Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #52897472)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall Property Management Agency
Номер конкурса: 52897472
Дата публикации: 08-04-2024
Сумма контракта: 160 580


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007455
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.04.2024 17:11
Начало приема предложения 16.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 19.04.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 160`580.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34110000 - Легковые автомобили
Срок подачи ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`927.00 GEL
Размер гарантии 1`606 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamta gagua :: 01.04.2024 11:29
  • Последнее исправление: tamta gagua :: 08.04.2024 17:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570191&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო-სააგენტოს საჭიროებისთვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული III კლასის მსუბუქი 3 (სამი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ავტომანქანების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1). პრეტენდენტი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგენს დანართ N1-ს.
1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2022 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ) , ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის შემსყიდველზე გადაფორმება.
1.2.3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით, გარდა შავისა.
1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.

1.2.5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 150 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.

1.2.6. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (წვის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) დანართ N2-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტად/ებად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში
1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელოს თბილისის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას.
1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.
1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ სამ ქალაქში, მათ შორის, (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი), ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრების შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 5 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.

1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნისა და ავტომანქანის მარკა/მოდელის შესახებ.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი #1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია, დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი)
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით მეტი ფასის კლების შემთხვევაში,დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთიანად , ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი ) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამთა გაგუა, 595072009, t.gagua@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია კალიფიციური ხელმოწერა ანდა კვალიფიციური შტამპით უნდა იყოს დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ლარებში, საერთო და ერთეულის ფასი უნდა შეიცავდეს როგორც შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, დღგ-ს (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.7 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru