შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ
„ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში
დაგეგმილი თემატური ბანაკის განხორციელების პროცესში მონაწილეთა
განთავსებისა და საბანაკე პროგრამის განხორციელების მიზნით
სასტუმროს მომსახურების შესყიდვა 2024 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში
შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად:
1.1. სასტუმრო შესაძლებელია იყოს კომპლექსის ტიპის, შესაძლოა იყოს
რამდენიმე შენობით წარმოდგენილი ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე და
შემოსაზღვრული დაცული ღობით, გამოყოფილი სხვა თავშეყრის
სივრცეებისგან.
1.2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული
ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი
სახლის ნაწილში ან მის ქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
1.3. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს კახეთის რეგიონში.
1.4. სასტუმროში ნომრების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 36
ნომერს, ყველა ნომერი განთავსებული უნდა იყოს ერთ კომპლექსში.
1.5. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს
ერთდროულად არაუმეტეს 70 ადამიანის განთავსება სამჯერადი კვებით
(საუზმე, სადილი, ვახშამი) 3 ღამე და 4 დღე (ერთი ნაკადი). ჯამში შესაძლებელი
უნდა იყოს არაუმეტეს 8 ნაკადის მიღება. ნაკადების თარიღები
წარმოდგენილია ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N1-ის სახით, თუმცა
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული თარიღების
ცვლილება. თითოეული ნაკადის ზუსტი თარიღი და მონაწილეების ზუსტი
რაოდენობა მომწოდებელს ეცნობება ნაკადის მიღებამდე არანაკლებ 7
კალენდარული დღით ადრე.
1.6. ერთ ოთახში დასაშვებია არაუმეტეს 2 ან 3 მონაწილის განთავსება (ჯამში
არაუმეტეს 70 ადამიანი, სქესთა ბალანსის დაცვით), გამომდინარე ოთახის
სპეციფიკიდან. აუცილებელია, რომ საწოლები იყოს ცალ-ცალკე,
ინდივიდუალური, არაგასაშლელი. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში
სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს რამდენიმე სტუმრის ინდივიდუალური
განთავსება 1 ადგილიან ნომერში (არაუმეტეს 5 პირისთვის).
1.7. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი
წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური
გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით,
ინტერნეტით, ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს სანიტარული
ნორმები. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დენის ალტერნატიული წყარო.
1.8. ოთახები შესაბამისად უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური
ნივთებით ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი,
ოთახის ერთჯერადი ჩუსტი და ხალათი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი და თმის
საშრობი ფენი. ჰიგიენის ნივთები უნდა იცვლებოდეს 24 საათში ერთხელ.
1.9. ოთახის დალაგება და თეთრეულის გამოცვლა უნდა ხორციელდებოდეს
სასტუმროში არსებული სტანდარტის მიხედვით, სველი/მშრალი წმენდით.
1.10. პროექტის ორგანიზატორებს უნდა ჰქონდეთ წინასწარ სპეციალური
აღჭურვილობის/მატერიალების მობილიზებისა და დასაწყობების
შესაძლებლობა სასტუმროს ტერიტორიაზე, ასევე უნდა მიეცეთ შესაბამისი
დრო ფართის დაცლისთვის.
1.11. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ფურშეტის ორგანიზების მომსახურების
გაწევა 70 (სამოცდაათი) ადამიანისთვის, მინიმუმ ორჯერ (ღონისძიების
გახსნა-დახურვის ცერემონიისთვის). ასევე უნდა უზრუნველყოს
მომსახურების გასაწევად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, ინვენტარი და
სერვირება საკუთარი ძალებით, ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში,
შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ანაზღაურების გარეშე; ფურშეტი უნდა
განხორციელდეს ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.
1.12. სასტუმროში უნდა იყოს 1 დიდი საკონფერენციო სივრცე, არანაკლებ 70
ადამიანზე გათვლილი, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი
იქნება დახურულ სივრცეში ღონისძიების/ტრენინგის განხორციელება
ერთდროულად არაუმეტეს 70 ადამიანის მონაწილეობით. გარდა ამისა,
სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 იზოლირებული სატრენინგო სივრცე,
სადაც შესაძლებელი იქნება მონაწილეების მცირე ჯგუფების (არანაკლებ 15
პირი) შეკრება და მუშაობა.
1.13. სატრენინგო სივრცე უნდა იყოს იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა
ოთახებისგან, მათ შორის, სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი
სივრცისგან (ფარდით ან სხვა საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება).
სატრენინგო სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა/კონდიცირების
სისტემით და ცენტრალური ვენტილაციით.
1.14. საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით,
ეკრანით, თეთრი დაფით და მარკერებით, მონაწილეთა შესაბამისი
რაოდენობის სკამებით (არანაკლებ 70), სამუშაო მაგიდებით, ხმის
გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და დინამიკები), უკაბელო
ინტერნეტით, მონაწილეებისათვის სასმელი წყლით. საკონფერენციო ოთახში
შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს
დარბაზში არსებული ინვენტარის (მაგიდები, სკამები) გადაადგილება
(შეერთება ან განცალკევება). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა
იყოს სასტუმროში პრინტერის გამოყენება.
1.15. საკონფერენციო დარბაზი, კვებისთვის განკუთვნილი ადგილი და
სასტუმროს ნომრები უნდა იყოს ერთ შენობაში.
1.16. სასტუმროს უნდა გააჩნდეს გარე მრავალფუნქციური სტადიონი, სადაც
შესაძლებელი იქნება გარე აქტივობებისა და სპორტული ღონისძიებების
ჩატარება. ასევე, დახურული ან ღია საცურაო აუზი და სივრცე კინოჩვენების
გამართვისთვის.
1.17. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს
ყოველდღიურად 3-ჯერადი კვება (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N3).
გათვალისწინებული უნდა იყოს ვეგეტარიანული მოთხოვნები, ცხელი
კერძებიდან ერთ-ერთში არ უნდა შედიოდეს ღორის ხორცი. საუზმეზე, სადილსა
და ვახშამზე უნდა მოხდეს სტუმრების (არანაკლებ 70 ადამიანი) ერთდროულად
განთავსება, შვედური მაგიდის პრინციპით, შემსყიდველის მიერ
შეთანხმებული მენიუს მიხედვით (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი
N4).
1.18. კვებითი მომსახურების გაწევის დროს, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა.
1.19. პერიმეტრი, 24 საათის მანძილზე, უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი
დაცვის სისტემით ან/და პატრულირებით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად
უნდა იყოს დაცვის ქვეშ; 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს
ადმინისტრაციის სამსახური (ადმინისტრატორი).
1.20. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
1.21. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემა/სისტემები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების
დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო
უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური
რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
1.22. სასტუმროს ოთახებში მინი ბარში არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი
ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო.
1.23. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე, სატენდერო კომისიის
ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის
მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში
განსაზღვრულ მოთხოვნებთან.