1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად
გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკური პირობა"-ზე, რაც
უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.
ქ/ს „საგარეჯო-110-2”-ში დაზიანებული ტრანსფორმატორის გადაადგილება და 16
მვა ტრანსფორმატორის გადატანა ქ/ს “გურჯაანი 110”-დან ქ/ს
“საგარეჯოში-110-2”-ში "ტექნიკური პირობა":
1. შესყიდვის საგანი
1.1 სსე-ს ქ/ს ,,საგარეჯო-2-110“-ში დაზიანებული „ტ-1“ ტრანსფორმატორის
გადაადგილება 20 მეტრის მანძილზე ქვესადგურის ტერიტორიაზე და დადგმა
დროებით ფუნდამენტზე.
1.2 სსე-ს ქ/ს ,,გურჯაანი-110“-ის „ტ-2“ ტრანსფორმატორის, მასში არსებულ ზეთის
და მაკომპლექტებელი ნაწილების გადატანა სსე-ს ქ/ს ,,საგარეჯო-110-2“-ში და
დადგმა ფუნდამენტზე, გორგოლაჭებით რელსებზე.
2. საერთო დახასიათება
2.1 ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ის „ტ-1“ სამფაზა, სამგრაგნილა ტრანსფორმატორის,
(შემოკლებით- ტრ-რი), ТДТН-16000/110-80У1, saq.#14031, დამზადებული 1983 წელს ტოლიატის
სატრანსფორმატორო ქარხანაში, სატრანსპორტო გაბარიტები და საერთო
მონაცემებია:
• სატრანსპორტო გაბარიტები- სიგრძე- 5,9 მ., სიგანე-2,5 მ., სიმაღლე-3,6 მ.
• სრული წონა- 50,4 ტონა, სატრანსპორტო წონა- 34 ტონა ზეთი გარეშე.
2.2 ქ/ს „გურჯაანი-110“-ის „ტ-2“ სამფაზა, სამგრაგნილა ტრანსფორმატორის,
ТДТН-16000/110- 76У1, saq.#11913 დამზადებული 1981 წელს ტოლიატის სატრანსფორმატორო
ქარხანაში, სატრანსპორტო გაბარიტები და საერთო მონაცემებია:
• სატრანსპორტო გაბარიტები- სიგრძე- 6,30 მ., სიგანე-2,4 მ., სიმაღლე-3,6 მ.
• სრული წონა- 59,8 ტონა, სატრანსპორტო წონა- 52,8 ტონა ზეთიანად.
• ტრანსფორმატორთან ერთად გადასატანი იქნება მაკომპლექტებელი
ნაწილები და ზეთი (ჩამონათვალი იხილეთ მე-4 თავში)
3. ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ში ტრანსფორმატორის გადაადგილების მომსახურება
3.1 ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ში ტრანსფორმატორის გადაადგილების დაწყებამდე მის
დემონტაჟს უზრუნველყოფს სსე-ს პერსონალი.
3.2 დემონტაჟის შემდეგ ტრანსფორმატორი, ზეთის გარეშე, სატრანსპორტო
მდგომარეობაში, გორგოლაჭების გარეშე იდგება რელსებზე და მომზადებული
იქნება გადასაადგილებლად.
3.3 გადაადგილება უნდა მოხდეს ქ/ს „საგარეჯო-2-110“-ის ტერიტორიაზე
ტრანსფორმატორის სამონტაჟო ადგილიდან 20 მეტრის მანძილზე და უნდა
დაიდგას დროებით ფუნდამენტზე გორგოლაჭების გარეშე.
3.4 გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს ლაფეტის გამოყენებით,
გაცურების მეთოდით ან შესაბამისი ტვირთამწეობის ავტოამწეს
გამოყენებით.
4. ქ/ს "გურჯაანი-110"-დან ქ/ს "საგარეჯოში-2-110"-ში 16 მვა ტრანსფორმატორის
გადატანის მომსახურება.
4.1 ქ/ს „გურჯაანი-110“-ში ტრანსფორმატორის გადატანის დაწყებამდე მის
დემონტაჟს უზრუნველყოფს სსე-ს პერსონალი.
4.2 ტრანსფორმატორის ავზი შევსებული იქნება ზეთით სახურავიდან 15სმ-ით
დაბლა, ზეთის წონა დაახლოებით 16 ტონა.
4.3 ტრანსფორმატორთან ერთად გადასაზიდი იქნება დასამატებელი
სატრანფორმატორო ზეთი და დემონტირებული მაკომპლექტებელი ნაწილები:
• სატრანსფორმატორო ზეთი- დაახლოებით 3,5 ტონა (1 ცალ ლითონის ავზში).
• ტრ-ის გამაფართოებელი - 1 ცალი
• გამაფართოებლის სადგარი- 2 ცალი
• გაგრილების რადიატორები- 4 ცალი
• გაგრილების ძრავები სადგარებით- 4 კომპლექტი.
• თერმოსიფონის ფილტრი- 1 ცალი.
• 110კვ. ფაიფურის იზოლატორი-3 ცალი
• 35კვ. ფაიფურის იზოლატორი-3 ცალი
• ნეიტრალის ფაიფურის იზოლატორი- 2 ცალი.
• კიბე-1 ცალი
• გამომფრქვევი მილი- 1 ცალი
• სხვადასხვა დიამეტრის მილგაყვანილობა
• გორგოლაჭები- 4 ცალი
• მცირე ზომის სხვადასხვა დეტალები და აქსესუარები
4.4 დემონტაჟის შემდეგ ავტოტრანსფორმატორი გორგოლაჭებით იდგება
რელსებზე და მომზადებული იქნება სატრანსპორტოდ. ლაფეტზე დასატვირთად
”მიმწოდებელს" შეუძლია მისი გამოგორება რელსებზე, განივი ღერძის
მიმართულებით, მაღალი ძაბვის მხარეზე 5 მეტრამდე მანძილზე.
4.5. ტრანსფორმატორის ქ/ს „საგარეჯო-2“-ში გადატანის შემდეგ ტრ-რი უნდა
დაიდგას წინასწარ გამზადებულ ფუნდამენტზე გორგოლაჭებით სათანადო
დახრით.
5. ტრ-რის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების ტრანსპორტირება
5.1 აუცილებელია პრეტენდენტმა თავიდანვე ადგილზე შეისწავლოს ტრ-რის
თავისებურებანი, გაეცნოს სატაკელაჟო და ასაწევ ადგილებს. შეისწავლოს
გორგოლაჭების მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათი
შეპოხვა.
5.2 ტრ-რის დატვირთვა სამონტაჟო ადგილიდან გადამტან სატრანსპორტო
საშუალებაზე (ლაფეტზე) შესაძლებელია განხორციელდეს შპალების ბადის,
დომკრატების და რელსებზე გაგორების, გაცურების, ავტოამწის ან სპეც.
დომკრატების საშუალებით. ამ დროს აუცილებელია გაწევა და აწევა
განხორციელდეს ნახაზზე მითითებული ადგილებიდან. ლაფეტზე დადების
შემდეგ ლაფეტზე და ტრ-რზე უნდა იქნას მონიშნული საკონტროლო ნიშნულები,
რომლებიც შემოწმებული იქნება ადგილზე მიტანის შემდეგ, ამ დროს
აღნიშნული ნიშნულები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.
5.3 ტრ-რის რელსებზე გაგორება, თავისივე გორგოლაჭებზე, უნდა მოხდეს
მდორედ, ბიძგების გარეშე, სპეც.ჯალამბარის საშუალებით. გაგორება უნდა
მოხდეს არა უმეტეს 8 მ/წთ. სიჩქარით. გაგორების დროს დაძვრის ძალა უნდა
იყოს 1კნ. ხოლო გაგორების ძალა 0,6 კნ. ყოველ 1ტონა ტრ-ის მასაზე. ამ დროს
აუცილებელია გაწევის ძალა ემთხვეოდეს გადაადგილების მიმართულებას.
5.4 ტრ-რის დომკრატებით აწევის დროს დომკრატები უნდა დაუყენდეს მხოლოდ
ამისათვის განსაზღვრულ ადგილებში. დაუშვებელია მათი დაყენება სხვა
ადგილებში. აწევა და დაწევა უნდა მოხდეს რიგრიგობით ჯერ ერთი მხარის,
მერე მეორე მხარის. ამ დროს ტრ-რის დახრა არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს,
აკრძალულია ტრ-რის აწევა ერთდროულად ოთხივე მხრიდან.
5.5 ”მიმწოდებელს" შეუძლია ტრ-რის გადატანა განახორციელოს მთელ
მარშრუტზე ავტოტრანსპორტით ან ნაწილობრივ რკინიგზით.
5.6 ”პრეტენდენტმა" წინასწარ უნდა მოახდინოს ტრანსპორტირების გეგმის
შემუშავება, მარშრუტის განსაზღვრა, შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება.
ტრასის შესწავლა, გზაზე რაიმე დიდი ღრმულების, დაზიანებული
მონაკვეთების არსებობის შემთხვევაში მისი შეკეთება/ამოვსება. უნდა
შეისწავლოს ყველა გვირაბის, ხიდის, საჰაერო და ელ გადამცემი ხაზის,
გაზსადენის და სხვა სიმაღლეები, ხიდების დასაშვები წონები. ასევე
„პრეტენდენტის“ მოვალეობაა, აუცილებლობის შემთხვევაში,
ქვესადგურებში ტრანსფორმატორების ფუნდამენტებთან მისასვლელი
შესაბამისი გზების მოწყობა/შეკეთება.
5.7 ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი ტვირთამწეობის და გაბარიტის
ლაფეტის და სათანადო სიმძლავრის და სიჩქარის გამწევი ავტომანქანის
საშუალებით. ავტომანქანის დაძვრა უნდა მოხდეს მდორედ, ბიძგების გარეშე,
დამუხრუჭება არ უნდა მოხდეს მკვეთრად. ტრანსპორტირების დროს სიჩქარე
არ უნდა აღემატებოდეს 25- 30კმ/სთ-ში.
5.8 მაკომპლექტებელი ნაწილები არც ერთი არ არის არაგაბარიტული და
შესაძლებელია გადატანილი იქნას შესაბამისი ზომის მისაბმელიანი
სატრანსპორტო საშუალებებით.
5.9 მაკომპლექტებელი ნაწილების გადატანის დროს, განსაკუთრებული
სიფრთხილით უნდა იქნას გადატანილი ფაიფურის იზოლატორიანი 110კვ.
შემყვანები, რომლებიც ზეთის წნევის ქვეშაა. მათი გადატანა უნდა მოხდეს
კონტეინერების/სპეციალური ყუთების საშუალებით, რომლების დამზადება
„პრეტენდენტის“ მოვალეობაა.
5.10 ტრსფორმატორები ქვესადგურებში უნდა დაიდგას უჯრედებში, რელსებზე,
თავისივე გორგოლაჭებზე. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ზემოთ მოცემულ
პუნქტებში მითითებული წესების დაცვით.
5.11 ადგილზე დადგმის შემდეგ „შემსყიდველის“ მიერ მოხდება ტრ-რის
დათვალიერება, მექანიკურ დაზიანებაზე, შემოწმდება „დარტყმაზე
რეაგირების ინდიკატორი“. დათვალიერებული იქნება მაკომპლექტებელი
ნაწილები, მათ შორის ფაიფურის იზოლატორების მდგომარეობა. გაფორმდება
შესაბამისი აქტი.
• ტრ-რის დატვირთვაზე, ლაფეტზე დამაგრებაზე, ტრანსპორტირებაზე და
დანიშნულების ადგილზე დადგმაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება
”პრეტენდენტს".
• ”პრეტენდენტს" უნდა გააჩნდეს სპეციალიზირებული ტექნიკა, სატაკელაჟო
მოწყობილობა და მასალები, ჰყავდეს კვალიფიციური სპეციალისტები.
• პრეტენდენტმა" უნდა უზრუნველყოს თითოეული ტრ-რის და გადასატანი
ტვირთების დაზღვევა სამუშაოს შესრულების მთელ პერიოდში.
5.12 ტრანსფორმატორების საბაზრო ღირებულებებია:
-„გურჯაანი-110“-ის „ტ-2“-ის ტრანსფორმატორის საბაზრო ღირებულებაა 1200000 (ერთი
მილიონ ორასი ათასი) ლარი,
-„საგარეჯო-2-110“-ის „ტ-1“-ის ტრანსფორმატორის საბაზრო ღირებულებაა- 250000
(ორასორმოცდაათი ათასი) ლარი.
შენიშვნა:პრეტენდენტს შეუძლია ობიექტი ადგილზე წინასწარ ნახოს და
დაათვალიეროს.