Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #52563017)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia MIA LEPL "Security Police Department"
Номер конкурса: 52563017
Дата публикации: 20-03-2024
Сумма контракта: 10 532 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240006036
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.03.2024 16:41
Начало приема предложения 17.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 22.04.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 10`532`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34114000 - Автомобили специального назначения
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 (ორასსამოცდაათი) კალედარული დღის ვადაში
Дополнительная информация
სპეციალიზირებული, დაჯავშნული ავტოსატრანსპორტო (ფურგონის ტიპის მ/ავტობუსი) საშუალება.
Количество и объём закупок 35 ერთეული
Шаг снижения цены 210`000.00 GEL
Размер гарантии 105`322 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gocha gogolauri :: 26.01.2024 11:44
  • Последнее исправление: gocha gogolauri :: 20.03.2024 16:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=558444&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეციალიზებული შეჯავშნული ფურგონის ტიპის (მ/ავტობუსი) 35 ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სპეციალიზებული დაჯავშნული ფურგონის ტიპის (მ/ავტობუსი) ავტოსატრანსპორტო საშუალება 35 ერთეული:

ძირითადი მახასიათებლები;
საბაზო სატრანსპორტო საშუალება - ფურგონის ტიპის მ/ავტობუსი შემდეგი მახასიათებლებით:
- ძრავის მოცულობა: არანაკლებ 2.100 ლ - არაუმეტეს 3.0 ლ.
- სიმძლავრე: არანაკლებ 130 ცხენის ძალა.
- ძრავის ტიპი: ტურბო დიზელი.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური არანაკლებ 6+1 საფეხურიანი.
- საჭის გამაძლიერებელი.
- მინიმუმ ერთი უსაფრთხოების ბალიში (მძღოლის).
- ABS სისტემა.
- კონდიციონერი.
- აუდიო სისტემა, CD ან/და USB წამკითხველით.
- მარცხენა საჭით.
- ა/მანქანის ფერი-თეთრი,
- ა/მანქანის სიგრძე: 5400-დან 6000 მმ-მდე
-ა/მანქანის სიგანე: 2000-დან 2475-მმ-მდე
- ა/მანქანის სიმაღლე: 2260-დან 2800-მმ-მდე.

- საბაზისო ა/მანქანის ნებადართული ტვირთამწეობა არანაკლებ 1200 კგ.

- ჯავშნირებული ტრანსპორტის ტვირთამწეობა არანაკლებ 450კგ.
- სათადარიგო საბურავი სრული ზომის.
- გამოშვების წელი არანაკლებ 2023;

- ავტომანქანა უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არნამყოფი.


მოთხოვნები დაცვის მიმართ;
მძღოლისა და ეკიპაჟის კაბინა ფულის საცავით (მოცულობა: არანაკლებ 8მ3) დაცული უნდა იყოს B4+ EN1063 სტანდარტის ან მსგავსი (VR4 VPAM BRV2009) სტანდარტის მიხედვით ავტომატ AKM-ის 7,62 X 39 მმ FMJ/PB/FeC 10 მეტრ მანძილიდან.
- დაჯავშნის სქემა და კონსტრუქცია საშუალებას უნდა იძლეოდეს შეიცვალოს მანქანის დეტალები.
- ფსკერი არ იჯავშნება;
- კონსტრუქციაში გამოყენებული მასალები არ უნდა იყოს ტოქსიკური;
- მარცხენა ჯავშანკედელი აღჭურვილი უნდა იყოს ეკიპაჟის უკანა მარცხენა მხარეს მჯდომი წევრის მიერ გამოსაყენებლად მოხერხებულ ზონაში განლაგებული ჯავშანშუშით (ზომით: 30სმx30სმ +/-5სმ) და სათოფურით;
- სათოფური უნდა იხსნებოდეს მხოლოდ შიგნიდან, ხელით, დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე. გარედან არ უნდა ეტყობოდეს სათოფურის ღარები.
- გამორიცხული უნდა იყოს სათოფურის კონსტრუქციის ბლოკირება, შემთხვევითი გახსნა ან გახსნა გარედან.
- მარჯვენა ჯავშანკედელი აღჭურვილი უნდა იყოს საბაზო სატრანსპორტო საშუალების მარჯვენა ბორტზე განლაგებული სატვირთო ნაკვეთურის კარის უკან განლაგებული ჯავშანკარით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს ჯავშანშუშით, ზომით: 25სმx25სმ +/- 5სმ და სათოფურით.
- სატრანსპორტო საშუალების უკანა გვერდითა კარზე უნდა იყოს შუშის (დაბურული) ფანჯარა ზომით: 30სმx30სმ +/- 10სმ;
- კაფსულის ოთხივე ჯავშანკარი აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი ეკიპაჟის წევრის სამუშაო ადგილებიდან ხელმისაწვდომ მანძილზე, ელექტრონული ბლოკირების მექანიზმით. უკანა გვერდითი ჯავშანკარი დამატებით აღიჭურვოს მექანიკური ურდულით.
- ჯავშანსახურავი აღჭურვილი უნდა იყოს ავარიულ სიტუაციაში ტრანსპორტის დატოვების უზრუნველსაყოფი ავარიული ლუქით;
- ავარიული ლუქი განლაგებული უნდა იყოს B4+ კაფსულის შუაში.
-ავტომანქანის უკანა მხარის კარებიდან B4+ კაფსულამდე დაშორება უნდა იყოს ავტომანქანის კონფიგურაციიდან გამომდინარე, 20 სმ-დან 50სმ-მდე (დამკვეთათან შეთანხმებით).
-კაფსულის უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს ცალფრთიანი გვერდზე გასაწევი (სრიალა/გორგოლაჭებზე) კარი განთავსებული მაქსიმალურად მარჯვენა მხარეს, გასაღებად მოსახერხებელ პოზიციაში;
- ავარიული ლუქის ზომები: არანაკლებ 360მმ X 480მმ, მომრგვალების რადიუსი არანაკლებ სიგანის ერთი მესამედისა.
- ავარიული ლუქი უნდა იყოს გარეთ გასახსნელი. გახსნა უნდა ხდებოდეს ერთი ხელით, ორი მოძრაობით (შემთხვევითი გაღების გამოსარიცხად), დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე.
- ლუქის კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მის ბლოკირებას ან გახსნას გარედან.
- ჯავშანსახურავი აღჭურვილი უნდა იყოს სახურავზე ავარიული ლუქის გვერდით განლაგებული ერთი ტურბოვენტილატორით;
- იჯავშნება ორივე, მარცხენა (მძღოლის) და მარჯვენა კარი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სათოფურით გამოსაყენებლად მოსახერხებელ ზონაში;
- უნდა გაუქმდეს შუშის ამწევ - დამწევი მექანიზმი. ჯავშანმინა უნდა იყოს უძრავი;
- წინა კარზე გამოყენებული უნდა იქნეს არაპროფილირებული (ბრტყელი) ერთიანი ჯავშანმინა (დაბურული შემსყიდველთან შეთანხმებით) ;
-კაფსულაში, გვერდით კართან ასასვლელის მარცხენა მხარეს, ჯავშანზე უნდა განთავსდეს სახელური;
- სალონის წინა პროექციის ჯავშანი შედგება საქარე ჯავშანმინისა (ჯავშანმინის სისქე უნდა იყოს დაახლოებით 36-46 მმ) და სალონის წინა კედლის დასაჯავშნი ჯავშნისგან;
- მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი ეკიპაჟის წევრის სავარძლები არ იცვლება და უნდა შეესაბამებოდეს საბაზო სატრანსპორტო საშუალების სავარძლებს;
- ეკიპაჟის დანარჩენი ორი წევრისთვის B4+ კაფსულაში უშუალოდ მძღოლის უკან უნდა იდგას ორი სავარძელი, (განთავსების ადგილი შესაძლებელია შეიცვალოს შემსყიდველის მითითებით);
- ტრანსპორტი დამატებით აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ნაკეთობებით:
-გაძლირებული უნდა იყოს სავალი ნაწილი, კერძოდ: ამორტიზატორები, რესორები, წინა ზამბარები, გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 2000კგ ტვირთამწეობის ა/მანქანაზე;
- ჭერზე განლაგებული სანათური ჯავშანკაფსულაში.

დაჯავშნული ა/მ მანქანაზე დამონტაჟებული უნდა იყოს შემდეგი დასახელების ტექ.საშუალებები შემსყიდველის მითითებით, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით

- ცეცხლმაქრი (2კგ. T.S.E სერტ.);
- საბურავების გასაბერი მოწყობილობა 12 ვოლტიანი (ჰაერის კომპრესორი-ტუმბო); ა/მანქანის აფთიაქი;
- უკუსვლის ხმოვანი სიგნალი;
- ტრანსპორტის გარე გაფორმება ფერებითა და სიმბოლიკით უნდა შეესაბამებოდეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებას (გარე გაფორმება შეთანხმდება შემსყიდველთან).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 (ორასსამოცდაათი) კალედარული დღის ვადაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებულ მისამართზე, თბილისის ფარგლებში (მითითება განხორციელდება სატელეფონო ზარით ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით).

მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო პირობები ჯავშანზე (ულიმიტო გარბენით) უნდა გავრცელდეს:

- გარანტია რკინის ჯავშანზე არანაკლებ 5 (ხუთი) წელი;
- ჯავშნირებულ შუშებზე არანალკებ 4 (ოთხი) წელი;
- სასიგნალო ციმციმა, ხმოვანი გამაძლიერებელი არანაკლებ 2 (ორი) წელი;
- დამატებულ სპეციალურ ტექნიკურ საშუალებებზე 1 (ერთი) წელი;

მიმწოდებელმა საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) დღეში. (მოთხოვნა განხორციელდება პრედენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისსტემაშიო წარმოდგენილ ელ. ფოსტაზე)


საგარანტიო პირობები ავტომანქანაზე :

- შემოთავაზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს 5 (ხუთი) წელს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდების დღიდან, გარბენის შეუზღუდავად და გავრცელდეს მინიმუმ : აგრეგატებზე ( ძრავი; გადაცემათა კოლოფი; წამყვანი რედუქტორი „ხიდზე“ (წინა წამყვანის შემთხვევაში ასევე ბურთულა სახსარზეც „ყუმბარაზე“); ამორტიზატორებზე; წინა ზამბარებზე; რესორებზე ; ელექტროობაზე; ძარის დეტალებზე (მათ შორის კარის ანჯამებზე; დგარებზე; კარის გორგოლაჭებზე);
-გარანტია ტურბო გამაძლიერებელზე გავრცელდეს მინიმუმ 150 000 კმ. გარბენზე (იგივე გარანტია ვრცელდება ასევე შეცვლის შემთხვევაში)
- დანარჩენ ა/მანქანაზე მინიმუმ 2 (ორი) წელი გარბენის შეუზღუდავად;
- გარანტია აკუმულატორზე 1 (ერთი) წელი:


ა/მანქანის ტექ. მომსახურეობის ჩატარება შესაძლებელი უნდა იყოს: ქ. თბილისში; ქ. ქუთაისში; ქ. ბათუმში. საჭიროების შემთხვევაში ტექ. მომსახურეობა განხორციელდეს შაბათი დღის ჩავლით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1.პრეტენდენტი ვალდებულია "დანართი N1" მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი/ბრენდი და მოდელი/დასახელების შესახებ და ასევე ტექნიკურ საშუალებებზეც შესაბამისად შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი/ბრენდი და მოდელი/დასახელება

ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს მაინც, რომლის დადასტურების მიზნითაც ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტები.

ა) პრეტენდენტი, რომელსაც გააჩნია ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება (შეჯავშნული სატრანსპორტო საშუალების მიწოდება) 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 000 000.00 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, ტენდერის გამოცხადებამდე.

ბ) პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტი;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი ავტომობილების მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები (მწარმოებლის მიერ დადგენილი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები). (დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

ელექტრონულ ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მასზე ან მის ქვეკონტრაქტორზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული საქართველოს „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სამხედრო პროდუქციის (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისი № 394 დადგენილების ჯგუფი 6, ა.ბ) ქვეჯგუფით განსაზღვრული) დამზადება/წარმოებისა და შეკეთების ნებართვ(ებ)ი (სალიცენზიო მოწმობ(ებ)ა);

დაჯავშნულ ა/მ მანქანაზე დასამონტაჟებულ დამატებით აღჭურვილობაზე ,,პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები)."

შენიშვნა იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურ ენოვანი, მისი თარგმნა არ არის აუცილებელი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

იმ შემთხვევაში თუ ქვეკონტრაქტორი ასრულებს შეჯავშნის სამუშაოს, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორზე გაცემული საქართველოს „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სამხედრო პროდუქციის (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისი № 394 დადგენილების ჯგუფი 6, ა.ბ) ქვეჯგუფით განსაზღვრული) დამზადება/წარმოებისა და შეკეთების ნებართვ(ებ)ი (სალიცენზიო მოწმობ(ებ)ა)
და ტენდერში შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების შეჯავშნის თაობაზე პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელის ვადაც უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას, ასევე ქვეკონტრაქტორის სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, შემოთავაზებული სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში, იჯარის ვადა უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი საკუთარ სერვის ცენტრში უზრუნველყოს დაჯავშნას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, შემოთავაზებული სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში, იჯარის ვადა უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

2.9 other additional requirements

ა) ტექნიკური აღწერილობა (სადაც დეტალურად მითითებული იქნება შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებისა და დამატებითი აღჭურვილობის სპეციფიკაციები);

ბ) დანართი N1 (სადაც დეტალურად იქნება მითითებული ფასები და სატრანსპორტო საშუალებისა და დამატებითი აღჭურვილობის ბრენდი და მოდელი;

გ) დოკუმენტაციის შესაბამისად დილერობის შესახებ ინფორმაცია ან/და ანალოგიური სამუშაოს შესრულების შესახებ ინფორმაცია.

დ) დოკუმენტაციის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობ(ებ)ი.

ე) იმ შემთხვევაში თუ ქვეკონტრაქტორი ასრულებს შეჯავშნის სამუშაოს, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორზე გაცემული საქართველოს „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სამხედრო პროდუქციის (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისი № 394 დადგენილების ჯგუფი 6, ა.ბ) ქვეჯგუფით განსაზღვრული) დამზადება/წარმოებისა და შეკეთების ნებართვ(ებ)ი (სალიცენზიო მოწმობ(ებ)ა).

ვ) პირველი ავტოსატრასპორტო საშუალების მოწოდებას წინ უნდა უძღვოდეს ავტომანქანის დაჯავშნისას გამოყენებული ჯავშანფილის და შეჯავშნული შუშის გამოცდის აქტი/ექსპერტიზის დასკვნა, ჯავშნირების დაცვის დონის მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ, აგრეთვე გამოცდა გავლილი შუშის და გამოყენებული მასალის ერთგვაროვნების დადასტურების მიზნით ჯავშანშუშაზე მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება მოსაწოდებელ მანქანებში გამოყენებული მასალის ნომრები.

შემსყიდველს უფლება აქვს სურვილისამებრ მოწოდების ნებისმიერ ეტაპზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები“.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

5.1.2.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.2.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.2.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.2.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.3.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.3.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.4 for a physical entit

5.1.4.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4.2 ამონაწერი გადამხთელთა რეესტრიდან რეესტრიდან.
5.1.4.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

5.1.5.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.5.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ, ფიზიკური პირის შემთხვევაში გადამხთელთა რეესტრიდან.
5.1.5.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილე პირების საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.5.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ როგორც ამხანაგობაზე, ასევე მასში მონაწილე სუბიექტებზე არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (ფიზიკური პირის შემთხვევაში არ მოითხოვ

5.1.6 for a non-resident

5.1.6.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.6.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.6.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: არარეზიდენტი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სახელწოდება და გამცემი ორგანო შესაძლებელია განსხვავდებოდეს ზემოაღნიშნულისგან, თუმცა შინაანრსობრივად უნდა იყოს იდენტური და უნდა იყოს გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

5.1.7 for a representation/branch

5.1.7.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru