პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი შენობის (საკადასტრო კოდი:
N03.05.22.502.01.500) სრულ რეაბილიტაციას, რომლის გადაგეგმარების ფარგლებშიც
განსახორციელებელია შემდეგი:
1. III და IV სართულებზე არსებული საერთო სველი წერტილების დემონტაჟი და მათ
ადგილზე სხვა ტიპის სველი წერტილებისა და სასტუმროს ნომრების
მოწყობა;
2. III სართულზე მიმღების (რესეფშენი) მოწყობა;
3. I-II სართულებზე საკონფერენციო დარბაზების რეაბილიტაცია;
4. I-II სართულებზე სასწავლო აუდიტორიების რეაბილიტაცია;
5. I-II სართულებზე სველი წერტილების რეაბილიტაცია;
6. შენობის ყველა სართულის საერთო სივრცეების რეაბილიტაცია (მათ შორის
კიბის უჯრედი, ჰოლი და სასადილო);
7. I სართულზე არსებული საწყობის რეაბილიტაცია (საწყობის გადატანა
სარდაფში და ბიბლიოთეკის, სადისკუსიო ოთახის და სავარჯიშო სივრცის
მოწყობა, სასაწყობე ფართის უჟანგავი ლითონის სტელაჟებით აღჭურვა,
სატვირთო ლიფტის მოწყობა);
8. ახალი გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობა;
9. ელ. სადენების დაგეგმარება/შეცვლა;
10. სუსტი დენების დაგეგმარება/შეცვლა (მათ შორის ტელევიზია, სატელეფონო
სისტემის, კომპიუტერული ქსელის, ქსელის ბოქსების მოწყობა და სხვა);
11. შიდა და გარე წყალკანალიზაციის სისტემების განახლება;
12. მთელს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ლოკალური მართვის სისტემის
მოწყობა (შენობის ყველა სართულზე უნდა მოეწყოს სახანძრო მილდგარები),
ასევე ცეცხლმედეგი კარები, ტიხრები, საევაკუაციო გეგმები (საერთო
საცხოვრებლის ყველა ოთახში), დეტექტორები (საჭიროების შემთხვევაში, მათ
შორის გაზის) მართვის პულტი და სხვა;
13. ტერიტორიის კეთილმოწყობა, დაზიანებულ მონაკვეთებში შემოღობვის
გათვალისწინებით. არსებული ჭიშკრის ჩანაცვლება თანამედროვე პულტიანი
ჭიშკრით და იდენტური ჭიშკრის მოწყობა ეზოში მის მოპირდაპირე მხარეს,
სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნის შესაბამისად;
14. ადაპტირებული გარემოს მოწყობა (მათ შორის ლიფტი, სველი წერტილები,
კარები და კანონმდებლობით მოთხოვნილი სხვა ნორმები).
დამატებითი ინფორმაცია:
პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, ასევე,
ტერიტორიის კეთილმოწყობა - ნაწილობრივი შემოღობვა, გარე განათება
(ფართის არსებობის შემთხვევაში), გარე კომუნიკაციების და სადრენაჟო
სისტემის მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში). ტერიტორიაზე ასევე უნდა
მოეწყოს მოსასვენებელი ნაწილობრივ გადახურული სივრცე (ფანჩატური) და
საპარკინგე სივრცე.
წინასაპროექტო კვლევით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე,
მიმწოდებელი ვალდებულია, მოამზადოს პროექტის განმარტებითი ბარათი
საპროექტო გადაწყვეტილების დეტალური აღწერით, ინფორმაციით
გამოყენებული მასალებისა და ძირითადი არქიტექტურულ-კონსტრუქციული
მახასიათებლების თაობაზე. მითითებული უნდა იყოს გამოყენებული
სამშენებლო ნორმები.
დეტალური საპროექტო სამუშაო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს (საჭიროების
შესაბამისად) შემდეგს:
1. სრული არქიტექტურული პროექტი;
2. კონსტრუქციული ნაწილი (საჭიროების შემთხვევაში, შენობის სხვადასხვა
ელემენტების, დეტალებისა და კვანძების კონსტრუქციული ნახაზები და
ანგარიში, საჭიროების შემთხვევაში შენობის სრულად ან ნაწილობრივ
გამაგრების პროექტი, მისი ტექნიკური მდგომარეობის ანგარიშის
მიხედვით);
3. ელექტრობის სისტემების პროექტი;
4. შიდა და გარე წყალკანალიზაციის, სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების
პროექტი;
5. გათბობის სისტემების პროექტი (საჭიროების შემთხვევაში) - ვენტილაცია
(საჭირო სათავსებში);
6. სუსტი დენებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტი;
7. ტერიტორიის კეთილმოწყობა, ვერტიკალური დაგეგმარება;
8. ტექნიკური სპეციფიკაციები;
9. საინჟინრო კომუნიკაციების (წყალსადენი-კანალიზაცია-სანიაღვრე,
ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) ტექ. პირობების მისაღებად შესაბამისი
ანგარიშები;
10. მშენებლობის ორგანიზების გეგმა-გრაფიკი;
11. მოცულობათა უწყისი და ლოკალური ხარჯთაღრიცხვა;
12. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება შეთანხმებული უნდა
იყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან.
საპროექტო მოთხოვნები:
დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს
მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის დადგენილება №41 ტექნიკური რეგლამენტის
„შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე და
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №732 ტექნიკური
რეგლამენტის „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების
თაობაზე.
პროექტის განმარტებით ბარათში აღწერილი უნდა იყოს არსებული
მდგომარეობა და საპროექტო გადაწყვეტილებები (უნდა დაერთოს საჭირო
ანგარიშები, დასკვნები, სქემები, ცხრილები, ფოტომასალა და ა.შ.). შენობის
საპროექტო ნაწილში გათვალისწინებული უნდა იყოს კვების ბლოკის
სამზარეულო/სასადილოს მოწყობა-დამუშავების ეტაპი (შესაბამისი
მასალებითა და ვენტილაციით), სანიტარული კვანძები საჭიროა მოეწყოს
შენობაში, შესაბამისი მასალებითა და ვენტილაციით. სანიტარული
კვანძების რაოდენობა და დაგეგმარება განისაზღვროს საქართველოში
მოქმედი შესაბამისი რეკომენდაციებისა და დადგენილებების საფუძველზე.
ვერტიკალური დაგეგმარება და ტერიტორიიდან წყლის გადაყვანის
ღონისძიებები (შესაბამისი განმარტებითი ბარათით და ჭრილებით), ეზოს
შემოღობვა, ტერიტორიის კეთილმოწყობა. სატრანსპორტო და საფეხმავლო
კავშირები, გამწვანება, მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკე სკამები,
სანაგვე ყუთები, გარე განათების მოწყობილობები).
საინჟინრო ნაწილი: კანალიზაცია, წყალმომარაგება, სანიაღვრე
წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობისას,
გასათვალისწინებელია საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობა და
რეგიონული მახასიათებელი.
სამშენებლო ნახაზები შესრულებული უნდა იყოს სამუშაო
დოკუმენტაციისათვის მოთხოვნილი ნორმებისა და სტანდარტების
შესაბამისად, სათანადო მასშტაბებში და დეტალიზაციით. განსაზღვრული
უნდა იყოს შენობის ენერგოეფექტურობა. სამშენებლო, მოსაპირკეთებელი თუ
საინსტალაციო მასალები, აგრეთვე საინსტალაციო სისტემები.
საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია
წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც ელექტრონულ ფორმატში
(ტექსტური ნაწილი Word და Excel ფაილების სახით, ხოლო ნახაზები - AutoCAD/ArchiCAD/Lira და PDF
ფორმატში, კომპაქტური დისკებით (CD ან DVD ), ასევე ბეჭდური ვერსიით მყარი
ასლების (A4, A3 და A2 ფორმატში) სახით. საბოლოო დეტალური
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
არქიტექტურულ ალბომად 3 (სამ) ეგზემპლარად.
ნორმატიული დოკუმენტები: -
საქართველოს მთავრობის დადგენილება №41, 2016 წლის 28 იანვარი. შენობა
ნაგებობების უსაფრთხოების წესები;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 სახანძრო უსაფრთხოების
წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი;
მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი (№732);
წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში;
შიდა დოკუმენტი (ზოგადი რეკომენდაციები და მოთხოვნები);
2001 წლის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება №308 ნ;
სეისმომედეგი მშენებლობა (პნ 01.01‐09);
შენობის და ნაგებობის ფუძეები (პნ 02.01‐08);
ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები (პნ 03.01‐09);
საქართველოს კლიმატოლოგია (პნ 01.05‐08);
წყალმომარაგების და კანალიზაციის გარე ქსელები და ნაგებობები (მწ
07.01‐09);
СНиП 41-01-2003 Отопление, вентиляция и кондиционирование;
СНиП 2.04.01-85* Внутренний водопровод и канализация зданий;
СП 31-110-2003 Проектирование и монтаж электроустановок жилых и общественных зданий;
ПУЭ Правила устройства электроустановок;
СП 1.13130.2009, СП 2.13130.2012, СП 4.13130.2009. Системы Противопожарной Защиты;
СП 52.13330.2011. Естественное и искусственное освещение Актуализированная редакция СНиП 23-05-95*;
СНиП II-25-80 ДЕРЕВЯННЫЕ КОНСТРУКЦИИ;
СНиП 2.01.07-85 НАГРУЗКИ И ВОЗДЕЙСТВИЯ;
СНиП 2.07.01-89 ГРАДОСТРОИТЕЛЬСТВО ПЛАНИРОВКА И ЗАСТРОЙКА ГОРОДСКИХ И СЕЛЬСКИХ ПОСЕЛЕНИЙ;
ГОСТ 25772-83. Ограждения лестниц, балконов и крыш стальные.
არქიტექტურული ნაწილი:
არქიტექტურული ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა
მოიცავდეს ინფორმაციას როგორც გენერალური გეგმის, ასევე ცალკეული
შენობა-ნაგებობების შესახებ;
ობიექტის სიტუაციური გეგმა მიმდებარე ინფრასტრუქტურის ჩვენებით,
მასშტაბი (1:5 000 ან 1:10000);
ობიექტის გენერალური გეგმა მსხვილ მასშტაბში (1:200 ან 1:500);
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი მაღალი
ხარისხის ვიზუალიზაცია (რენდერები მაღალი რეზოლუციით);
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზები: გეგმები,
ჭრილები, ფასადები, სათავსების დანიშნულების მითითებით, მასშტაბი (1:50 ან
1:100);
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის ფუნქციონალური გეგმები
სათავსების დანიშნულების მითითებით და ავეჯის განლაგების ჩვენებით,
მასშტაბი (1:50 ან 1:100);
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის გრძივი და განივი ჭრილები,
მასშტაბი (1:50 ან 1:100);
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის კედლებისა და ტიხრების
მარკირების გეგმები მათი ტიპების ჩვენებით, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
კედლებისა და ტიხრების ტიპების ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და
კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი
სპეციფიკაციები;
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის იატაკებისა და ჭერების
მოპირკეთების გეგმები მოპირკეთების ტიპების ჩვენებით, მასშტაბი (1:50 ან
1:100), იატაკებისა და ჭერების ტიპების ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და
კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი
სპეციფიკაციები;
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის კედლების შიდა მოპირკეთების
მარკირების გეგმები, მასშტაბი (1:50 ან 1:100), კედლების მოპირკეთების ტიპების
ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20),
სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის ღიობების მარკირების გეგმები და
კარ-ფანჯრების ტიპები მასშტაბი (1:50 ან 1:100), კარ-ფანჯრების ტიპების
დეტალური ნახაზები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), ნაკეთობების რაოდენობრივი
სპეციფიკაციები;
დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის არქიტექტურული დეტალებისა და
კვანძების ნახაზები (კიბეები, მოაჯირები და სხვა დეტალები მასშტაბი 1:5, 1:10
ან 1:20);
შენობის საევაკუაციო გეგმები (მასშტაბი 1:50 ან 1:100).
ელექტრობის ნაწილი:
ელექტრული ნაწილის განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება
როგორც მთლიანად ობიექტის, ასევე ცალკეული შენობა-ნაგებობების
ელექტოენერგიაზე მოთხოვნილება (დადგმული და მოთხოვნილი
სიმძლავრეების მნიშვნელობები), დაგეგმარებული ელ. ქსელების კატეგორია,
ტიპი და ელ.გაყვანილობის მონტაჟის წესი. აქვე უნდა იყოს მოცემული
დამიწების კონტურების (ძირითადი და მეორადი) გაანგარიშება;
შენობა-ნაგებობების განათების შიდა ქსელების გეგმები (მასშტაბი 1:50, 1:100),
სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
შენობა-ნაგებობების ძალოვანი შიდა ქსელების გეგმები (მასშტაბი 1:50, 1:100),
სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
სუსტდენიანი სისტემები:
სუსტდენიანი სისტემების განმარტებითი ბარათები, რომელშიც მოცემული
იქნება დაგეგმარებული ქსელების (სატელეფონო, კომპიუტერული,
სატელევიზიო სისტემა, გამოძახების სასიგნალო სისტემა და ელექტრო ზარი,
სახანძრო სიგნალიზაცია) დახასიათება. აქვე, იქნება მოცემული შენობებში
დაგეგმარებული სუსტდენიანი სისტემების მოთხოვნილება
კავშირგაბმულობის მუნიციპალური ქსელების მხარდაჭერაზე (საჭირო
სატელეფონო წყვილების რაოდენობა, ინტერნეტ-კომუნიკაციის საჭირო
პარამეტრები);
შენობა-ნაგებობების შიდა სატელეფონო ქსელების გეგმები (მასშტაბი 1:50,
1:100), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
ობიექტის და შენობა-ნაგებობების სატელეფონო ქსელების
ბლოკ-სქემები;
ობიექტის შიდასამოედნო სატელეფონო ქსელების ნახაზები (მასშტაბი 1:200,
1:500), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
შენობა-ნაგებობების შიდა კომპიუტერული ქსელების გეგმები (მასშტაბი 1:50,
1:100), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
შენობა-ნაგებობების შიდა კომპიუტერული ქსელების ბლოკ-სქემები;
შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების გეგმები
(მასშტაბი 1:50, 1:100), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი
სპეციფიკაციები;
ობიექტის და შენობა-ნაგებობების სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების
ბლოკ-სქემები. ობიექტის შიდასამოედნო სახანძრო სიგნალიზაციის
ქსელების ნახაზები (მასშტაბი 1:200, 1:500), სამუშაოებისა და მასალების
რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
ობიექტის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერებისა და ქსელების
ნახაზები (მასშტაბი 1:200, 1:500), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი
სპეციფიკაციები.
ინტერიერის ნაწილი:
ინტერიერის ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა
მოიცავდეს ინფორმაციას დასაგეგმარებელი სივრცეების შესახებ;
სართულების გეგმები, მასზე ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის
სხვადასხვა კომპონენტების ზუსტი ადგილმდებარეობის ჩვენებით (მ. 1:50 ან
1:100);
დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, სივრცეების ყველა კედლის
განშლები: უნდა ასახავდეს განთავსებული ავეჯის სიმაღლეებს, კედლების
მოსაპირკეთებელ მასალებს, სანიტარული მოწყობილობების ადგილებს და
სხვა დიზაინერულ ელემენტებს, რომლებიც მუდმივად მაგრდება კედელზე (მ. 1:50
ან 1:100);
მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია;
განათების სპეციფიკაცია და რაოდენობა ფოტომასალით;
შენობის ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია;
უზრუნველყოს დიზაინ-პროექტის კონცეფციის დამუშავება.