შესყიდვის ობიექტის მოცულობა:
ა) საინფორმაციო ხასიათის ბანერების, სტიკერების ბეჭდვა, დამზადება და
შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე განთავსება, დამონტაჟება;
ბ) სხვადასხვა სახის ბეჭდური პროდუქციის ბეჭდვა, დამზადება და
მიწოდება.
გ) მიმწოდებელმა მისაწოდებელი საქონლის დიზაინი და ესკიზები (სანიმუშო
ვარიანტი) უნდა შეათანხმოს შემსყიდველთან.
დ) თითოეული საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის
მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (ელექტრონული
ფოსტით შეტყობინებიდან).
1. ფლაერი:
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს: A-4 ფორმატის 1/3 ზომის (10X21სმ) 500 (ხუთასი) ცალი
ფლაერის მიწოდება, სხვადასხვა დიზაინის ფლაერის ორმხრივი ფერადი
ბეჭდვა (ბეჭდვა ფერადი 4x4), 170 გრამიანი ცარცის პრიალა ქაღალდზე;
ა) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ფლაერის მიწოდება, (შემსყიდველის
მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის შესაბამისად, ერთჯერადი მიწოდება არანაკლებ
200 (ორასი) ცალი შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო
დღის ვადაში.
2. მეტალის დიპლომი (ესკიზი№1):
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მეტალის დიპლომის ოქროს ფერ ფირფიტაზე
სუბლიმაციური ბეჭდვა და მოწოდება. მეტალის დიპლომს უნდა ქონდეს
ხავერდის ჩასადები, ოქროს ფერი ფირფიტის ზომა: 11X15სმ; ბარხატის ჩასადების
ზომა: 16X20 სმ, რაოდენობა 10 (ათი) ცალი.
ა) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მეტალი დიპლომის მიწოდება,
(შემსყიდველის მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის შესაბამისად) შემსყიდველის
მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
3. იასონ გორდეზიანის სახელობის მედალი (ესკიზი№2)
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს იასონ გორდეზიანის სახელობის მედლის
დამზადება, ოქროს ფერი ლითონის მასალაზე სუბლიმაციური ბეჭდვა და
მოწოდება, მედალს უნდა ჰქონდეს ხავერდის ჩასადები ყუთი.
ა) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მედლის მიწოდება, (შემსყიდველის
მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის შესაბამისად) შემსყიდველის მოთხოვნიდან
არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
ბ) რაოდენობა 5(ხუთი) ცალი.
4. დიპლომი, სერთიფიკატი, სიგელი:
ა) უნდა დაიბეჭდოს მაღალ პოლიგრაფიულ A4 ფორმატის, 250 გრ ე.წ. ბრისტოლის
ქაღალდზე. რაოდენობა 50 (ორმოცდაათი) ცალი.
ბ) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მიწოდება, (შემსყიდველის მოთხოვნილი
რაოდენობ(ებ)ის შესაბამისად, ერთჯერადი მიწოდება არანაკლებ 5 (ხუთი) ცალი)
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
5. კალენდარი (ესკიზი №3):
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოსა (ა)იპ-ბათუმის ბოტანიკური ბაღის 2025 წლის
კალენდარის ბეჭდვა და მიწოდება, შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:
ა) სადგამი: 300 გრ ბრისტოლის ქაღალდი, ბეჭდვა 4X0;
ბ) თვეების ფურცლები 250 გრ გლუვიცარცი, ბეჭდვა 4X4 ორმხრივი, აკინძვა
ზამბარით; გ) ფურცლების რაოდენობა 13 (ცამეტი);
გ) რაოდენობა 100 (ასი) ცალი; ზომა: 20X15სმ.
დ) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მიწოდება, (შემსყიდველის მოთხოვნილი
რაოდენობ(ებ)ის შესაბამისად, ერთჯერადი მიწოდება არანაკლებ 50
(ორმოცდაათი) ცალი) შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი)
სამუშაო დღის ვადაში.
შენიშვნა: მიმწოდებელი წარმოადგენს მისაწოდებელი პროდუქციის
სანიმუშო ვარიანტს, კალენდარის დიზანის შემუშავდება შემსყიდველთან
შეთანხმებით.
6. მისალოცი ბარათები და კონვერტები:
ა) მისალოცი ბარათის ორმხრივი ფერადი ბეჭდვა (ბეჭდვა ფერადი 4x4), 250
გრამიანი ცარცის პრიალა ქაღალდზე, ზომით არაუმეტეს 21X28სმ -რაოდენობა 100
(ასი) ცალი.
ბ) მისალოცი ბარათის ჩასადები, ორგანიზაციის ლოგოთი კონვერტის
დამზადება-რაოდენობა 100 (ასი) ცალი.
გ) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მიწოდება, (შემსყიდველის მოთხოვნილი
რაოდენობ(ებ)ის შესაბამისად, ერთჯერადი მიწოდება არანაკლებ 50
(ორმოცდაათი) ცალი) შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი)
სამუშაო დღის ვადაში.
7. ამოსაქაჩი შტენდერი (ანუ roll up) - ზომა: 80X200სმ (ესკიზი№4)
ა) პრეტენდენტმა უნდა დაამზადოს ესკიზის შესაბამისი, 5 (ხუთი) ცალი
ამოსაქაჩი შტენდერი, რომლის დასამზადებლად უნდა გამოიყენოს შემდეგი
სახის მაღალი ხარისხის მასალები: ალუმინი, დაბეჭდილი ბანერი.
ბ) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მიწოდება, (შემსყიდველის მოთხოვნილი
რაოდენობ(ებ)ის შესაბამისად) შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10
(ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8. ტრიპლეტი:
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 500 (ხუთასი) ცალი მაღალი ხარისხის
ტრიპლეტის ბეჭდვა და მოწოდება შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:
ა) A4-ის ფორმატის ტრიპლეტი დაბეჭდილი უნდა იყოს 170 გრ ცარცის პრიალა
ქაღალდზე ორმხრივი ფერადი ბეჭდვით (ბეჭდვა ფერადი 4x4), მაღალი
პოლიგრაფიული ხარისხით.
ბ) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მიწოდება, (შემსყიდველის მოთხოვნილი
რაოდენობ(ებ)ის შესაბამისად, ერთჯერადი მიწოდება არანაკლებ 200 (ორასი)
ცალი) შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის
ვადაში.
შენიშვნა: ტრიპლეტის დიზაინი და დასაბეჭდი ტექსტი შეთანხმებული უნდა
იყოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
9. სარეკლამო ბანერი
ა) სარეკლამო ბანერი უნდა იყოს დასაბეჭდ მასალაზე (ვინილზე) დაბეჭდილი,
ადვილად აღქმადი და მაღალი გარჩევადობის;
ბ) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სარეკლამო ბანერს, სიმაღლესა
და სიგანეზე, არაუმეტეს ყოველ 1 მეტრში, უნდა გაუკეთდეს ლითონის სამაგრი
რგოლები (ე.წ. „ლუვერსები“).
გ) სარეკლამო ბანერის დიზაინი, ზომა და განსათავსებელი ადგილი
შეთანხმდება შემსყიდველთან.
დ) სარეკლამო ბანერების საერთო ზომაა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) კვ.მ.,
მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის
შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
10. სარეკლამო სტიკერი ე.წ. პევეხაზე
ა) სარეკლამო სტიკერი დაბეჭდილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის მასალაზე და
გადაეკვრას ე.წ. პევეხაზე, ადვილად აღქმადი და მაღალი გარჩევადობის;
ბ) სარეკლამო სტიკერის დიზაინი, ზომა (0,5სმ) და განსათავსებელი ადგილი
შეთანხმდება შემსყიდველთან. დიზაინი შემუშავებული უნდა იყოს
პრეტენდენტის მიერ და შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ
ორგანიზაციასთან.
გ) სარეკლამო სტიკერის საერთო ზომაა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) კვ.მ.
მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის
შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
11. სარეკლამო ბადე-სტიკერი
ა) სარეკლამო ბადე-სტიკერი დაბეჭდილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის
მასალაზე, ადვილად აღქმადი და მაღალი გარჩევადობის;
ბ) სარეკლამო ბადე-სტიკერის დიზაინი, ზომა და განსათავსებელი ადგილი
შეთანხმდება შემსყიდველთან. დიზაინი შემუშავებული უნდა იყოს
პრეტენდენტის მიერ და შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ
ორგანიზაციასთან.
გ) სარეკლამო ბადე-სტიკერის საერთო ზომაა არაუმეტეს 100 (ასი) კვ.მ.
მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის
შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
დ) საჭიროების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს
დაზიანებული ბადე-სტიკერების მოხსნა და ახლის გაკვრა.
12. წებვადი სტიკერი
ა) სარეკლამო წებვადი სტიკერი დაბეჭდილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის
მასალაზე, (პრიალა ქაღალდზე) ადვილად აღქმადი და მაღალი გარჩევადობის,
ბ) სარეკლამო წებვადი სტიკერის დიზაინი, ზომა შეთანხმდება
შემსყიდველთან. დიზაინი შემუშავებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ და
შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
გ) სარეკლამო წებვადი სტიკერ(ებ)ის საერთო ზომაა არაუმეტეს 100 (ასი) კვ.მ.
მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის
შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
13. ზამბარიანი ბლოკნოტი:
ა) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 100 (ასი) ცალი, A5 ფორმატის, 40 ფურცლიანი,
ზამბარიანი ბლოკნოტის ბეჭდვა, აკინძვა და მიწოდება, რომლის გარე ყდაზე
დატანილი იქნება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლოგო, ხოლო უკანა ყდაზე
ვებ-გვერდი, ელექტრონული მისამართი და კალენდარი;
ბ) ბლოკნოტის ყდა დამზადებული უნდა იყოს ბრისტოლის ტიპის 300 გრამიანი
ქაღალდისაგან, ხოლო შიდა ფურცლები 80 გრამიანი ოფსეტური ქაღალდისაგან,
ბეჭდვა ფერადი 1X1.
შენიშვნა: ბლოკნოტის დიზაინი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ
ორგანიზაციასთან. მიწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნილი
რაოდენობ(ებ)ის შესაბამისად, (ერთჯერადი მიწოდება არანაკლებ 30 (ოცდაათი)
ცალი) მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
14. თესლების სიის ბეჭდვა/მიწოდება (“Index Seminun №47“);
ა) ბეჭდვა A5 ფორმატში, გვერდების რაოდენობა 58/60 გვერდი, პლიუს ყდა;
ბ) ყდა უნდა იყოს 250 გრ-ანი ცარცის ქაღალდის, მყარი, ფერადი, გლუვი
ლამინაციით; გ) ყდის ბეჭდვა ცალმხრივად, ფერადად 4X0 ფორმატში, გლუვი
ლამინაციით;
გ)შიდა გვერდები დაბეჭდილი უნდა იყოს არანაკლებ 80 გრ-ან ოფსეტურ
ფურცელზე ორმხრივად და შავთეთრად.
დ) პრეტენდენტმა უნდა მოახდინოს ნაბეჭდი მასალის აკინძვა სტეპლერის
მეთოდით. ვ) დასაბეჭდი ტირაჟის რაოდენობა 200 (ორასი) ცალი.
ე)დასაბეჭდი ელექტრონული ვერსია ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს
გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე;
ზ)შემსყიდველი იტოვებს უფლებას, მომსახურების გაწევის მიმდინარეობის
პერიოდში, დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევს მომსახურების მოცულობისა და არსის არსებით ცვლილებებს;
თ)პრეტენდეტნმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ბროშურის აწყობა -
დაკაბადონება შემსყიდველთან შეთანხმებით;
ი) შემსყიდველი იტოვებსუფლებას მოიხოვოს ერთი სანიმუშო ეგზემპლარი
სრული ტირაჟის და ბეჭდვამდე. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი მიაწვდის
დაბალი ხარისხი პროდუქციას, არ გააფორმოს მიღება - ჩაბარების აქტი და
მოთხოვოს წუნდებული საქონლის ახლითშეცვლა.
კ) მიწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის
შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
15. საინვენტარიზაციო ნომრები
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საინვენტარიზაციო ნომრები ბეჭდვა
შემდეგი ნომერაციით 000000 1-დან 0010000-ის ჩათვლით. საინვენტარიზაციო ნომრები
უნდა დაიბეჭდოს მაღალი ხარისხის წებვად მასალაზე, ზომით: სიგრძე/სიგანე
- 5სმ/2სმ (±2მმ) (დახვეული მუყაოზე), რომელზეც დატანებული უნდა იყოს ბარკოდი -
რომელიც უნდა მოიცავდეს საინვენტარიზაციო მონაცემებს. ნომერაციის
ქვემოთ უნდა იყოს შემდეგი წარწერა ა(ა)იპ-„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“.
(ესკიზი N5) , დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით.
შენიშვნა: ერთ ხვიაზე დატანებული საინვენტარიზაციო ნომრების
რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს 1000 ცალი ან/და ა3 ფორმატის ფურცლად
(დასერილი), დასაბეჭდი ნომერაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან,
რაოდენობა 10000 (ათიათასი) ცალი საინვენტარიზაციო ნომერი.
მიწოდება უნდა მოხდეს ერთჯერადად შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 (ათი)
სამუშაო დღის ვადაში.
16. აბონიმენტი
ა) 300 (სამასი) ცალი საოჯახო ერთთვიანი აბონიმენტი ზომით 10 X 6 სმ, დაბეჭდილი
უნდა იყოს 200 გრ ე.წ. ბრისტოლის ქაღალდზე (რომელზეც შესაძლებელი იქნება
კალმით ჩანაწერის გაკეთება) ორმხრივი ფერადი ბეჭდვით (ბეჭდვა ფერადი 4x4),
მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით;
ბ) აბონიმენტის დიზაინი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ
ორგანიზაციასთან.
მიწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის
შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
17. მუყაოს საქაღალდე.
პრეტენდეტნმა უნდა უზრუნველყოს სპეციალური შიდა ჯიბის მქონე
საქაღალდის დამზადება შემდეგი მახასიათებლებით: 250 გრამიანი ბრისტოლის
ქაღალდი, ბეჭდვა ცალმხრივი 4X0 გლუვი ლამინაციით და ნაწილობრივი
ლაქირებით, ზომით გაშლილ მდგომარეობაში 45X32სმ(±1სმ), რაოდენობა 100 (ასი) ცალი,
დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით.
მიწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნილი რაოდენობ(ებ)ის
შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში
შენიშვნა:
•პრეტენდენტმა საქონელის მოწოდება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული
ფოსტის საშუალებით შეტყობინების მიღების დღიდან 10 (ათი) სამუსაო დღის
ვადაში;
•მოსაწოდებელი საქონელის დიზაინი, ფერი, დასაბეჭდი ინფორმაცია უნდა
შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან;
•მითითებული ესკიზები პირობითია და უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ
ორგანიზაციასთან.