ქალაქ ჭიათურაში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, სსიპ
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული
თეატრის შენობის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის მოწყობის
სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა
რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება სამუშაოების,
გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და
დანადგარების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან,
საპროექტო-ტექნიკურ პირობებთან და შემსყიდველის მიერ სამშენებლო
კომპანიასთან გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის
უზრუნველყოფის მიზნით
რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა მოიცავს
სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების
პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან
შესაბამისობის კონტროლს;
შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2)
მოყვანილი სამუშაოთა მოცულობებისა და ფასების შედარებას
ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან,
შესაბამისობის შემთხვევაში მათ დადასტურებას, შესაბამისი
ინსპექტირების ანგარიშის მომზადებას;
სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების
გამოვლენას, ფოტოფიქსაციასა და შემსყიდველის ინფორმირებას;
ისეთი სამუშაოებისა და კონსტრუქციული ელემენტების დამოწმებასა და
შეფასებას, რომლებიც დაიფარებიან შემდგომი სამუშაოების შესრულების
შედეგად. შესაბამისი აქტების შედგენაში (ფარული სამუშაოების აქტები)
მონაწილეობის მიღებას;
სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ ლაბორატორიული კვლევების
ჩატარების (ასეთის საჭიროების არსებობის შემთხვევაში) კონტროლს
ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
შესრულებული სამუშაოების აღრიცხვასა და ტექნიკური ზედამხედველობის
ყოველდღიური ჟურნალის წარმოებას;
წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპის და შეთანხმებული
გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლს, რაც გულისხმობს სამუშაოს
დაწყების თარიღის, სამუშაოს (როგორც მთლიანი სამუშაოს, ასევე,
გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული რომელიმე ნაწილის) შესრულების
ვადების, სამუშაოს დასრულების ვადის მონიტორინგს და შემსყიდველის
ინფორმირებას, შემსყიდველისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და
წინადადებების წარდგენას, ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში
პროექტში შესატანი ცვლილებების შესაბამისობის შეფასებას
საქართველოში მოქმედ ნორმებთან და წესებთან.
საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალის ან/და
ექსპლუატაციაში გასაშვები სისტემების გამოცდის პროცესზე
დაკვირვებას, მათი არსებულ ნომრებთან შესაბამისად ჩატარების კუთხით და
შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობას;
რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ
დამკვეთისთვის ყოველთვიური ანგარიშის მიწოდებას წერილობითი ფორმით,
სადაც მითითებული იქნება სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ყველა
ძირითადი კომპონენტის რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან
მიმართებაში, ასევე, სამუშაოების ამსახველი ფოტო მასალა;
შემსყიდველის დაუყოვნებელ ინფორმირებას სამუშაოთა შეჩერების,
შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი გარემოების
წარმოშობისთანავე;
საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ან/და სამუშაოების მწარმოებელი
კომპანიის ინიციატივით პროექტსა და შესასრულებელი სამუშაოების
ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისა და
აუცილებლობის შესახებ შემსყიდველისათვის არგუმენტირებული
წინადადებების წარდგენას;
გამოსაყენებელი ძირითადი სამშენებლო მასალების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და მსგავსი
სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლს;
სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ მითითებებისა და
მიწერილობების შესრულებაზე კონტროლს, რომლებიც მიეკუთვნება
სამუშაოების ხარისხის, გამოყენებული მასალების, ცალკეული სამუშაოების
დეფექტებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის საკითხებს;
სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო კანონმდებლობისა და
ძეგლზე სამუშაოების ნებართვის დადგენილი პირობების შესრულების
კონტროლს.
იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების მწარმოებელი არღვევს, რომელიმე
ზემოაღნიშნულს და ამის თაობაზე ტექნიკურ ზედამხედველს არ გააჩნია
ოფიციალური მიწერილობები, ჩაითვლება, რომ ტექნიკური ზედამხედველი
არაჯეროვნად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, რის საფუძველზედაც
შემსყიდველს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ან მოთხოვოს
ტექნიკური ზედამხედველის შეცვლა.
განუხრელად და კეთილსინდისიერად განახორციელოს ტექნიკური
ზედამხედველობის სფეროს მიკუთვნებული ყველა ღონისძიება;
აკონტროლოს შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ხარისხის,
გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და
დანადგარების პროექტით განსაზღვრულ სტანდარტებთან, პროექტის
ტექნიკურ და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და შემსყიდველს
შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა.
აღნიშნულის ფარგლებში, დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან მასალის
შესაბამისობის დადგენა ხორციელდება დოკუმენტალურად, კანონმდებლობით
განსაზღვრული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით:
შესაბამისობის დეკლარაციით - რომლითაც, მწარმოებელი ადასტურებს
შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობას;
შესაბამისობის სერტიფიკატით - რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო
ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობას;
ინსპექტირების სერტიფიკატით ან/და ოქმით - რომლითაც ინსპექტირების
ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ
მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოოს ტექნიკური ზედამხედველობა და
უზრუნველყოს საკუთარი წარმომადგენლ(ებ)ის უწყვეტი დასწრება სამუშაოთა
წარმოების პროცესის მიმდინარეობისას;
უზრუნველყოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის, ფარული
სამუშაოებისა და გამოვლენილი ხარვეზების ფოტოფიქსაცია და მათი ასახვა
შესაბამის ანგარიშებში;
სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ წარდგენილი შუალედური და
საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა N2) შენიშვნის
არარსებობის შემთხვევაში, ხელმოწერით დაადასტუროს წარმოდგენილი
ფორმა N2.
არ დაუშვას სამუშაოების შესრულების პროცესში რეაბილიტაციისთვის
განკუთვნილი ისეთი ძირითადი მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარების
გამოყენება, რომელიც იყო ექსპლუატაციაში ან/და არ შეესაბამება
შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციით და მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებს.
აღნიშნულის დადასტურებისთვის ტექნიკური ზედამხედველს უფლება აქვს,
სამუშაოების წარმოების
ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს შესაბამისი სერთიფიკატ(ებ)ი;
სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი წუნის შემთხვევაში
დაუყონებლივ შეადგინოს შეუსაბამობის აქტი (დეფექტური აქტი) და
მოითხოვოს მიმწოდებლისგან გონივრულ ვადაში გამოვლენილი წუნის
აღმოფხვრა;
არ მიიღოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისგან დარღვევით
ან გადახვევით წარმოებული სამუშაოები, უარყოს დაუდასტურებელ
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ანგარიშსწორების დოკუმენტის
დადასტურება და მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტის კორექტირება.
ანგარიშების წარდგენა
ტექნიკურმა ზედამხედველმა შესრულებული სამუშაოს დადასტურება
(შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის წარდგენა) ან მოტივირებული
შენიშვნებით სამუშაოების მწარმოებლისთვის დაბრუნება უნდა მოახდინოს,
შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) წარდგენიდან არაუგვიანეს 10
კალენდარული დღისა.
მიმდინარე ანგარიში ტექნიკურმა ზედამხედველმა ყოველთვიურად,
არაუგვიანეს საანგარიშო თვის დასრულებიდან 10 კალენდარული დღისა, უნდა
წარმოადგინოს მიმდინარე ანგარიში, სადაც შეჯამებული იქნება
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები. ანგარიშში
აღწერილი უნდა იყოს წამოჭრილი პრობლემები (ადმინისტრაციული, ტექნიკური
ან/და ფინანსური), მოცემული იქნება რეკომენდაციები ამ პრობლემების
გადაჭრის შესახებ, სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ყველა ძირითადი
კომპონენტის რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში.
საბოლოო ანგარიში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან 10
კალენდარული დღის ვადაში ტექნიკურმა ზედამხედველმა შემსყიდველს უნდა
წარუდგინოს საბოლოო კომპლექსური ანგარიში განვლილ პერიოდში მის მიერ
განხორციელებული ტექნიკური ზედამხედველობის საბოლოო შედეგების
შესახებ. საბოლოო ანგარიშში ასახული უნდა იყოს სარეაბილიტაციო
პროცესის ყველა ხარვეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოფიქსაციის
მასალებთან ერთად და რეკომენდაციები მათ გამოსასწორებლად. საბოლოო
ანგარიშთან ერთად, შემსყიდველის მოთხოვნით, წარმოდგენილ უნდა იქნას
ტექნიკური ზედამხედველობის პროცესში შედგენილი სრული
დოკუმენტაცია.
ტექნიკური ზედამხედველი პასუხისმგებელია
თავისი მოვალეობების ობიექტურ და კვალიფიკაციურ შესრულებაზე;
უხარისხოდ შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაოების
დადასტურებაზე;
საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის კვალიფიციურ წარმოებაზე;
შემსყიდველისათვის წარდგენილ ანგარიშებზე;
შუალედური შესრულებული სამუშაოების აქტებში მითითებული
მონაცემების სისწორეზე;
მისი მიზეზით სამუშაოების შეფერხებაზე;
აკრედიტაციის ფარგლებში შედგენილ ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრულ
დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციის უტყუარობაზე.
დოკუმენტაციის წარმოების წესი
ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში რეაბილიტაციის მიმდინარეობის
თაობაზე დოკუმენტი უნდა დადასტურდეს ხელმოწერით ტექნიკური
ზედამხედველის/ზედამხედველების მიერ;
ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების (მათ შორის ფორმა
N2-ის მიხედვით) ფარგლებში შექმნილი ყველა სახის დოკუმენტი უნდა
დადასტურდეს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს -
აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად,
ყველა პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.