Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Спортивные услуги (Грузия - Тендер #52562998)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Nadzaledevi District Gamgeoba
Номер конкурса: 52562998
Дата публикации: 20-03-2024
Сумма контракта: 33 522


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240006019
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.03.2024 15:29
Начало приема предложения 26.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 28.03.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 33`522.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 92600000-Спортивные услуги
Коды классификатора
  • 92622000 - Услуги по организации спортивных мероприятий
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
მინი ფეხბურთისა და ფრენბურთის ჩემპიონატების ორგანიზება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 168.00 GEL
Размер гарантии 335 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamta lekiashvili :: 20.03.2024 15:01
  • Последнее исправление: tamta lekiashvili :: 20.03.2024 15:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=568537&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მინი ფეხბურთისა და ფრენბურთის ჩემპიონატების ორგანიზება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შიდა რაიონული ტურნირი მინი ფეხბურთში „ნაძალადევის თასი - 2024“
ტექნიკური დოკუმენტაცია
• შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მინი ფეხბურთის ტურნირის „ნაძალადევის თასი - 2024“ ორგანიზება.
• ღონისძიების ჩატარების თარიღი, ღონისძიების გამართვის ადგილი და დრო დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების დროს. მიმწოდებელს ევალება თამაშების გასამართი მოედნები მოაწესრიგოს წინასწარ (დასუფთავება, დახაზვა, კარის ბადეების მოწესრიგება და ა.შ)
• ტურნირი უნდა ჩატარდეს ჯგუფური პრინციპით, ტაიმი 20 წუთი, შესვენება 5 წუთი.
• ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია 16 წლიდან ზემოთ, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს.
• ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა არაუმეტეს 16 გუნდისა. გუნდში უნდა იყოს არაუმეტეს 10 მოთამაშე, რომლებიც დაიყოფიან 4-4 გუნდიან ქვეჯგუფებად. ტურნირი დაიწყება ჯგუფური სისტემით, თითო ქვეჯგუფიდან გავა ერთი გუნდი. ქვეჯგუფში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება ქულათა უკეთესი მაჩვენებლის მიხედვით. (მოგება - 3ქ. ფრე - 1 ქ. წაგება - 0 ქ. ) თუ ორი ან მეტი გუნდი დააგროვებს ქულათა თანაბარ რაოდენობას, გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება შემდეგი წესით: 1)ურთიერთშორის შეხვედრების უკეთესი მაჩვენებლით;
2) გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობით;
3) მეტი მოგებული მატჩით;
4) მეტი გატანილი გოლით;
5) კენჭისყრით.
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებული 4 გუნდი კენჭისყრით შეხვდებიან ერთამნეთს ნახევარფინალში. ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს ფინალში, ხოლო წაგებული გუნდები იბრძოლებენ მესამე ადგილისთვის.
• განაცხადში შეყვანილ უნდა იქნას 10 მოთამაშე, რეგისტრაცია იწარმოება შესაბამისი წესების დაცვით. გუნდების რეგისტრაციას და განაცხადების მიწოდებას უზრუნველყოფს „შემსყიდველი“.
• ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებზე გახმოვანების აპარატურისა და კომენტატორის წარმოდგენა. ასევე, უნდა უზრუნველყოს დაჯილდოების ცერემონიის მუსიკალური გაფორმება (დენის წყაროს უზრუნველყოფს ორგანიზატორი).

საჭირო პერსონალი და ინვენტარი
• ფეხბურთის ბურთები, უმაღლესი ხარისხის N5. რეკომენდირებული ყველანაირ საფარზე სათამაშოდ. რაოდენობა 5 ცალი. (ტურნირის დასრულების შემდეგ გადაეცემა მონაწილეებს).
• ფინალური თამაშებისთვის დაბრენდილი მაისურები თბილისის მერიისა და ტურნირის ლოგოთი (ორმხრივი ბეჭდვა), სხვადასხვა ფერის და ზომის (XL,L,) 20 ცალი. 1 დან 10-ის ჩათვლით დანომრილი (მეკარის მაისური, 2 ცალი, უნდა იყოს განსხვავებული ფერის), 10-10 ცალად დაკომპლექტებული. ორმხრივი ბეჭდვა. წარწერა და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. ტურნირის დასრულების შემდეგ მაისურები გადაეცემა ტურნირის ფინალისტებს. (მაისურები ფინალამდე 1 დღით ადრე „მიმწოდებელმა“ უნდა ჩააბაროს „შემსყიდველს“)
• სასმელი წყალი მოთამაშეებისთვის 0.5 ლიტრიანი, პოლიეთილენის ბოთლებში. 200 ბოთლი.
• მსაჯებით უზრუნველყოფა ყველა თამაშზე 2 პერსონა.
• საორგანიზაციო მდივანი ყველა თამაშზე (სტატისტიკური ანალიზი, თამაშის ოქმების წარმოება. ოქმები უნდა ჩაბარდეს შემსყიდველს).
• ექიმი ყველა მატჩზე. ტურნირის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ე.წ „სამედიცინო ჩანთა“ შესაბამისი აღჭურვილობით.
• ფოიერვერკი „კონფიტი“.
• მიმწოდებელმა თამაშებზე უნდა წარმოადგინოს მაგიდა, 4 სკამი და არაელექტრო ტაბლო.
• ბანერი დასაკიდი ლუვერსებით, ზომა 3მ x 2მ-ზე. ვინილის მასალა. წარწერა და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით.

გამარჯვებული გუნდის პრიზები და ფასიანი საჩუქრები:
• პირველ ადგილზე გასული გუნდისთვის ოქროსფერი თასი, გრავირებით - „ნაძალადევის თასი-2024“, წარწერა და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. თასი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს ტურნირის დასრულებამდე 3 დღით ადრე.
• მედლები პირველი, მეორე და მესამე ადგილისათვის (ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ბრინჯაოსფერი) 10-10 ცალი, დიამეტრი 6 სმ. გრავირებული, წარწერით. (წარწერა და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით). მედლები მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს ტურნირის დასრულებამდე 3 დღით ადრე.
• I ადგილზე გასული გუნდისთვის 1500 ლარიანი ფულადი პრიზი.
• II ადგილზე გასული გუნდისთვის 1000 ლარიანი ფულადი პრიზი.
• III ადგილზე გასული გუნდისთვის 800 ლარიანი ფულადი პრიზი.

1.2.2. სასკოლო ჩემპიონატი ფრენბურთში - ნაძალადევის თასი 2024

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ფრენბურთის ჩემპიონატის ორგანიზება ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის.

1.2.2.1 ტურნირი ჩატარდება 2024 წელს. თარიღი და დრო დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებისას. ჩემპიონატის გამართვის დღეების რაოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებისას, გამომდინარე მონაწილე გუნდების რაოდენობიდან.
1.2.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია შესარჩევი თამაშებისას შესმსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებული დარბაზი აღჭურვოს ტურნირისთვის საჭირო ინვენტარით. ფინალური და ნახევარფინალური თამაშები უნდა გაიმართოს შემსყიდველთან შეთანხმებით შერჩეულ დარბაზში 2 დღის მანძილზე.
1.2.2.3 ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები.
1.2.2.4 ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ტურნირში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3(სამი) დღის ვადაში. პრეტენდენტს გუნდების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს შემსყიდველი.
1.2. 2.5 ტურნირი უნდა ჩატარდეს ოლიმპიური პრინციპით, FIVB სტანდარტის დაცვით,
საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით.
1.2. 2.6 ჩემპიონატზე შემსყიდველმა უნდა წარმოადგინოს 8 ცალი ფერნბურთის ბურთი, რომლებიც საჩუქრად გადაეცემათ გამარჯვებულ გუნდებს.


საჭირო პერსონალი და ინვენტარი:
1.2. 2.7 ლიცენზირებული მსაჯი ყველა თამაშზე - 4 (მ/შ: მსაჯი-ინფორმატორი, მსაჯი-მდივანი, პირველი მსაჯი, მეორე მსაჯი).
1.2. 2.8 კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი - მომსახურება ტურნირის ყველა თამაშის განმავლობაში; პერსონალმა უნდა იქონიოს ტრამვული დაზიანებების და გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა პრეპარატი და დამხმარე სამედიცინო ინვენტარი.
1.2. 2.9 ფინალური სპორტული ღონისძიების წამყვანი. შესაბამისი გამოცდილების მქონე. იქონიოს "ლეპტოპი".წინასწარ შერჩეული მუსიკალური სადღესასწაულო ფონოგრამებით. იმუშაოს აპარატურასთან. ფინალური სპორტული ღონისძიების მანძილზე ინფორმაციის გახმოვანება თამაშების მიმდინარეობაზე , სპორტსმენებზე, შედეგებზე, ღონისძიების მსვლელობაზე, დაჯილდოვების ცერემონის წაყვანა და ა.შ.
1.2. 2.10 გადასაცმელი - 40 ცალი; ორმხრივი წარწერით და ლოგოთი, ზომა L/XL; დიზაინი შემსიყდველთან შეთანხმებით. ორგანოზატორი ვალდებულია გადასაცმელები მოიტანოს ყოველ დღე სუფთა მდგომარეობაში.
1.2. 2.11 სასმელი წყალი 0,5ლ პოლიეთილენის ბოთლებში - 400 ცალი.
1.2. 2.12 კვება. 60 ნაკრები. 1 ნაკრების შემადგენლობა: ხაჭაპური, ლობიანი, სენდვიჩი ლორით, ყველით და სალათის ასორტით. 60 ცალი გამაგრილებელი სასმელი: ატმის და ფორთოხლის ნატურალური წვენი-1 ლიტრიან მუყაოს ქილაში. ერთჯერადი მყარი ქაღალდის თეფში-100ცალი, ერთჯერადი მყარი ქაღალდის ჭიქა-100ცალი. ქაღალდის ხელსახოცები -100 ცალი.


პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:
1.2. 2.13 თასი საპრიზო ადგილებისთვის - 8 ცალი
1.2. 2.14 თასი პირველი ადგილისათვის - 2 ცალი (მეტალის, წარწერით, ფერი და ტექსტი შემსყიდველთან შეთანხმებით; ზომა: არანაკლებ 70 სმ;
1.2. 2.15 თასი მეორე ადგილისათვის - 2 ცალი (მეტალის, წარწერით, ფერი და ტექსტი შემსყიდველთან შეთანხმებით; ზომა: არანაკლებ 50 სმ;
1.2. 2.16 თასი მესამე ადგილისათვის - 2 ცალი (მეტალის, წარწერით, ფერი და ტექსტი
შემსყიდველთან შეთანხმებით; ზომა: არანაკლებ 40 სმ;
1.2. 2.17 თასი მეოთხე ადგილისათვის - 2 ცალი (მეტალის, წარწერით, ფერი და ტექსტი
შემსყიდველთან შეთანხმებით; ზომა: არანაკლებ 30 სმ;
1.2. 2.18 მედლები - პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილის გამარჯვებულთათვის: დიამეტრი არანაკლებ 6სმ; შესაბამისი წარწერებით- I, II, III, IV და ტექსტით
„ნაძალადევის რაიონის გამგეობა- 2024“).


პრიზები:
1. 1500 ლარიანი ფულადი ვაუჩერი - 2 ცალი, პირველ ადგილზე გასული გოგონათა და ვაჟთა გუნდებისთვის.
2. 1000 ლარიანი ფულადი ვაუჩერი - 2 ცალი, მეორე ადგილზე გასული გოგონათა და ვაჟთა გუნდებისთვის.
3. 700 ლარიანი ფულადი ვაუჩერი - 2 ცალი, მესამე ადგილზე გასული გოგონათა და ვაჟთა გუნდებისთვის.
4. 500 ლარიანი ფულადი ვაუჩერი - 2 ცალი, მეოთხე ადგილზე გასული გოგონათა და ვაჟთა გუნდებისთვის.
5. 150 ლარიანი ფულადი ვაუჩერი 8 ცალი, საპრიზო ადგილზე გასული გოგონათა
და ვაჟთა გუნდების მწვრთნელებისთვის.

შენიშვნა:
* ფულადი პრიზები გამარჯვებული გუნდების კაპიტნებს უნდა ჩაერიცხოთ არაუგვიანეს მეორე დღისა. ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
** ღონისძიების მსვლელობის ყველა დეტალი უნდა შთანხმდეს შემსყიდველთან. პრეტენდენტმა ღონისძიების დასრულებამდე უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი პერსონალის პირადობისა და გამოცდილების დამადასტურებლი დოკუმენტები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე, შემსყიდველის მიერ შერჩეულ სპორტულ მოედანზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების სპორტული ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების მიწოდების გამოცდილება. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N2-ის შესაბამისად.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2-ში მითითებული მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან სისტემაში არ არის/არასრულყოფილად არის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები/ შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები. დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ინსპექტირების ანგარიში (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ხართაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების (საქონლის) მიწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება 2024 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამთა ლეკიაშვილი, 598739718, t.lekiashvili@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.1 რეკვიზიტები (იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს სისტემაში სრულად არ აქვს შევსებული ინფორმაცია)
10.1.2 ფასების ცხრილი დანართი N1–ის მიხედვით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
10.1.3 ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ - დანართი N2,საგარანტიო პირობები და ა.შ.) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.5 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.6 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru