Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Гостиничные услуги (Грузия - Тендер #52388879)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 52388879
Дата публикации: 15-03-2024
Сумма контракта: 365 620


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240005669
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.03.2024 14:34
Начало приема предложения 23.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 26.03.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 365`620.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55100000-Гостиничные услуги
Коды классификатора
  • 55110000 - Размещение в гостиницах
  • 55120000 - Встречи и конференции в отелях
  • 55130000 - Другие гостиничные услуги
Срок подачи მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2024 წლის აპრილის ივნისის პერიოდში
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმნეტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 3`656 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gelashvili :: 11.03.2024 10:51
  • Последнее исправление: ketevan gelashvili :: 15.03.2024 14:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=566734&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გეგმავს თემატური ახალგაზრდული ბანაკების განხორციელებას, რომლის მიზანია ახალგაზრდების პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, მოხალისეობის და სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026-ით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. თემატური ბანაკის განხორციელება პასუხობს “2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციისა” და “საქართველოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026”-ის პრიორიტეტებს. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს თემატური ახალგაზრდული ბანაკის განსახორციელებლად სასტუმროს მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი თემატური ბანაკის განხორციელების პროცესში მონაწილეთა განთავსებისა და საბანაკე პროგრამის განხორციელების მიზნით სასტუმროს მომსახურების შესყიდვა 2024 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად:
1.1. სასტუმრო შესაძლებელია იყოს კომპლექსის ტიპის, შესაძლოა იყოს რამდენიმე შენობით წარმოდგენილი ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე და შემოსაზღვრული დაცული ღობით, გამოყოფილი სხვა თავშეყრის სივრცეებისგან.
1.2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილში ან მის ქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
1.3. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს კახეთის რეგიონში.
1.4. სასტუმროში ნომრების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 36 ნომერს, ყველა ნომერი განთავსებული უნდა იყოს ერთ კომპლექსში.
1.5. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არაუმეტეს 70 ადამიანის განთავსება სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი) 3 ღამე და 4 დღე (ერთი ნაკადი). ჯამში შესაძლებელი უნდა იყოს არაუმეტეს 8 ნაკადის მიღება. ნაკადების თარიღები წარმოდგენილია ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N1-ის სახით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული თარიღების ცვლილება. თითოეული ნაკადის ზუსტი თარიღი და მონაწილეების ზუსტი რაოდენობა მომწოდებელს ეცნობება ნაკადის მიღებამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე.
1.6. ერთ ოთახში დასაშვებია არაუმეტეს 2 ან 3 მონაწილის განთავსება (ჯამში არაუმეტეს 70 ადამიანი, სქესთა ბალანსის დაცვით), გამომდინარე ოთახის სპეციფიკიდან. აუცილებელია, რომ საწოლები იყოს ცალ-ცალკე, ინდივიდუალური, არაგასაშლელი. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს რამდენიმე სტუმრის ინდივიდუალური განთავსება 1 ადგილიან ნომერში (არაუმეტეს 5 პირისთვის).
1.7. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით, ინტერნეტით, ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დენის ალტერნატიული წყარო.
1.8. ოთახები შესაბამისად უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთებით ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი, ოთახის ერთჯერადი ჩუსტი და ხალათი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი და თმის საშრობი ფენი. ჰიგიენის ნივთები უნდა იცვლებოდეს 24 საათში ერთხელ.
1.9. ოთახის დალაგება და თეთრეულის გამოცვლა უნდა ხორციელდებოდეს სასტუმროში არსებული სტანდარტის მიხედვით, სველი/მშრალი წმენდით.
1.10. პროექტის ორგანიზატორებს უნდა ჰქონდეთ წინასწარ სპეციალური აღჭურვილობის/მატერიალების მობილიზებისა და დასაწყობების შესაძლებლობა სასტუმროს ტერიტორიაზე, ასევე უნდა მიეცეთ შესაბამისი დრო ფართის დაცლისთვის.
1.11. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ფურშეტის ორგანიზების მომსახურების გაწევა 70 (სამოცდაათი) ადამიანისთვის, მინიმუმ ორჯერ (ღონისძიების გახსნა-დახურვის ცერემონიისთვის). ასევე უნდა უზრუნველყოს მომსახურების გასაწევად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, ინვენტარი და სერვირება საკუთარი ძალებით, ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ანაზღაურების გარეშე; ფურშეტი უნდა განხორციელდეს ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.
1.12. სასტუმროში უნდა იყოს 1 დიდი საკონფერენციო სივრცე, არანაკლებ 70 ადამიანზე გათვლილი, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დახურულ სივრცეში ღონისძიების/ტრენინგის განხორციელება ერთდროულად არაუმეტეს 70 ადამიანის მონაწილეობით. გარდა ამისა, სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 იზოლირებული სატრენინგო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება მონაწილეების მცირე ჯგუფების (არანაკლებ 15 პირი) შეკრება და მუშაობა.
1.13. სატრენინგო სივრცე უნდა იყოს იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა ოთახებისგან, მათ შორის, სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი სივრცისგან (ფარდით ან სხვა საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება). სატრენინგო სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა/კონდიცირების სისტემით და ცენტრალური ვენტილაციით.
1.14. საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით, ეკრანით, თეთრი დაფით და მარკერებით, მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის სკამებით (არანაკლებ 70), სამუშაო მაგიდებით, ხმის გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და დინამიკები), უკაბელო ინტერნეტით, მონაწილეებისათვის სასმელი წყლით. საკონფერენციო ოთახში შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში არსებული ინვენტარის (მაგიდები, სკამები) გადაადგილება (შეერთება ან განცალკევება). საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს სასტუმროში პრინტერის გამოყენება.
1.15. საკონფერენციო დარბაზი, კვებისთვის განკუთვნილი ადგილი და სასტუმროს ნომრები უნდა იყოს ერთ შენობაში.
1.16. სასტუმროს უნდა გააჩნდეს გარე მრავალფუნქციური სტადიონი, სადაც შესაძლებელი იქნება გარე აქტივობებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარება. ასევე, დახურული ან ღია საცურაო აუზი და სივრცე კინოჩვენების გამართვისთვის.
1.17. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს ყოველდღიურად 3-ჯერადი კვება (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N3). გათვალისწინებული უნდა იყოს ვეგეტარიანული მოთხოვნები, ცხელი კერძებიდან ერთ-ერთში არ უნდა შედიოდეს ღორის ხორცი. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა მოხდეს სტუმრების (არანაკლებ 70 ადამიანი) ერთდროულად განთავსება, შვედური მაგიდის პრინციპით, შემსყიდველის მიერ შეთანხმებული მენიუს მიხედვით (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N4).
1.18. კვებითი მომსახურების გაწევის დროს, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა.
1.19. პერიმეტრი, 24 საათის მანძილზე, უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის სისტემით ან/და პატრულირებით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა იყოს დაცვის ქვეშ; 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადმინისტრაციის სამსახური (ადმინისტრატორი).
1.20. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
1.21. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების სისტემა/სისტემები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
1.22. სასტუმროს ოთახებში მინი ბარში არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო.
1.23. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე, სატენდერო კომისიის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის თარიღია 2024 წლის აპრილი - ივნისის პერიოდი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სასტუმრო უნდა მდებარეობდეს კახეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ტენდერის გამოცხადების დღემდე არანაკლებ ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).
3. ანალოგიურ მომსახურებად განიხილება სასტუმროში სტუმრების განთავსების მომსახურება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის მის მიერ მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს წარმომადგენელი, წინადადების მიღების ეტაპზე, უნდა წარმოადგინოს მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს ზუსტი მისამართი. ასევე, მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს ხელმძღვანელი ან/და უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული წერილობითი შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გაცნობილია ტექნიკური დავალების პირობებს და მზად არის, გასწიოს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან, დაზუსტების გარეშე.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სასტუმროს ვიზუალური მასალა, მათ შორის, სასტუმროს ფოიეს, საკონფერენციო სივრცის, ნომრების, სასადილო სივრცის, გარე მრავალფუნქციური სტადიონის, დახურული ან ღია საცურაო აუზის და კინოჩვენების გამართვისთვის განკუთვნილი სივრცის (აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი უნდა იყოს ვებ-გვერდის საშუალებით (არსებობის შემთხვევაში).

წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9 other additional requirements

ა) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული შევსებული ხარჯთაღრიცხვა.
ბ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 ქვეპუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად შევსებული დანართი N2 შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.


შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (გარდა ფასების ცხრილსა) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (გაცემული საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის ან კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საკრედიტო დაწესებულების მიერ, რომელიც უფლებამოსილია გასცეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო/გამოუთხოვადი საბანკო გარანტია) დანართი N6–ის მიხედვით ან/და უნდა შეიცავდეს დანართი N6-ით მოთხოვნილ ინფორმაციას (დანართი N6 იხილეთ 10.1 დამატებით ინფორმაციაში).
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს საბანკო გარანტიის გამცემი კომპანიის ძალაში მყოფი ლიცენზია ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება საბანკო გარანტიის გაცემის უფლებამოსილება-წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
6.4.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გელაშვილი, 551215857, kgelashvili43@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru