Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #52388935)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL National Health Agency
Номер конкурса: 52388935
Дата публикации: 15-03-2024
Сумма контракта: 262 196


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240005734
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.03.2024 18:10
Начало приема предложения 23.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 26.03.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 262`196.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
Срок подачи სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაგრამ არაუადრეს 2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სახელმწიფო პროგრამა - „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით
მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“კომპონენტი - „ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 2`622 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar gogoli :: 25.01.2024 10:15
  • Последнее исправление: tamar gogoli :: 15.03.2024 18:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=558060&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სახელმწიფო პროგრამა - „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“კომპონენტი - „ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესყიდვის მიზანს წარმოადგენს იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება;
2. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების განხორციელება ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებით განსაზღვრული მოცულობების და ნოზოლოგიური ჯგუფების შესაბამისად;
3. მომსახურების მოცულობა:
3.1. ამბულატორიული მომსახურება:
3.1.1. ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია;
3.1.2. სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზია;
3.1.3. კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით B და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);
3.1.4. სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევა;
3.1.5. თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა;
3.1.6. ფიზიოთერაპიული მომსახურება (ფიზიოთერაპიული ვარჯიშები).
3.2. სტაციონარული მომსახურება:
3.2.1. ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალური მომსახურება;
3.2.2 ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება;
3.2.3. ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრის ენდოპროტეზირება.
3.3. იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შეძენილი ანტიჰემოფილური ფაქტორ კონცენტრატების VIII, IX, XIII ფაქტორისა, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული აქტივირებული კოაგულაციური კომპლექსის ბენეფიციართათვის მიწოდება (მათ შორის, გართულებულშემთხვევებში და ჰოსპიტალიზაციების დროს). ამ მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს ამ კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულება. ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების გამოყენება-განაწილების ინსტრუქცია განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3.4. სისხლის შედედების მემკვიდრული პათოლოგიები:
3.4.1. D66- VIII ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია A);
3.4.2. D67- IX ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია B);
3.4.3. D68.0 – ფონ-ვილებრანდის დაავადება (VWD);
3.4.4. D68.1 - XI ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი;
3.4.5. D68.2 - სისხლის შედედების სხვა ფაქტორების მემკვიდრული დეფიციტი:
3.4.4.1. I (ფიბრინოგენი);
3.4.4.2. II (პროთრომბინი);
3.4.4.3. V (ლაბილური ფაქტორი, ანუ პროაქცელერინი);
3.4.4.4. VII (სტაბილური, ანუ პროკონვერტინი);
3.4.4.5. X (სტიუარტ პრაუერი);
3.4.4.6. XII (ჰაგემანი);
3.4.4.7. XIII (ფიბრინ მასტაბილიზირებელი).
3.4.5. D69.1 -თრომბოციტების თვისობრივი დეფექტები.
4. ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. სტაციონარული მომსახურების (გარდა ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრების ენდოპროტეზირებისა) ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ხოლო ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრების ენდოპროტეზირება - გეგმური სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
5. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომსახურება გაუწიოს ყველა პაციენტს და არ მოითხოვოს დამატებითი ანაზღაურება წარმოდგენილი სატენდერო წინადადების (ჯამური) ფასის ზემოთ;
6. მიმწოდებელი იღებს ყველა პაციენტის სრულყოფილად მომსახურების ვალდებულებას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ერთი და იგივე პაციენტის რამდენჯერმე მიმართვის შემთხვევაშიც;
7. გასაწევი მომსახურება უნდა მოიცავდეს 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის - „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ კომპონენტით: „ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ დატაციონარულ მომსახურება“ გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას.
8. მომსახურების განხორციელებისას „მიმწოდებელმა“ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად უნდა იმოქმედოს:
8.1. „ჰემოფილიით ან/და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიით დაავადებული პაციენტების ანტიჰემოფილიური ფაქტორკონცენტრატის ინფუზიასთან დაკავშირებით სამედიცინო მომსახურების სრულყოფის მიზნით დამატებით გასატარებელღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის N01-33/ო ბრძანების შესაბამისად;
8.2. „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების (სისხლის VIII და IX ფაქტორ-კონცენტრატების)გამოყენება-განაწილების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 30 მარტის N01-66/ო ბრძანების შესაბამისად;
8.1 და 8.2. პუნქტით განსაზღვრული ბრძანებები ატვირთულია წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტში (სხვა დამატებითი მოთხოვნები).
9. მიმწოდებელმა სამედიცინო მომსახურება უნდა უნდა განახორციელოს როგორც ბავშვთა ასაკის (18 წლამდე) ისე, მოზრდილ პაციენტთა მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ მიმწოდებელს არ გააჩნია ბავშვთა/მოზრდილთათვის შესაბამისი მომსახურების გაწევის შესაძლებლობა (ნებართვა, ანყოფილება, პერსონალი და ა. შ.), იგი ვალდებულია აღნიშნული მომსახურება განახორციელოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1.სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს, ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულების მისამართზე.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

შშმპ და სხვა პირთა მიმწოდებლის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლისთვის, შენობა აღჭურვილი უნდა იყოს პანდუს(ებ)ით. აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) სათანადო ფოტომასალა. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება ხორციელდება რამდენიმე მისამართზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია,მომსახურების გაწევის კონკრეტული მისამართების შესახებ.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ინფორმაცია მომსახურების განხორციელებაში ჩართული სამედიცინო პერსონალის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის თაობაზე:
2.4.1.1. მიმწოდებელმა სამედიცინო მომსახურება უნდა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული, სათანადო მიმართულებით მუშაობის, სულ მცირე, 2 წლიანი გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალის მეშვეობით - აღნიშნული მოთხოვნების დასადასტურებლად, მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო პერსონალის სერთიფიკატ(ებ)ი, სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და CV;
2.4.1.2. პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სამედიცინო პერსონალს გავლილი უნდა ჰქონდეს, კვალიფიკაციის/გადამზადების სათანადო კურს(ებ)ი, ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის (WFH) მიერ აღიარებულ ჰემოფილიის ცენტრებში ან ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის (WFH) ეგიდით ჩატარებული კვალიფიკაციის/გადამზადების სათანადო კურს(ებ)ი - აღნიშნული მოთხოვნების დასადასტურებლად, მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო პერსონალის სერთიფიკატ(ებ)ი;
2.4.1.3. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს ქვეკონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულების მეშვეობით, სავალდებულოა, მიმწოდებელმა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ვალდებულება იმის შესახებ, რომ სათანადო პერსონალი სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გასაწევი მომსახურების თაობაზე სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა;
2.7.1.2. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ვალდებულება იმის შესახებ, რომ მომსახურების განხორციელებაში ჩართული სამედიცინო პერსონალი სერთიფიცირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურება, პრეტენდენტს შეუძლია განახორციელოს როგორც უშუალოდ, ისე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

1. ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ;
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის/მემორანდუმ(ებ)ის ასლები, რომელიც მოქმედი უნდა იყოს არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 2.3.1., 2.4.1. და 2.7.1. ქვეპუნტებით განსაზღვრული მოთხოვნების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
4. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან. მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ისევე აგებს პასუხს, როგორც საკუთარი ძალებით გაწეულზე. მომსახურების მიღება-ჩაბარებისას გაწეული მომსახურების ვადებზე, ხარისხზე, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან და დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისაობაზე, შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი, მიუხედავად იმ გარემოებისა მომსახურება გასწია საკუთარი ძალებით, თუ მესამე პირ(ებ)ის - ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით. საბოლოო ურთიერთობა შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხორციელდება ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით.

2.9 other additional requirements

1. მომსახურების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნულ სფეროში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებები.

2. მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ურთიერთობისას გამოყენებული იქნება „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფოპროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით).
6.3.2 იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა სატენდერო პირობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, წინამდებარე ტენდერში მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, სახელშეკრულებო ვალუტის შესაბამისად.
6.4.3 გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა დაარღვია ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
6.4.4 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით;
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
6.4.6 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმებამდე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა (გარდა ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრების ენდოპროტეზირებისა); არასრული თვის შესრულების შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა საანგარიშგებო თვეში შესრულებული კალენდარული დღეების პროპორციულად;

7.2.2. ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრების ენდოპროტეზირება ფინანსდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) პრინციპით.

7.2.3. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, რომელთა გადახდა ეკისრება მიმწოდებელს;

7.2.4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, თანხა ჩაირიცხება მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ გოგოლი, 595994477, tgogoli@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ურთიერთობისას გამოყენებული იქნება „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფოპროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობითგათვალისწინებული მოთხოვნები;

10.1.2. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

10.1.3. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებითგანსაზღვრულ მოთხოვნებზე;

10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედიკანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.5. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

10.1.6. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაშესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯისგათვალისწინებით, რომელთა გადახდა ეკისრება მიმწოდებელს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნებაგათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

10.1.7. პრეტენტენტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტვირთული ელექტრონული დოკუმენტები უნდაშეესაბამებოდეს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონით მე-3 მუხლის მე-3პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

10.1.8. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელიკორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულენაზე. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდეროკომისია;

10.1.9. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმისსახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის ისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru