Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #53007917)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Awaris wylis aliansi
Номер конкурса: 53007917
Дата публикации: 11-04-2024
Сумма контракта: 5 859 610


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007640
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.04.2024 15:53
Начало приема предложения 28.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 03.05.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 5`859`610.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45231300 - Строительство длинных водопроводов и канализаций
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
აჭარის ა.რ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძი)-ს წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 50`000.00 GEL
Размер гарантии 58`596 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha turmanidze :: 22.03.2024 11:05
  • Последнее исправление: roin diasamidze :: 11.04.2024 15:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=568870&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. აჭარის ა.რ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძი)-ს წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტი - შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აჭარის ა.რ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძი)-ს წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის სამშენებლო სამუშაეობს.
1.2.2. ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება აჭარის ა.რ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძი)-ს წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას.
1.2.3. სამუშაოების წარმოების პროცესში, მიმწოდებლის მიერ, ტექნიკური დავალების ნაწილის - ზოგადი და დეტალური სპეციფიკაციის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური თემატიკის საკითხების განხილვა-შეთანხმება განხორციელდება შემსყიდველის მიერ, სამშენებლო სამუშაოების კონტროლზე განსაზღვრულ ინჟინერთან ან/და ინჟინერთა ჯგუფთან.
1.2.4. შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.
1.2.5. ტექნიკური დავალება შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
1.2.6. პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამენებლო სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს მათი განუხრელი დაცვით. ამისათვის, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს დანართ N2-ს - თანხმობას, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს წყლის მთავარი მაგისტრალების ჰიდროტესტი.
1.2.8. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ ლოკაციაზე სამუშაო ჯგუფების რაოდენობა, პასუხისმგებელი პირი(პირები) შრომის უსაფრთხოებაზე.
1.2.9. სამუშაოთა დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს GIS- სისტემაში ფაქტობრივი მონაცემები ელექტრონულ ფორმატში, ასევე 2 ცალი ამობეჭდილი ვერსია.
1.2.10. შემსყიდველი უზრუნველყოფს მიმწოდებელს სასმელი წლის რკინის მილებით, კერძოდ: 168/4.5მმ - 3450 გრძივი მეტრი და 159/4.5მმ - 5440 გრძივი მეტრი. აღნიშნული მილები დასაწყობებული არის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზანკას (კურორტ გოდერძი)-ს ტერიტორიაზე.
1.2.11. 1.3 პუნქტში ატვირთულ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეულ ჩაშლილ (შიტებში) ხარჯთაღრიცხვაში (მაგალითი: ხარჯთაღიცხვა N5.1; N5.2;N5.3;და.ა.შ) განსაზღვრულია სამუშაოების ზღვრული ფასები (რომელიც მონიშნულია ყვითელი ფონით). პრეტენდენტს არ აქვს უფლება შემსყიდველს შესთავაზოს ნებისმიერი ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა. აღნიშნული პირობის გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
1.2.12. წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული დანადგარ-მოწყობილობების დამონტაჟებამდე მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი ხარისხის სერთიფიკატები.

შენიშვნა:

1. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
2. დანართი N2 ატვირთული არის წინამდებარე პუნქტში 1.2.
3. სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი წერილობით აცნობებს შემსყიდველს, რომ ობიექტი დასრულებულია და მზადაა ჩასაბარებლად. წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ, საჭიროებისამებრ წარმოსადგენ დოკუმენტაციას:
ა) ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად საჭირო, საკადასტრო აზომვით ნახაზს, შენობა-ნაგებობ(ებ)ის დატანით;
ბ) ფარული სამუშაოების აქტებს;
გ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნებს;
დ) სერთიფიკატებს (პასპორტებს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე;
ე) სერთიფიკატებს (წარმოშობისა და ხარისხის) გამოყენებულ მასალებზე;
ვ) შესრულებული სამუშაოების ამსახველ საბოლოო აქტს (ე.წ. ფორმა N2);
ზ) სამუშაოთა წარმოების ჟურნალს;
თ) შესრულებული სამუშაოების საბოლოო ტოპო-გეოდეზიურ ანაზომს;
ი) მიღება-ჩაბარების კომისიის წევრებთან შეჯერებულ დეფექტების აქტს;
კ) მშენებლობის ნებართვას;
ლ) საშემსრულებლო ნახაზებს;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
1.4.2. შესასრულებელი სამუშაეობის დეტალური ვადა განისაზღვრება მიმწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 2.5. პუნქტის შესაბამისად წარმოდეგნილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
1.4.2. შესასრულებელი სამუშაოების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (უხვნალექიანობა-დიდ თოვლობა) სატენდერო დოკუმენტაციის 2.5. პუნქტში მიამგრებული გეგმა-გრაფიკში განსაზღვრული პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 თვის განმავლობაში, ხოლო დანრჩენილი (მეორე ეტაპი) სამუშაოები დაწყებული უნდა იქნას არაუგვიანეს 2025 წლის 30 მაისს, რომელიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.

შენიშვნა: მიმწოდებელი უფლებამოსილია (კლიმატური პირობებიდან გამომდინარე) მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყოს გეგმა-გრაფიკში განსაზღვრულ ვადაზე ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოები უნდა განხორციელდეს სატენდერო პირობების, მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის დანართებით განსაზღვრული პირობებით, საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალების და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
1.5.2. სამშენებლო ობიექტი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე. რომელიც ქ. ბათუმიდან მდებარეობს 105 კმ-ში, ხოლო, ხულოს ადმინისტრაციული ცენტრიდან 25 კმ-ში.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესასრულებელი სამუშაოს/მიწოდებულ საქონელის საგარანტიო ვადაა:
1.6.1.1. კონსტრუქციული ნაგებობებზე – 1 წელი;
1.6.1.2. წყალმომარაგების ქსელი (მილები) - 1 წელი;
1.6.1.3. დანადგარ-მოწყობილობებზე - 2 წელი;
1.6.1.4. სხვა დანარჩენი – 1 წელი;
1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
1.6.3. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება წლალმომარაგების ქსელის ექსპლუატაციაში მიღების დღიდან.
1.6.4. საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2%.

შენიშვნა:
დანართი N3 ატვირთული არის სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1.პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. პრეტენდენტს, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, შესრულებული უნდა ჰქონდეს:
2.2.1.1.1. ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები (მაგისტრალური წყალსადენების რეაბილიტაცია/მშენებლობის სამუშაოები, ან/და წყლის ან/და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობის სამუშაოები, ან/და წყლის ან/და წყალარინების ქსელების მოწყობის სამუშაოები, ან/და ნავთობის ან/და გაზის მილსადენების მშენებლობის სამუშაოები) საერთო ღირებულებით არანაკლებ 22’000’000 ( ოცდაორი მილიონი) ლარის ოდენობით, მათ შორის ჯამურად ან/და ცალ-ცალკე შესრულებული უნდა ჰქონდეს რეზერვუარის, საქლორატოროს, საფილტრი სადგურის მოწყობის სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2000000 ლარს. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი 4-ის შესაბამისად.
2.2.1.1.2. პრეტენდენტმა წინამდგბარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1.1. პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნის დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.1.3.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა მე-2.2.1.1.2. პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ასლები. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, პრეტედენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ძირითადი ხელშეკრულება (რის საფუძველზეც დაიდო ქვეკონტრაქტი) და ამ ხელშეკრულებაში მითითებული ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები (შეტყობინება, ან/და თანხმობა, ან/და % შეზღუდვა და სხვა (ხელშეკრულებაში ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში)).
2.2.1.2.სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ დანართი 3-ში მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში არსებული ინფორმაციით დადასტურდება ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულება, დამატებით სხვა დოკუმენტების წარმოდგენის საჭიროება არ არსებობს.
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
2.2.1.4. გამოცდილების შესახებ (დანართი N3-ში), პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით;

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, წინამდებარე პუნქტში მიმაგრებული ფაილის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკში პრეტენდენტმა, თავისი შეხედულებისამებრ, სამუშაოები უნდა გაყოს ორ ეტაპად 2024 წ და 2025წ.
შენიშვნა: ეტაპი მოიცავს სამუშაოების შესრულების არანაკლებ 4 თვეს.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სატენდერო წინადადების წარმოდგენის ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
2.9.1.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში მიმაგრებული ხარჯთაღრიცხვა დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის სახით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
2.9.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) პუნქტის შესაბამისად ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
2.9.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
2.9.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე);
2.9.1.5 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 (თანხმობა სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო ვადებზე და დეფექტებზე პასუხისმგებლობაზე);

2.9.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი/მიმწოდებელი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

2.9.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული;
2.9.1.4. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევბში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი),რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამურიღი რებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულის ამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფოშე სყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017წლის 14ივნისის №12 ბრძანების28-ემუხლის პირველი, მე-2,მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

5.1.2.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდება, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.2.2 ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდება, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.3.2. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.4 for a physical entit

5.1.4.1 ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
5.1.4.2 ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ.
5.1.4.3 პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

5.1.5 for a partnership

სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:
უშუალოდ ამხანაგობისთვის:
5.1.5.1 ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).
5.1.5.2 შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

ამხანაგობის წევრებისთვის:
5.1.5.3 ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).
5.1.5.4 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდება, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ ს

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

11-04-2024 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

11-04-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

11-04-2024 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

11-04-2024 Техническое обслуживание и ремонт.

11-04-2024 Регистры (реестры), бухгалтерские книги, скоросшиватели, бланки (формуляры) и другие печатные канцелярские товары из бумаги или картона.

11-04-2024 Инженерные услуги.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru