Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #52821620)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "State Military Scientific Technihal Centre "Delta"
Номер конкурса: 52821620
Дата публикации: 05-04-2024
Сумма контракта: 186 719


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007373
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.04.2024 21:56
Начало приема предложения 14.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 17.04.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 186`719.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34131000 - Грузовые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
Количество и объём закупок 2 ცალი
Шаг снижения цены 747.00 GEL
Размер гарантии 1`867 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi :: 01.11.2023 17:47
  • Последнее исправление: giorgi :: 05.04.2024 21:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541487&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია 2 (ორი) ერთეული პიკაპის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ ტექნიკურ დავალებაში (დანართი №1).

1.2.1. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.
1.2.2. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის.
1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევის მიზნით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორცილდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანების მიწოდება განახორციელოს ქ. თბილისში.
1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების მიწოდება საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), არანაკლებ 3 წელი ან 150000 კილომეტრი, (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა.

1.7.1.3. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის შესაბამის გრაფებში მიუთითოს ინფორმაცია ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის და მარკა-მოდელის შესახებ.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. თბილისში ან/და აღმოსავლეთ საქართველოში უნდა არსებობდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებლის ავტორიზებული მინიმუმ 1 სერვის ცენტრი, რომელშიც საგარანტიო ვადის განმავლობაში უნდა მოხდეს ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისათვის აუცილებელი ყველა საჭირო სერვისის მიღება. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სერვის ცენტრის მისამართის და სამუშაო საათების შესახებ.
2.3.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვის ცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი) რითაც დადასტურდება სერვის ცენტრის საკუთრებაში ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა, ამასთანავე სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადის განმავლობაში.
2.3.1.3. თუ მომწოდებელს არ აქვს საკუთარი სერვის ცენტრი, მას შეუძლია წარმოადგინოს ხელშეკრულება კონტრაქტორ სერვის ცენტრთან, ან სერვის ცენტრის წერილი, რომლითაც დადასტურდება, რომ სერვის ცენტრი განახორციელებს შემოთავაზებული პიკაპების მომსახურებას თბილისში ან/და აღმოსავლეთ საქართველოში არანაკლებ შესყიდვის ობიექტის საგარანტიო პერიოდის ვადით.
2.3.1.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1.1 და 2.3.1.2 ან 2.3.1.3. პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაცია წერილობითი სახით.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (გამარჯვებულად გამოვლენამდე) გადაუმოწმოს მის მიერ წამოდგენილი ინფორმაცია და სერვის ცენტრი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი №1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქრაშ ტესტის შედეგი) ან დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი) ვებ-გვერდის ბმული, სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ინფორმაცია ქრაშ ტესტის შესახებ.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

კონტრაქტორი სერვის ცენტრის გამოყენების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2.3.1.3 პუნქტით მოთხოვნილი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ქვეკონტრაქტორს გააჩნია საკუთარ მფლობელობაში მინიმუმ 1 სერვის ცენტრი თბილისში ან/და აღმოსავლეთ საქართველოში (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი), რომელშიც საგარანტიო ვადის განმავლობაში უნდა მოხდეს ყველა საჭირო სერვისის მიღება (ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება ან ქვეკონტრაქტორის წერილი).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) დანართი №1 - ტექნიკური დავალება;
ბ) დანართი №2 - ფასების ცხრილი;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით გათვალისწინებით ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით გათვალისწინებით ინფორმაცია უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი;
ე) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სარეგისტრაციო ნომერი/სერტიფიკატის ნომერი, რომლითაც შესაძლებელი უნდა იყოს პირის გადამოწმება შესაბამის რეესტრში), შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ შესრულებული ხელშეკრულებით, (ხელშეკრულებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი) ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 100%-სა.
7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი თანხის შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე.
7.1.1.3. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ეროვნულ ვალუტაში ლარში;
7.1.1.4. არარეზიდენტი „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ დამოწმებული საბანკო გარანტია.
7.1.1.5. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მოწოდების ვადას).
7.1.1.3. წინასწარი ანგარიშწორების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიწოდების შემდეგ, უნაღდო ანგარისშწორებით, ეროვნულ ვალუტაში (ლარში), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი, 577180881, glekiashvili@delta.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენისას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტში მითითებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
6. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
7. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ფასების ცხრილის დაზუსტებამ ფასების ცხრილის არცერთ პოზიციაზე არ უნდა გამოიწვიოს შესყიდვის ობიექტების ერთეულის ღირებულების გაზრდა.
9. წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10. სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აღნიშნული განპირობებულია საქონლის უკეთ აღწერის მიზნით და იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური".
11. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტებზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შესრულებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (მინდობილი პირის შემთხვევაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მინდობილობა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru