პროექტი განკუთვნილია 15-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მეწარმეობით დაინტერესება და
შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. საბოლოო მიზანს კი
წარმოადგენს, ბიზნეს იდეების მიღება, რომელზეც პროექტის ფარგლებში
მონაწილე გუნდები იმუშავებენ.
განსაზღვრული თემები: ენერგეტიკა, ეკოლოგია და მყარი ნარჩენების
მართვა, სოფლის მეურნეობა
ჩატარების ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
რაოდენობა: 100
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იქნება საკონფერენციო დარბაზი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც მინიმუმ 100 ადამიანს
დაიტევს თეატრალური წყობით.
დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს:
• პროექტორით და შესაბამისი ეკრანით (მინიმუმ ფართობი: .8კვ.მ), რომელსაც
ექნება გადამრთავი პულტი იგივე „კლიკერი“;
• გახმოვანების აპარატურით, რომელიც მოიცავს მინიმუმ 4 უსადენო
მიკროფონს;
(საკონფერენციო დარბაზის და თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის
შერჩევა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით,შემსყიდველს აქვს უფლება
მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია);
ეტაპი I - დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება
პროექტში მონაწილეობის მსურველი ან მსურველთა ჯგუფი (მაქსიმუმ 3
წევრისგან დაკომპლექტებული) ვალდებულია დარეგისტრირდეს სპეციალურ
ონლაინ სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით (იხ: სარეგისტრაციო ბმული)
მიმდინარე წლის მაისამდე. შემოსული აპლიკაციებიდან საუკეთესო 20
მონაწილე/გუნდი გადავა მეორე ეტაპზე. (აპლიკაციების შევსების ჯამური
პერიოდი განსაზღვრულია 10 დღის ვადით, სარეგისტრაციო ბმულის
გამოქვეყნებიდან), ხოლო სარეგისტრაციო ბმულის ვადის დასრულების
შემდეგ, აპლიკანტების შესარჩევ კომისიას ექნება 3 სამუშაო დღე, მიღებული
ინფორმაციის გადასამუშავებლად და მეორე ეტაპისთვის 20 საუკეთესო
გუნდის შესარჩევად.
ეტაპი II – შერჩეული მონაწილეების მოსამზადებელი პერიოდი
მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები გაივლიან მოსამზადებელ პერიოდს
გამოცდილი ქოუჩების მენტორობით. მათ ექნებათ შესაძლებლობა უკვე
გამოცდილ სტარტაპერებს შეხვდნენ და მიიღონ მათი გამოცდილების შესახებ
ინფორმაცია, ისარგებლონ გურჯაანის ტექნოპარკის სამეწარმეო სივრცით და
მონაწილეობა მიიღონ ვორკშოპებში.
მოსამზადებელი პერიოდი განაწილებულია 20 დღეზე და მოიცავს შემდეგ
კომპონენტებს:
• სამ გამოცდილ სტარტაპერთან შეხვედრა - თითოეული სტარტაპერი უნდა იყოს
პროექტის მიზნობრივი სფეროდან, ანუ 1 ენერგეტიკის სფეროს სტარტაპი, 1
ეკოლოგიის ან/და მყარი ნარჩენების მართვის და 1 სოფლის მეურნეობის
სტარტაპი. თითოეულმა მათგანმა მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში უნდა
ისაუბროს საკუთარ გამოცდილებაზე და მონაწილეებს რჩევები მისცეს როგორ
გააკეთონ სტარტაპი და ასევე უპასუხონ მათ კითხვებს. პანელის შემდეგ კი
ვორკშოპი ჩაატარონ და მის ფარგლებში იმუშაონ მონაწილეებმა, რომლის
ფარგლებშიც სამეწარმეო უნარებს განივითარებენ. მათი გამოცდილება
თითოეულის შემთხვევაში უნდა მოიცავდეს მინიმუმ 3 წელს 2021-დან პროექტის
განხორციელების დღემდე.
დღის წესრიგი:
1. 12:00-13:00 სტარტაპერების რეგისტრაცია
2. 13:00-14:30 სტარტაპერების პანელი (3 სტარტაპერი)
3. 14:30-15:00 ვორკშოპისთვის დავალების გაცნობა
4. 15:00-16:00 ლანჩი
5. 16:00-18:00 ვორკშოპის მუშაობის უკუკავშირი სტარტაპერებისგან
ყავის და ლანჩის მენიუსთვის იხილეთ ექსელის ფაილი “Startup Gurjaani 2024“ პირველი
sheet.
• ბიზნეს მოდელზე მუშაობა - ერთი სპიკერი, რომელსაც ექნება მინიმუმ ბოლო 5
წლიანი გამოცდილება ბიზნეს მოდელების შექმნისა და ქონსალთინგის
სფეროში. სპიკერი ვალდებული იქნება, რომ მონაწილეებს სამუშაო პერიოდში
ასწავლოს ბიზნეს მოდელზე მუშაობა მათი იდეების მიხედვით. დროში
შეზღუდული არ არის, თუმცა მინიმუმ 4 ონლაინ (თითო სესია მინიმუმ 120წუთი) და 1
ოფლაინ (მტელი დღის განმავლობაში) შეხვედრა უნდა ჩაატაროს.
ონლაინ შეხვედრების გარდა უნდა ჩატარდეს ოფლაინ შეხვედრაც, რომლის
დღის წესრიგი ასე გამოიყურება:
1. 12:00-13:00 მონაწილეთა რეგისტრაცია და ყავა
2. 13:00-15:00 გუნდების მუშაობა მათი იდეების ბიზნეს მოდელებზე
3. 15:00-16:00 ლანჩი
4. 16:00-18:00 გუნდების მუშაობის დასრულება და მენტორის უკუკავშირი
ყავის და ლანჩის მენიუსთვის იხილეთ ექსელის ფაილი “Startup Gurjaani 2024“ მეორე
sheet.
• პრეზენტაციის უნარებზე მუშაობა - 1 მენტორი
• ინვესტორების მოზიდვაზე მუშაობა - 1 მენტორი
აღნიშნულ ორ მენტორთან შეხვედრა გაიმართება 1 დღის განმავლობაში.
თითოეული მენტორის გამოცდილება უნდა მოიცავდეს მინიმუმ ბოლო 5 წელს
შესაბამის სფეროში. პრეზენტაციის უნარებზე მუშაობის სესიის მენტორს
უნდა ჰქონდეს საჯარო გამოსვლების მინიმუმ ბოლო 5 წლიანი გამოცდილება
დიდი აუდიტორიის წინაშე (მინიმუმ 300 ადამიანი), ხოლო ინვესტორების
მოზიდვის სესიის მენტორს უნდა ჰქონდეს გრანტებზე მუშაობის ან
ინვესტორებთან მუშაობის მინიმუმ ბოლო 5 წლიანი გამოცდილება.
ყავის და ლანჩის მენიუსთვის იხილეთ ექსელის ფაილი “Startup Gurjaani 2024“ მესამე
sheet.
შენიშვნა: თითოეულ შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს
რამდენიმე (მინიმუმ 3) ვარიანტი, იმისთვის რომ მოხდეს შერჩევა, ხოლო
შერჩეული კანდიდტებმა უნდა წამროადგინონ თავისი გამოცდილებისა და
ცოდნის შესაბამისი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ეტაპი III – მონაწილე გუნდების პრეზენტაციის სახით იდეების მოსმენა
მესამე ეტაპის ფარგლებში მოხდება მონაწილეების იდეების მოსმენა,
რომელსაც შეაფასებს 3 წევრიანი ჟიური ქულათა სისტემის საშუალებით.
ჟიურის თითოეული წევრი უნდა იყოს პროექტთან დაკავშირებული
რელევანტური პროფესიის მქონე. ჟიურის თავმჯდომარე ვალდებულია შექმნას
ოქმები, სადაც აღრიცხული იქნება თითოეული მონაწილის შეფასება და
დამოწმებული იქნება სამივე ჟიურის ხელმოწერით. გამარჯვებული
გამოვლენა მოხდება ქულათა ჯამური უპირატესობის მიხედვით.
დაჯილდოება
პროექტის ფარგლებში გამოვლინდება საუკეთესო 3 იდეა (თითო-თითო
მიმართულებიდან), რომელსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები თითოეულს 3000
ლარის ოდენობით. გადასახადების გარეშე ( გამარჯვებულის გამოვლენიდან 3
სამუშაო დღეში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფულადი ჯილდოს
გამარჯვებულებისთვის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი)
დაჯილდოების დღეს შესაძლებელია ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის
წარმომადგენლები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა გამოხატონ
მხარდაჭერა მათ მიერ მოწონებული გუნდის მიმართ.
საჭიროებები: იხილეთ ექსელის ფაილი “Startup Gurjaani 2024“ მარკეტინგული მასალა და
საჭიროებები sheet.
• ჟიურის 3 წევრი - თითოეული მათგანი უნდა იყოს მენეჯმენტის, სტარტაპის
(ენერგეტიკა/ეკოლოგია/სოფლის მეურნეობა) ან/და მარკეტინგის სფეროში
• ფოტოგრაფის მომსახურება - ფოტო გადაღება უნდა განხორცილედეს სრული
ღონისძიების დასრულებამდე. გადაღებული ფოტოები სრულად უნდა იქნეს
მოწოდებული პროექტის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში , მათ
შორის უნდა იყოს მინიმუმ 20 დამუშავებული ფოტო; (პრეტენდენტმა სამი
სავარაუდო ფოტოგრაფის პორტფოლიო უნდა მოგვაწოდოს, რომელსაც მინიმუმ 5
წლიანი გამოცდილება ექნება პროფესიონალურ დონეზე და ამასთანავე
ექნება პროფესიონალური ფოტო აპარატი არანაკლებ 30 მეგაპიქსელი,
რეზოლუცია:(6720 x4480), ლინზები 15-25მმ ფართე კუთხის და პორტრეტის 50-80მმ-მდე.
კამეარის განათება მინიმუმ 100 ვატი. აღნიშნულით აპარატით უნდა
მოახდენოს ფოტოების გადაღებას);
• ვიდეოგრაფის მომსახურება - ვიდეო გადაღება უნდა მოხდეს სრული დღის
განმავლობაში და დამზადდეს კლიპი, რომლის ხანგრძლივობაც მაქსიმუმ
იქნება 3წთ (ვიდეო უნდა მოიცავდეს კომენტარებს ღონისძიების
მიმდინარეობიდან, ასევე ჰქონდეს ტიტრები როცა ქართულად ილაპარაკებენ
ინგლისურენოვანი თარგმანით და როცა ინგლისურად ილაპარაკებენ
შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანით, გაფორმებული უნდა იყოს
დინამიური მუსიკალური ფონით), გარდა ამისა ვიდეოგრაფმა უნდა
მოგვაწოდოს მოკლე თითო-თითო წუთიანი ვიდეო რგოლი (ე.წ რილსი) ფორუმიდან
(ჯამში 5 ცალი), რომლის კადრებიც არ უნდა მოიცავდეს კლიპის კადრებს. 1
წუთიანები ღონისძიებიდან 3 კალენდარულ დღეში უნდა ჩაბარდეს
შემსყიდველს, ხოლო კლიპი ღონისძიების დასრულებიდან 10 კალენდარულ დღეში;
ვიდეოს გადაღება უნდა განხორციელდეს როგორც ვიდეო კამერით ასევე
დრონით HD ფორმატით; შემსყიდველთან შეთანხმებით. ვიდეოგრაფმა უნდა
ჩაწეროს ფორუმის ყველა სპიკერი თავისი გამოსვლის შემდეგ 30 წამის
ფარგლებში.
• ბრენდირებული 40 ფურცლიანი ზამბარიანი რვეული ზომა: 21სმ*14სმ (დიზაინი
შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება შემსყიდველთან - 100ც.
• ბრენდირებული საწერი კალამი (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით)
რჩება შემსყიდველთან - 100 ც.
• ბრენდირებული პლასტიკური ბეიჯი ფერადი საკიდით. ზომა: 12სმ*10სმ -
(დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება შემსყიდველთან - 100 ც.
• ბრენდირებული ტილოს ჩანთა, მხარზე საკიდით. ჩანთის ზომა:35 სმ*30სმ;
საკიდის ზომა: 60სმ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება
შემსყიდველთან - 100 ც.
• მეტალის ლოგო პინები (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება
შემსყიდველთან - 100ც
• ბანერი (სადგამი მილკვადრატის კონსტრუქციით ) ზომა: სიმაღლე 3მ*სიგრძე
4მ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება შემსყიდველთან- 1ც.
• ბრენდირებული მაისურები (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება
შემსყიდველთან - M ზომა 40ც და L ზომა 40ც
• მონაწილეთა სერტიფიკატი მასალა: A4 ფორმატი (დიზაინი შემსყიდველთან
შეთანხმებით) - 80ც (სხვადასხვა წარწერით და დიზაინით მათ შორის ნაწილი
განკუთვნილი იქნება გამარჯვებული მონაწილეებისთვის). 70 ცალი ცარცი - 10
ცალი ტილო
• A4 ზომის ჩარჩოები შუშით და მეტალის კარკასით (შემსყიდველთან
შეთანხმებით) – 10 ცალი
• PVC ზომით 60სმ*30სმ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) – 3 ცალი
• ბრენდირებული (ცალმხრივი) გარე დამტენი ალუმინის ბლოკი, მინიმუმ 4000
მილიამპერ საათით, ზომა მინიმუმ 120მმ*70მმ (ფერები და დიზაინი
შემსყიდველტან შეთანხმებით) - 10 ცალი
• ბლოკნოტი ტყავის საფარით და კალენდარული ფურცლით, სანიშნით და
რეზინის დამჭერით. ზომა: A5 - 10 ცალი (ფერი და დიზაინი შემსყიდველთან
შეთანხმებით)
• წებოვანი პატარა ქაღალდი - 15 შეკვრა;
• კალამი - 10 შეკვრა;
• A4ფორმატის ფურცელი -1 ყუთი;
• ფერადი მარკერები -50ც;
• ქაღალდის წებო - 15ც;
• დიდი ზომის კლიპსი (19მმ) -100ც;
• გამჭვირვალე წებოვანი ლენტი (19მმ) - 20ც;
ყავის და ლანჩის მენიუსთვის იხილეთ ექსელის ფაილი “Startup Gurjaani 2024“ მეოთხე sheet.