მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს შემდეგი ძირითადი
პირობების დაცვით:
ა) მომსახურების არსი:
- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ განსაზღვრულ
მიმართულებებზე, მის მიერვე დადგენილი გრაფიკითა და პირობებით
მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურება.
ბ) მომსახურების ღირებულება:
- მომსახურების ღირებულება შპს „საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების“ მიერ ანაზღაურდება შემდეგი წესით:
o ერთი ადგილის ღირებულება და მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების
რაოდენობა მიმართულებების მიხედვით მითითებულია თანდართულ ფაილში
(ცხრილი).
მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულება
გამოითვლება ფაქტობრივად შესრულებული ავიარეისებისა და
ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით სრულად,
შესაბამის ავიარეისზე, ფაქტობრივად გადაყვანილი მგზავრების
რაოდენობის მიუხედავად.
o იმ შემთხვევაში, თუ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“
წინასწარი შეთანხმებით, ავიარეისის შესრულება განხორციელდება
ტენდერში შემოთავაზებულ ბორტზე დიდი მოცულობის ბორტით, შპს
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უზრუნველყოფს მხოლოდ წინა
პუნქტში მითითებული, მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების
ღირებულების ანაზღაურებას. ამავდროულად, შპს „საქართველოს
აეროპორტების გაერთიანებისთვის“ მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს
შესაბამის რეისზე, ორივე მიმართულებით, ზემოთ მოცემულ ცხრილში
მითითებული ადგილების რაოდენობა. ხოლო ავიარეისის ტენდერში
შემოთავაზებულ ბორტზე პატარა მოცულობის ბორტით შესრულების
შემთხვევაში, ანაზღაურება განხორციელდება ტენდერში შემოთავაზებული
ადგილის ღირებულებისა და კონკრეტულ ბორტზე ხელმისაწვდომი ადგილების
მიხედვით.
o ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი
ადგილების რაოდენობა, რეისზე (იგულისხმება ორივე მიმართულება) ჯამში,
საორიენტაციოდ 47,760 ადგილი;
გ) საჰაერო ხომალდის ტიპი:
- საჰაერო ხომალდს უნდა შეეძლოს, სამართლებრივი ან სხვა შეზღუდვების
გარეშე, შესაბამისი აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლით
სარგებლობა.
- საჰაერო ხომალდს საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით
უნდა შეეძლოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის
მგზავრთა საჰაერო გადაყვანა.
- საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა, მიმართულებების მიხედვით:
თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ 40 ადგილიანი;
თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე - არანაკლებ 40
ადგილიანი;
თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ, 40 ადგილიანი;
მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
მესტია-თბილისი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
მესტია-ამბროლაური-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი;
მესტია-თელავი-მესტიის მიმართულებაზე - 15 ადგილიანი.
- საჰაერო ხომალდზე, შესაძლებელი უნდა იყოს, თითოეულ მგზავრზე,
არანაკლებ 15 კგ თანმქონი ბარგის გადატანა.
- თითოეული საჰაერო ხომალდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს
ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტების საექსპლუატაციო პირობებს,
ნებისმიერ საფრენოსნო სეზონზე / წლის ნებისმიერ დროს;
- საჰაერო ხომალდების მობილიზაციისთვის და მომსახურების გაწევის
დაწყებისთვის მიმწოდებელს განესაზღვრება არაუმეტეს ერთთვიანი ვადა
ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.
- იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ განხორციელდება უცხოური
სარეგისტრაციო მოწმობის ქვეშ არსებული საჰაერო ხომალდის მობილიზება,
ხომალდის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის მიზნებისთვის
სარეგისტრაციო მოწმობის ცვლილება, არ განიხილება საჰაერო ხომალდის
ცვლილებად.
დ) მომსახურების გაწევის ვადა:
- მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვროს შესაბამისი მომსახურების
დაწყების თარიღიდან, არაუმეტეს, 1 (ერთი) წლის ვადით.
ე) ავიაბილეთების საფასური:
- ავიაბილეთების ფასს ადგენს შპს „საქართველოს აეროპორტების
გაერთიანება“ მიმართულებების
მიხედვით;
- ბილეთების რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს ან შემსყიდველის
ან, მიმწოდებლის
მიერ ან ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმის მეშვეობით.
- მიმწოდებლის მიერ თავად ან ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმის
მეშვეობით ავიაბილეთების რეალიზაციის შემთხვევაში, ავიაბილეთების
რეალიზაციით მიღებული თანხები გადახდილ უნდა იქნას შპს „საქართველოს
აეროპორტების გაერთიანებისთვის“ ან გაიქვითოს „მიმწოდებლისთვის“
ყოველთვიურად გადასახდელ თანხებთან;
ვ) მიმწოდებელი:
- მიმწოდებელი შეიძლება იყოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის
მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი.
- საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, შესაძლებელია გაცემული იყოს,
როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მიერ, იმ შემთვევაში, თუ იგი
აღიარებულია საქართველოში.
მომსახურების სხვა ძირითადი პირობები:
- მომსახურების გაწევა იწყება შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შესაბამისი საჰაერო ხომალდებით
ფრენების დაწყებისთანავე. შესაბამისი საჰაერო ხომალდებით ფრენების
დაწყების თარიღად განისაზღვრება - ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს 1 (ერთი) თვე, გარდა თელავის აეროპორტიდან შესასრულებელი
ავიარეისებისა, რომელის შესრულებაც დაიწყება საორიენტაციოდ ზაფხულის
სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თელავის აეროპორტის ოპერირების
დაწყების მომენტიდან.
- მიმწოდებელს არ აქვს უფლება, შემსყიდველთან შეუთანხმებლად
განახორციელოს ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ ავიარეისები იმ
მიმართულებებზე, რომლებზეც შემსყიდველს აქვს დაკვეთილი ავიარეის(ებ)ის
შესრულება ან/და შემსყიდველთან შეუთანხმებლად განახორციელოს
ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ ავიარეისები სხვა მიმართულებებზეც,
თუკი ეს ხელს უშლის ამ ხელშეკრულების ფარგლებში დანიშნული
ავიარეის(ებ)ის დროულ ან/და შეუფერხებელ შესრულებას.
-- შესასრულებელი რეისები თანაბრად არ იქნება განაწილებული თვეებზე.
სეზონიდან, დატვირთვიდან თუ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე,
შესაძლებელია, რომ სხვადასხვა თვეში იყოს სხვადასხვა რაოდენობის
ფრენა.
- იმ შემთხვევაში თუ საჰაერო ხომალდ(ებ)ი არ იმყოფება საქართველოს
ტერიტორიაზე, მათი მობილიზაციისა და დემობილიზაციის ხარჯები უნდა
გაიღოს მიმწოდებელმა და ასევე უზრუნველყოს ყველა შესაბამისი
ნებართვის მიღება და საორგანიზაციო საქმიანობის მოწესრიგება.
- მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით და ორგანიზებით უნდა უზრუნველყოს
მომსახურების გაწევისათვის საჭირო/დაკავშირებული ნებართვების
მიღება, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურებების მიღება, საჰაერო
ხომალდის საწვავით გამართვა, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება
და ასევე ყველა სხვა საჭირო ღონისძიება.
- ავიარეისების შესრულების განრიგი წინასწარ უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან.
ადგილების საორიენტაციო ჯამური რაოდენობები მითითებულია ცხრილში 1.
გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოცულობები არის მხოლოდ
საორიენტაციო და არ არის სავალდებულო შემსყიდველისთვის, რომელიც
უფლებამოსილი იქნება შესაბამისი მომენტისათვის (მათ შორის,
ელექტრონული ტენდერის გამოცხადების და ხელშეკრულების გაფორმების
შემდეგაც) არსებული გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვროს
მოცულობები თითოეულ მიმართულებაზე, მათ შორის არსებითად შეცვალოს
ასეთი მოცულობები.
- მხოლოდ ერთი მიმართულებით შესრულებული რეისის შემთხვევაში
ანაზღაურდება შესრულებული ერთი მიმართულების ადგილების შესაბამისი
ღირებულება.
- „რეისი“ - წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის, ფრენა საწყისი
აეროპორტიდან დანიშნულების აეროპორტის მიმართულებით და უკან.
შესასრულებელ რეისზე, საწყისი აეროპორტი შეიძლება იყოს, კონკრეტული
მიმართულების ორი აეროპორტიდან ერთ-ერთი.
- რეისების საორიენტაციო ჯამური რაოდენობები მითითებულია, მოცემული,
დაგეგმილი განრიგის მიხედვით, დაახლოებით 1 წლის პერიოდზე. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ ხელშეკრულება გაფორმდება მომსახურების დაწყების
თარიღიდან არაუმეტეს 1 წლის ვადით და, თუ დაგეგმილი განრიგის ფარგლებში
იქნება შეუსრულებელი რეისები და აუთვისებელი თანხები, მათი გამოყენება
შესაძლებელია მოხდეს მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში.