1.2.1 ატრაქციონის ძირითადი კონსტრუქცია (ჩონჩხი, ბოძები, კიბეები) უნდა
შედგებოდეს გარემო პირობების მიმართ მედეგი, მეტალის ან/და ხის
მასალისაგან.
1.2.2 აქტივობის კოშკებზე და სასრიალოების კორპუსებზე არსებული
პლატფორმები და იატაკები დამზადებული უნდა იყოს გარემო პირობების
მიმართ მედეგი, მდგრადი, მოთუთიებული ან უჟანგავი (მეტალის შემთხვევაში)
მასალისაგან.
1.2.3 HPL პანელი (მაღალი წნევის ქვეშ დაწნეხილი ლამინატი) (არსებობის
შემთხვევაში) - უნდა იყოს გარემო პირობების მიმართ მედეგი (პანელის
სისქე არანაკლებ 10მმ).
1.2.4 ხის დეტალები - ხე უნდა იყოს თერმულად დამუშავებული, მკვრივი ჯიშის,
გამომშრალი, არ უნდა გააჩნდეს ბასრი კიდეები და ხიჭვები, ვაკუუმით
კონსერვირებული, ზედაპირი დამუშავებული დამცავი, ბუნებრივი ხის
შეფერილობის წყალმედეგი და ცეცხლგამძლე პროდუქციით (6-12% ტენიანობა). ხის
ყველა დეტალი უნდა იყოს დამუშავებული EN 351 სტანდარტების შესაბამისად,
ავტოკლავის მეშვეობით/მეთოდით.
1.2.5 პლასტიკური დეტალები (არსებობის შემთხვევაში) - პოლიეთილენი,
პოლიპროპილენი, პოლიამიდი, HDPE (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი) ან
რეზინა. პროდუქცია არ უნდა იყოს გახეხილი, არ უნდა აღენიშნებოდეს
ჩამოღვენთილი ადგილები და ხიჭვები.
1.2.6 მეტალის დეტალები - პროდუქციის მეტალის ნაწილები უნდა იყოს უჟანგავი
ლითონის ან მოთუთიებული, გარემო პირობების და მექანიკური დაზიანების
მიმართ მედეგი.
1.2.7 საქანელას ჯაჭვები, საკისრები, საკიდები/მოძრავი ნაწილები,
სავარძლები - საქანელას ჯაჭვი უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი
ლითონის (დიამეტრი არანაკლებ 6მმ, გამძლეობა არანაკლებ 100 კგ). ჯაჭვი უნდა
იყოს მჭიდრო მარყუჟებით. ჯაჭვები დამზადებული უნდა იყოს მჭიდროდ
ნაქსოვი ფოლადით თითების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით. საკისარი
უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის. ჩასაჯდომი საქანელას
სავარძლის ჩარჩო (ლითონის) და „დასაჯდომი საქანელას“ დასაჯდომი (მყარი
მასალის) დაფარული უნდა იყოს მაღალი ხარისხის რბილი კაუჩუკით ან/და
რეზინით და უძლებდეს არანაკლებ 100 კგ სიმძიმის დატვირთვას. სავარძლის
ძირი და ხელის მოსაკიდებელი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ისე
(არანაკლებ 4 დამაკავშირებელი ელემენტით), რომ დაცული იყოს ბავშვის
უსაფრთხოება მისი ექსპლუატაციის პერიოდში. სავარძლის ძირი და ხელის
მოსაკიდებლი დაფარული უნდა იყოს კაუჩუკით.
1.2.8 აიწონა-დაიწონას მზიდი უნდა მაგრდებოდეს მოთუთიებულ ან უჟანგავი
მეტალის კონსტრუქციაზე, თვითპოხვადი საკისრიანი მექანიზმით.
დასაჯდომებთან გათვალისწინებული უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი
ლითონის ხელმოსაკიდები.
1.2.9 ხრახნები, ქანჩები, ჭანჭიკები - მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის
(დიამეტრი არანაკლებ 8მმ). პროდუქციის ყველა არსებულ ჭანჭიკს უნდა
ჰქონდეს პლასტმასის სახშობი/საცობი.
1.2.10 თოკები და ბადეები (არსებობის შემთხვევაში) (დიამეტრი არანაკლებ 16 მმ) -
დამზადებული უნდა იყოს ნეილონის, ან პოლიპროპილენის ან პოლიესტერის
მასალისგან (შიგთავსი - უჟანგავი ლითონის გრეხილი).
1.2.11 საღებავი – გამოყენებული საღებავი უნდა იყოს გარემო პირობების,
წყლის და ულტრაიისფერი სხივებისადმი (UV) მედეგი, არ უნდა შეიცავდეს
ტყვიას ან სხვა ჯანმრთელობისათვის საშიშ ელემენტებს.
1.2.12 სასრიალო - ჩამოსასრიალებელი (უნდა უძლებდეს არანაკლებ 100 კგ
დატვირთვას) უნდა იყოს არანაკლებ 2მმ სისქის უჟანგავი ლითონის ან
მკვრივი პოლიეთილენის.
1.2.13 ზამბარა (არსებობის შემთხევაში) - დამზადებული მაღალი ხარისხის
დრეკადი უჟანგავი ლითონისაგან. ზამბარას დრეკის დროს არ უნდა
დაუზიანდეს საღებავი.
1.2.14 ატრაქციონებზე თვალსაჩინო ადგილას დამონტაჟებული უნდა იქნას
უჟანგავი ლითონის ან ანოდირებული ალუმინის აბრა, ყველა საჭირო
ინფორმაციით (მითითება პროდუქტზე, დამზადების წელზე, მომხმარებლის
(ბავშვის) ასაკის შეზღუდვაზე).
1.2.15 სათამაშო კომპლექსის საყრდენი სვეტების მონტაჟი უნდა
განხორციელდეს მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციის
შესაბამისად. შემსყიდველი უფლებამოსილია მონტაჟის პროცესში
მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული ინსტრუქცია.
1.2.16 ატრაქციონის მოძრავი ნაწილები არ უნდა გამოსცემდეს ხმას.
1.2.17 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეული ატრაქციონის
უსაფრთხოების შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაცია, კერძოდ,
ატრაქციონიდან ბავშვის ვარდნის შესაძლო არეალი.
1.2.18 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას
შემოთავაზებული ატრაქციონების ესკიზები მოდელების მითითებით,
რომლებიც უნდა იყოს თანხვედრაში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული
საქონლის მწარმოებლის მიერ შედგენილი კატალოგის შესაბამის გვერდებში
ან მწარმოებლის მიერ გაცემულ ოფიციალურ წერილში მოცემულ
პროდუქციასთან.
1.2.19 შემოთავაზებული პროდუქციის ფუნქციური მახასიათებლების შესახებ
ინფორმაციის გადამოწმების უზრუნველსაყოფად, პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის მიერ
შედგენილი კატალოგის შესაბამისი გვერდები ან მწარმოებლის მიერ
გაცემული ოფიციალური წერილი (წარმოდგენილ დოკუმენტში სრულად უნდა იყოს
მითითებული ინფორმაცია „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალების“
ტექნიკური მახასიათებლებისა და ზომების გრაფებით განსაზღვრული
მონაცემების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილით (დანართი
N1) შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების და ზომების
თაობაზე).
1.2.20 ხის ყველა დეტალის EN 351 სტანდარტების შესაბამისად, ავტოკლავის
მეთოდით/მეშვეობით დამუშავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება
შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ შედგენილ კატალოგში ან
დადასტურებული უნდა იქნას მწარმოებლის ოფიციალური წერილით.
1.2.21 პრეტენდენტის მიერ, ელექტრონულ სისტემაში ასევე ატვირთული უნდა
იქნას შემოთავაზებული პროდუქციის ქვემოთ ჩამოთვლილი ძირითადი
შემადგენელი ნაწილების მასალების შესახებ ინფორმაცია, რომლის
გადამოწმება შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ შედგენილ
კატალოგში ან დადასტურებული უნდა იქნას მწარმოებლის ოფიციალური
წერილით, რათა შემსყიდველმა იმსჯელოს წარმოდგენილი პროდუქციის
ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე:
1.2.21.1 საქანელა - საქანელას ჯაჭვი უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი
ლითონის (დიამეტრი არანაკლებ 6მმ). საქანელას ჩასაჯდომი სავარძლის ჩარჩო
(ლითონის) და საქანელას დასაჯდომი (მყარი მასალის) დაფარული უნდა იყოს
მაღალი ხარისხის რბილი კაუჩუკით ან/და რეზინით. სავარძლის ძირის და
ხელის მოსაკიდებლის დამაკავშირებელი ელემენტები (არანაკლებ 4)
დაფარული უნდა იყოს კაუჩუკით;
1.2.21.2 სასრიალო - ჩამოსასრიალებელი უნდა იყოს არანაკლებ 2 მმ სისქის
უჟანგავი ლითონის (არ უნდა იყოს მოთუთიებული) ან მკვრივი
პოლიეთილენის;
1.2.21.3 თოკები და ბადეები (არსებობის შემთხვევაში) – დამზადებული უნდა იყოს
ნეილონის, ან პოლიპროპილენის ან პოლიესტერის მასალისგან (შიგთავსი -
უჟანგავი ლითონის გრეხილი);
1.2.21.4 წრიულად მბრუნავ საბავშვო ატრაქციონს ძირზე უნდა გააჩნდეს
მოსრიალების საწინააღმდეგო ზედაპირი;
1.2.21.5 აიწონა-დაიწონას დასაჯდომებთან გათვალისწინებული უნდა იყოს
მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის ხელმოსაკიდები;
1.2.21.6 ატრაქციონის ძირითადი კონსტრუქცია (ჩონჩხი, ბოძები, კიბეები) უნდა
შედგებოდეს მეტალის ან/და ხის მასალისაგან.
1.2.22 შემოთავაზებულ პროდუქციას უნდა გააჩნდეს საერთაშორისო
სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ გაცემული EN 1176-1-თან შესაბამისობის
სერტიფიკატი, რომელიც პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას ატვირთული
ელექტრონულ სისტემაში.
1.2.23 საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის დავალების შესაბამისად,
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტერიტორიაზე (სადაც
განხორციელდება ახალი ატრაქციონების მონტაჟი) არსებული
ატრაქციონების დემონტაჟი და დავალებით განსაზღვრულ ადგილზე (ქალაქ
თბილისის მასშტაბით) დასაწყობება.
1.2.24 შემსყიდველის დავალების შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს
შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი) მიწოდება
ერთდროულად 3 (სამი) ლოკაციაზე.
1.2.25 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მიმწოდებელი ვალდებულია
შემსყიდველს წარმოუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული, შესყიდვის
ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია
ან/და სერტიფიკატ(ებ)ი, რათა შემსყიდველმა იმსჯელოს მიწოდებული
პროდუქციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
1.2.26 პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში
მითითებული ინფორმაცია უნდა ემთხევოდეს ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ
წარმოდგენილ დაოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია
წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, შემსყიდველი უფლებამოსილია
მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი ტექნიკური
მახასიათებლების დასადასტურებლად.
1.2.27 შესყიდვის ობიექტის დასახელება, პარამეტრები (მახასიათებლები) და
რაოდენობა მოცემულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში,
რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.