Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары (Грузия - Тендер #52650594)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Nonprofit "Batumi Botanical Garden"
Номер конкурса: 52650594
Дата публикации: 01-04-2024
Сумма контракта: 29 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240006749
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.04.2024 10:32
Начало приема предложения 09.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 11.04.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 29`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 18100000-Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18100000 - Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
  • 18110000 - Одежда для профессионального использования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 სამუშაო დღე
Дополнительная информация
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული პერსონალისათვის სამუშაო ტანსაცმლის შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 290 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome gogua :: 26.03.2024 12:13
  • Последнее исправление: salome gogua :: 01.04.2024 10:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=569392&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული პერსონალისათვის სამუშაო ტანსაცმლის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მოკლესახელოიანი მაისური პოლოს სტილით - მდგრადი საღებავისგან, ფერთა მდგრადობა(რეცხვის, სინათლე, ოფლი) წინააღმდეგ, პოლოს სტილში (არანაკლებ ორი ღილით). 100% ბამბა შემდგარი ქსოვილით დამზადებული (ჯიბის გარეშე). წინა მარცხენა მხარეს უნდა ქონდეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლოგო, ხოლო უკანა მხარეს წარწერა „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“/„გოდერძის ალპური ბაღი“ და „bbg.ge“ (შოლკოგრაფია DTF) ფერი და წარწერა განყოფილებების მიხედვით შეთანხმებული. (190გრ ±10%) 106(ასექვსი) ცალი.

გრძელსახელოიანი მაისური პოლოს სტილით - მდგრადი საღებავისგან, ფერთა მდგრადობა(რეცხვის, სინათლე, ოფლი) წინააღმდეგ, პოლოს სტილში (არანაკლებ ორი ღილით). 100% ბამბა შემდგარი ქსოვილით დამზადებული (ჯიბის გარეშე). წინა მარცხენა მხარეს უნდა ქონდეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლოგო, ხოლო უკანა მხარეს წარწერა „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ და „bbg.ge“ (შოლკოგრაფია) ფერი და წარწერა განყოფილებების მიხედვით შეთანხმებული. (190გრ ±10%) - 106 (ასექვსი) ცალი.

მაისური გრძელი მკლავით მრგვალი ყელით - მდგრადი საღებავისგან, ფერთა მდგრადობა(რეცხვის, სინათლე, ოფლი) წინააღმდეგ , მრგვალი ყელით . 100% ბამბა შემდგარი ქსოვილით დამზადებული (ჯიბის გარეშე). წინა მარცხენა მხარეს უნდა ქონდეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლოგო, ხოლო უკანა მხარეს წარწერა „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ და „bbg.ge“ (შოლკოგრაფია) ფერი და წარწერა განყოფილებების მიხედვით შეთანხმებული (150გრ ± 10%) - 212 (ორასთორმეტი) ცალი.

მაისური მოკლე მკლავით მრგვალი ყელით - მდგრადი საღებავისგან, ფერთა მდგრადობა(რეცხვის, სინათლე, ოფლი) წინააღმდეგ, მრგვალი ყელით , 100% ბამბა შემდგარი ქსოვილით დამზადებული (ჯიბის გარეშე). წინა მარცხენა მხარეს უნდა ქონდეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლოგო, ხოლო უკანა მხარეს წარწერა „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ და „bbg.ge“ (შოლკოგრაფია) ფერი და წარწერა განყოფილებების მიხედვით შეთანხმებული (150გრ ± 10%) - 218 (ორასთვრამეტი)ცალი.

სამუშაო შარვალი ქალებისთვის - ჯინსის მსგავსი (შეთანხმებით) ქსოვილი 100% ბამბა. ფერი-კომბინირებული, ძირითადი ნაწილი ღია ნაცრისფერი, სამუხლე მუქი ნაცრისფერი, სამუხლე შარვლის ბოლოდან 15-20სმ (ზომა პირობითია), ჯიბის კონტურები მუქი ნაცრისფერი, ჯიბეები 2 ჩვეულებრივი (ორ მხარეს დაკერებული). წელი მაღალი, წელის გარე გვერდებში დამუშავებული რეზინებით და არანაკლებ 5 საქამრისა. (ზომები პირობითია). (245გრ ± 10%) - 78 (სამოცდათვრამეტი) ცალი.

სამუშაო შარვალი კაცებისთვის - ჯინსის მსგავსი (შეთანხმებით) ქსოვილი 100% ბამბა. ფერი-კომბინირებული, ძირითადი ნაწილი ღია ნაცრისფერი, სამუხლე მუქი ნაცრისფერი, სამუხლე შარვლის ბოლოდან 15-20სმ მუქი ნაცრისფერი; ჯიბის კონტურები მუქი ნაცრისფერი; ჯიბე სულ-6 ცალი: 2 მუხლთან გვერდზე, 2-უკან შიგნითა განთავსებით, 2-ჩვეულებრივი; წელი მაღალი, წელის გარე გვერდებში დამუშავებული რეზინებით და არანაკლებ 5 საქამრისა (ზომები პირობითია) ( 245გრ ± 10%) - 98 (ოთხმოცდათვრამეტი) ცალი.

შარვალი დაცვისთვის - ჯინსის მსგავსი (შეთანხმებით) ქსოვილისაგან დამზადებული. 50% ბამბისა და 50% პოლიესტერი (±10%). წინა მხარეს ჩაკერებული ორი ჯიბით, შვიდი საქამრით, იკვრება ელვაშესაკრავით. შარვლის წინა ნახევრები მუშავდება სარჩულზე გვერდითი დახრილი ჯიბეებით. შარვლის უკანა მხარეს ორი გარედან ჩაკერებული ჯიბით, გამოსაყენებელი მასალა: ქსოვილი ან მსგავსი, სარჩული პოლიესტერი 100%. ფერი - შავი ან რუხი (შემსყიდველთან შეთანხმებით). - 68 (სამოცდარვა) ცალი.

სამუშაო ჟილეტი - წყალამსხლეტი ქსოვილი. 50% ბამბისა და 50% პოლიესტერი არანაკლებ
200გრ/მ ( ±10%) . ფერი-მუქი ნაცრისფერი, ღილებით შესაკრავზე, ოთხი ჯიბით, ქვედა ორი ჯიბე იკვრებოდეს (ლიპუჩკებით), ფხიწით, მკერდზე ბაღის ლოგო (შოლკოგრაფია DTF), ზურგზე ქართულად ბათუმის ბოტანიკური ბაღი, და „bbg.ge“ (შემსყიდველთან შეთანხმებით). - 111 (ასთერთმეტი) ცალი.

სამუშაო ხალათი - ჯინსის მსგავსი (შეთანხმებით) ქსოვილით. არანაკლებ 100% ბამბა. მუქი ნაცრისფერი, მკერდზე 1 (ერთი) ჯიბე ლოგოთი. წინა მარჯვენა და მარცხენა კალთა 2 ნაწილიანი, ზურგი 2 ნაწილიანი შუაზე ჩახსნილი და წარწერით ბათუმის ბოტანიკური ბაღი (შოლკოგრაფია DTF). კალთები იკვრება 4-5 ღილზე ღილკილოთი. გაფორმებული ორმაგი გვირისტით. - 22 (ოცდაორი) ცალი.

ნაჭრის წინსაფარი - მყარი ქსოვილი - შეთანხმებით. დაკერებული 1 (ერთი) ჯიბით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლოგო ჯიბეზე (შოლკოგრაფია DTF) და ქვემოთ დაკერებული 2 (ორი) ჯიბით ქსოვილი უნდა გამოირჩეოდეს ფერის ძლიერი მდგრადობით (ფერი შეთანხმებით), 100% პოლიესტერი. - 16 (თექვსმეტი) ცალი.

წინსაფარი - წყალგაუმტარი მყარი ქსოვილი - შეთანხმებით. დაკერებული 1 (ერთი) ჯიბით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლოგოთი ჯიბეზე (შოლკოგრაფია DTF) და ქვემოთ დაკერებული 2 (ორი) ჯიბით. ქსოვილი დიაგონალი ან მსგავსი (უნდა გამოირჩეოდეს ფერის ძლიერი მდგრადობით) ფერი შეთანხმებით, 100% პოლოიესტერი. - 5 (ხუთი) ცალი.

კეპი - წინა მხრიდან ამოქარგული ლოგოთი , უკანა მხარეს შესაკრავზე (ფხრიწზე) ბაღის საიტი BBG.ge. - საჰაეროებით. (ბამბა 60% პოლიესტერი 40% ან ბამბა 50% პოლიესტერი 50%) ფერი შეთახმებით. - 126 (ასოცდაექვსი) ცალი.

ჟილეტი დუტი - ე.წ დუტი , სწორი სილუეტის , საყელოთი, არანაკლებ (120 გრ± 15% ) ორი გვერდითი დახრილი ჯიბეები, ჟილეტი უნდა იკვრებოდეს ელვა შესაკრავით, უკანა მხარეს წარწერით ბოტანიკური ბაღი „bbg.ge“ (შოლკიგრაფია DTF), ფერი შეთანხმებით , პოლიესტერი 100%. - 9 (ცხრა ) ცალი.

შენიშვნა:
.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზომების აღება და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით;
.ქსოვილი, ლოგო, წარწერები, ფერი, დიზაინი საბოლოოდ შეათანხმოს შემსყიდველთან;
.ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შესაბამისად,
ზომები უნდა დაზუსტდეს ინდივიდუალურად, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემდგომში მოსაწოდებელი საქონელი.
.ტანსაცმელი უნდა შეიკეროს მყარი ნაკერითა და ძაფით, დამუშავებული ბოლოებით;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყარო/მწარმოებელო/მოდელი

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი წლეების განმავლობაში (2019 წლის 01 იანვრიდან, 2024 წლის აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული მსგავსი ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 60000 (სამოციათასი) ლარის ოდენობით;
ა) ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ცხრილის შესაბამისად;
ბ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული მსგავსი ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ს გადამხდელობის შემთხვევაში).

2.9 other additional requirements

ა) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზრაურებას.
ბ) ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში);
გ) თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასები წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე შესაბამისად, შეამციროს საერთო ფასიც;
დ) დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
ე) სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
ვ) პრეტენდეტნის მიერ ასატვირთი დოკუმენტები:
- ფასების ცხრილები,
- ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს, მწარმოებლის, მოდელის შესახებ.
- ინფორმაცია გამოცდილების შესახებ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის ან შემსრულებლის საქმიანობის კანონმდებლობის ფორმით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ა) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ეროვნულ ვალუტაში;
ბ) ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება საქონლის მიწოდების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
გ) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოსაკრებელის ღირებულების ხარჯიც. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მიწოდების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში და მიმწოდებლის მხრიდან პირგასამტეხლოს ჩარიცხვის შემდეგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი კომახიძე, 577255178, batumibotanicalgarden@gmail.com სალომე გოგუა, 598100090, sgogua@bbg.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

ა) ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

ბ) ფასების ცხრილი - (პუნქტი 1.3) - სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;

გ) ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

შენიშვნა:
1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10,1 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru