1.2.1. შესყიდვის ობიექტის დასახელება, რაოდენობა და ტექნიკური
მახასიათებლები (სავარაუდო ვიზუალი და ზომების მიხედვით განაწილება
იხილეთ მიმაგრებულ ფაილში):
1.2.1.1. პოლო-400 ცალი, ფერი მუქი ლურჯი; მოკლე მკლავით. იკვრება სამი
პლასტმასის ღილზე, გადაფენილი გარეზინებული საყელოთი (სიგანე 7 ± 0,5 სმ) და
გარეზინებული მკლავის ბოლოთი (სიგანე 2 ± 0.3 სმ.). მკერდზე მარცხენა მხარეს
ამოქარგული უნდა ქონდეს სააგენტოს ლოგო, ზურგზე DTF ბეჭდვის მეთოდით
დატანილი „სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო“ - ორ მწკრივად, ასოების
ზომაა - სიმაღლე დაახლოვებით 5სმ, სიგანე დაახლოვებით 2სმ. ქსოვილის
შემადგენლობა 100% ბამბა, ქსოვილის წონა 1მ2. 200 ± 10 გრ. ფერის მედეგობა
რეცხვაზე და სინათლეზე, კოეფიციენტი არანაკლებ 4
1.2.1.2. პოლო-400 ცალი, ფერი თეთრი; მოკლე მკლავით. იკვრება სამი პლასტმასის
ღილზე, გადაფენილი გარეზინებული საყელოთი (სიგანე 7 ± 0,5 სმ) და
გარეზინებული მკლავის ბოლოთი (სიგანე 2 ± 0.3 სმ.). მკერდზე მარცხენა მხარეს
ამოქარგული უნდა ქონდეს სააგენტოს ლოგო, ზურგზე DTF ბეჭდვის მეთოდით
დატანილი „სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო“ - ორ მწკრივად, ასოების
ზომაა - სიმაღლე დაახლოვებით 5სმ, სიგანე დაახლოვებით 2სმ. ქსოვილის
შემადგენლობა 100% ბამბა, ქსოვილის წონა 1მ2. 200 ± 10 გრ. ფერის მედეგობა
რეცხვაზე და სინათლეზე, კოეფიციენტი არანაკლებ 4
1.2.1.3.ჟილეტი დათბილული-400 ცალი
მუქი ლურჯი ფერის;
უნდა იყოს დათბილული სინთიპონის (პოლიესტერი) დალიანდაგებული
სარჩულით ;
უნდა იყოს სწორი სილუეტის;
საყელოს გარეშე. სამკუთხა სტილის ყელის ამონაჭერით;
უნდა იკვრებოდეს წინ ,,ტრაქტორის" ელვა შესაკრავით;
კალთები წელის ადგილმდებარეობამდე უნდა იყოს ორმაგი, ზედა ნაწილში
ფიგურული ჭრით იღლიის მხარეს ღიად უნდა იყოს დამუშავებული, რომელიც
შეასრულებს ჯიბის ფუნქციას;
წინა მარჯვენა ზედა მხარეს უნდა გაკეთდეს ვიდეო კამერის სამაგრი;
კალთების ქვედა ნაწილში უნდა იყოს დამუშავებული გაჭრილი ჯიბეები
,,ტრაქტორის" ელვა შესაკრავით, ზედნადები მომრგვალებული კუთხეებიანი
მოცულობითი ჯიბეები მომრგვალებული სარქველით, რომელიც უნდა შეიკვრას
ტექნიკური შესაკრავით (ფხრიწი);
ამ ჯიბეებზე დამუშავებული უნდა იყოს პატარა ზედნადები ჯიბეები
სარქველით რომელიც უნდა იკვრებოდეს ტექნიკური შესაკრავით (ფხრიწი);
წინა მარცხენა მხარეს DTF ბეჭდვის მეთოდით დატანილი უნდა ქონდეს
სააგენტოს ლოგო, ზურგზე DTF ბეჭდვის მეთოდით დატანილი „სსიპ სურსათის
ეროვნული სააგენტო“ - ორ მწკრივად, ასოების ზომაა - სიმაღლე დაახლოვებით
5სმ, სიგანე დაახლოვებით 2სმ.
ჟილეტზე წელს ქვემოთ უნდა იყოს დამუშავებული მოსაჭიმი ლენტი მეტალის
გამოსაკრავით;
ჟილეტის საზედაპირე ქსოვილი მათბუნებელზე და სარჩულზე ვერტიკალურად
და ჰორიზონტალურად უნდა იყოს დალიანდაგებული 12*12სმ/ (+/-1სმ);
სარჩული პოლიესტერი;
საზედაპირე ქსოვილის შემადგენლობა: 100% პოლიესტერი;
1მ² საზედაპირე ქსოვილის წონა 135გრ (+/-5გრ);
მათბუნებლი - სინტიპონი (პოლიესტერი), პოლიესტერის სარჩულით;
მათბუნებლის წონა სარჩულით 200გრ (+/-10 გრ) სარჩული უნდა იყოს
დალიანდაგებული წებვადი მეთოდით;
საზედაპირე ქსოვილის ფერის მედეგობა რეცხვაზე და სინათლეზე არ უნდა
იყოს 4-ზე ნაკლები;
ექსპერტიზის დასკვნები წარმოსადგენია შემდეგ მახასიათებლებზე:
საზედაპირე ქსოვილის შემადგენლობა, წონა და ფერის მედეგობა რეცხვაზე
და სინათლეზე;
მათბუნებლის შემადგენლობა და მათბუნებლის სარჩულის შემადგენლობა;
მათბუნებლის წონა (სარჩულით);
საზედაპირე ქსოვილის ფაქტურა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან ნიმუშის
და ექსპერტიზის წარმოდგენამდე.
1.2.1.4.ჟილეტი დაუთბილავი-400 ცალი
მუქი ლურჯი ფერის;
უნდა იყოს სწორი სილუეტის;
საყელოს გარეშე. სამკუთხა სტილის ყელის ამონაჭერით;
უნდა იკვრებოდეს წინ ,,ტრაქტორის" ელვა შესაკრავით;
კალთები წელის ადგილმდებარეობამდე უნდა იყოს ორმაგი, ზედა ნაწილში
ფიგურული ჭრით იღლიის მხარეს ღიად უნდა იყოს დამუშავებული, რომელიც
შეასრულებს ჯიბის ფუნქციას;
წინა მარჯვენა ზედა მხარეს უნდა გაკეთდეს ვიდეოკამერის
დასამაგერებელი კაუჭი;
კალთების ქვედა ნაწილში უნდა იყოს დამუშავებული გაჭრილი ჯიბეები ,,
ტრაქტორის" ელვა შესაკრავით, ზედნადები მომრგვალებული კუთხეებიანი
მოცულობითი ჯიბეები მომრგვალებული სარქველით, რომელიც უნდა შეიკვრას
ტექნიკური შესაკრავით (ფხრიწი);
ამ ჯიბეებზე დამუშავებული უნდა იყოს პატარა ზედნადები ჯიბეები
სარქველით რომელიც უნდა იკვრებოდეს ტექნიკური შესაკრავით (ფხრიწი);
წინა მარცხენა მხარეს DTF ბეჭდვის მეთოდით დატანილი უნდა ქონდეს
სააგენტოს ლოგო, ზურგზე DTF ბეჭდვის მეთოდით დატანილი „სსიპ სურსათის
ეროვნული სააგენტო“ - ორ მწკრივად, ასოების ზომაა - სიმაღლე დაახლოვებით
5სმ, სიგანე დაახლოვებით 2სმ.
ჟილეტზე წელს ქვემოთ უნდა იყოს დამუშავებული მოსაჭიმი ლენტი მეტალის
გამოსაკრავით;
სარჩული პოლიესტერი;
საზედაპირე ქსოვილის შემადგენლობა: 100% პოლიესტერი;
1მ² საზედაპირე ქსოვილის წონა 135გრ (+/-5გრ); სარჩულის წონა 135 გრ (+/-5 გრ);
საზედაპირე ქსოვილის ფერის მედეგობა რეცხვაზე და სინათლეზე არ უნდა
იყოს 4-ზე ნაკლები;
ექსპერტიზის დასკვნები წარმოსადგენია შემდეგ მახასიათებლებზე:
საზედაპირე ქსოვილის და სარჩულის : შემადგენლობა, წონა და ფერის
მედეგობა რეცხვაზე და სინათლეზე;
საზედაპირე ქსოვილის ფაქტურა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან ნიმუშის
და ექსპერტიზის წარმოდგენამდე.
1.2.1.5. კეპი-400 ცალი, ფერი მუქი ლურჯი. ხუთ ნაწილიანი, ლურჯი ფერის ძაფით,
ნაქარგში შესრულებული საჰაეროები. შიდა მხრიდან შუბლის სარტყელი.
მზისგან დამცავი პლასტმასის ფარით, რომელიც არ უნდა გადატყდეს, ზემოდან
გადაფენილია ქსოვილი და გაფორმებული გვირისტებით; კეპს უკანა მხარეს
აქვს ზომის მარეგულირებელი მეტალის ბალთით; კეპს წინა მხრიდან ცენტრში
ამოქარგული უნდა ქონდეს სააგენტოს ლოგო. ქსოვილის შემადგენლობა: 100%
ბამბა. ქსოვილის წონა 1მ2. 350 ± 20 გრ.
1,2.2. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს უნდა
გააჩნდეს იარლიყი სადაც დაფიქსირდება გამოყენებული ქსოვილის
შემადგენლობა, მწარმოებელი კომპანია და მოხმარების წესები. ასევე უნდა
ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი. უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული.
1.2.3.იმის გათვალისწინებით, რომ დანართის სახით წარმოდგენილი შესყიდვის
ობიექტის ვიზუალი არის სავარაუდო, პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის
თარგი და ფერი ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე შეათანხმოს შემსყიდველთან
და შეიკეროს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
შენიშვნა: დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე
დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული
მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის
დასკვნების წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და
ა.შ.). ასევე არ მოითხოვება როგორც შესყიდვის ობიექტის ასევე სხვადასხვა
ჩანართების ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან
მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.