დაცული ტერიტორიების სააგენტო
ღონისძიება -“მწვანე კალენდრის დღეები”
საქართველოს ბუნების პრომოციის, დაცული ტერიტორიების ცნობადობის
გაზრდის, ასევე, საერთაშორისო გარემოსდაცვით ღონისძიებებში
ჩართულობის უზრუნველსაყოფად, „მწვანე კალენდრის დღეების“
აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზება და
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების განხორციელება,
საქართველოს მასშტაბით, 2024 წლის განმავლობაში.
ღონისძიება - "მწვანე კალენდრის დღეები“ შედგება 3 კომპონენტისგან - 3
ცალ-ცალკე ღონისძიება სხვადასხვა ლოკაციებზე და სხვადასხვა
თარიღებში:
1 ღონისძიება - ეროვნული პარკების კვირეული (სავარაუდო თარიღი: აპრილის
ბოლო, 20-26 აპრილი)
2 ღონისძიება - რეინჯერთა მსოფლიო დღე (სავარაუდო თარიღი: 31 ივლისი)
3 ღონისძიება - მსოფლიო დასუფთავების დღეები (სავარაუდო თარიღი: 19-20
სექტემბერი) ან შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე (სავარაუდო თარიღი: 31
ოქტომბერი)
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების - "მწვანე კალენდრის
დღეები“ (და მისი კომპონენტების) კონკრეტული კონცეფციის, დაზუსტებული
სცენარის ჩამოყალიბება და წერილობითი სახით წარმოდგენა
შემსყიდველთან შეთანხმების მიზნით. ღონისძიებების თარიღები და
ლოკაციები (საქართველოს მასშტაბით) შესაძლოა შეიცვალოს, სწორედ ამიტომ,
შემსყიდველი ვალდებულია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე,
კონკრეტული ღონისძიების ჭრილში, შემსრულებელს 2024 წლის განმავლობაში,
7-დან 40-მდე კალენდარული დღით ადრე შეატყობინოს ღონისძიების ჩატარების
კონკრეტული ადგილი, დღე, დრო და საჭიროებები; ასევე, შემსყიდველი
ვალდებულია ღონისძიების ცვლილების ან/და გაუქმების შემთხვევაში
შეატყობინოს შემსრულებელს მინიმუმ 7 კალენდარული დღით ადრე.
ღონისძიების "მწვანე კალენდრის დღეები“ და მისი კომპონენტების მეტად
ეფექტურად განსახორციელებლად, საჭიროებებია:
1. პირველი ღონისძიების „ეროვნული პარკების კვირეული“
დაგეგმვა-ორგანიზება
1.1 ეროვნული პარკების კვირეულის ღონისძიების ფარგლებში:
საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, კერძოდ დაცული
ტერიტორიების მიმდებარედ, სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდება
სხვადასხვა შინაარსის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები:
1) ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარები, შემეცნებითი თემატური
პრეზენტაციები: „ეროვნული პარკები და მათი მნიშვნელობა“, ,,დაცული
ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება“, ,,ბიომრავალფეროვნების
საფრთხეები და გარემოსდაცვითი გამოწვევები“. ეს კომპონენტი მოიცავს
თბილისისა და რეგიონების მასშტაბით სემინარების გამართვას.
ადმინისტრაციების მიხედვით, მიმდებარე მოსახლეობის სკოლის
მოსწავლეები ჩაერთვებიან გარემოსდაცვით აქტივობებში: მოამზადებენ
თემებს და გამართავენ ფოტო - ნახატების გამოფენას ეროვნული პარკების და
ბიომრავალფეროვნების თემატიკით. რეგიონებსა და თბილისის მასშტაბით
შეირჩევა დაახლოებით 50 გამარჯვებული მონაწილე. ამ ნაწილში მიმწოდებლის
ჩართულობა არ განიხილება, ღონისძიებებს საკუთარი ძალებით აორგანიზებს
შემსყიდველი.
2) მოსწავლეთა კონფერენცია, თემით: ,,საქართველოს ეროვნული პარკები”.
კონფერენცია ჩატარდება თბილისში, საკონფერენციო სივრცეში (მაგ:
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში). ამ დღეს მოეწყობა გამოფენა -
მოსწავლეების მიერ შესრულებეული ნამუშევრების და წარმოდგენილი
იქნება ესეები დაცული ტერიტორიების თემატიკით - "დაცული ტერიტორიების
ბიომრავალფრეროვნება“. ამ ნაწილში მიმწოდებლის ჩართულობა არ
განიხილება, ღონისძიებებს საკუთარი ძალებით აორგანიზებს
შემსყიდველი.
3) მასშტაბური ღონისძიება, რომელიმე დაცულ ტერიტორიაზე (მაგ: თბილისის
ეროვნული პარკი) ბუნებაში, გარე სივრცეში, თემა: ,,ერთი დღე ეროვნული
პარკის რეინჯერად“. აღნიშნული ღონისძიების სრულად უზრუნველყოფა უნდა
განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ (ზოგადი კონცეფცია მოცემულია
ქვემოთ):
ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან რეინჯერები და სკოლის მოსწავლეები,
რომლებიც კვირეულის ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ და
გამოვლინდნენ გამარჯვებულებად სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო
აქტივობებში.
ღონისძიებაზე - ,,ერთი დღე ეროვნული პარკის რეინჯერად“ (რომელიმე დაცულ
ტერიტორიაზე, მაგ: თბილისის ეროვნული პარკი, ბუნებაში, გარე სივრცეში)
მოეწყობა რამდენიმე ცალ-ცალკე სივრცე:
● ოფიციალური სივრცე
ამ სივრცეში განთავსდება:
● სცენა (შეფუთული ხელოვნური მწვანე ბალახის საფარით, სცენის წინა
მხარეს, მწვანე ბალახის საფარზე წარწერა - მწვანე კალენდრის დღეები/ერთი
დღე ეროვნული პარკის რეინჯერად
● ტრიბუნა და ტრიბუნის მიკროფონი
● ლედ ეკრანი (ვიდეოკლიპების გასაშვებად)
● სცენის წინ სტუმრების დასაჯდომი ადგილი სკამებით
● სინქრონული თარგმნის ჯიხური და თარჯიმანი
● სცენაზე დაჯილდოვდებიან წინა აქტივობების მიხედვით, გამარჯვებულად
გამოვლენილი ნორჩი რეინჯერები (გადაეცემათ ნორჩი რეინჯერის
სერთიფიკატი და საჩუქარი)
● შემეცნებითი/საგამოფენო სივრცე
საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოების ფოტო-გამოფენა (ფოტოები
მოლბერტებზე)
ვირტუალური რეალობის კუთხე, სადაც დამატებითი რეალობის სათვალეების
მეშვეობით ნებისმიერი მსურველი შეძლებს საქართველოს დაცული
ტერიტორიების დათვალიერებას ვირტუალურად.
● საბავშვო და გასართობი სივრცე
სივრცე, სადაც მოეწყობა გასართობი ატრაქციები და სხვადასხვა
შემეცნებითი თამაშები - მაგ. თამაში ერთი დღე ეროვნული პარკის
რეინჯერად; და განთავსდება ფოტობანერი ცხოველების გამოსახულებით
(დინოზავრი, დათვი, ირემი…) სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად.
● მოსასვენებელი სივრცე
მოეწყობა საკემპინგე სივრცე: კარვებით, საცეცხლური კოცონების
იმიტაციით, ხის მორებისგან აწყობილი საპიკნიკე სკამ-მაგიდები, სადაც
რეინჯერები ასწავლიან ბავშვებს კარვის აწყობას-დაშლას, აჩვენებენ
როგორ აგროვებენ მონაცემებს სმარტ აპარატების საშუალებით,
ესაუბრებიან დაცულ ტერიტორიებზე ქცევის წესებზე: სად შეიძლება ცეცხლის
ანთება და აშ; აქვე, ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დაისვენოს და
გადაიღოს სამახსოვრო ფოტოები.
1.2 აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში (ეროვნული პარკების კვირეული) -
მიმწოდებლის მიერ მოსაწოდებელი საჭიროებებია (საქონელი და
მომსახურება):
● სცენა (შეფუთული ხელოვნური მწვანე ბალახის საფარით, სცენის წინა
მხარეს, მწვანე ბალახის საფარზე წარწერა - მწვანე კალენდრის დღეები/ერთი
დღე ეროვნული პარკის რეინჯერად - სცენის ზომა 3მ*6მ.
● ტრიბუნის მიკროფონი და 3 ცალი უკაბელო მიკროფონი (იგულისხმება
გახმოვანების სრული სისტემა)
● ლედ ეკრანი (ვიდეოკლიპების გასაშვებად) - ლედ ეკრანის ზომა 2მ*3მ
● სკამები სცენის წინ სტუმრების დასაჯდომი ადგილისთვის -100 ცალი სკამი
● სინქრონული თარგმნის ჯიხური და თარჯიმანი - 1 ჯიხური და 1 თარჯიმანი
(ქართულ-ინგლისურ, ინგლისურ-ქართული სინქრონული თარგმნა)
● კვებითი მომსახურება - პიკნიკის სტილის (საორიენტაციო მენიუ:
არანაკლებ 2 ცომეული კერძი (ხაჭაპური/ლობიანი); სენდვიჩები
(ლორით/თევზით/ჩერით/კიტრით/ყველით). ძეხვეულის დაფა, მწვადი, ყველის
დაფა; ტკბილეული (ნამცხვრისა და ხილის ასორტი); სასმელები (წყალი, ყავა,
ჩაი, წვენი). - 100 პერსონაზე
● მწვანე კალენდრის დღეების ბროშურის (ბუკლეტი) დიზაინის შექმნა და
ბეჭდვა - 1000 ცალი
● ზურგჩანთა (ნაჭრის ჩანთა თოკიანი საკიდით) - 50 ცალი
● სალაშქრო ჭიქა - 50 ცალი
● სერთიფიკატები ჩარჩოთი - სერთიფიკატის დიზაინის შექმნა და დამზადება -
50 ცალი
● ვირტუალური რეალობის სათვალეების კუთხის მოწყობა - ვირტუალური
რეალობის სათვალე 2 ცალი (სადაც მხოლოდ ეროვნული პარკების კლიპების
ნახვა იქნება შესაძლებელი) და მისი მომსახურე 1 ადამიანი
● ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციების მოწყობა და სხვადასხვა
შემეცნებითი თამაშების დაგეგმვა და განხორციელება, მაგ. თამაში ერთი
დღე ეროვნული პარკის რეინჯერად და სხვა.
● საკემპინგე სივრცის მოწყობა: კარვები - 3 ცალი, საცეცხლურები კოცონის
იმიტაციით -3 ცალი, ხის მორებისგან აწყობილი საპიკნიკე სკამ-მაგიდები - 3
ცალი
● ფოტობანერი ცხოველების გამოსახულებით (დინოზავრი, დათვი, ირემი…) - 1
ცალი ფოტობანერის დიზაინის შექმნა და დამზადება.
● დენის წყარო - გენერატორი, შესაბამისი სიმძლავრის ღონისძიების სრულად
უზრუნველსაყოფად.
● მინიმუმ 2 ერთეული ბიოტუალეტის (ხელსაბანით) განთავსება და
მომსახურება მინიმუმ 1 პერსონალით.
2. მეორე ღონისძიება „რეინჯერის მსოფლიო დღე“ დაგეგმვა-ორგანიზება
(სრულად უზრუნველყოფს მიმწოდებელი).
2.1 რეინჯერის მსოფლიო დღე ღონისძიების ფარგლებში:
ღონისძიებაზე რეინჯერის მსოფლიო დღე, საქართველოს მასშტაბით, კერძოდ
რომელიმე დაცულ ტერიტორიაზე, ბუნებაში, გარე სივრცეში მოეწყობა
სხვადასხვა სივრცეები და აქტივობები:
● ოფიციალური სივრცე
ამ სივრცეში განთავსდება:
● სცენა გადახურვით და განათებით (შეფუთული ხელოვნური მწვანე ბალახის
საფარით, სცენის წინა მხარეს, მწვანე ბალახის საფარზე წარწერა - ვიცავთ
საქართველოს ბუნებას; გამოჭრილი მოცულობითი ასოები სცენაზე -
რეინჯერის დღე 2024
● ტრიბუნა
● ტრიბუნის მიკროფონი
● 2 ცალი ლედ ეკრანი (ვიდეოკლიპების გასაშვებად)
● სცენის წინ სტუმრების დასაჯდომი ადგილი სკამებით და გადახურვით
● სინქრონული თარგმნის ჯიხური (თარჯიმანი)
შემეცნებითი სივრცე
ამ სივრცეში განთავსდება:
● რკინის კონსტრუქციის პრესბანერი
● ფოტო ბანერი
● გასართობი სივრცე
სადაც რეინჯერები ნორჩ რეინჯერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ
სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებსა და თამაშებში, მაგ.
შეეჯიბრებიან ერთმანეთს სიგრძეზე ხტომაში, გამოვლინდებიან და
დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.
2.2 აღნიშნული ღონისძიების - რეინჯერის მსოფლიო დღე - შესასყიდი
საჭიროებებია (საქონელი და მომსახურება):
● სცენა (შეფუთული ხელოვნური მწვანე ბალახის საფარით, სცენის წინა
მხარეს, მწვანე ბალახის საფარზე წარწერა - ვიცავთ საქართველოს ბუნებას;
გამოჭრილი მოცულობითი ასოები სცენაზე - რეინჯერის დღე 2024 - სცენის ზომა
9მ*6მ
● 9მ*6მ სცენის გადახურვა და 9მ*6მ სცენის განათება (სატელევიზიო განთება)
● ტრიბუნის მიკროფონი და 3 ცალი უკაბელო მიკროფონი (იგულისხმება
გახმოვანების სრული სისტემა)
● 2 ცალი ლედ ეკრანი (ვიდეოკლიპების გასაშვებად) -თითოეული ლედ ეკრანის
ზომა 2მ*3მ
● სკამები სცენის წინ სტუმრების დასაჯდომი ადგილისთვის - 150 ცალი სკამი
და სტუმრების დასაჯდომი სივრცის გადახურვა (150 სკამი) 250 კვ.მ
● სინქრონული თარგმნის ჯიხური და თარჯიმანი - 1 ჯიხური და 1 თარჯიმანი
(ქართულ-ინგლისურ, ინგლისურ-ქართული სინქრონული თარგმნა)
● კვებითი მომსახურება - ფურშეტის სტილის (საორიენტაციო მენიუ:
არანაკლებ 3 ცომეული კერძი (ხაჭაპური/პიცა/ლობიანი); კანაპეები
(ლორით/თევზით/ჩერით/კიტრით/ყველით). ძეხვეულის დაფა, მწვადი, ყველის
დაფა; ტკბილეული (ნამცხვრისა და ხილის ასორტი); სასმელები (წყალი, ყავა,
წვენი, ჩაი, ღვინო თეთრი და შავი). - 150 პერსონაზე. საფურშეტე სივრცის
გადახურვა 150 პერსონისთვის 250 კვ.მ
● რკინის კონსტრუქციის პრესბანერის დიზაინის შექმნა და დამზადება - 1
ცალი
● ფოტო ბანერის დიზაინის შექმნა და დამზადება - 1 ცალი
● სივრცის მოწყობა შემეცნებითი და გასართობი აქტივობებისა და
თამაშებისთვის,
მაგ. სიგრძეზე ხტომის ადგილის მოწყობა და აშ
● სერთიფიკატები ჩარჩოთი - სერთიფიკატის დიზაინის შექმნა და დამზადება -
50 ცალი
● დენის წყარო - გენერატორი შესაბამისი სიმძლავრის ღონისძიების სრულად
უზრუნველსაყოფად.
● მინიმუმ 3 ერთეული ბიოტუალეტის (ხელსაბანით) განთავსება და
მომსახურება მინიმუმ 1 პერსონალით.
3. მესამე ღონისძიება მსოფლიო დასუფთავების დღეები ან შავი ზღვის
საერთაშორისო დაცვის დღე დაგეგმვა-ორგანიზება (სრულად უზრუნველყოფს
მიმწოდებელი).
3.1 დასუფთავების დღეები ან შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე
ღონისძიების ფარგლებში:
2 დღიანი მედიატურის მოწყობა რომელიმე 3 დაცულ ტერიტორიაზე (მაგ:
კოლხეთის ეროვნული პარკი, თეთრა მღვიმე, ნავენახევის მღვიმე; ან
მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი) - და რეინჯერებთან
ერთად დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მედიატურის ყველა მონაწილის
მიერ.
3.2 აღნიშნული ღონისძიების - დასუფთავების დღეები ან შავი ზღვის
საერთაშორისო დაცვის დღე შესასყიდი საჭიროებებია:
● მედიატურის მონაწილეეებისა და ყველა საჭიროების განსაზღვრა,
მედიატურის დაგეგმვა და ორგანიზება.
● მედიატურში მონაწილე კანდიდატები (მედიის წარმომადგენლები,
ბლოგერები, ინფლუენსერები და სხვა, დაახლოებით 40 ადამიანი) უნდა
შეირჩნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან კოორდინაციითა და
შეთანხმებით.
● მედია ტურის მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვებისა და განთავსების
უზრუნველყოფა 2 დღით, ასევე საწყალოსნო ტრანსპორტით მომსახურების
უზრუნველყოფა.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი პირობა: თითოეული ღონისძიების
მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიების
განმავლობაში ადგილზე უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
ივენთების მენეჯერი, ტექნიკური მენეჯერი და გახმოვანების რეჟისორი.
ასევე, ყველა ის პირი ვინც პრეტენდენტის მიერ ჩაითვლება საჭიროდ
ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით.
იმ შემთხვევაში თუკი სააგენტოსაგან დამოუკიდებელი მიზეზების
გათვალისწინებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
შეწყვეტს ან შეამცირებს "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" პროექტის
დაფინანსებას (რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტით),
შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მიზნით
გაფორმდება შესაბამისი ურთიერთშეთანხმების აქტი. ამ გარემოების
გათვალისწინებით სააგენტო იტოვებს უფლებას არ მოსთხოვოს მიმწოდებელს
ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდება.