Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Предметы одежды (Грузия - Тендер #52821532)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia MIA LEPL "Security Police Department"
Номер конкурса: 52821532
Дата публикации: 05-04-2024
Сумма контракта: 112 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007318
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.04.2024 16:44
Начало приема предложения 14.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 16.04.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 112`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18300000-Предметы одежды
Коды классификатора
  • 18300000 - Предметы одежды
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 1`122 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ani chrelashvili :: 04.04.2024 16:43
  • Последнее исправление: ani chrelashvili :: 05.04.2024 16:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=571089&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პოლიციელის ფორმის მაისურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მაისური (შავი ფერის) - 1500 ცალი.
მაისური (შავი ფერის) მოკლე სახელოებით. ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა:
ბამბა (კომპაქტ პენია) 95%±2%, ლიკრა (ელასტინი) 5%±2%.
ქსოვილის წონა: 170 გრ/მ2±10 გრ/მ2.
ქსოვილის ფერი მდგრადი რეცხვის მიმართ ფერის ცვლილება ტესტირების შედეგად არანაკლებ 4.
ქსოვილის ფერი მდგრადი ცვეთის მიმართ მშრალი კოროზიის მაჩვენებელი არანაკლებ 4.
სველი კოროზიის მაჩვენებელი არანაკლებ 3.
ქსოვილის ფერი მდგრადი სინათლის მიმართ არანაკლებ 4.
ქსოვილის ფერი მდგრადი ოფლის მიმართ არანაკლებ 4.
მაისური სწორი სილუეტის, მოკლე სახელოთი. მაისურის ბოლო და სახელო შეკეცილი და დამუშავებული ორი პარალელური გვირისტით. სპეც ამომხვევი მანქანის მეშვეობით. მრგვალი ყელით, დამუშავებულია წელვადი ტრიკოტაჟით, სიგანე 2,5 სმ±0,3 სმ. წინა კალთაზე მარცხენა მხარეს, დატანილია თეთრი ფერის მანათობელი წარწერა (დამუშავებული თერმული მეთოდით) POLICE ზომით 11 სმ×3 სმ±0,3 სმ, მხრის ნაკერიდან ქვემოთ 17 სმ±1 სმ-ზე. მარჯვენა სახელოზე, სახელოს დასაწყისიდან ქვემოთ 4 სმ +-0,3 სმ მანძილზე დაკერებულია ტექნიკური შესაკრავი, ფურნიტურის მისამაგრებლად, რომელზეც მაგრდება: საქართველოს სახელმწიფო დროშა, ზომით (6 სმX4 სმ) და წოდების აღმნიშველი.
მარცხენა სახელოზე, სახელოს დასაწყისიდან ქვემოთ 4 სმ±0.3 სმ მანძილზე დაკერებულია ტექნიკური შესაკრავი, რომელზეც მაგრდება უწყების შევრონი (შევრონზე დატანილია წარწერა დაცვის პოლიცია) შესრულებული ჯაკორდული ქარგვის მეთოდით, შევრონის ზომა 9,5 სმ×9 სმ±0,3 სმ. ზურგი მთლიანი, ზედა ნაწილში, კისრის ნაკერიდან ქვემოთ 15 სმ±1 სმ-ში დამუშავებულია თეთრი ფერის მანათობელი წარწერა POLICE ზომით 26 სმ×6 სმ±0,3 სმ. მაისური ინარჩუნებს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს (რეცხვის ჩათვლით), არ ხუნდება და რეცხვისას ზომაში არ უნდა იკლებდეს და არ უნდა იმატებდეს. მაისურს საყელოზე ჩამაგრებული აქვს ზომის აღმნიშვნელი, რომელიც არ გამოიწვევს მაისურის ხმარებისას კეფის გაღიზიანებას ხეხვით, ხოლო გვერდით ნაკერში ინფორმერი, ზომის აღმნიშვნელი, მწარმოებელი ქვეყნის/კომპანიის, ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობის და მოხმარების წესების მიმანიშნებელი საჭირო პიქტოგრამებით (სიმბოლოები). შეფუთვა ინდივიდუალური გამჭვირვალე პარკებში, დაფასოება ბლოკებად მუყაოს ყუთებში შესაბამისი ზომებით არაუმეტეს 100 ცალის ოდენობით.
შევრონები შესრულებულია ჯაკორდული ქსოვით (იხ. სურათი ) (დაზუსტებული წოდებების აღმნიშვნელი შევრონის სპეციფიკაცია და ლოგოტიპი წარედგინება ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს).

შენიშვნა: აღნიშნული პარამეტრები გათვლილია 52 ზომის მაისურისთვის. ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე შესაძლოა უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებულ პლანშეტში შეიცვალოს მაისურის მოდელი (არსებითი ცვლილების გარეშე) და შევრონების დიზაინი. გამომდინარე აღნიშნულიდან, საბოლოო დიზაინი დაზუსტდება შემსყიდველთან ხელშეკრულების დადებამდე.

2. მაისური (თეთრი ფერი) - 6000 ცალი.
მაისური მოკლე სახელოებით თეთრი ფერის.
ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა: 100% ბამბა, ყელზე მომდგარი, ჩაკერებული, მაღალი ხარისხის ნაქსოვი რეზინით. რეზინის სიმაღლე 1.8 სმ±2 მმ ფარგლებში. ნაქსოვი რეზინის მიმაგრების და მხრის მიდამოების შეერთების ადგილები დამუშავებული ტრიკოტაჟის დასამუშავებელი გვირისტით. კისრის არეში მხრების ჩათვლით 100% ბამბის ლენტის ჩამაგრებებით (მხრიდან მხრამდე).
ქსოვილის წონა: 150 გრ/მ2±5 გრ/მ2.
ნაკერების შესრულება დაიშვება სამკერვალო ძაფით, ბამბის ძაფის უმეტესი წილის შემცველობით. ნაკერები დამუშავებულია ტრიკოტაჟის დასამუშავებელი გვირისტით. ნაკერები თანაბარი, პარალელური, სწორი, გამრუდებების გარეშე. სახელოს სიგრძე მხრიდან იდაყვის მიმართულებით განისაზღვროს 21 სმ±1 სმ. მაისურის დაბოლოების ქობა დამუშავებული სამკერვალო ორმაგი გვირისტით. მაისური ინარჩუნებს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს (რეცხვის ჩათვლით), რეცხვისას ზომაში არ უნდა იკლებდეს და არ უნდა იმატებდეს.
მაისურს საყელოზე ჩამაგრებული აქვს ზომის აღმნიშვნელი, რომელიც არ გამოიწვევს მაისურის ხმარებისას კეფის გაღიზიანებას ხეხვით, ხოლო გვერდით ნაკერში ინფორმერი, ზომის აღმნიშვნელი, მწარმოებელი ქვეყნის/კომპანიის, ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობის და მოხმარების წესების მიმანიშნებელი საჭირო პიქტოგრამებით (სიმბოლოები). შეფუთვა ინდივიდუალური გამჭვირვალე პარკებში, დაფასოება ბლოკებად მუყაოს ყუთებში შესაბამისი ზომებით არაუმეტეს 100 ცალის ოდენობით.
შენიშვნა: აღნიშნული პარამეტრები გათვლილია 52 ზომის მაისურისთვის.

ექსპერტიზის დასკვნები ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას:
1) ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა (დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს , როგორც ძირითადი ქსოვილის შემთხვევაში, ასევე, ჩანართების შემთხვევაშიც (მაგ.: კისრის არეში მხრების ჩათვლით 100% ბამბის ლენტის ჩამაგრებებით).
2) ქსოვილის წონა.
3) ქსოვილის ფერის მედეგობა (შავი ფერის მაისური).
რეცხვის მიმართ, ცვეთის მიმართ: მშრალი კოროზიის მაჩვენებელი, სველი კოროზიის მაჩვენებელი.
სინათლის მიმართ და ოფლის მიმართ.

შენიშვნა: დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და ა.შ.). ასევე, არ მოითხოვება როგორც შესყიდვის ობიექტის ასევე მათი სხვადასხვა ჩანართების ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ესკიზებზე ზუსტად არ იყოს შესაძლებელი შესყიდვის ობიექტის რომელიმე შემადგენელი დეტალის ფერის ტონალობის და თარგის აღქმა, პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის თარგი და ფერი ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე შეათანხმოს შემსყიდველთან და შეიკეროს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N158. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ც/საწყობი
1.5.2. მიწოდებული საქონლის ჩამოტვირთვა დაცვის პოლიციის ცენტრალურ საწყობში უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ საკუთარი ხარჯებით და მუშა ხელით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. საგარანტიო ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლის ვადით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
1.7.1.2. საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით მომწოდებელმა.
1.7.1.3. ხარვეზის ან/და დეფექტის მქონე საქონლის დაფიქსირების შემთხვევაში, საქონლის საგარანტიო მოქმედების ვადაში შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ნაკლის ან ხარვეზის გამოსწორება (თუ ეს შესაძლებელია) ან საქონლის შეცვლა ახლით, აღნიშნულის შესახებ შემსყიდველი ატყობინებს მიმწოდებელს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (მიმწოდებლის მიერ მითითებულ ელ. მისამართზე), შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან აითვლება წუნდებული საქონლის ხარვეზის გამოსწორების ან შეცვლის 10 (კალენდარული) დღიანი ვადა.
1.7.1.4. რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებული უნდა იყოს სპეციალური სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ უნდა წყდებოდეს, გვირისტის შესრულება უნდა იყოს სწორი, პროპორციული და გამძლე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელის/ბრენდის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება.
2.2.1.2. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

2.9.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.9.2. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს მოთხოვნიდან (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ.ფოსტის ან ოფიციალური წერილის მეშვეობით) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა.
2.9.3. საჭიროების შემთხვევაში ,,შემსყიდველმა “ და ,,მიმწოდებელმა” ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, ფორმის ტანსაცმლის არსებითი ცვლილების, ხელშეკრულების ფასის შეცვლის და მხარეთა კანონიერი ინტერესებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, შესაძლოა შეიტანონ უნიფორმის ტანსაცმლის ცალკეული ელემენტების დიზაინში ცვლილებები.
ატრიბუტიკის და სხვა აქსესუარების დიზაინი და ზომები დაზუსტებული და შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან ხელშეკრულების დადებამდე.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი, ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს სატენდერო დოკუნტაციის 1.2 პუნქტში მითითებულ მახასიათებლებზე, კერძოდ "ექსპერტიზის დასკვნები ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას" პუნქტის შესაბამისად.
3.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ექსპერტიზის გამცემი პირის მიერ დალუქულ მდგომარეობაში (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.3. თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ. შ. იდენტური ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.
3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი, რომელთან ერთადაც დასაშვებია მხოლოდ შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება.
3.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.6. ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირებულ“ პრეტენდენტს ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნების დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენ დენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.
3.1.1.7. პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ტანსაცმლის ნიმუში უნდა იყოს 52 ზომა.

შენიშვნა: ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი არის ქსოვილი, რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ქსოვილი.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3.1. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 158. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2. ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები“.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ინაიდან, წინამდებარე ტენდერით ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების მოსამსახურეთათვის მაისურების სახელმწიფო შესყიდვა, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მომწოდებლის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 30% -ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე (რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ავანსად გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.
7.1.1.2 პირველ ეტაპზე მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის გამოქვითვა.
7.1.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტის მიზნისთვის წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარებში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება 7,2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანი ჭრელაშვილი, 555151672, a.chrelashvili@spd.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
10.1.4 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მისაწოდებელი საქონლის ფასების ცხრილი (მწარმოებელის/ბრენდის, წარმოშობის ქვეყნის და საგარანტიო ვადის მითითებით) დანართი N1-ის მიხედვით და მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

შენიშვნა: შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის/ბრენდის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასთა ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.2.2 ინფორმაცია მონაწილე პრეტენდენტი პირის მიერ 2021 წლის 01 იანვრიდან არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის და/ან სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის და/ან უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილების შესახებ. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

10.3 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru