Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #52897531)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 52897531
Дата публикации: 09-04-2024
Сумма контракта: 2 367 633


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007488
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.04.2024 18:52
Начало приема предложения 25.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 30.04.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 2`367`633.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45454100 - Работы по реставрации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საინჟინრო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის მოწყობა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 23`000.00 GEL
Размер гарантии 23`676 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 08.04.2024 15:31
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 08.04.2024 18:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=571595&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საინჟინრო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის მოწყობა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი (ძეგლთა ნუსხაში იდენტიფიცირებულია, როგორც ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი) მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მირზაანში. მუზეუმი განთავსებულია 1979 წელს ნაგებ შენობაში, სადაც დაცულია 11 ათას ექსპონატზე მეტი. მათ შორისაა ნ. ფიროსმანაშვილის უნიკალური ფერწერული ტილოები და XX საუკუნის ქართველ მხატვართა სურათები, ფარდაგები, ეთნოგრაფიული კოლექცია, ხის და კერამიკის ნიმუშები.
მუზეუმის შენობის დღევანდელი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო მოთხოვნებს: საექსპოზიციო სივრცეში არ ხდება კლიმატკონტროლისა და ტენიანობის რეჯიმის დაცვა, მუზეუმს არ გააჩნია სათანადოდ მოწყობილი ფონდსაცავები; ექსპოზიცია არ შეესაბამება თანამედროვე სამუზეუმო მოთხოვნებს; მუზეუმის თანამშრომლებს არა აქვთ სამუშაო ოთახი, არ არის სანკვანძი. რეაბილიტაციას საჭიროებს მიმდებარე ტერიტორია, მისასვლელი გზა და ბილიკები, გამოსაცვლელია გარე განათების ელემენტები, განსაკუთრებით მნიშნელოვანია მუზეუმის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ჩასატარებელია რიგი სხვა სამუშაოები, რათა მოხდეს მუზეუმის კომპლექსის მოყვანა თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
2022 წელს მუზეუმის შენობაში და მის გარშემო განლაგებულ ტერასას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები: სარდაფში შეკეთდა კედლები,ჭერი, და იატაკი, მოეწყო სანკვანძი, თუმცა, წყლის და გარე კანალიზაციის არ არსებობის გამო არ ფუნქციონირებს. შენობის გარშემო ტერასაზე მოეწყო ჰიდროისაზოლაციო ფენა და გამოიცვალა ბაზალტის ფილები, შეკეთდა პარაპეტი, კიბეებზე გამოიცვალა დაზიანებული საფეხურები, მოეწყო ღია სანიაღვრე არხები. ტერიტორიაზე მოეწყო პანდუსი, სეპტიკი.
მუზეუმის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის, კოლექციების დაცვა და მოვლა-პატრონობასათვის აუცილებელია შენობის თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური სისტემებითა და დანადგარებით აღჭურვა.
მუზეუმის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების უზრუნველსაყოფად 2021 წელს მომზადდა დეტალური მუშა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ფიზიკური სამუშაოები.

 მიზანი და ძირითადი პირობები

მუზეუმის სივრცეში უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი საინჟინრო-ტექნიკური სისტემები: გათბობა-კონდინცირება, ვენტილაცია (ფარდობითი ტენიანობის და ტემპერატურის დაცვით); წყალმომარაგება-კანალიზაცია (შიდა და გარე ქსელი), ელექტროქსელი (შიდა და გარე ქსელი), შენობის გარე განათება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და წყლის რეზერვუარები.
სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული მასალა რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოები განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
მიწის სამუშაოები განხორციელდეს არქეოლოგის ზედამხედველობით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.

 პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები

ტერიტორიაზე გათვალისწინებულია გარე სამოედნო ქსელების მოწყობა, მათ შორის: წყალგაყვანილობა, კანალიზაცია და ელექტრო გაყვანილობა. ასევე, გათვალისწინებულია წყლის რეზერვუარისა და სატუმბო სადგურის მოწყობა, სამეურნეო ნაგებობის აგება, რომელშიც განთავსდება საქვაბე, ჩილერები, დენის გენერატორი და ელექტროფარი.
ვენტილაცია-კონდიცირება, გათბობა-გაგრილება
შენობის საგამოფენო ნაწილში და ფონდსაცავებში გათვალისწინებულია საჰაერო გათბობა-გაგრილება, მუდმივი ტემპერატურის და ტენიანობის რეჟიმის შენარჩუნებით. შენობის ვენტილაცია-კონდიცირება ხორციელდება პრეციზიული კონდიციონერების საშუალებით, სადაც გათვალისწინებულია კლიმატის კონტროლის დაცვა მთელი წლის განმავლობაში. ასევე ხდება დამუშავებული სუფთა ჰაერის მიწოდება მოდინებით - გამწოვი სავენტილაციო დანადგარიდან შენობაში, შემდეგ ხდება მისი შერევა პრეციზიულ კონდიციონერში. სამუშაო და პერსონალის ოთახებში გათბობა-გაგრილება ხდება ფანკოილებით. მთავარი შესასვლელი კარების თავზე გათვალისწინებულია საჰაერო ფარდა (შეთბობის გარეშე).
წყალმომარაგება-კანალიზაცია
შენობას წყალი მიეწოდება საპროქტო ქსელიდან. შენობაში შესვლამდე მილსადენზე მოეწყობა პლასტმასის ჭა მრიცხველით, ფილტრით და ჩამკეტი ურდულით. ცივი წყლის ქსელისთვის გამოიყენება 25-20 მმ მილები და ფასონური ნაწილები. ცხელი წყლისთვის სანკვანძში მოსაწყობია წყლის ელექტროგამაცხელებელი, დანადგარებისკენ მიმავალ მილზე დგება უკუსარქველი.
საკანალიზაციო ქსელისთვის გამოიყენება საკანალიზაციო მილები და ფასონური ნაწილები. კანალიზაციის ქსელისთვის მოწყობილია ოთხი მიმღები ჭა. ქსელი ჩაეშვება არსებულ საკანალიზაციო ჭაში, რომელიც მიმართულია გამწმენდი ნაგებობისკენ.
ელექტრო-ტექნიკური ნაწილი
გათვალისწინებულია შენობის შიდა ელექტრო-ქსელის მოწყობა, გარე განათება; ელ. ენერგიის ალტერნატიული წყაროა თხევად საწვავზე მომუშავე გენერატორი, სიმძლავრით 300 კვა. ძალოვანი მომხმარებლებია: ჩილერი, გათბობა-გაგრილების, კლიმატ-კონტროლის დანადგარები.
სუსტი დენების ქსელი
შენობის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებისთვის გათვალისწინებულია ოცდაოთხსაათიანი ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს შენობის პერიმეტრისა და და მიმდებარე ტერიტორიის, შენობაში შემოსასვლელებისა და დერეფნების მუდმივ მეთვალყურეობას. ასევე, მოეწყობა სატელეფონო და კომპიუტერული ქსელი.


 ნორმატიული დოკუმენტები

მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველჰყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.

 უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

მიმწოდებელმა ტექნიკური დავალებით გათვალისიწნებული სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს, ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოებას.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველჰყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა და განადგურება.

 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი წერილობითი ანგარიში. შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი, ანგარიშის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ზამბარით აკინძული A3 ან A4 ფორმატის ალბომი - 3 ეგზ.) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე (ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG გაფართოების ფაილი) ჩაწერილი.

შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური.

 სამუშაოთა საბოლოო მიღება

მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ, თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

 შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები

შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვე.

 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, ხუთი წლის ვადით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), მათ შორის საინჟინრო კომუნიკაციების (შიდა და გარე ქსელები) მოწყობის მიმართულებით (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, წყალგაყვანილობა-კანალიზაცია, ელექტროობა) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 800 000.00 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქიტექტორ-რესტავრატორი და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით. დასაქმებულ პერსონალზე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, კერძოდ არქიტექტორ-რესტავრატორზე 2016 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის ამსახველი ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია - დანართის შესაბამისად). შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სერტიფიკატის სახით.

დანართის შესაბამისად, დოკუმენტი (CV) დათარიღებული და ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ (CV ავტორი) არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა და ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულოს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით (იხ. დანართი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელს და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0,2 %-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (სამუშაოს მიღება-ჩაბარებიდან 5 წელი).

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში).
საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru