Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #52749229)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Agency on the Management of Day Nursery Institutions
Номер конкурса: 52749229
Дата публикации: 03-04-2024
Сумма контракта: 2 933 111


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240007065
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.04.2024 17:04
Начало приема предложения 03.05.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 08.05.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 2`933`111.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи სამუშაოების დაწყებიდან 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღე ექსპერტიზის ვადის გათვალისწინებით
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის №211-ე საბავშვო ბაგა-ბაღის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 01.10.13.040.011 ) შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების მრავალწლიანი (2024-2025 წწ) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 15`000.00 GEL
Размер гарантии 29`331 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tatia margvelashvili :: 13.03.2024 11:44
  • Последнее исправление: tatia margvelashvili :: 03.04.2024 17:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=567277&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის №211-ე საბავშვო ბაგა-ბაღის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 01.10.13.040.011 ) შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების მრავალწლიანი (2024-2025 წწ) სახელმწიფო შესყიდვა;

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია დანართი №2 ხარჯთაღრიცხვებით;
1.2.2. პრეტენდენტის მიერ დანართი №2 ხარჯთაღრიცხვები ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით (დანართი №2 ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და დანართი №2 ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
1.2.3. პრეტენდენტმა დანართი №2 ხარჯთაღრიცხვები უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი“-ს შესაბამისად;
1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები;
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ;
1.2.6. შესრულებული სამუშაო/საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალებით, დანართი №2 ხარჯთაღირცხვებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს/პარამეტრებს;
1.2.7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №2 ხარჯთაღრიცხვაში - მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას;
1.2.8 იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
1.2.9 ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ყველა გადასახადს გადაიხდის მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში. სამუშაოთა შესრულების ვადაა 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღე ექსპერტიზის ვადის გათვალისწინებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად;
1.5.2. სამუშაოების შესრულების ადგილია: ქალაქ თბილისის №211-ე საბავშვო ბაგა-ბაღი (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 01.10.13.040.011)

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადებად (გარდა მექანიკური ზემოქმედებისა) განისაზღვროს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან:

1. კონსტრუქციულ ნაწილზე 20 (ოცი) წელი;
2. სახურავზე 7 (შვიდი) წელი;
3. გათბობა-ვენტილაციის სისტემებზე 3 (სამი) წელი;
4. სარემონტო სამუშაოებზე 2 (ორი) წელი;
5. ელექტროგაყვანილობა, სუსტი დენები 2 (ორი) წელი;
6. სანტექნიკური და საკანალიზაციო გაყვანილობები 2 (ორი) წელი;
7. მანქანა-დანადგარებზე არანაკლებ 3 (სამი) წელი;
8. ლიფტზე 3 (სამი) წელი;
9. ვიდეო-კამერები 2 (ორი) წელი;
10. ასფალტის საფარი 5 (ხუთი) წელი;
11. სათამაშო მოედნის ინვენტარი 2(ორი) წელი;

1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებზე (საქონელზე) დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადაში;
1.6.3. სამუშაოს (საქონლის) ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება სარემონტო სამუშაოებზე საგარანტიო ვადის 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ.
1.6.4. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ ტენდერის სავარაუდო ღირებულების 150% -ის ღირებულების შენობ(ებ)ის მშენებლობის/რეაბილიტაციის/გამაგრების (მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების) შესრულების გამოცდილება;

2.2.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2-ები ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება და ხელშკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მისი წარმოდგენა არ არის სავალდებულო და ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი შესყიდვის სისტემაში რეგისტრაციის უნიკალური ნომერი SPA, NAT, CMR, DAP და ა.შ;

2.2.1.3. შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N3–ის შესაბამისად

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წერილობითი დავალების მიცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

2.9 other additional requirements

2.9.1. მშენებლობის პროცესში მოხმარებულ ენერგორესურსებსა და წყალზე კომუნალური გადასახადების გადახდა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა;
2.9.2. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები აწარმოოს შემსყიდველის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოების დაწყების თარიღი ორი სამუშაო დღით ადრე აცნობოს შემსყიდველს;
2.9.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით;
2.9.4. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
2.9.5. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
2.9.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით;
2.9.7. სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი),რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამურიღი რებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულის ამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფოშე სყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017წლის 14ივნისის №12 ბრძანების28-ემუხლის პირველი, მე-2,მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%/5%–ის ოდენობით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას). საავანსო თანხა გაიცემა 500 000 ლარის ფარგლებში. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად;
7.1.1.2. უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.1.1.3. წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ყოველი შესრულებული სამუშაოდან გაიქვითება გაცემული ავანსის 25%. ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-სა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის და შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება 2024-2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

2024 წელს ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 500 000 ლარს, ხოლო 2025 წელს ანაზღაურებადი თანხა შეადგენს 2 433 111 ლარს;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თათია მარგველაშვილი, 599002423, tatamargvelashvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი (გარდა Excel-ის ფორმატის ფაილებისა) წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ: რეკვიზიტები, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, გეგმა-გრაფიკი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით;
(საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.6. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.

10.1.7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.1.7.1. დანართ N2 ხარჯთაღრიცხვები, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
10.1.7.2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, დანართი N3–ის შესაბამისად;
10.1.7.3. საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია დანართი N1-ის შესაბამისად.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru