Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Запасные части и аксессуары для автомобилей и для автомобильных двигателей (Грузия - Тендер #52388991)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 52388991
Дата публикации: 15-03-2024
Сумма контракта: 1 017 626


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000047
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.03.2024 23:55
Начало приема предложения 19.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 20.03.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 1`017`626.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34300000-Запасные части и аксессуары для автомобилей и для автомобильных двигателей
Коды классификатора
  • 34300000 - Запасные части и аксессуары для автомобилей и для автомобильных двигателей
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავები:
R18 235/45
R15 185/60
R17 265/65
R15 195/60
R16C 225/75
R18 265/60
R17 225/65
R17 225/50
R15 195/55
R14 185/70
R16C 185/75
R15C 195/70
R15C 225/70
R15 205/60
R17 225/45
R17 225/55
R18 285/60
R15 205/65
R16 225/55
R17 235/45
R17 205/50
R13 175/70
R16 205/65
R18 235/60
R16C 195/60
R18 225/40
R13 155/70
R18 225/45
R17 235/65
R16C 205/65
R19 235/55
R16C 215/65
R18 235/55
R16C 205/75
R15 235/75
R18 235/50
R18 245/45
R19 235/50
R14 185/60
R14 165/70
R15C 205/70
R17 245/45
R15 175/65
R16C 225/65
R17 215/45
R15 175/55
R17 235/55
R16 225/60
R19 255/50
R18 255/45
R17 255/60
R15 185/55
R18 245/40
R17 215/60
R19 245/45
R19 245/40
R19 235/40
R20 255/45
R16 195/55
R19 245/55
R20 275/45
R22 275/40
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 20`353 GEL
Срока действия гарантии 250 День
  • Загрузка объявления: sandro parulava :: 15.03.2024 15:43
  • Последнее исправление: lasha kirvalidze :: 15.03.2024 23:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=567816&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 პრეტენდენტი ვალდებულია, დანართი №1-ის შესაბამისად, წარმოადგინოს შემოთავაზებული საბურავების შესახებ ინფორმაცია.
1.2.2 შემოთავაზებული საბურავები უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და დამზადებული უნდა იყოს არაუადრეს 2023 წლისა აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (შემოთავაზებულ საბურავებზე შესაძლებელი უნდა იყოს მისი დამზადების თარიღის წაკითხვა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია საბურავების მიწოდება (სერვის ცენტრიდან გაცემა, ან შემსყიდველის „საწყობში“ მიტანა) განახორციელოს ეტაპობრივად, 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (აღნიშნული ვადა შესაძლებელია ხელშეკრულებით გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით). მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია მიწოდება განხორციელდეს 2024 წლის 1 აპრილამდეც.

1.4.2. თუ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გამარჯვებულს შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს გამარჯვებულად გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საბურავების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1. პუნქტში მითითებული თარიღების გათვალისწინებით). ხოლო, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გამარჯვებულს მიმართავს, გამარჯვებულად გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ, გამარჯვებული პრეტენდენტი უფლებამოსილია საბურავების მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

1.4.3. შემსყიდველის მხრიდან საბურავების დასაწყობების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საბურავების მიწოდებიდან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საბურავების დემონტაჟი, მონტაჟი ბალანსირება თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მასშტაბით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია საბურავების გაცემა (დემონტაჟი, მონტაჟი, ბალანსირება) განახორციელოს სავალდებულოდ შემდეგ ქალაქებში, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა) განთავსებულ სერვის-ცენტრებში:

• ქ. თბილისი;
• ქ. ქუთაისი;
• ქ. ბათუმი;
• ქ. თელავი;
• ქ. ზუგდიდი;
• ქ. ახალციხე;

1.5.2. მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს საქონლის მიწოდებას თბილისის, ქუთაისის, ბათუმის მასშტაბით თუ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მისაწოდებელი საბურავების რაოდენობა ერთ ჯერზე მინიმუმ 100 ერთეულია. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საბურავების მიწოდებიდან (თბილისის,ქუთაისის და ბათუმის მასშტაბით შემსყიდველის მეირ მითითებულ მისამართზე მიტანიდან) 1 წლის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ ავტომანქანისა და საბურავების თბილისის, ბათუმის ან/და ქუთაისის სერვის ცენტრში წარდგენის შემთხვევაში უზრუნველყოს საბურავების დემონტაჟი, მონტაჟი და ბალანსირება.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საბურავზე საგარანტიო პირობები ვრცელდება: საბურავის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში არანაკლებ 50 000 კმ გარბენზე. საგარანტიო პერიოდში ნორმების დაცვით ექსპლუატაციისას საბურავის გამოყენება არ უნდა იწვევდეს საფრთხის შექმნას მგზავრებისათვის და საბურავმა არ უნდა გამოავლინოს ისეთი დეფექტი, რომელიც ხელს შეუშლის სატრანსპორტო საშუალები ნორმალურ ექსპლუატაციას.

1.7.1.2 საბურავმა საგარანტიო ვადის ამოწურვამდე არ უნდა განიცადოს დეფორმაცია და უნდა ექვემდებარებოდეს ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბურავი უნდა შეიცვალოს იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავით.

1.7.1.3 გარანტია არ ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით დაზიანებულ საბურავებზე:

ა) მექანიკური;
ბ) გარეგანი ზემოქმედებით (გადახურება/“დაბუქსავება“);
გ) ტვირთამწეობის გადაჭარბება;
დ) ბორდიურზე მიჯახება;
ე) ჩარტყმა.

1.7.1.4 შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად, ასევე საბურავის საგარანტიო ვადის განმავლობაში. კონტროლის აქტის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ექსპერტიზა. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ შესყიდვის ობიექტი არ შეესაბამება ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში - ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს შემსყიდველი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა შემოთავაზებული საბურავების ბრენდის, მოდელის და წარმოშობის ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი N1-ის შესაბამისად.

2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი არ იქნება ინფორმაცია საბურავების ბრენდის, მოდელისა და წარმოშობის ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. საბურავების ბრენდის, მოდელისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3 შემოთავაზებული საბურავი უნდა იყოს მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, რომელიც მსოფლიო ბაზარზე არანაკლებ 30 წელი იყიდება. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საბურავების ქარხანა მწარმოებლის წერილი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი სადაც მითითებული იქნება ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) საბურავების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების საბურავების მიწოდების გამოცდილება,
ან
ბ)- ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა საბურავების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) ან/და
-საგადასახოდო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები, ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მიმწოდებელი ვალდებულია საბურავების გაცემა (დემონტაჟი, მონტაჟი ბალანსირება) განახორციელოს სავალდებულოდ შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა) განთავსებულ სერვის-ცენტრებში:

• ქ. თბილისი;
• ქ. ქუთაისი;
• ქ. ბათუმი;
• ქ. თელავი;
• ქ. ზუგდიდი;
• ქ. ახალციხე;

აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება სარვის-ცენტრების მისამართები და სამუშაო საათები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შემოთავაზებული საბურავის ხარისხი უნდა დასტურდებოდეს ევროპის ეკონომიკური კომისიის (the Economic Commission of Europe „ECE“) რეგულაციის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის ფლობით. აღნიშნული დადასტურებული უნდა იყოს უცხოენოვანი და ქართულ ენაზე ოფიციალურად ნათარგმნი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.9 other additional requirements

ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:
ა) დანართი #1 (განფასება);
ბ) ინფორმაცია საბურავების წარმოების წელის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.2 პუნქტის შესაბმისად;
გ) ინფორმაცია საბურავის მსოფლიო ბაზარზე რეალიზაციის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.3 პუნქტის შესაბამისად;
დ) მიმწოდებლის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;
ე) ინფორმაცია სერვის-ცენტრების (მიწოდების ადგილების) შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად;
ვ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული საბურავის ხარისხი უნდა დასტურდებოდეს ევროპის ეკონომიკური კომისიის (the Economic Commission of Europe „ECE“) რეგულაციის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის ფლობით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

20353

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო, ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1 ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად, თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს, ან აღემატება 200 000.00 (ორასი ათასი) ლარს.

6.2.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;
- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების “აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა კირვალიძე, 571255255, lkirvalidze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ და აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 03 ოქტომბრის N1762 განკარგულების „2024-2025 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის (2024-2025 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე;

10.1.2 სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მცირე ტვირთამწეობის საბურავების შესყიდვა განახორციელოს კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საბურავების შესყიდვის შემთხვევებისა. სხვა მიმწოდებლისაგან შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სატენდერო კომისიას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა მიმწოდებლისგან საბურავების შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში.

10.1.3 იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, საბურავების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები.

10.1.4 კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე;
10.1.4.1 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
10.1.4.2 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასი დააფიქსიროს ლარის (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით;
10.1.4.3 ვაჭრობის შედეგად ჯამური ღირებულების კლებამ არ უნდა გამოიწვიოს მის სატენდერო წინადადებაში საბურავის ცალკეულ ზომებზე თავდაპირველად დაფიქსირებული ერთეულის ფასის ზრდა.

10.1.5 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

10.1.6 კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების (მათ შორის დაზუსტებული წინადადების) ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ პრეტენდენტს ეთხოვა დოკუმენტაციის დაზუსტება და იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების, ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

10.1.8 ხელშეკრულებების გაფორმების ვადები განისაზღვრება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით (ხელშეკრულების გაფორმების ვადები).

10.1.9 გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. საქონლის მიწოდების ვადა გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით;

10.1.10 სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით.

10.1.11 სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის tire2024-2025@spa.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.

10.1.12 სტატისტიკის წარმოების მიზნით, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესახებ (მათ შორის იმ შემსყიდველისათვის მიწოდებული საქონლის შესახებ, რომელიც შემდგომ შემოუერთდა აღნიშნულ ტენდერს), სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

tender fee in consolidated tender

tender fee

1000

tender whose payment must be considered in tender fee

CON240000034

tender fee for the suppliers participating in a previous tender

100

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru