Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по обработке и хранению грузов (Грузия - Тендер #52650591)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 52650591
Дата публикации: 01-04-2024
Сумма контракта: 144 067


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240006751
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.04.2024 10:50
Начало приема предложения 09.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 12.04.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 144`067.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 63100000-Услуги по обработке и хранению грузов
Коды классификатора
  • 63100000 - Услуги по обработке и хранению грузов
  • 63110000 - Услуги по перемещению грузов
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სსე-ს ქ/ს „საგარეჯო-110-2”-ში დაზიანებული ტრანსფორმატორის გადაადგილების და ქ/ს “გურჯაანი 110”-დან ქ/ს “საგარეჯოში-110-2”-ში 16 მვა ტრანსფორმატორის გადატანის მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 1`441 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia khabeishvili :: 25.03.2024 13:24
  • Последнее исправление: maia khabeishvili :: 01.04.2024 10:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=569128&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსე-ს ქ/ს „საგარეჯო-110-2”-ში დაზიანებული ტრანსფორმატორის გადაადგილების და ქ/ს “გურჯაანი 110”-დან ქ/ს “საგარეჯოში-110-2”-ში 16 მვა ტრანსფორმატორის გადატანის მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკური პირობა"-ზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

ქ/ს „საგარეჯო-110-2”-ში დაზიანებული ტრანსფორმატორის გადაადგილება და 16 მვა ტრანსფორმატორის გადატანა ქ/ს “გურჯაანი 110”-დან ქ/ს “საგარეჯოში-110-2”-ში "ტექნიკური პირობა":

1. შესყიდვის საგანი
1.1 სსე-ს ქ/ს ,,საგარეჯო-2-110“-ში დაზიანებული „ტ-1“ ტრანსფორმატორის გადაადგილება 20 მეტრის მანძილზე ქვესადგურის ტერიტორიაზე და დადგმა დროებით ფუნდამენტზე.
1.2 სსე-ს ქ/ს ,,გურჯაანი-110“-ის „ტ-2“ ტრანსფორმატორის, მასში არსებულ ზეთის და მაკომპლექტებელი ნაწილების გადატანა სსე-ს ქ/ს ,,საგარეჯო-110-2“-ში და დადგმა ფუნდამენტზე, გორგოლაჭებით რელსებზე.

2. საერთო დახასიათება
2.1 ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ის „ტ-1“ სამფაზა, სამგრაგნილა ტრანსფორმატორის, (შემოკლებით- ტრ-რი), ТДТН-16000/110-80У1, saq.#14031, დამზადებული 1983 წელს ტოლიატის სატრანსფორმატორო ქარხანაში, სატრანსპორტო გაბარიტები და საერთო მონაცემებია:
• სატრანსპორტო გაბარიტები- სიგრძე- 5,9 მ., სიგანე-2,5 მ., სიმაღლე-3,6 მ.
• სრული წონა- 50,4 ტონა, სატრანსპორტო წონა- 34 ტონა ზეთი გარეშე.

2.2 ქ/ს „გურჯაანი-110“-ის „ტ-2“ სამფაზა, სამგრაგნილა ტრანსფორმატორის, ТДТН-16000/110- 76У1, saq.#11913 დამზადებული 1981 წელს ტოლიატის სატრანსფორმატორო ქარხანაში, სატრანსპორტო გაბარიტები და საერთო მონაცემებია:
• სატრანსპორტო გაბარიტები- სიგრძე- 6,30 მ., სიგანე-2,4 მ., სიმაღლე-3,6 მ.
• სრული წონა- 59,8 ტონა, სატრანსპორტო წონა- 52,8 ტონა ზეთიანად.
• ტრანსფორმატორთან ერთად გადასატანი იქნება მაკომპლექტებელი ნაწილები და ზეთი (ჩამონათვალი იხილეთ მე-4 თავში)

3. ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ში ტრანსფორმატორის გადაადგილების მომსახურება
3.1 ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ში ტრანსფორმატორის გადაადგილების დაწყებამდე მის დემონტაჟს უზრუნველყოფს სსე-ს პერსონალი.
3.2 დემონტაჟის შემდეგ ტრანსფორმატორი, ზეთის გარეშე, სატრანსპორტო მდგომარეობაში, გორგოლაჭების გარეშე იდგება რელსებზე და მომზადებული იქნება გადასაადგილებლად.
3.3 გადაადგილება უნდა მოხდეს ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ის ტერიტორიაზე ტრანსფორმატორის სამონტაჟო ადგილიდან 20 მეტრის მანძილზე და უნდა დაიდგას დროებით ფუნდამენტზე გორგოლაჭების გარეშე.
3.4 გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს ლაფეტის გამოყენებით, გაცურების მეთოდით ან შესაბამისი ტვირთამწეობის ავტოამწეს გამოყენებით.

4. ქ/ს "გურჯაანი-110"-დან ქ/ს "საგარეჯოში-2-110"-ში 16 მვა ტრანსფორმატორის გადატანის მომსახურება.
4.1 ქ/ს „გურჯაანი-110“-ში ტრანსფორმატორის გადატანის დაწყებამდე მის დემონტაჟს უზრუნველყოფს სსე-ს პერსონალი.
4.2 ტრანსფორმატორის ავზი შევსებული იქნება ზეთით სახურავიდან 15სმ-ით დაბლა, ზეთის წონა დაახლოებით 16 ტონა.
4.3 ტრანსფორმატორთან ერთად გადასაზიდი იქნება დასამატებელი სატრანფორმატორო ზეთი და დემონტირებული მაკომპლექტებელი ნაწილები:
• სატრანსფორმატორო ზეთი- დაახლოებით 3,5 ტონა (1 ცალ ლითონის ავზში).
• ტრ-ის გამაფართოებელი - 1 ცალი
• გამაფართოებლის სადგარი- 2 ცალი
• გაგრილების რადიატორები- 4 ცალი
• გაგრილების ძრავები სადგარებით- 4 კომპლექტი.
• თერმოსიფონის ფილტრი- 1 ცალი.
• 110კვ. ფაიფურის იზოლატორი-3 ცალი
• 35კვ. ფაიფურის იზოლატორი-3 ცალი
• ნეიტრალის ფაიფურის იზოლატორი- 2 ცალი.
• კიბე-1 ცალი
• გამომფრქვევი მილი- 1 ცალი
• სხვადასხვა დიამეტრის მილგაყვანილობა
• გორგოლაჭები- 4 ცალი
• მცირე ზომის სხვადასხვა დეტალები და აქსესუარები
4.4 დემონტაჟის შემდეგ ავტოტრანსფორმატორი გორგოლაჭებით იდგება რელსებზე და მომზადებული იქნება სატრანსპორტოდ. ლაფეტზე დასატვირთად ”მიმწოდებელს" შეუძლია მისი გამოგორება რელსებზე, განივი ღერძის მიმართულებით, მაღალი ძაბვის მხარეზე 5 მეტრამდე მანძილზე.
4.5. ტრანსფორმატორის ქ/ს „საგარეჯო-2“-ში გადატანის შემდეგ ტრ-რი უნდა დაიდგას წინასწარ გამზადებულ ფუნდამენტზე გორგოლაჭებით სათანადო დახრით.

5. ტრ-რის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების ტრანსპორტირება
5.1 აუცილებელია პრეტენდენტმა თავიდანვე ადგილზე შეისწავლოს ტრ-რის თავისებურებანი, გაეცნოს სატაკელაჟო და ასაწევ ადგილებს. შეისწავლოს გორგოლაჭების მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათი შეპოხვა.
5.2 ტრ-რის დატვირთვა სამონტაჟო ადგილიდან გადამტან სატრანსპორტო საშუალებაზე (ლაფეტზე) შესაძლებელია განხორციელდეს შპალების ბადის, დომკრატების და რელსებზე გაგორების, გაცურების, ავტოამწის ან სპეც. დომკრატების საშუალებით. ამ დროს აუცილებელია გაწევა და აწევა განხორციელდეს ნახაზზე მითითებული ადგილებიდან. ლაფეტზე დადების შემდეგ ლაფეტზე და ტრ-რზე უნდა იქნას მონიშნული საკონტროლო ნიშნულები, რომლებიც შემოწმებული იქნება ადგილზე მიტანის შემდეგ, ამ დროს აღნიშნული ნიშნულები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.
5.3 ტრ-რის რელსებზე გაგორება, თავისივე გორგოლაჭებზე, უნდა მოხდეს მდორედ, ბიძგების გარეშე, სპეც.ჯალამბარის საშუალებით. გაგორება უნდა მოხდეს არა უმეტეს 8 მ/წთ. სიჩქარით. გაგორების დროს დაძვრის ძალა უნდა იყოს 1კნ. ხოლო გაგორების ძალა 0,6 კნ. ყოველ 1ტონა ტრ-ის მასაზე. ამ დროს აუცილებელია გაწევის ძალა ემთხვეოდეს გადაადგილების მიმართულებას.
5.4 ტრ-რის დომკრატებით აწევის დროს დომკრატები უნდა დაუყენდეს მხოლოდ ამისათვის განსაზღვრულ ადგილებში. დაუშვებელია მათი დაყენება სხვა ადგილებში. აწევა და დაწევა უნდა მოხდეს რიგრიგობით ჯერ ერთი მხარის, მერე მეორე მხარის. ამ დროს ტრ-რის დახრა არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს, აკრძალულია ტრ-რის აწევა ერთდროულად ოთხივე მხრიდან.
5.5 ”მიმწოდებელს" შეუძლია ტრ-რის გადატანა განახორციელოს მთელ მარშრუტზე ავტოტრანსპორტით ან ნაწილობრივ რკინიგზით.
5.6 ”პრეტენდენტმა" წინასწარ უნდა მოახდინოს ტრანსპორტირების გეგმის შემუშავება, მარშრუტის განსაზღვრა, შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება. ტრასის შესწავლა, გზაზე რაიმე დიდი ღრმულების, დაზიანებული მონაკვეთების არსებობის შემთხვევაში მისი შეკეთება/ამოვსება. უნდა შეისწავლოს ყველა გვირაბის, ხიდის, საჰაერო და ელ გადამცემი ხაზის, გაზსადენის და სხვა სიმაღლეები, ხიდების დასაშვები წონები. ასევე „პრეტენდენტის“ მოვალეობაა, აუცილებლობის შემთხვევაში, ქვესადგურებში ტრანსფორმატორების ფუნდამენტებთან მისასვლელი შესაბამისი გზების მოწყობა/შეკეთება.
5.7 ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი ტვირთამწეობის და გაბარიტის ლაფეტის და სათანადო სიმძლავრის და სიჩქარის გამწევი ავტომანქანის საშუალებით. ავტომანქანის დაძვრა უნდა მოხდეს მდორედ, ბიძგების გარეშე, დამუხრუჭება არ უნდა მოხდეს მკვეთრად. ტრანსპორტირების დროს სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 25- 30კმ/სთ-ში.
5.8 მაკომპლექტებელი ნაწილები არც ერთი არ არის არაგაბარიტული და შესაძლებელია გადატანილი იქნას შესაბამისი ზომის მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებით.
5.9 მაკომპლექტებელი ნაწილების გადატანის დროს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გადატანილი ფაიფურის იზოლატორიანი 110კვ. შემყვანები, რომლებიც ზეთის წნევის ქვეშაა. მათი გადატანა უნდა მოხდეს კონტეინერების/სპეციალური ყუთების საშუალებით, რომლების დამზადება „პრეტენდენტის“ მოვალეობაა.
5.10 ტრსფორმატორები ქვესადგურებში უნდა დაიდგას უჯრედებში, რელსებზე, თავისივე გორგოლაჭებზე. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ზემოთ მოცემულ პუნქტებში მითითებული წესების დაცვით.
5.11 ადგილზე დადგმის შემდეგ „შემსყიდველის“ მიერ მოხდება ტრ-რის დათვალიერება, მექანიკურ დაზიანებაზე, შემოწმდება „დარტყმაზე რეაგირების ინდიკატორი“. დათვალიერებული იქნება მაკომპლექტებელი ნაწილები, მათ შორის ფაიფურის იზოლატორების მდგომარეობა. გაფორმდება შესაბამისი აქტი.

• ტრ-რის დატვირთვაზე, ლაფეტზე დამაგრებაზე, ტრანსპორტირებაზე და დანიშნულების ადგილზე დადგმაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ”პრეტენდენტს".
• ”პრეტენდენტს" უნდა გააჩნდეს სპეციალიზირებული ტექნიკა, სატაკელაჟო მოწყობილობა და მასალები, ჰყავდეს კვალიფიციური სპეციალისტები.
• პრეტენდენტმა" უნდა უზრუნველყოს თითოეული ტრ-რის და გადასატანი ტვირთების დაზღვევა სამუშაოს შესრულების მთელ პერიოდში.

5.12 ტრანსფორმატორების საბაზრო ღირებულებებია:

-„გურჯაანი-110“-ის „ტ-2“-ის ტრანსფორმატორის საბაზრო ღირებულებაა 1200000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი,
-„საგარეჯო-2-110“-ის „ტ-1“-ის ტრანსფორმატორის საბაზრო ღირებულებაა- 250000 (ორასორმოცდაათი ათასი) ლარი.

შენიშვნა:პრეტენდენტს შეუძლია ობიექტი ადგილზე წინასწარ ნახოს და დაათვალიეროს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 "მიმწოდებელმა“ მომსახურება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ორეტაპად.

პირველი ეტაპი:
1.4.1.1 თავდაპირველად უნდა შესრულდეს ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ის „ტ-1“-ის გადაადგილება, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნისა და ობიექტზე დაშვებიდან არაუმეტეს 7(შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.4.1.2 „შემსყიდველის“ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 2(ორი) სამუშაო დღის განმავლობაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოდგინოს ტრანსფორმატორის, დაზღვევის პოლისი (ორიგინალი), რომელიც ძალაში უნდა იყოს გადაზიდვის მომსახურებისათვის საჭირო ვადაზე არანაკლებ 30(ოცდაათი) დღით მეტი ვადით.
1.4.1.3 ობიექტ(ებ)ზე დაშვების უფლების მისაღებად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიმართოს წერილობით. მომსახურების გაწევისათვის ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.8 პუნქტში (ხელშეკრულების პროექტი შესყიდვის შესახებ #) და დანართი #3–ში (მომსახურების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).

მეორე ეტაპი:
1.4.1.4 ქ/ს „გურჯაანი-110“-ის „ტ-2“-ის გადატანა ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ში უნდა დაიწყოს 1.4.1.1 პუნქტში აღნიშნული მომსახურების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის შემდეგ, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნისა და ობიექტზე დაშვებიდან არაუმეტეს 15(თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.4.1.5 „შემსყიდველის“ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 2(ორი) სამუშაო დღის განმავლობაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოდგინოს ტრანსფორმატორის, დაზღვევის პოლისი (ორიგინალი), რომელიც ძალაში უნდა იყოს გადაზიდვის მომსახურებისათვის საჭირო ვადაზე არანაკლებ 30 დღით მეტი ვადით.
1.4.1.6 ობიექტ(ებ)ზე დაშვების უფლების მისაღებად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიმართოს წერილობით. მომსახურების გაწევისათვის ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.8 პუნქტში (ხელშეკრულების პროექტი შესყიდვის შესახებ #) და დანართი #3–ში (მომსახურების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება გაწეული უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:

ქ/ს „საგარეჯო-110-2“-ს ტერიტორია, ქ. საგარეჯო, კახეთის ქუჩა #105.
ქ/ს "გურჯაანის-110“-ს ტერიტორია, ქ. გურჯაანი, ბესიკის ქ #64ა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

(!)

”პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) ინფორმაცია/დოკუმენტაცია უკანასკნელი 5(ხუთი) წლის განმავლობაში გაწეული ანალოგიური მომსახურების შესახებ. კერძოდ ამ პერიოდში "პრეტენდენტს" გადაზიდული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 ცალი 110კვ. ან/და მეტი ძაბვის ძალოვანი ტრანსფორმატორი ან მაშუნტირებელი რეაქტორი, სატრანსპორტო წონით მინიმუმ 30 ტონა. (სატრანსპორტო წონაში იგულისხმება მხოლოდ ტრანსფორმატორის წონა (ზეთით ან უზეთოდ) ყოველგვარი შეფუთვის წონის გარეშე).

ზემოაღნიშნულის დასტურად, "პრეტენდენტმა" უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები სათანადო მიღება-ჩაბარების ან/და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები და წონის და ძაბვის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი (ხელშეკრულება, ტრანსფორმატორის ფირნიშის ფოტო ან/და ტრანსფორმატორის ტიპი) რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება მის მიერ გაწეული მომსახურების ტენდერში მოთხოვნილ გამოცდილებასთან შესაბამისობის დადგენა და ტრანსფორმატორის იდენტიფიცირება.


*დოკუმენტ(ებ)ის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენელი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

2.9 other additional requirements

(!)

"პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ფასების ცხრილი".

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სერტიფიკატის ასლი) ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი.

პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან/და ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც ვერ დადასტურდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
- იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება ეტაპობრივად;
- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
- რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ორ ეტაპად, კერძოდ:

I ეტაპი: ფასების ცხრილის #1 პოზიცია: ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

II ეტაპი: ფასების ცხრილის #2 პოზიცია: ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ორ ეტაპად, კერძოდ:

I ეტაპი: ფასების ცხრილის #1 პოზიცია: ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;

II ეტაპი: ფასების ცხრილის #2 პოზიცია: ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ხაბეიშვილი, 577240458, maia.khabeishvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. ,,დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით)... უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი ,,ფასების-ცხრილი" ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი მისი რომელიმე პოზიცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9.„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru