Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги авиационного транспорта (Грузия - Тендер #52749196)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "The Union of Airports of Georgia"
Номер конкурса: 52749196
Дата публикации: 03-04-2024
Сумма контракта: 8 178 197


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA240000534
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.04.2024 18:01
Начало приема предложения 02.05.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 07.05.2024 14:30
Предполагаемая цена закупки 8`178`197.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 60400000-Услуги авиационного транспорта
Коды классификатора
  • 60400000 - Услуги авиационного транспорта
Срок подачи დოკუმენტაციის თანახმად.
Дополнительная информация
Procurement type: Electronic Tender (SPA)
Procuring entity: "United Airports of Georgia" LLC
Procurement announcement date:
Bids accepted from 02.05.2024 00:00
Deadline for bid submission 07.05.2024 14:30
Funding – funds of 2024 (year)
Estimated value of procurement 8,178,197 .00 GEL
Bid must be submitted Excluding VAT
Classifier (CPV) code
• 60400000 - Air transport services
Classifier (CPV) code and specific procurement object
• 60400000 - Air transport services
Amount or Volume of Procurements: In accordance with tender documentation
Supply Period: In accordance with tender documentation
Bid reduction step: 83, 000GEL
Guarantee amount: 81`782 GEL
Guarantee validity: period 160 Day
Количество и объём закупок იხილეთ დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 83`000.00 GEL
Размер гарантии 81`782 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: emeliana uznadze :: 01.04.2024 11:19
  • Последнее исправление: emeliana uznadze :: 03.04.2024 18:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570180&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიამიმართულებაზე, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

3. მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით:

ა) მომსახურების არსი:
- თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიამიმართულებებზე, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურება.

ბ) მომსახურების ღირებულება:
- მომსახურების ღირებულება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ანაზღაურდეს შემდეგი წესით:
o ერთი ადგილის ღირებულება და მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით მითითებულია თანდართულ ფაილში (ცხრილი).
o მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულება გამოითვლება ფაქტობრივად შესრულებული ავიარეისებისა და ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით სრულად, შესაბამის ავიარეისზე, ფაქტობრივად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიუხედავად.
o იმ შემთხვევაში, თუ, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით, ავიარეისის შესრულება განხორციელდება ტენდერში შემოთავაზებულ ბორტზე დიდი მოცულობის ბორტით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უზრუნველყოფს მხოლოდ წინა პუნქტში მითითებული, მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების ღირებულების ანაზღაურებას. ამავდროულად, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამის რეისზე, ორივე მიმართულებით ზემოთ მოცემულ ცხრილში მითითებული ადგილების რაოდენობა. ხოლო ავიარეისის ტენდერში შემოთავაზებულ ბორტზე პატარა მოცულობის ბორტით შესრულების შემთხვევაში, ანაზღაურება განხორციელდება ტენდერში შემოთავაზებული ადგილის ღირებულებისა და კონკრეტულ ბორტზე ხელმისაწვდომი ადგილების მიხედვით.
o ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, ორივე მიმართულებით ჯამში, საორიენტაციოდ 26,560 ადგილი;

გ) საჰაერო ხომალდის ტიპი:
- საჰაერო ხომალდს უნდა შეეძლოს, სამართლებრივი ან სხვა შეზღუდვების გარეშე, შესაბამისი აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლით სარგებლობა.
- საჰაერო ხომალდს საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით უნდა შეეძლოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის მგზავრთა საჰაერო გადაყვანა.
- საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა, მიმართულებების მიხედვით:
• თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე - არანაკლებ 40 ადგილიანი;
- საჰაერო ხომალდზე, შესაძლებელი უნდა იყოს, თითოეულ მგზავრზე, არანაკლებ 15 კგ თანმქონი ბარგის გადატანა.
- თითოეული საჰაერო ხომალდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტების საექსპლუატაციო პირობებს, ნებისმიერ საფრენოსნო სეზონზე / წლის ნებისმიერ დროს;
- საჰაერო ხომალდების მობილიზაციისთვის და მომსახურების გაწევის დაწყებისთვის მიმწოდებელს მიეცემა არაუმეტეს 1 (ერთი) თვიანი ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.

დ) მომსახურების გაწევის ვადა:
- მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვროს შესაბამისი მომსახურების დაწყების თარიღიდან, არაუმეტეს, 2 (ორი) წლის ვადით.

ე) ავიაბილეთების საფასური:
- ავიაბილეთების ფასს ადგენს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მიმართულებების მიხედვით;
- ბილეთების რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს ან შემსყიდველის ან, მიმწოდებლის მიერ ან ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმის მეშვეობით.
- მიმწოდებლის მიერ თავად ან ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმის მეშვეობით ავიაბილეთების რეალიზაციის შემთხვევაში, ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული თანხები გადახდილ უნდა იქნას შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ ან გაიქვითოს „მიმწოდებლისთვის“ ყოველთვიურად გადასახდელ თანხებთან;

ვ) მიმწოდებელი:
- მიმწოდებელი შეიძლება იყოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი.
- საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, შესაძლებელია გაცემული იყოს, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მიერ, იმ შემთვევაში, თუ იგი აღიარებულია საქართველოში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება დაიწყება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შესაბამისი საჰაერო ხომალდებით ფრენების დაწყებისთანავე.

- საჰაერო ხომალდების მობილიზაციისთვის და მომსახურების გაწევის დაწყებისთვის განისაზღვრება არაუმეტეს ერთთვიანი ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.

- მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება შესაბამისი მომსახურების დაწყების თარიღიდან არაუმეტეს 2 (ორი) წელი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების შესაბამისად.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1.1 ინფორმაცია პრეტენდენტის საჰაერო ხომალდის შესახებ - დანართი შესაბამისად.

- საჰაერო ხომალდს უნდა შეეძლოს, სამართლებრივი ან სხვა შეზღუდვების გარეშე, შესაბამისი აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლით სარგებლობა.
- საჰაერო ხომალდს საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით უნდა შეეძლოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის მგზავრთა საჰაერო გადაყვანა. საჰაერო ხომალდის მოცულობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მიმართულებების მიხედვით, მოცემულია ამ განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტში.
- საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა, მიმართულებების მიხედვით:
• თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე - არანაკლებ 40 ადგილიანი;
- საჰაერო ხომალდზე, შესაძლებელი უნდა იყოს, თითოეულ მგზავრზე, არანაკლებ 15 კგ თანმქონი ბარგის გადატანა.
- თითოეული საჰაერო ხომალდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტების საექსპლუატაციო პირობებს, ნებისმიერ საფრენოსნო სეზონზე / წლის ნებისმიერ დროს;
- საჰაერო ხომალდების მობილიზაციისთვის და მომსახურების გაწევის დაწყებისთვის მიმწოდებელს უნდა მიეცეს არაუმეტეს 1 (ერთი) თვიანი ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.
1.2. დოკუმენტური მოთხოვნები:
• საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერთიფიკატი მოქმედი ვადით;
• საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერთიფიკატი;
• საჰაერო ხომალდის დაზღვევის მოწმობა;
ზემოაღნიშნული მგზავრთა და თანმქონე ბარგის წონების გათვალისწინებით, გადაყვანის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჰაერო ხომალდის Aircraft Flight Manual-ის მიხედვით დაანგარიშებული მონაცემები.

შენიშვნა 1: შემსყიდველი უფლებამოსილია, შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაციისათვის მიმართოს დოკუმენტების გამცემ ან მათში მოხსენიებულ პირებსა თუ უწყებებს და მათგან მიღებული ინფორმაცია გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას.

1.3. ამ ტენდერისათვის საჭირო საჰაერო ხომალდის მინიმალური აუცილებელი სახეობა და ოდენობა (შესაძლებელია, რომ პრეტენდენტმა დანართის შევსებისას მიუთითოს სხვა საშუალებებიც).

შენიშვნა: ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას დანართის სახით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის შესახებ.

1.1. პრეტენდენტის პერსონალის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია იმის შეფასება და განსაზღვრა, ჰყავს თუ არა პრეტენდენტს სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალი, რაც აუცილებელია ამ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურების სრულყოფილად და ხარისხიანად განხორციელებისათვის.

1.2. გამოცდილების მოთხოვნები პერსონალის მიმართ:
მომსახურების განხორციელებაში ჩართულ პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, კერძოდ:
ა) ხომალდის მეთაური - წარმოდგენილ საჰაერო ხომალდის ტიპზე არანაკლებ 1000 საათი ნაფრენი მეთაურის რანგში;
ბ) მეორე მფრინავი - წარმოდგენილ საჰაერო ხომალდის ტიპზე არანაკლებ 200 საათი, ან საერთო ნაფრენის საათების რაოდენობა 500;
გ) ბორტგამცილებელი - საერთო ნაფრენი საათების რაოდენობა 200.

მფრინავების და ბორტგამცილებლების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას დოკუმენტის სახით, სადაც მიეთითება: სახელი, გვარი, საფრენოსნო მოწმობის მოქმედების ვადა, სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა, საექსპლუატაციო დაშვებები, ნაფრენის საათების რაოდენობა საჰაერო ხომალდის ტიპის მითითებით.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებამოსილია, გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაციისათვის მიმართოს პრეტენდენტის იმ პერსონალს, რომელთა შესახებაც უთითებს პრეტენდენტი თავის სატენდერო წინადადებაში და მათგან მიღებული ინფორმაცია გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი უნდა ფლობდეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მგზავრთა საჰაერო კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის უფლებას, რის დასტურადაც წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის რეგისტრაციის ქვეყნის მიხედვით არ გაიცემა ასეთი სპეციალური მოწმობა, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასთან გათანაბრებული ისეთი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტს მინიჭებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მგზავრთა საჰაერო კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის უფლება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:
- საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და მისი დანართები;
- საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა;
- სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის N95 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის” შესაბამისად გაცემული დაზღვევის პოლისი.



შენიშვნა: შენიშვნა: სერთიფიკატები უნდა იყოს მოქმედი ხელშეკრულების გაფორმების დროს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერთიფიკატების ვადის გაგრძელება და შესაბამისად წარმოდგენა ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. აღნიშნული სერთიფიკატების მოქმედების შეჩერება/შეწყვეტა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორია პირი, რომელიც ასრულებს მიმწოდებლის მიერ ტენდერის და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გასაწევი მომსახურების ნაწილს, ან ამ მომსახურების ფარგლებში საჭირო რაიმე დამატებით/დამხმარე მომსახურებას.

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურება პრეტენდენტმა არსებითად თავად უნდა შეასრულოს. დაუშვებელია, რომ პრეტენდენტი წარმოადგენდეს არსებითად მხოლოდ შუამავალს შემსყიდველსა და მომსახურების უშუალო შემსრულებლებს შორის. აქედან გამომდინარე, ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია იმის განსაზღვრა, აპირებს თუ არა პრეტენდენტი ქვეკონტრაქტორების გამოყენებას და დადებით შემთხვევაში როგორი იქნება პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორების როლები მომსახურების შესრულებაში, ასევე გააჩნიათ თუ არა ქვეკონტრაქტორებს მათ მიერ მომსახურების შესრულებისათვის საჭირო კომპეტენცია.

1. მოთხოვნები ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით:
თითოეულ ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იქნას ამ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ინფორმაცია, იმ სფეროს შესაბამისად, რომელ ნაწილშიც ასრულებს მომსახურებას ეს ქვეკონტრაქტორი.
2. პრეტენდენტი უფლებამოსილია, არ ჰყავდეს პერსონალი და არ ჰქონდეს მატერიალურ- ტექნიკური ბაზა (მ/შ საჰაერო ხომალდი) იმ კონკრეტულ მიმართულებით, რომელშიც აპირებს ქვეკონტრაქტორის გამოყენებას.

2.1. ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასტურად პრეტენდენტმა ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია იმის ანალოგიურად, როგორც ეს არის მოთხოვნილი პრეტენდენტის პერსონალთან და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან მიმართებით;

3. დამატებითი პირობები და შეზღუდვები ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით:
• ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (ე.წ. "შავი სია“) ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული ევროკავშირის კომისიის საჰაერო უსაფრთხოების სიის (The EU Air Safety List) ფარგლებში გამოქვეყნებულ ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალულ ან შეზღუდულ გადამზიდველებს შორის (ხელმისაწვდომია ელექტრონულად საიტზე https://transport.ec.europa.eu/transport-themes/eu-air-safety-list_en);

• შემსყდველის მიერ ქვეკონტრაქტორების საკითხის განხილვისა და მიღების შემდეგ ქვეკონტრაქტორის ყოველი ცვლილება წინასწარ უნდა ეცნობოს და შეუთანხმდეს შემსყიდველს პრეტენდენტის (ან უკვე მიმწოდებლის) მიერ;
• ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეულ მომსახურებაზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

შენიშვნა: ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას დანართის სახით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე მან, პირველ რიგში, უნდა წარმოადგინოს დეტალური გაანგარიშება, თუ საიდან გამომდინარეობს მის მიერ შემოთავაზებული ფასი.
გაანგარიშებაში მითითებული რიცხვებისა თუ სხვა მონაცემების რეალურობის დასასაბუთებლად კი, შეიძლება წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის დოკუმენტები:

• პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, ანგარიშფაქტურა, ინვოისი, რომლითაც დასტურდება გაანგარიშებაში მითითებული დაგეგმილი ხარჯისა თუ შემოსავლის ოდენობის რეალურობა;
ან/და
• რელევანტურ მონაცემებზე დაფუძნებული და სათანადოდ მომზადებული და დასაბუთებული სტატისტიკური თუ სხვა კვლევითი მონაცემები, რომლითაც ობიექტურად საბუთდება გაანგარიშებაში მითითებული დაგეგმილი ხარჯისა თუ შემოსავლის ოდენობის რეალურობა;
ან/და
• სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა სათანადოდ აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის / ექსპერტის საექსპერტო დასკვნა, რომელშიც დასაბუთებული და ცალსახად მითითებული იქნება, რომ პრეტენდენტის გაანგარიშებაში მითითებული დაგეგმილი ხარჯისა თუ შემოსავლის ოდენობები რეალურია თანამედროვე საბაზრო პირობებში.
საალბათო ან პირობით დაშვებებზე დაფუძნებული დასკვნა არ მიიღება.
დასაბუთება (მისი დანართი დოკუმენტებითურთ, მ/შ საექსპერტო დასკვნითურთ) ატვირთული უნდა იქნას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში,

დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფასების კლება არ უნდა მოხდეს მისაწოდებელი მომსახურების ხარისხის არსებითი გაუარესების ხარჯზე. დაუშვებელია მომსახურების გაწევის ეტაპზე მიმწოდებლის მიერ ხარისხის გაუარესება დაბალი ფასების მოტივით ანუ პროექტის მცირე ბიუჯეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მომიზეზებით და მათ შორის იმაზე აპელირებით, რომ შემსყიდველი ტენდერის დროს დაეთანხმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

- განახლებული ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან რომ არ მიმდინარეობს პირის ლიკვიდაცია;

- ცნობა შესაბამისი სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.3 for an individual entrepreneur

არა

5.1.4 for a physical entit

არა

5.1.5 for a partnership

არა

5.1.6 for a non-resident

- მათი ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომელშიც მითითებულია კომპანიის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მონაცემები, ასევე სხვა რეკვიზიტები მათი არსებობის შემთხვევაში.
- დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს ლიკვიდაციის ან გაკოტრების პროცესი.
- სათანადოდ დამოწმებული ამონაწერი შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობიდან, რომლითაც ირკვევა, რომ მოთხოვნილი საკვალიფიკაციო ინფორმაცია მიმწოდებლის ქვეყანაში დგინდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით.

შენიშვნა:
გამარჯვებულმა არარეზიდენტმა პირმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს სისტემაში ატვირთული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აპოსტილით დამოწმებული (საჭიროების შემთხვევაში ლეგალიზებული) ვერსია იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დოკუმენტაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია აპოსტილით (საჭიროების შემთხვევაში ლეგალიზება) დამოწმება.

5.1.7 for a representation/branch

- განახლებული ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან რომ არ მიმდინარეობს პირის ლიკვიდაცია;
- ცნობა შესაბამისი სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია სულ მცირე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით. გარანტია „შემსყიდველის“ მიერ გამოიყენება „მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი და „შემსყიდველის“ მიერ მისი გამოყენება არ უნდა საჭიროებდეს რაიმე სახის პირდაპირ ან ირიბ დადასტურებას ან ნების სხვაგვარ გამოვლენას „მიმწოდებლის“ მხრიდან.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

მიმწოდებლის მხრიდან მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით, საანგარიშო თვეში მოსალოდნელი მომსახურების ღირებულების ჯამური ოდენობის არა უმეტეს 50%-ისა. წინასწარი ანგარიშსწორებისთვის აუცილებელია წარმოდგენილ იქნას საავანსო საბანკო გარანტია არანაკლებ ავანსად გადასახდელი თანხის ეკვივალენტურ ოდენობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ბოლო ვადას.

გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით.

შემსყიდველის მიერ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის გადახდა მიმწოდებლისთვის განხორციელდება მის მიერ მოთხოვნის დაფიქსირებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად, ხელშეკრულებით დადგენილ ფასად.
2. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტი.
3. ანგარიშსწორება მოხდება არარეზიდენტის შემთხვევაში - აშშ დოლარში, ხოლო რეზიდენტის შემთხვევაში - ლარში, საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი მიღება- ჩაბარების აქტის წარდგენის საფუძველზე. დეკემბრის თვეში შუალედური აქტის არსებობის შემთხვევაში მოხდება შუალედური ანგარიშსწორება. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ გადახდის ბოლო ვადა გადადის მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს.
4. ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის ნაწილი დაიფარება ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლით, ხოლო დანარჩენი თანხის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ ყოველთვიურად თანხის გამოყოფის გზით.
5. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ შესრულებულ რეისზე წარუდგინოს შემსყიდველს ოფიციალური დოკუმენტი გადაყვანილი მგზავრების შესახებ - ე.წ. მგზავრთა მანიფესტი და ჯამური ჩატვირთვის უწყისი (ე.წ. Loadsheet), რომელთა ფორმაზეც მხარეები დამატებით შეთანხმდებიან.
6. მხარემ, რომელსაც წარმოეშობა პრეტენზია გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიმართ, წერილობით უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ მეორე მხარეს მიმდინარე საანგარიშო თვის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე (აქტის გაფორმების შემდეგ პრეტენზია არ მიიღება). ამ საკითხის გარკვევის პროცესი არ შეაფერხებს მომდევნო საანგარიშო თვის მომსახურების მიღებას და მის ანაზღაურებას.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru