Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #52749255)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 52749255
Дата публикации: 03-04-2024
Сумма контракта: 130 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007109
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.04.2024 18:38
Начало приема предложения 12.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 15.04.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 130`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71322300 - Услуги по проектированию мостов
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
„ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 64,2 კმ-ზე, მდინარე ყუროზე მიწისზედა გადასასვლელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 1`300.00 GEL
Размер гарантии 1`300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 03.04.2024 18:06
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 03.04.2024 18:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570909&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 64,2 კმ-ზე, მდინარე ყუროზე მიწისზედა გადასასვლელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელს, პროექტის ტექნოლოგიური ნაწილს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გადასცემს შემსყიდველი.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1. ჰიდროლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები (ნიმუშების ლაბორატორიული კვლევების ჩათვლით).
2. პროექტის სრულყოფილი კონსტრუქციული ნაწილის შედგენა, შესაბამისი გაანგარიშებებით და მხაზველობითი მუშა დოკუმენტაციით. კერძოდ:
• შესაბამისი პროგრამული კომპლექსის გამოყენებით ობიექტის სივრცული სისტემის დეტალური გაანგარიშება (მათ შორის არაწრფივი მეთოდით და მონტაჟის თანმიმდევრობის გათვალისწინებით);
• მიღებული შედეგებით ლითონის კონსტრუქციებზე კრიტიკული ძალოვანი ფაქტორების ანალიზი და ნახაზების დამუშავება პროექტირების ორივე სტადიაში („კლ“- კონსტრუქციები ლითონის და „კლდ“ - კონსტრუქციები ლითონის დეტალიზირებული“);
• საძირკვლების მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მუშა დოკუმენტაციის მომზადება;
• მზიდი და საქარე ბაგირების, აგრეთვე ვანტების დეტალური გეომეტრიული პარამეტრების (დაჭიმულ და დაუჭიმავ მდგომარეობაში) დამუშავება და დეტალური ტექნიკური მახასიათებლების გაწერა, სადაც გათვალისწინებული იქნება მიმაგრება-რეგულაციის შესაკვეთი თანდართული ქარხნული ელემენტები.
3. საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
• საერთო განმარტებით ბარათს;
• კვლევის შედეგებს;
• გენერალურ გეგმას და ტრანსპორტს;
• მშენებლობის ორგანიზაციის ძირითად დებულებებს;
• სამუშაოების შესრულების ვადებს;
• პროექტის გრაფიკული ნაწილს (შესრულებული და წარმოდგენილი უნდა იყოს AutoCad.dwg და PDF ფაილების სახით).
შენიშვნა: შესყიდვის ობიექტი არ ითვალისწინებს სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის (ექსპერტიზის ჩათვლით) მომზადებასა და წარდგენას შემსყიდველისათვის.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების განხორციელების ვადა:
მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ვადაში; აღნიშნულ ვადაში უნდა იქნას წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.3 პუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო დადებითი დასკვნა/დასკვნები.
შენიშვნა: მომსახურების განხორციელების ვადის შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართის №1-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ობიექტი მდებარეობს დაბა სტეფანწმინდის უშუალო სიახლოვეს (X:471529; Y:4723315; და X:471550; Y:4723537 კოორდინატით განსაზღვრულ ტერიტორიაზე); ხოლო მიმწოდებელმა შემსყიდველს საპროექტო დოკუმენტაცია უნდა ჩააბაროს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
1.5.2 საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას როგორც ნაბეჭდი სახით (2 ეგზემპლარი), ასევე ელექტრონული ფორმით (დისკზე ჩაწერილი 2 ეგზემპლარი). მიმწოდებელმა საპროექტო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე, ხოლო მასალების სპეციფიკაციები წარმოდგენილ უნდა იქნას ასევე ინგლისურ ენაზეც.
1.5.3 შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის შესრულებულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდება მას შემდეგ, რაც მიმწოდებელი საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე წარმოადგენს პროექტის ყველა შემადგენელ ნაწილზე, მათ შორის ტექნოლოგიურ ნაწილზე, სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებულ „A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს“ დადებით საექსპერტო დასკვნას (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული პირის აკრედიტაციის მოქმედი მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის შესაბამისი სფეროს შესახებ).
1.5.4. სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.3 პუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნ(ებ)ის ხარჯები ეკისრება მიმწოდებელს.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1 მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, გაწეული მომსახურების საგარანტიო ვადა შეადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელს. საგარანტიო ვადის განმავლობაში, შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის (პროექტის) სანებართვო სტადიაზე, აგრეთვე მისი მშენებლობის/განხორციელებისა და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საავტორო ზედამხედველობა. მიმწოდებელმა, საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, უნდა გაწიოს კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში, გავიდეს სამშენებლო ობიექტებზე შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩნდება რაიმე სახის დეფექტ(ებ)ი ან/და უზუსტობა ან/და სანებართვო პროცედურების ინიცირებიდან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე დამატებით გახდა საექსპერტო შეფასების საჭიროება ან/და მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილების შედეგად დადგება პროექტის მოდიფიცირების აუცილებლობის საკითხი, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილება ან/და შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა, შემსყიდველის მიმართვიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.
1.7.2. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებელთან ანგარიშიწორებისას შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც მიმწოდებელს დაუბრუნდება საპროექტო დოკუმენტების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული წლის შემდგომ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ვადაში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას. საგარანტიო პერიოდის (5 (ხუთი) კალენდარული წელი) განმავლობაში ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება მიმწოდებლისათვის მოხდება საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების (ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ჩათვლით) შემდგომ.
1.7.3. საგარანტიო ვადაში, მიმწოდებლის მიერ 1.7.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს 1.7.2 პუნქტით განსაზღვრული დაკავებული თანხა. ამასთან, თუ აღმოჩნდება რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა არ იქნება საკმარისი 1.7.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის (როგორიცაა ხარვეზების ან/და უზრუსტობების აღმოფხვრა ან სხვა), შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს (ქვეკონტრაქტორის გარეშე) უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი, არანაკლებ 100 მეტრი სიგრძის, საჰაერო/კიდული (ვანტური) ხიდის ლითონის კონსტრუქციებზე კრიტიკული ძალოვანი ფაქტორების ანალიზისა და ნახაზების დამუშავების მინიმუმ „კლ“ (კონსტრუქციები ლითონის) სტადიაში, მომსახურების განხორციელების გამოცდილება.
აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში ან/და ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციაში არ ჩანს ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შემსყიდველი/დამკვეთი ორგანიზაციის განმარტება შესრულებული მომსახურების სრული აღწერით.
2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი ხელშეკრულება არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (იგულისხმება, რომ არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვას), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში გამოწერილი, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომელიც უნდა ედრებოდეს წარმოდგენილ შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების ჯამურ ღირებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების პერიოდში არ იყო რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, იგი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან.“

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტს სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 დასაშვებია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%–ის წინასწარ (ავანსი) გადარიცხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. არარეზიდენტი პირების მიერ დასაშვებია უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული უნდა იქნას საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ, აღნიშნული საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს გარანტიის გამცემი საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ბეჭედდასმული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.
საბანკო გარანტიაში ბენეფიციარად მითითებულ უნდა იყოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.“ აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას (პუნქტი 3.1) (საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №3-ის (საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა/ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
7.1.1.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს საავანსო გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ორ ეტაპად. ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის ოდენობით ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტისა (ორმხრივად ხელმოწერილი) და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან. ხოლო ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი 5%-ის ანგარიშსწორება განხორციელდება საპროექტო დოკუმენტების მიღება-ჩაბარებიდან 5 (ხუთი) წლიანი საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ვადაში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას.
საგარანტიო პერიოდის (5 (ხუთი) კალენდარული წელი) განმავლობაში ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება მოხდება საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების (ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ჩათვლით) შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის ოდენობით ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან და მითითებული დოკუმენტაციის შემსყიდველის მიერ დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ხოლო ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი 5%-ის ანგარიშსწორება განხორციელდება ან საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლიანი საგარანტიო ვადის გასვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ან იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას, დაკავებული თანხის დაბრუნება მოხდება საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებიდან (ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ჩათვლით) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ პაპუაშვილი, 595701003, A.papuashvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: არჩილ პაპუაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 259).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 130 000,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი №1 (ფასების ცხრილი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.
10.3.2 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1.).
10.3.3 ინფორმაცია სასურველი ანგარიშსწორების პირობის შესახებ (პუნქტი 7.1.1). (წარმოდგენილ ინფრომაციაში მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს სურს თუ არა პრეტენდენტს ავანსის მიღება და რა პროცენტული ოდენობით).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

03-04-2024 Оборудование для охлаждения и вентиляции .

03-04-2024 Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования.

03-04-2024 Различное оборудование общего и специального назначения .

03-04-2024 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

03-04-2024 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

03-04-2024 Мебель .





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru