Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты для чистки и полировки (Грузия - Тендер #53007981)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 53007981
Дата публикации: 11-04-2024
Сумма контракта: 5 648


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007695
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.04.2024 19:09
Начало приема предложения 20.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 22.04.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 5`648.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 39800000-Продукты для чистки и полировки
Коды классификатора
  • 39830000 - Чистящие средства
  • 39831000 - Моющие препараты
  • 39831200 - Моющие средства
  • 39831300 - Чистящие средства для полов
  • 39831600 - Чистящие средства для туалетов
  • 39832000 - Средства для мытья посуды
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
სხვადასხვა სახის საწმენდი და საპრიალებელი პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 56.00 GEL
Размер гарантии 56 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 11.04.2024 18:59
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 11.04.2024 19:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=572160&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა სახის საწმენდი და საპრიალებელი პროდუქციის (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ჰაერის გამწმენდი აეროზოლი - 360 ცალი;
არანაკლებ 300 მლ მოცულობის მეტალის ბალონში. მსუბუქი ფრქვევით, ადვილად უნდა ანეიტრალებდეს უსიამოვნო სუნს. არ უნდა ტოვებდეს ლაქებს და უნდა გამოირჩეოდეს სუნის მდგრადობით. სხვადასხვა მინდვრის ყვავილების არომატით (ვარგისიანობის ვადა მიწოდებიდან არანაკლებ 18 თვე).

2. ავეჯის საწმენდი აეროზოლი - 108 ცალი;
არანაკლებ 250 მლ. მოცულობის მეტალის ბალონში. ანტისტატიკური თვისებებით, ავეჯის, ტელე და ვიდეო აპარატურის პანელების, მინის, მარმარილოს, კერემიკის და ემალის გამწმენდი თვისებით. სასიამოვნო არომატით, თხევადი სილიკონის, სორბიტანის, ორგანული გამხსნელის, კონსერვატის და აირგამწმენდის შემადგენლობით (ვარგისიანობის ვადა მიწოდებიდან არანაკლებ 18 თვე).

3. მინის საწმენდი ხსნარი - 108 ცალი;
არანაკლებ 500 მლ. მყარ შეფუთვაში, სურნელოვანი, პულივიზატორით, ეტიკეტზე უნდა იკითხებოდეს დანიშნულება, დოზირების ინსტრუქცია, გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა (რომელიც უნდა შეადგენდეს მიწოდებიდან არანაკლებ 18 თვეს) და მოცულობა.

4. უნიტაზის საწმენდი ხსნარი - 300 ცალი;
ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით, ქლორის დაბალი შემცველობით, ანტიალერგიული, არ უნდა ჰქონდეს გამაღიზიანებელი და ალერგიული სუნი, მყარი შეფუთვით, მყარი თავსახურით. მოცულობა არანაკლებ 750 მლ არაუმეტეს 810 მლ. ეტიკეტზე უნდა იკითხებოდეს დანიშნულება, დოზირების ინსტრუქცია, გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა (რომელიც უნდა შეადგენდეს მიწოდებიდან არანაკლებ 18 თვეს) და მოცულობა.

5. ლამინატის საწმენდი სითხე - 100 ლიტრი;
არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 ლიტრიანი მყარი შეფუთვით. კონცენტრატი უნდა გამოირჩეოდეს გაწმენდის მაღალი უნარით, უნდა იყოს ანტიალერგიული და ჰქონდეს წყალთან შეზავების თვისება. ეტიკეტზე უნდა იკითხებოდეს დანიშნულება, დოზირების ინსტრუქცია, გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა (რომელიც უნდა შეადგენდეს მიწოდებიდან არანაკლებ 18 თვეს) და მოცულობა.

6. მეთლახის საწმენდი სითხე - 100 ლიტრი;
არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 ლიტრიანი მყარი შეფუთვით. კონცენტრატი უნდა გამოირჩეოდეს გაწმენდის მაღალი უნარით, უნდა იყოს ანტიალერგიული და ჰქონდეს წყალთან შეზავების თვისება. ეტიკეტზე უნდა იკითხებოდეს დანიშნულება, დოზირების ინსტრუქცია, გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა (რომელიც უნდა შეადგენდეს მიწოდებიდან არანაკლებ 18 თვეს) და მოცულობა.

7. მათეთრებელი - 320 ლიტრი;
არაუმეტეს 1 ლიტრიანი შეფუთვით, სითხე უნდა გამოირჩეოდეს მაღალი ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით, ქლორის შემცველობა არანაკლებ 1%. ეტიკეტზე უნდა იკითხებოდეს დანიშნულება, დოზირების ინსტრუქცია, გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა (რომელიც უნდა შეადგენდეს მიწოდებიდან არანაკლებ 18 თვეს) და მოცულობა.

8. ჭურჭლის თხევადი ჟელე - 120 ლიტრი;
არანაკლებ 0.75 ლ და არაუმეტეს 5 ლ მოცულობის მყარი შეფუთვით, ანტიალერგიული, ადვილად უნდა ირეცხებოდეს წყლით. უნდა გააჩნდეს ჭურჭლის კარგად რეცხვის, ცივი და ცხელი წყლით ცხიმის მოცილების და ძლიერი ქაფწარმოქმნის უნარი. დეიონიზირებული აქტიური ნივთიერებების შემცველობით. ადამიანის კანზე მავნე ზემოქმედების და ჯანმრთელობისათვის მავნე დანამატების გარეშე. ეტიკეტზე უნდა იკითხებოდეს დანიშნულება, დოზირების ინსტრუქცია, გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა (რომელიც უნდა შეადგენდეს მიწოდებიდან არანაკლებ 18 თვეს) და მოცულობა.

9. სახეხი ფხვნილი - 96 ცალი;
ანტიბაქტერიული, ქლორის შემცველობით 0,5კგ-იანი მყარი შეფუთვით „Rakhsha“-ს ტიპი/ანალოგი.

10. სარეცხი ფხვნილი - 96 ცალი;
0,5 კგ შეფუთვით, განკუთვნილი ხელით რეცხვისთვის, ანტიალერგიული, ადამიანის კანზე მავნე ზემოქმედების და ჯანმრთელობისათვის მავნე დანამატების გარეშე.

11. დისპანსერის აეროზოლი - 120 ცალი;
აეროზოლი განკუთვნილი უნდა იყოს A1 system-ის ,,TORK"-ის ტიპის ავტომატური დისპანსერებისთვის, 23 60 52 floral-ის არომატით, არანაკლებ 75 მლ მოცულობის ალუმინის ქილის შეფუთვით (არანაკლებ 3000 გაფრქვევის რესურსით), ქილის დიამეტრი 45მმ, სიმაღლე (თუნუქის ქილის, გამსხურებლის გარეშე) 99 მმ, საერთო სიმაღლე პლასტმასის გამსხურებელ თავაკის ჩათვლით 114 მმ.

შენიშვნა:
- მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მახასიათებლებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21 (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“); საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ დანართ N1-ში (ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ.
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან დანართ N1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართ N1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის თითოეულ პოზიციაზე უზრუნველყოს შემოთავაზებული საქონლის არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული ნიმუშის წარმოდგენა.
3.1.1.2 შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტისადმი წარდგენილ და პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დანართ #1-ში (ფასების ცხრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;
3.1.1.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, სატენდერო კომისია მოახდენს პრეტედენტის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან.
3.1.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21 (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება საქონლის მწარმოებლით (ან/და სასაქონლო ნიშნით) და წარმოშობის ქვეყნით.

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება;
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდებიდან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ პაპუაშვილი, 595701003, A.papuashvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: არჩილ პაპუაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 259).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 5648,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქონლის შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წინამდებარე ელექტრობული ტენდერის „წინადადებების მიღების დასრულების“ დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.


10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი #1 (ფასების ცხრილი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად.
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
-პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru