1. კვების მომსახურების გაწევა დანართის შესაბამისად, სავარაუდო
რაოდენობა: 9 900 საუზმე, 9 900 სადილი და 9 900 ვახშამი
- საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს შემსყიდველს
მასთან შეთანხმებულ ადგილას, სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით,
შესაბამისი კარვის ან სახელდახელოდ გადახურული ობიექტის და
ტერიტორიის მოწყობას;
- ყოველდღიურად მისაწოდებელი ულუფების რაოდენობა განისაზღვრება
შემსყიდველის მიერ წინა დღის წერილობითი ან სიტყვიერი ფორმით
მოთხოვნის შესაბამისად, ცალ-ცალკე სახეობების მიხედვით (საუზმე, სადილი,
ვახშამი);
- მიწოდებული სასმელები, კერძები და საკვები პროდუქტები უნდა იყოს
დანართში მითითებული ჩამონათვალისა და წონის შესაბამისი, კვირის
დღეების მიხედვით;
- მომსახურების მიწოდება, ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის
დამხმარე საკვებ პროდუქტებს, როგორიცაა შაქარი, მარილი, პილპილი და
სხვა;
- მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი ან სიტყვიერი ფორმით
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოს წვნიანი კერძის
მშრალით ჩანაცვლება, შესაბამისი კალორაჟობის დაცვით;
- ჩაი და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და სასმელები შესაბამის
ტემპერატურაზე გაგრილებული;
- კერძები დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ახალი,
მაღალხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქტებისგან, მათი მიწოდება უნდა
განხორციელდეს შესაბამისი ტემპერატურის დაცვით და იყოს ლამაზად
პრეზენტირებული;
- დაუშვებელია წინა დღით დამზადებული ან/და დარჩენილი საკვების შემდგომ
დღეებში მიწოდება;
- საკვების მომზადებისა და მიწოდების დროს მიმწოდებელი ვალდებულია
მკაცრად დაიცვას სანიტარული-ჰიგიენური ნორმები;
- კერძები და კვების პროდუქტები უნდა იყოს საკვებად ვარგისი და
ჯანმრთელობისთვის უვნებელი;
- საკვების საგემოვნო თვისებები და ვიზუალური მხარე უნდა
შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს;
- დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება
და გამოყენება;
- მიწოდებული საკვები სრულად რჩება შემსყიდველთან;
- მიმწოდებელი ვალდებულია საკვების მიწოდებისა და შემსყიდველის მიერ
ამავე საკვების მოხმარების შემდეგ დაალაგოს მიწოდების ადგილი და
გაიტანოს ნარჩენები;
- საკვების მიწოდებასთან ერთად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი
უზრუნველყოს შესაბამისი ინვენტარით: თერმოსით, ჩაიდანით, მიკროტალღური
ღუმელით, სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელით (სამარილე, საშაქრე,
საპილპილე, სატყემლე, ფოდნოსი და სხვა), ხელსახოცებით, მაგიდის
გადასაფარებლებით და სხვა;
- ინვენტარი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი და საუკეთესო სანიტარულ
მდგომარეობაში;
- დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული, დახეული ან სხვა მიზეზით
არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ინვენტარის
გამოყენება;
- სერვირება უნდა განხორციელდეს ერთჯერადი ჭურჭელით (თეფში, ჭიქა, კოვზი,
დანა, ჩანგალი და სხვა) და იგი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მყარი ფაქტურის
მუყაოს ან პლასტიკატის;
- საკვები და ჭურჭელი მიწოდებული უნდა იქნეს შესაბამისი
კონტეინერებითა და ამ სფეროში მიღებული სხვა ჭურჭლით (დაუშვებელია,
პოლიეთილენის პარკებით და სხვა არასათანადო საშუალებებით);
- მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ მისივე ხარჯებით
(ტრანსპორტირება და სხვა) შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით და
ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით;
- დაუშვებელია კერძების ტრანსპორტირება ისეთი საბარგულის მეშვეობით,
სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა ხელსაწყოები, საცხებ/საპოხი
საშუალებები, საწვავი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიუღებელია
საკვებთან ერთად ტრანსპორტირებისათვის;
- აუცილებელია მიწოდების ადგილზე შესაბამისის რაოდენობის მომსახურე
პერსონალის ყოფნა მომსახურების გაწევის სრულ პერიოდში;
- მიმწოდებლის წარმომადგენლები, რომლებიც გაუწევენ მომსახურებას უნდა
იყვნენ ვიზუალურად მოწესრიგებული, უნდა ეცვათ მიმწოდებლის შესაბამისი
უნიფორმა და ჰქონდეთ საიდენტიფიკაციო ნიშანი (სახელის მითითებით);
- დაუშვებელია შეუძლოდ მყოფი (როგორიცაა ვირუსული ინფექცია, გაციება და
სხვა) მიმტანისა თუ სხვა მომსახურების გამწევი პირის ყოფნა მიწოდების
ადგილზე;
- მიმწოდებლის წარმომადგენლებმა დროულად უნდა მოახდინონ გამოყენებული
ჭურჭლის, საკვების ნარჩენების, ხელსახოცებისა თუ სხვა ნივთების აღება
მომსახურების მიწოდების ადგილიდან;
- მომსახურების გაწევა მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს, როგორც სამუშაო
დღეებში, ისე უქმე დღეებში წერილობითი ან სიტყვიერი ფორმით
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
2. შემსყიდველი მომსახურების გაწევის პარალელურად უფლებამოსილია
განახორციელოს შესყიდვის ობიექტის (გაწეული მომსახურების)
შემოწმება
- იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის პერიოდში აღმოჩნდება
გარკვეული ხარვეზები (დანართში მითითებული კერძები წარმოდგენილია
ნაკლები მოცულობით, მოთხოვნილ ხარისხთან შეუსაბამო, დაგვიანებით და
სხვა) და მიმწოდებელი ვერ ან/და არ უზრუნველყოფს შეზღუდულ ვადებში
აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებას, შემსყიდველი უფლებამოსილია უარი
განაცხადოს შესყიდვის ობიექტის მიღებაზე;
- მომსახურების ხარისხის კონტროლი (შემოწმება) შესაძლებელია
განხორციელდეს შემსყიდველი ობიექტის მიწოდების ან/და მისი დამზადების
ადგილზე, მხარეთა უფლებამოსილი წარმოამდგენლების თანდასწრებით.
3. მომსახურების გაწევის პროცესში მკაცრად უნდა იყოს დაცული
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და ნორმები, მათ
შორის:
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
- სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს;
- სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით განსაზღვრული
სანიტარული მოთხოვნები, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს;
- სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები სასურსათო პროდუქტის
შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვები რაოდენობა, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
- სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად
დასაშვები ზღვრის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნორმები.