Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #53008000)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Zurab Jvania State Administration School
Номер конкурса: 53008000
Дата публикации: 11-04-2024
Сумма контракта: 67 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007703
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.04.2024 22:53
Начало приема предложения 22.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 24.04.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 67`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи 30 დღე
Дополнительная информация
ქუთაისის კამპუსის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის დამზადება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 268.00 GEL
Размер гарантии 670 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tariel tsertsvadze :: 01.04.2024 17:35
  • Последнее исправление: irakli papava :: 11.04.2024 22:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570397&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქუთაისის კამპუსის სარემონტო სამუშაოებისთვის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის დამზადება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი შენობის (საკადასტრო კოდი: N03.05.22.502.01.500) სრულ რეაბილიტაციას, რომლის გადაგეგმარების ფარგლებშიც განსახორციელებელია შემდეგი:
1. III და IV სართულებზე არსებული საერთო სველი წერტილების დემონტაჟი და მათ ადგილზე სხვა ტიპის სველი წერტილებისა და სასტუმროს ნომრების მოწყობა;
2. III სართულზე მიმღების (რესეფშენი) მოწყობა;
3. I-II სართულებზე საკონფერენციო დარბაზების რეაბილიტაცია;
4. I-II სართულებზე სასწავლო აუდიტორიების რეაბილიტაცია;
5. I-II სართულებზე სველი წერტილების რეაბილიტაცია;
6. შენობის ყველა სართულის საერთო სივრცეების რეაბილიტაცია (მათ შორის კიბის უჯრედი, ჰოლი და სასადილო);
7. I სართულზე არსებული საწყობის რეაბილიტაცია (საწყობის გადატანა სარდაფში და ბიბლიოთეკის, სადისკუსიო ოთახის და სავარჯიშო სივრცის მოწყობა, სასაწყობე ფართის უჟანგავი ლითონის სტელაჟებით აღჭურვა, სატვირთო ლიფტის მოწყობა);
8. ახალი გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობა;
9. ელ. სადენების დაგეგმარება/შეცვლა;
10. სუსტი დენების დაგეგმარება/შეცვლა (მათ შორის ტელევიზია, სატელეფონო სისტემის, კომპიუტერული ქსელის, ქსელის ბოქსების მოწყობა და სხვა);
11. შიდა და გარე წყალკანალიზაციის სისტემების განახლება;
12. მთელს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ლოკალური მართვის სისტემის მოწყობა (შენობის ყველა სართულზე უნდა მოეწყოს სახანძრო მილდგარები), ასევე ცეცხლმედეგი კარები, ტიხრები, საევაკუაციო გეგმები (საერთო საცხოვრებლის ყველა ოთახში), დეტექტორები (საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის გაზის) მართვის პულტი და სხვა;
13. ტერიტორიის კეთილმოწყობა, დაზიანებულ მონაკვეთებში შემოღობვის გათვალისწინებით. არსებული ჭიშკრის ჩანაცვლება თანამედროვე პულტიანი ჭიშკრით და იდენტური ჭიშკრის მოწყობა ეზოში მის მოპირდაპირე მხარეს, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნის შესაბამისად;
14. ადაპტირებული გარემოს მოწყობა (მათ შორის ლიფტი, სველი წერტილები, კარები და კანონმდებლობით მოთხოვნილი სხვა ნორმები).
დამატებითი ინფორმაცია:
პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა - ნაწილობრივი შემოღობვა, გარე განათება (ფართის არსებობის შემთხვევაში), გარე კომუნიკაციების და სადრენაჟო სისტემის მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში). ტერიტორიაზე ასევე უნდა მოეწყოს მოსასვენებელი ნაწილობრივ გადახურული სივრცე (ფანჩატური) და საპარკინგე სივრცე.
წინასაპროექტო კვლევით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, მოამზადოს პროექტის განმარტებითი ბარათი საპროექტო გადაწყვეტილების დეტალური აღწერით, ინფორმაციით გამოყენებული მასალებისა და ძირითადი არქიტექტურულ-კონსტრუქციული მახასიათებლების თაობაზე. მითითებული უნდა იყოს გამოყენებული სამშენებლო ნორმები.



დეტალური საპროექტო სამუშაო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს (საჭიროების შესაბამისად) შემდეგს:
1. სრული არქიტექტურული პროექტი;
2. კონსტრუქციული ნაწილი (საჭიროების შემთხვევაში, შენობის სხვადასხვა ელემენტების, დეტალებისა და კვანძების კონსტრუქციული ნახაზები და ანგარიში, საჭიროების შემთხვევაში შენობის სრულად ან ნაწილობრივ გამაგრების პროექტი, მისი ტექნიკური მდგომარეობის ანგარიშის მიხედვით);
3. ელექტრობის სისტემების პროექტი;
4. შიდა და გარე წყალკანალიზაციის, სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების პროექტი;
5. გათბობის სისტემების პროექტი (საჭიროების შემთხვევაში) - ვენტილაცია (საჭირო სათავსებში);
6. სუსტი დენებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტი;
7. ტერიტორიის კეთილმოწყობა, ვერტიკალური დაგეგმარება;
8. ტექნიკური სპეციფიკაციები;
9. საინჟინრო კომუნიკაციების (წყალსადენი-კანალიზაცია-სანიაღვრე, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) ტექ. პირობების მისაღებად შესაბამისი ანგარიშები;
10. მშენებლობის ორგანიზების გეგმა-გრაფიკი;
11. მოცულობათა უწყისი და ლოკალური ხარჯთაღრიცხვა;
12. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება შეთანხმებული უნდა იყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან.
საპროექტო მოთხოვნები:
დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის დადგენილება №41 ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №732 ტექნიკური რეგლამენტის „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე.
პროექტის განმარტებით ბარათში აღწერილი უნდა იყოს არსებული მდგომარეობა და საპროექტო გადაწყვეტილებები (უნდა დაერთოს საჭირო ანგარიშები, დასკვნები, სქემები, ცხრილები, ფოტომასალა და ა.შ.). შენობის საპროექტო ნაწილში გათვალისწინებული უნდა იყოს კვების ბლოკის სამზარეულო/სასადილოს მოწყობა-დამუშავების ეტაპი (შესაბამისი მასალებითა და ვენტილაციით), სანიტარული კვანძები საჭიროა მოეწყოს შენობაში, შესაბამისი მასალებითა და ვენტილაციით. სანიტარული კვანძების რაოდენობა და დაგეგმარება განისაზღვროს საქართველოში მოქმედი შესაბამისი რეკომენდაციებისა და დადგენილებების საფუძველზე. ვერტიკალური დაგეგმარება და ტერიტორიიდან წყლის გადაყვანის ღონისძიებები (შესაბამისი განმარტებითი ბარათით და ჭრილებით), ეზოს შემოღობვა, ტერიტორიის კეთილმოწყობა. სატრანსპორტო და საფეხმავლო კავშირები, გამწვანება, მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკე სკამები, სანაგვე ყუთები, გარე განათების მოწყობილობები).
საინჟინრო ნაწილი: კანალიზაცია, წყალმომარაგება, სანიაღვრე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობისას, გასათვალისწინებელია საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობა და რეგიონული მახასიათებელი.
სამშენებლო ნახაზები შესრულებული უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტაციისათვის მოთხოვნილი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო მასშტაბებში და დეტალიზაციით. განსაზღვრული უნდა იყოს შენობის ენერგოეფექტურობა. სამშენებლო, მოსაპირკეთებელი თუ საინსტალაციო მასალები, აგრეთვე საინსტალაციო სისტემები.
საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც ელექტრონულ ფორმატში (ტექსტური ნაწილი Word და Excel ფაილების სახით, ხოლო ნახაზები - AutoCAD/ArchiCAD/Lira და PDF ფორმატში, კომპაქტური დისკებით (CD ან DVD ), ასევე ბეჭდური ვერსიით მყარი ასლების (A4, A3 და A2 ფორმატში) სახით. საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტურულ ალბომად 3 (სამ) ეგზემპლარად.

ნორმატიული დოკუმენტები: -
 საქართველოს მთავრობის დადგენილება №41, 2016 წლის 28 იანვარი. შენობა ნაგებობების უსაფრთხოების წესები;
 საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი;
 მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი (№732);
 წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში;
 შიდა დოკუმენტი (ზოგადი რეკომენდაციები და მოთხოვნები);
 2001 წლის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება №308 ნ;
 სეისმომედეგი მშენებლობა (პნ 01.01‐09);
 შენობის და ნაგებობის ფუძეები (პნ 02.01‐08);
 ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები (პნ 03.01‐09);
 საქართველოს კლიმატოლოგია (პნ 01.05‐08);
 წყალმომარაგების და კანალიზაციის გარე ქსელები და ნაგებობები (მწ 07.01‐09);
 СНиП 41-01-2003 Отопление, вентиляция и кондиционирование;
 СНиП 2.04.01-85* Внутренний водопровод и канализация зданий;
 СП 31-110-2003 Проектирование и монтаж электроустановок жилых и общественных зданий;
 ПУЭ Правила устройства электроустановок;
 СП 1.13130.2009, СП 2.13130.2012, СП 4.13130.2009. Системы Противопожарной Защиты;
 СП 52.13330.2011. Естественное и искусственное освещение Актуализированная редакция СНиП 23-05-95*;
 СНиП II-25-80 ДЕРЕВЯННЫЕ КОНСТРУКЦИИ;
 СНиП 2.01.07-85 НАГРУЗКИ И ВОЗДЕЙСТВИЯ;
 СНиП 2.07.01-89 ГРАДОСТРОИТЕЛЬСТВО ПЛАНИРОВКА И ЗАСТРОЙКА ГОРОДСКИХ И СЕЛЬСКИХ ПОСЕЛЕНИЙ;
 ГОСТ 25772-83. Ограждения лестниц, балконов и крыш стальные.

არქიტექტურული ნაწილი:
არქიტექტურული ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას როგორც გენერალური გეგმის, ასევე ცალკეული შენობა-ნაგებობების შესახებ;
 ობიექტის სიტუაციური გეგმა მიმდებარე ინფრასტრუქტურის ჩვენებით, მასშტაბი (1:5 000 ან 1:10000);
 ობიექტის გენერალური გეგმა მსხვილ მასშტაბში (1:200 ან 1:500);
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია (რენდერები მაღალი რეზოლუციით);
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზები: გეგმები, ჭრილები, ფასადები, სათავსების დანიშნულების მითითებით, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის ფუნქციონალური გეგმები სათავსების დანიშნულების მითითებით და ავეჯის განლაგების ჩვენებით, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის გრძივი და განივი ჭრილები, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის კედლებისა და ტიხრების მარკირების გეგმები მათი ტიპების ჩვენებით, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
 კედლებისა და ტიხრების ტიპების ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის იატაკებისა და ჭერების მოპირკეთების გეგმები მოპირკეთების ტიპების ჩვენებით, მასშტაბი (1:50 ან 1:100), იატაკებისა და ჭერების ტიპების ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის კედლების შიდა მოპირკეთების მარკირების გეგმები, მასშტაბი (1:50 ან 1:100), კედლების მოპირკეთების ტიპების ფრაგმენტების დეტალური ნახაზები და კვანძები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის ღიობების მარკირების გეგმები და კარ-ფანჯრების ტიპები მასშტაბი (1:50 ან 1:100), კარ-ფანჯრების ტიპების დეტალური ნახაზები (მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20), ნაკეთობების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის არქიტექტურული დეტალებისა და კვანძების ნახაზები (კიბეები, მოაჯირები და სხვა დეტალები მასშტაბი 1:5, 1:10 ან 1:20);
 შენობის საევაკუაციო გეგმები (მასშტაბი 1:50 ან 1:100).

ელექტრობის ნაწილი:
ელექტრული ნაწილის განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება როგორც მთლიანად ობიექტის, ასევე ცალკეული შენობა-ნაგებობების ელექტოენერგიაზე მოთხოვნილება (დადგმული და მოთხოვნილი სიმძლავრეების მნიშვნელობები), დაგეგმარებული ელ. ქსელების კატეგორია, ტიპი და ელ.გაყვანილობის მონტაჟის წესი. აქვე უნდა იყოს მოცემული დამიწების კონტურების (ძირითადი და მეორადი) გაანგარიშება;
 შენობა-ნაგებობების განათების შიდა ქსელების გეგმები (მასშტაბი 1:50, 1:100), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 შენობა-ნაგებობების ძალოვანი შიდა ქსელების გეგმები (მასშტაბი 1:50, 1:100), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;

სუსტდენიანი სისტემები:
სუსტდენიანი სისტემების განმარტებითი ბარათები, რომელშიც მოცემული იქნება დაგეგმარებული ქსელების (სატელეფონო, კომპიუტერული, სატელევიზიო სისტემა, გამოძახების სასიგნალო სისტემა და ელექტრო ზარი, სახანძრო სიგნალიზაცია) დახასიათება. აქვე, იქნება მოცემული შენობებში დაგეგმარებული სუსტდენიანი სისტემების მოთხოვნილება კავშირგაბმულობის მუნიციპალური ქსელების მხარდაჭერაზე (საჭირო სატელეფონო წყვილების რაოდენობა, ინტერნეტ-კომუნიკაციის საჭირო პარამეტრები);
 შენობა-ნაგებობების შიდა სატელეფონო ქსელების გეგმები (მასშტაბი 1:50, 1:100), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 ობიექტის და შენობა-ნაგებობების სატელეფონო ქსელების ბლოკ-სქემები;
 ობიექტის შიდასამოედნო სატელეფონო ქსელების ნახაზები (მასშტაბი 1:200, 1:500), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 შენობა-ნაგებობების შიდა კომპიუტერული ქსელების გეგმები (მასშტაბი 1:50, 1:100), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 შენობა-ნაგებობების შიდა კომპიუტერული ქსელების ბლოკ-სქემები;
 შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების გეგმები (მასშტაბი 1:50, 1:100), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 ობიექტის და შენობა-ნაგებობების სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების ბლოკ-სქემები. ობიექტის შიდასამოედნო სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების ნახაზები (მასშტაბი 1:200, 1:500), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
 ობიექტის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერებისა და ქსელების ნახაზები (მასშტაბი 1:200, 1:500), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები.

ინტერიერის ნაწილი:
 ინტერიერის ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დასაგეგმარებელი სივრცეების შესახებ;
 სართულების გეგმები, მასზე ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა კომპონენტების ზუსტი ადგილმდებარეობის ჩვენებით (მ. 1:50 ან 1:100);
 დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, სივრცეების ყველა კედლის განშლები: უნდა ასახავდეს განთავსებული ავეჯის სიმაღლეებს, კედლების მოსაპირკეთებელ მასალებს, სანიტარული მოწყობილობების ადგილებს და სხვა დიზაინერულ ელემენტებს, რომლებიც მუდმივად მაგრდება კედელზე (მ. 1:50 ან 1:100);
 მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია;
 განათების სპეციფიკაცია და რაოდენობა ფოტომასალით;
 შენობის ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია;
 უზრუნველყოს დიზაინ-პროექტის კონცეფციის დამუშავება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
მოთხოვნის მიღებიდან 40 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონელი მიწოდებული უნდა იქნეს მიმწოდებლის მიერ: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ N13;
შემსყიდველის მიერ მითითებულ კონკრეტულ ადგილზე,

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2021 წლიდან მიმდინარე ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს განხორციელებული არანაკლებ 134 000 ლარის ჯამური (საპროექტო) ღირებულების სამოქალაქო შენობ(ებ)ის მშენებლობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 67 000 ლარის ოდენობით..
2. ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1.მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და შესაბამის სფეროში საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• არქიტექტორი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• დიზაინერი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N4-ის შესაბამისად.მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1.მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და შესაბამის სფეროში საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• არქიტექტორი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• დიზაინერი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N4-ის შესაბამისად.

2. დანართი N4-ში წარმოდგენილ სპეციალისტებზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
გ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება რომლის მოქმედების ვადაც არ უნდა იყოს ნაკლები 2024 წლის 31 დეკემბრისა.

3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველჰყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა, რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა წინასწარ შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს შემსყიდველს.

4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

წარმოსადგენი დოკუმენტების სამუშაო ვერსია წარმოადგინოს 25 სამუშაო დღეში.
დამკვეთის უკუკავშირის გათვალისწინებით შემუშავებული საბოლოო ვერსია წარმოადგინოს 40 სამუშაო დღეში.

2.9 other additional requirements

1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 -ის შესაბამისად განფასებული.
2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია როგორც კომპანიისთვის (2.2.1 მუხლის შესაბამისად), ასევე პერსონალისთვის (2.4.1 მუხლის შესაბამისად)

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას და/ან წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის იდენტური საქონლის უკანასკნელი 6 თვის მანძილზე მიწოდების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციით (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი).
ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატი და სხვა) ან სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა დამადასტურებული დოკუმენტი. ასევე, შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული საექპერტო დასკვნის წარმოდგენა.
მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ან მეტით დაბალი ფასის წარმოდგენისას, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად, შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელსაც მიენიჭება უპირატესობა სატენდერო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების შესაბამისად, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ტარიელ ცერცვაძე, 591939480, ta.tsertsvadze@zspa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

- დაზუსტებას არ ექვემდებარება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის ან განუფასებლადაა წარმოდგენილი ფასების ცხრილი.

- ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

- დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

- ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

- პრეტენდენტის მიერ მექანიკური შეცდომის დაშვების შემთხვევაში, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ პირობით თუ აღნიშნული არ აღემატება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.

- პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

- სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის ( მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისიწნებით) გათვალისწინებით.

- წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული, იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვს დანართ დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია მესამე პირის მიერ ან რომელზეც მიმწოდებლის გარდა შესრულებულია სხვა პირის ხელმოწერა, დამოწმებული ასლების ატვირთვას, ასეთი დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიაზე საჭიროა მისი ხელმომწერი პირ(ებ)ის კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი. თუ ამა თუ იმ მიზეზის გამო ასეთი ელექტრონული დოკუმენტი ვერ მოწმდება შესაბამისი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით, ამ შემთხვევაში, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მატერიალური დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებულ ელექტრონული ასლი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru