Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #52821608)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "The Joint Water Supply Company of Georgia"
Номер конкурса: 52821608
Дата публикации: 05-04-2024
Сумма контракта: 71 324


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007366
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.04.2024 19:14
Начало приема предложения 24.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 29.04.2024 16:30
Предполагаемая цена закупки 71`324.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში.
Дополнительная информация
ქალაქ ფოთში არსებული წყალარინების №6, №8 და №32 სატუმბი სადგურების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 713.00 GEL
Размер гарантии 713 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: meri suluashvili :: 05.04.2024 18:03
  • Последнее исправление: meri suluashvili :: 05.04.2024 19:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=571351&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ ფოთში არსებული წყალარინების №6, №8 და №32 სატუმბი სადგურების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოების აღწერა და პირობები მოცემულია: საპროექტო დოკუმენტაციაში და ხელშეკრულების პროექტში.
1.2.2. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და მოცულობა იხილეთ დანართი №1-ში.
1.2.3 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას excel-ის ფორმატის სახით.

გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები:

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა - შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვე, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სამუშაოების დასრულების დღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
1.4.2 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება სამშენებლო სამუშაოებზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოები შესრულებულ უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
1.5.2 სამუშაოების შესრულების ადგილია - ქალაქი ფოთი.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა.
1.6.2. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა;
1.6.3. შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების ეტაპზე დაკავებული თანხა (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%) წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების გარანტიის ფინანსურ უზრუნველყოფას.
1.6.4. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული 2.5%-ის დაბრუნების პირობები წარმოდგენილია ხელშეკრულების პროექტში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ფაქტობრივად უნდა ჰქონდეს შესრულებული სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ 213 972.00 ლარისა.

2.2.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი (მაგ.ფორმა N2), ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები).

2.2.1.3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად.

ამასთან:
ა) დანართი N2-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დანართ N2-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითაც დადასტურდება მოთხოვნილი გამოცდილება.
გ) სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
დ) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.2.1.5 პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები ღირებულებით, არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

2.2.1.5.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითიც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება და დგინდებოდეს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.

2.2.1.5.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად.

ამასთან:
ა) დანართი N2-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დანართ N2-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითაც დადასტურდება მოთხოვნილი გამოცდილება.
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.5 ქვეპუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს დასრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია ამ პუნქტის 2.2.1.5.1. ქვეპუნქტის გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ ჯამურ ღირებულებაზე, გათვალისწინებული იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა).
დ) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

2.2.1.5.3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.5 ქვეპუნქტითპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.2.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 2.2.1.1 ან/და 2.2.1.5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
გ) ხელშეკრულების ღირებულება;
დ) ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაოს შესრულების ვადები;
ე) მხარეთა ხელმოწერები.

2.2.1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

2.2.1.8 უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.2.1.9 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის შესაბამისად.
2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ სამუშაოების დაწყებაზე წერილობითი ნებართვის მიღების შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველს წარუდგინოს და შეათანხმოს ფინანსური გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით.
2.5.1.2. ფინანსურ გეგმა-გრაფიკში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის გაწერა ფინანსურ (შესასრულებები სამუშაოების ღირებულება) ჭრილში.
2.5.1.3. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები უნდა განახორციელოს ფინანსურ გეგმა-გრაფიკში გაწერილი ვადებისა და არანაკლებ ამ ვადებში შესასრულებელი სამუშაოების ფიქსირებული ღირებულების შესაბამისი ფორმა №2-ების წარმოდგენით.
2.5.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი დასკვნით (აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნული არ ექვემდებარება დაზუსტებას, მისი წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ავანსის სახით გადაუხადოს ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 30%, იმავე თანხაზე საბანკო გარანტიის (გაცემული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების, ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 7.1.1.2 ავანსის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
7.1.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია ავანსი გამოიყენოს მხოლოდ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად.
7.1.1.4 წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის მოთხოვნის/გამოყენების/დაქვითვის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1.ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში, ლარში;
7.2.2. დაფინანსების წყარო: 2024 - 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები;
7.2.3. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად. ეტაპობრივი ანგარიშსწორების პირობები დეტალურად წარმოდგენილია ხელშეკრულების პროექტში.
7.2.4. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ექსპერტიზის ღირებულება გათვალისწინებულია ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებაში;
7.2.5. სატენდერო დოკუმენტაციის ამავე პუნქტის 7.2.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნა გაცემულ უნდა იყოს - სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სსიპ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აღნიშნულ სფეროში აკრედიტებული სხვა საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ. ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებითი ნახაზების ელექტრონული ვერსია SHP ფორმატში, მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად. ასევე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა (მათ შორის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტო 388 დადგენილებით დამტკიცებული ,,მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის“) და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი, მოწყობილი ან/და რეაბილიტირებული ქსელის - ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები (ციფრულ და ქაღალდის ვერსიების სახით), სადაც დაინტერესებულ პირად უნდა იქნას მითითებული - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
7.2.6. ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯების ანაზღაურების პირობები წარმოდგენილია ხელშეკრულების პროექტში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მერი სულუაშვილი, 577159777, meri.suluashvili@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
10.1.2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგიმოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტის მიერ შექმნილი,დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.1.6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
10.1.7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულის ფასები, გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru