Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #53007936)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA SUBORDINATED STATE ENTITY - EMERJENCY MANEGMENT SERVICE
Номер конкурса: 53007936
Дата публикации: 11-04-2024
Сумма контракта: 215 715


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007655
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.04.2024 16:39
Начало приема предложения 19.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 22.04.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 215`715.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
"IVECO MAGIRUS"-ის მარკის ა/მანქანის ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 2`157 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine janelidze :: 03.04.2024 14:35
  • Последнее исправление: ekaterine janelidze :: 11.04.2024 16:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570834&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

"IVECO MAGIRUS"-ის მარკის ა/მანქანის ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექ.მომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი) დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი)ლარი; ყველა დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.
2. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით და მხოლოდ შეთანხმების აქტზე ხელმოწერის შემდგომ მოხდება სატრანსპორტო საშუალების შეკეთება.
3. ავტომობილის ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ავტომობილების ელექტრო სისტემის (კომპიუტერის) დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.
4. მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვისცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა შესაბამისი ინვენტარით.
5. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა).
6. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
7. მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს უფასო საევაკუატორო მომსახურება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნა მოხდება სატელეფონო კომუნიკაციით ან/და ელ.ფოსტით.
8. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) კალენდარულ დღის განმავლობაში, ხოლო საგანგებო სიტუაციების დროს ხანძარი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ., 1 (ერთი) კალენდარულ დღის განმავლობაში, უნდა უზრუნველყოს მობილური ჯგუფის მეშვეობით მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე (მიმწოდებელმა აღნიშნულ ვადებში უნდა უზრუნველყოს დეფექტური აქტის შედგენა). იმ შემთხვევაში, თუ საველე პირობებში შეუძლებელია დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება, მიმწოდებელი ვალდებულია დეფექტური აქტის შედგენიდან 24 საათის განმავლობაში, შემსყიდველთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება მიმწოდებლის უახლოეს სერვის ცენტრში, სადაც მოხდება მისი შემდგომი შეკეთება.


შენიშვნა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ.თბილისში შემოთავაზებული სერვისცენტრის ვიდეო კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა „ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექმომსახურებზე, ახალ (არამეორად) და შეკეთებულ ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვე.

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების სახანძრო ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა, სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების მარაგი.
სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს სატვირთო/სახანძრო ა/მანქანის: ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო ამწეებით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით/დანადგარებით.
პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრების (მისამართების მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით):

ბ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ,,წინადადებების მიღება დასრულებულია" ეტაპზე არ ექნება, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ,,შერჩევა-შეფასების ეტაპზე" უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება სერვის-ცენტრების აღჭურვა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული აპარატურით (აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეს).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

აღნიშნული ავტომანქანის ტექნიკური სამუშაოების შესრულება უნდა მოხდეს მწრმოებელი კომპანიის სერთიფიცირებული ტექნიკოსის მიერ, რომლის დასტურადაც პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები:

*ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
* საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
* საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება;

ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2025 წლის 01 იანვრისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას;

ბ) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქქვს სარგებლობის უფლებით.
ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.);

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9.2. სატენდერო წინადადების ფასი:

ა) დანართი N1-ით გათვალისწინებული ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული დანართი N1-ის ჯამური
ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული დანართი N1-ის სავარაუდო ღირებულებისა და დანართი N1-ის
თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი
გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა
გადასახადის გათვალისწინებით.
ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული დანართი N1-ის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და
პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს დანართი N1-ით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე.
საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

2.9.3 პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ დანართში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის საფინანსო სამმართველოში წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

ამასთან,ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის საფინანსო სამმართველოში წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე ჯანელიძე, 595078112, ekaterinejanelidze99@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

- ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
- პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
- სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
- პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
- რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
- სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
- სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
- ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
- სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
- სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
- ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 24-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტების ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტ ამხანაგობას მიეცემა დიკსვალიფიკაცია. ამასთან, ამხანაგობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოების უფლება მიეცემა მასში შემავალ კომპანიას მის მიერ განხორციელებული გამოცდილების ნაწილში.
- სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru