Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #53007913)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA SUBORDINATED STATE ENTITY - EMERJENCY MANEGMENT SERVICE
Номер конкурса: 53007913
Дата публикации: 11-04-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240007644
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.04.2024 15:58
Начало приема предложения 19.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 22.04.2024 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 12`702.56 GEL
Контрактная цена объекта закупки 40`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
კონდიციონერების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 120.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ana kipiani :: 11.04.2024 14:21
  • Последнее исправление: ana kipiani :: 11.04.2024 15:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=572070&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კონდიციონერების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურება უნდა განხორცილდეს დანართ N1-ში (პრეისკურანტში) მითითებული შესაბამისი საქონლის და მომსახურების შესაბამისად.
1.2.2 მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად მინიმუმ საქართველოს ორ სხვადასხვა რეგიონში მომსახურების გაწევა.
1.2.3 მომსახურების გაწევის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები.
1.2.4 მომსახურე პერსონალი უნდა იყოს კვალიფიციური სპეციალისტ(ებ)ი და აღჭურვილი ყველა საჭირო ხელსაწყოებით.
1.2.5 მიმწოდებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე, შესაბამის უფლებამოსილ პირთან.
1.2.6 სამუშაოების წარმოებისას დეფექტური აქტი (დეფექტური აქტის შესადგენად საჭირო ხარჯების ანაზღაურება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა) უნდა შედგეს ყველა აგრეგატისთვის ინდივიდუალურად.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაცია (მიღება ჩაბარების აქტი) წარმოადგინოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
1.2.8 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში (თუ მომსახურება არ არის გაწეული სრულყოფილად) მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი გამოსწორება (გაწიოს საჭირო მომსახურება არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში).
1.2.9 მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც მეორადი სათადარიგო ნაწილის ღირებულება დადგინდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ამასთან, შემსრულებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე, შესაბამის უფლებამოსილ პირთან. მომსახურეობა გულისხმობს ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილი მაღალკვალიფიცირებული შესაბამისი ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული ჯგუფების გამოყოფას.
1.2.10 მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) ჩამონათვალი.
1.2.11 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ სამუშაოს არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევები. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.
1.2.12 კონდენციონერის დიაგნოსტიკის მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონდენციონერი არ ექვემდებარება შეკეთებას.
1.2.13 მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაუდევრობით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაშივე უნდა განხორციელდეს დეფექტური აქტის შედგენა.

1.4.2 ტექნიკური დავალების მიღების და გამოძახების თარიღად ჩაითვალოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ გაგზავნილი შეტყობინება (სატელეფონო ან ელ. ფოსტაზე).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მთელი ტერიტორია.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე და გაწეულ მომსახურებაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვე.
1.7.2 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;

1.7.3 საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა ან წუნდებული საქონლის შეცვლა, არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა. აღნიშნული მოთხოვნა მიმწოდებელს გაეგზავნება სატელეფონოდ/ელ. ფოსტის საშუალებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების კონდიცირება/გათბობის და ვენტილაციის სისტემების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი, ელექტრონული ვაჭრობისას, წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.

2.9.2 პრეისკურანტში ახალი პოზიციის დამატების შემთხვევაში ერთეულის ფასი (მისი შესყიდვის აუცილებლობისას) დადგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით და პრეისკურანტში ერთეულ(ებ)ის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

2.9.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება - 40 000 (ორმოცი ათასი) ლარზე;

2.9.3 პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის ზღვრულ ფასებს.

2.9.4 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც;

2.9.5 პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან, შსს საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირების მიზნით, სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული კონდიციონერების მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით).

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანა ყიფიანი, 591458507, anekipiani@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთან პრეტენდენტმა ფასების ცხრილი-პრეისკურანტი შესაძლებელია წარმოადგინოს Excel-ის დოკუმენტის ფორმატის სახით, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.7 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

10.2.1 მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) (მომსახურების პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების პრეისკურანტის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 და 2.2.1 პუნქტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

11-04-2024 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

11-04-2024 Инженерные услуги.

11-04-2024 Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части .

11-04-2024 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

11-04-2024 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

11-04-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru