შესყიდვის ობიექტი:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა
და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and
Malaria) მიერ დაფინანსებული„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის
პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების
გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან -
2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით (საორიენტაციო პერიოდი 10 თვე), ტექნიკური და
ფუნქციონალური მხარდაჭერის მომსახურება არსებული ორი დამოუკიდებელი
ონლაინ პლატფორმისთვის AdhereTB და TraceTB (ვებ-პლატფორმა, Android და iOS აპლიკაციები) -
(CPV 72261000 - პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ მხარდაჭერასთან
დაკავშირებული მომსახურებები (ან CPV72200000-პროგრამული უზრუნველყოფის
შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები))
ტექნიკური დავალება:
2003 წლიდან აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ
ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მხარდაჭერით ქვეყანა
უზრუნველყოფს ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული და
სამკურნალო ღონისძიებების დაფინანსებას. 2014 წლიდან გლობალური ფონდის
გრანტის ძირითადი მიმღები სსიპ - ლ. საყვარელიძის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრია.
გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული „ტუბერკულოზის ყველა ფორმის
ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო
ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა“ პროგრამის ფარგლებში,
შექმნილია ვიდეო მეთვალყურეობით მკურნალობის (Video Supported treatement) აღრიცხვის
ელექტრონული პლატფორმა და მობილური აპლიკაცია (Android, iOS) - AdhereTB (განცხადების
ნომერი NAT170005903), ასევე ტუბერკულოზით დაავადებული ინდექს-პაციენტების
კონტაქტებისა და ტუბერკულოზური ინფექციის მკურნალობაზე მყოფი
პირების აღრიცხვის ელექტრონული პლატფორმა და მობილური აპლიკაცია (Android)
TraceTB (განცხადების ნომერი NAT210001074).
აღნიშნულ პლატფორმებზე, მათი შექმნის დღიდან, ფაქტობრივად უწყვეტად
ხორციელდებოდა დეველოპერების მხრიდან ტექნიკური მხარაჭერის
მომსახურება, რომლის ვადაც იწურება 2024 წლის 24 თებერვალს.
AdhereTB - ტუბერკულოზისთ დაავადებულ პაციენტებს, ტუბერკულოზის ეროვნული
პროგრამის ფარგლებში, სამკურნალო მედიკამენტები ეძლევათ უფასოდ, თუმცა
დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე ჯანდაცვის მუშაკი უნდა
დარწმუნდეს, რომ პაციენტი მიცემულ მედიკამენტებს ნამდვილად სვამს.
ამის განხორციელება შესაძლებელია მედიკამენტების ექთნის უშუალო
მეთვალყურეობის ქვეშ მიღებით (DOT – Direct Observed Treatement) ან ვიდეო მეთვალყურეობით
მკურნალობით (VST - Video Supported Treatement). AdhereTB შექიმნა 2017 წელს და არის ვიდეო
მეთვალყურეობით მკურნალობის (Video Supported treatement) აღრიცხვის ელექტრონული
პლატფორმა (web based) და Android და iOS ოპერაციულ სისტემებზე დაფუძნებული სმარტფონ
აპლიკაცია (https://play.google.com/store/apps/details?id=com.leavingstone.adheregeo&hl=en_US&gl=US&pli=1 და
https://apps.apple.com/us/app/adhere-tb/id1602375965), რომლის ვებ-პლატფორმის მომხმარებლები არიან
სამედიცინო პერსონალი ხოლო აპლიკაციას იყენებენ პაციენტები.
აპლიკაცია საშუალებას აძლევს პაციენტებს მათთვის სასურველ დროს
მიიღონ მედიკამენტები, მიღების პროცესი ჩაიწერონ AdhereTB აპლიკაციით და
ღილაკზე ერთი დაჭერით ატვირთონ ვიდეო სერვერზე. თავის მხრივ, ექთანი ვებ
პლატფორმაზე ნახავს პაციენტის მიერ ატვირთულ მედიკამენტის მიღების
ვიდეოს და დაადასტურებს ან უარყოფს მედიკამენტის მიღებას.
აპლიკაციის ტექნიკური დოკუმენტაციისთვის იხილეთ დანართი#1 - დანართი 1 -
AdhereTB ტექნიკური დოკუმენტაცია
TraceTB - ტუბერკულოზის (TB) კონტაქტები არიან ადამიანები, რომლებიც
ექსპოზიციაში იმყოფებიან ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ პირებთან.
ვინაიდან კონტაქტები ინფექციის მაღალი რისკის წინაშე დგანან, ისინი
საჭიროებენ ტუბერკულოზზე სისტემატურ და აქტიურ გამოკვლევას.
კონტაქტების კვლევა ხელს უწყობს აქტიური ტუბერკულოზის ადრეულ
გამოვლენას, რაც თავის მხრივ ამცირებს დაავადების სიმძიმეს და
ტუბერკულოზის სხვებზე გადაცემის რისკს, გამოავლენს ლატენტურ
ტუბერკულოზურ ინფექციას (LTBI) და ხელს უწყობს შესაბამისი პროფილაქტიკური
ზომების გატარებას. TraceTB შეიქმნა 2022 წელს, საქართველოში ტუბერკულოზით
დაავადებული პაციენტის ახლო კონტაქტებისა და ტუბერკულოზური
ინფექციის მკურნალობაზე მყოფი პირების აღრიცხვისა და საერთო ბაზის
შექმნისთვის. ამ პლატფორმის საშუალებით ასევე ხდება ინფორმაციის
მუდმივი მიმოცვლა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და
ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამას შორის. TraceTB ასევე შედგება ელექტრონული
პლატფორმისა (web based) და Android ოპერაციულ სისტემებზე დაფუძნებული სმარტფონ
აპლიკაციისგან (https://play.google.com/store/apps/details?id=com.leavingstone.tracetbgeo&hl=en_US&gl=US). აპლიკაციის
საშუალებით ხდება ინდექს-პაციენტების, კონტაქტების და ლატენტური
ტუბერკულოზური ინფექციის რისკ-ჯგუფების
შეყვანა/დარეგისტრირება/მიდევნება, ხოლო ვებ-პლატფორმში, თავს იყრის
ყველა დარეგისტრირებული პირი და ფორმირდება მონაცემთა ბაზა.
აპლიკაციის ტექნიკური დოკუმენტაციისთვის იხილეთ დანართი#2 - დანართი 2 -
TraceTB ტექნიკური დოკუმენტაცია.
ორივე ზ.ა. პლატფორმა და მათი სორს კოდები არის სსიპ „ლ. საყვარელიძის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის“ მფლობელობაში.
პლატფორმების გამართულად და შეუფერხებლად მუშობისთვის, ხარვეზების და
პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისთვის 2024 წლის
ბოლომდე, საჭიროა ტექნიკური და ფუნქციონალური მხარდაჭერის
მომსახურება (სერვისული მომსახურება).
ტექნიკური მხარდაჭერის განმავლობაში პლატფორმები განთავსებული
იქნება შემსყიდველის ინფრასტრუქტურაში (სერვერზე).
შესყიდვის მიზანი:
მომსახურების შესყიდვის მიზანია AdhereTB და TraceTB პლატფორმების გამართული და
შეუფერხებელი მუშობისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31
იანვრის ჩათვლით (საორიენტაციოდ 10 თვის განმავლობაში), ტექნიკური და
ფუნქციონალური მხარდაჭერა.
AdhereTB და TraceTB პლატფორმების ტექნიკური და ფუნქციონალური მხარდაჭერა 2025 წლის
იანვრის ჩათვლით, მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• მომსახურების პერიოდის მანძილზე არსებული პროგრამული ხარვეზების
სრულფასოვანი აღმოფხვრა;
• AdhereTB პლატფორის პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერი შეცდომის,
დაზიანების, გაუმართაობის და დეფექტის იდენტიფიცირება და
გასწორება/კორექტორება, როგორც ვებ-გვერდზე, ისე Android და iOS ოპერაციულ
სისტემიაზე მორგებულ აპლიკაციებში;
• TraceTB პლატფორის პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერი შეცდომის,
დაზიანების, გაუმართაობის და დეფექტის იდენტიფიცირება და
გასწორება/კორექტორება, როგორც ვებ-გვერდზე, ისე Android ოპერაციულ
სისტემაზე მორგებულ აპლიკაციაში;
• AdhereTB და TraceTB პლატფორმების ვებ-გვერდზე და სმარტფონ აპლიკაციებში ისეთი
ინფორმაციის (ტექსტური, გრაფიკული, სურათი, ცვლადები და ა.შ.) ცვლილება,
რაც პლატფორმის ადმინისტრატორის მომხმარებლის გამოყენებით
შეუძლებელია;
• AdhereTB და TraceTB პლატფორმების პროგრამული უზრუნველყოფის მდგომარეობის
რევიზია და მუშაობის ოპტიმიზაცია;
• AdhereTB და TraceTB პლატფორმებზე, მოთხოვნის შესაბამისად არსებული
ფუნქციონალის მცირე ცვლილება/გაუმჯობესება;
• AdhereTB სმარტფონ აპლიკაციის Android და iOS ოპერაციულ სისტემების ახალ
ვერსიებთან თავსებადობის შემოწმება და უზრუნველყოფა;
• TraceTB სმარტფონ აპლიკაციის Android ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიებთან
თავსებადობის შემოწმება და უზრუნველყოფა;
• AdhereTB და TraceTB პლატფორმებზე, Google Play და Playstore აპლიკაციის სამართავ პანელში
შემოსული ხარვეზების მონიტორირება და გასწორება. გასწორებული
აპლიკაციების ატვირთვა შესაბამის მარკეტზე და ატვირთვაზე კონტროლი;
• AdhereTB პლატფორმის, Google Play და Playstore-ზე განთავსების უწყვეტობის
უზრუნველყოფა;
• TraceTB პლატფორმის, Google Play-ზე განთავსების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
• ყოველთვიური გეგმიური ოპტიმაზაციის სამუშაოები;
• საჭიროების შემთხვევაში, AdhereTB და/ან TraceTB პლატფორმების, ცალმხრივი ან
ორმხრივი ბმის განხორციელება API სერვისით (კომუნიკაციის
განხორციელება/ინფორმაციის მიმოცვლა), სხვა ისეთ სისტემებთან რომელსაც
აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ბმა აღნიშნულ პლატფორმებთან (მაგ:
ტუბერკულოზის ახალი ელექტრონული სისტემა). ბმის განხორციელება მოიცავს
სერვისის მეთოდის და აღწერილობის მომზადებას და ჩაშენებას AdhereTB და/ან TraceTB
აპლიკაციების მხარეს, ან წინასწარ მომზადებული მეთოდების და
აღწერილობის ჩაშენებას AdhereTB და/ან TraceTB აპლიკაციების მხარეს.
• მხარდაჭერა ტელეფონითა და ელ. ფოსტით (ინფორმაციის მიწოდება და/ან
კონსულტაციის გაწევა პრობლემის მოსაგვარებლად და/ან პროგრამული
უზრუნველყოფის ფუნქციონირებისთვის);
• მომხმარებლებიდან შემოსული ხარვეზების მონიტორირება და გასწორება.
გადაუდებელი ხარვეზების შემთხვევაში 24 საათში პრობლემის მოგვარება;
• მომსახურების პერიოდის ამოწურვისთვის პროგრამული კოდის
სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელება;
• მომსახურების პერიოდის ამოწურვამდე 4 თვით ადრე პროგრამული კოდის
სრულფასოვანი ტრანსფერისთვის მზადების დაწყება.
შენიშვნა:
სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით
გათვალისწინებულ მომსახურებასთან და მიწოდებასთან დაკავშირებულ
ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.