Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #52563025)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 52563025
Дата публикации: 20-03-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240006028
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.03.2024 16:19
Начало приема предложения 29.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 01.04.2024 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 268`222.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
"YAMAHA"-ს ფირმის მოტოციკლების, სახმელეთო სკუტერებისა და კვადროციკლის ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`073.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maria pranguliani :: 23.02.2024 13:24
  • Последнее исправление: maria pranguliani :: 20.03.2024 16:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=564367&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

"YAMAHA"-ს ფირმის მოტოციკლების, სახმელეთო სკუტერებისა და კვადროციკლის ტექნიკური მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- "YAMAHA"-ს ფირმის "FJR1300AP" მოდელის მოტოციკლების საერთო რაოდენობა შეადგენს 3 ერთეულს და "XJ900P" მოდელის მოტოციკლების საერთო რაოდენობა შეადგენს 10 ერთეულს;

- "YAMAHA"-ს ფირმის "Cygnus RS" მოდელის სახმელეთო სკუტერების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 ერთეულს;

- "YAMAHA"-ს ფირმის "GRIZZLY" მოდელის კვადროციკლის საერთო რაოდენობა შეადგენს 1 ერთეულს;

- ა/სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით. მეორადი ნაწილის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველის თანხმობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორად სათადარიგო ნაწილზე გავრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებით განსაზღვრული საგარანტიო ვადა;

- შესაკეთებელი ა/სატრანსპორტო საშუალების მიმწოდებლის სერვის-ცენტრში მიყვანას უზრუნველყოფს შემსყიდველი, ხოლო თუკი აღნიშნულ სერვის-ცენტრში მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ა/სატრანსპორტო საშუალების შეკეთებას და შეიქმნება მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანის საჭიროება, ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების (ევაკუატორით მომსახურების) ხარჯები ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ;

- მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;

- თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება, აღნიშნული მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

- გაწეულ მომსახურებაზე მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა (საჭიროების შემთხვევაში გამოსაცვლელი დეტალების გათვალისწინებით), რაოდენობა, ფასი და საერთო ღირებულება (მომსახურების ფასები გათვალისწინებული იქნება პრეისკურანტში (დანართი N1) მოცემული ფასების შესაბამისად);

- ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე მიანიჭოს პრიორიტეტული უფლება საპატრულო პოლიციის მოტოციკლებს, სახმელეთო სკუტერებსა და კვადროციკლს, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას.

- ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ უფლებამოსილ პირთან ერთად დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებაზე შეადგინოს დეფექტური აქტი (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 ლარის ოდენობით), დეფექტურ აქტში მიუთითოს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ფირმა, მოდელი, გამოშვების წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, აღმოჩენილი ხარვეზი, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო გასაწევი მომსახურებების ჩამონათვალი (შესაცვლელი სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) და პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ღირებულებების შესაბამისად განახორციელოს აღდგენითი და პროფილაქტიკური მომსახურება დეფექტური აქტის შედგენიდან 1.4 პუნქტში მითითებულ ვადების შესაბამისად;

- გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეისკურანტში (დანართი N1).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ეტაპობრივად, პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ვადების შესაბამისად.

- მომსახურება გაწეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ;
- მომსახურების გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში, დეფექტური აქტის შედგენიდან არ უნდა აღემატებოდეს:

- სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 68 კალენდარულ დღეს;

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, სატრანსპორტო საშუალებაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი); დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა გამოყოს ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილი მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალი, რომლის მეშვეობით ქ. თბილისში, სერვის ცენტრში განახორციელებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრულ დანართ N1-ში მითითებული "YAMAHA"-ს ფირმის მოტოციკლების, სახმელეთო სკუტერებისა და კვადროციკლის ტექნიკური მომსახურების გაწევას;

1.7.1 requirement related to guarantee period

- საგარანტიო ვადასთან დაკავშირებული მოთხოვნები მითითებულია 1.3 პუნქტით განსაზღვრულ პრეისკურანტში (დანართი N1).

- დეფექტის აღმოფხვრის ოპერატიულობა: დეფექტური აქტის შედგენიდან 13 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 68 კალენდარული დღის განმავლობაში;

- საგარანტიო პერიოდში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

- პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 30 000.00 (ოცდაათი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ღირებულების ანალოგიური სატრანსპორტო საშუალებების (კვადროციკლების, სახმელეთო სკუტერების ან/და მოტოციკლების) ტექ-მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში მინიმუმ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი ქ. თბილისში და ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს საკუთრების/ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (ამონაწერ(ებ)ი საჯარო რეესტრიდან);

ბ) სარგებლობის შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნეს ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე და აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2024 წლის 31 დეკემბერს. საიჯარო ხელშეკრულებას თან უნდა ახლდეს მეიჯარე(ები)ს სახელზე ამონაწერ(ებ)ი საჯარო რეესტრიდან.

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას სავალდებულოა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

დამატებითი მოთხოვნები:

1. გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს - დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან (მათ შორის პრეისკურანტში (დანართი №1) რიგ პოზიციებზე გათვალისწინებულ გამოსაცველელი დეტალების ღირებულებებს) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული პრეისკურანტის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.

4. პრეტენდენტის მიერ გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებულ უნდა იქნეს პრეისკურანტში (დანართი №1) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე დაფიქსირებულ ერთეულის მაქსიმალურ ზღვრულ ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 268 222.00 (ორას სამოცდარვა ათას ორას ოცდაორი ლარი და 00 თეთრი) ლარს (დანართი №1 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

5. პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის სავარაუდო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, პრეისკურანტით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნეს პროპორციულად ყველა პოზიციაზე, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული სხვაობიდან გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. ამასთან, თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად კლებადობით შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

6. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

7. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე(გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1 და 2.3.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტ(ებ)ისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

8. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

9. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი);

10. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

11. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც განსაზღვრული იქნება 30 000.00 (ოცდაათი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით აღებულია შესაძლო გასაწევი მომსახურებების მიხედვით, ხოლო ანაზღაურება "მიმწოდებელთან" განხორციელდება მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებების მიხედვით, შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა დარჩება "შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მიხეილ ტიშჩენკო, 577771900, m.tishchenko@mia.gov.ge სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: მარია ფრანგულიანი - 577 77 53 88

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

• ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

• შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

• ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

• პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru