი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა , ნომერი 4
14 ქ.ოზურგეთი, კოსტავას ქ.N1, მესამე სართული; დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის ოზურგეთის წარმომადგენლობის შენობანაგებობა
15 ქ.სამტრედია, აღამშენებლის მე-6 ჩიხი
16 ქ. ზუგდიდი, სტალინის ქ.№1

1.7.1 requirement related to guarantee period

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წელი

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

დანართი #1-ის (ფასების ცხრილის) შესაბამის სვეტში, უნდა მიეთითოს შემოთავაზებული ბარათის წამკითხველის, კონტროლერის და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი ფირმა ან/და სუბიექტი ან/და ორგანიზაცია ან/და ბრენდი, არსებობის შემთხვევაში, მოდელი.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2019 წლიდან - წინამდებარე ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე, არანაკლებ 3 ანალოგიური ხასიათის პროექტის (მხოლოდ სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა) განხორციელების გამოცდილება.
2. გამოცდილების დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იქნას ან შესრულებული ხელშეკრულებები, წარმოდგენილი ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტები და/ან ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად, ან დამკვეთის მიერ 2024 წელს გაცემული სარეკომენდაციო წერილი, რომელშიც შემსყიდველი ნათლად ამოიკითხავს არანაკლებ შემდეგს: ხელშეკრულების/შეკვეთის გაფორმების თარიღს, ნომერს, ფაქტობრივად შესრულებული პროექტის ღირებულებას და შესყიდვის ობიექტს, რომ მან დაამონტაჟა სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა;
3. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT/ ან სხვა ნომერი - ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემოთავაზებული ბარათის წამკითხველის და კონტროლერის მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული წერილი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან ვებ-გვერდზე არსებული კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები).

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურენოვანი, მისი თარგმნა არ არის აუცილებელი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს რეკვიზიტები იმ ინფორმაციის შემცველობით, რომელიც არ აქვს ასახული სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში;
2. დანართი №1 (ფასთა ცხრილი, პუნქტი 1.3);
3. ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (პუნქტი 1.7.1);
4. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1).
5. ლიცენზიასთან, სტანდარტებთან, აკრედიტაციასთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები (პუნქტი 2.7.1).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე:
1. შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების წარმოდგენა ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/ აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
2. პრეტენდენტმა, აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1.ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ერთიანად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად.
2.ანგარიშსწორება მოხდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების და ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

დოკუმენტების სრულად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო მეზურნიშვილი, 558159636, nmezurnishvili@nasp.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო წინადადების ერთეული და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, დღგ-ს ჩათვლით;
2. პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენ დოკუმენტებზე (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
2.1 ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
2.2 გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით (GEO Signing CA) ან/და კვალიფიციური შტამპით (GEO Eseal CA).
3. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. არაქართულენოვანი დოკუმენტაცია არ განიხილება. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ (ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
4. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს განფასება დ.ღ.გ-ს ჩათვლით დანართი №1-ის მიხედვით;
5. სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
6. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru